საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფაქტობრივად, ბავშვობა ჯიბეში მიდევს" - "გურული დღიურების" პრეზენტაციას გიორგი კეკელიძის ბავშვობის მეგობარი ეხმაურება
"ფაქტობრივად, ბავშვობა ჯიბეში მიდევს" - "გურული დღიურების" პრეზენტაციას გიორგი კეკელიძის ბავშვობის მეგობარი ეხმაურება

ორი დღის წინ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის წიგ­ნის "გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის" პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. წიგ­ნი 90-იანი წლე­ბის გუ­რი­ის, გუ­რუ­ლე­ბი­სა და მწერ­ლის ბავ­შვო­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს. წიგნ­ში ასე­ვე ჩარ­თუ­ლია პერ­სო­ნა­ჟე­ბის ის­ტო­რია, პრო­ექ­ტი­დან "გუ­რუ­ლი ქორ­წი­ნე­ბის ის­ტო­რია", რო­მელ­ზეც ავ­ტო­რი 2014 წლის ზა­ფხულ­ში მუ­შა­ობ­და. გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე არა­ერ­თი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი თბილ კო­მენ­ტა­რებს ტო­ვებს. წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ბავ­შვო­ბის ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი.

"რა გი­თხრა აბა. ეს წიგ­ნი... ზო­გი­ერ­თი თავი ორ­ჯერ წა­ვი­კი­თხე. ბავ­შვო­ბა ჩემ­თვის ცოტა გარ­თუ­ლე­ბუ­ლი სა­კი­თხია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იქ ბევ­რი მის­ტი­უ­რი ამ­ბა­ვი იყო, რაც რო­გორც ამ­ბობ, მხო­ლოდ შენ­თვის ხდე­ბა. ჩემს მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას თუ ვენ­დო­ბით, ძა­ლი­ან კარ­გად მო­აქვს ამ წიგნს ის სული, რაც მა­შინ ტრი­ა­ლებ­და. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტო­მაც, რომ მეც და შენ და ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი იმ რე­ა­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობ­დით. (მაგ­რამ სხვა ქა­ლა­ქე­ბიც ასეთ რე­ა­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ, ერთი ისაა, რომ გუ­რია, თვი­თონ მხა­რე მეჩ­ვე­ნე­ბა მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლად, ეს კი უფრო ამ­ძაფ­რებ­და/ამ­ძაფ­რებს ამ ყვე­ლა­ფერს) სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ეს მოვ­ლე­ნე­ბი, თით­ქოს მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის კუთ­ვნი­ლი და ამა­ვე დროს სა­ერ­თო. ერ­თის ბავ­შვო­ბა და ბევ­რის ბავ­შვო­ბა. არც ვიცი, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რა­დღე­ბა, იმ­დე­ნად სა­ერ­თო და გა­და­ჯაჭ­ვუ­ლია, ყვე­ლა მოვ­ლე­ნა, ყვე­ლა ნი­უ­ან­სი. პი­რა­დად ჩემ­ში ეს ბავ­შვო­ბა დარ­ჩა, მცი­რე გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბით, ბე­ბია ადრე გარ­და­იც­ვა­ლა და ბა­ბუა არ მახ­სოვს და ა.შ. 9 აპ­რი­ლის ამ­ბა­ვი, ნინო თო­ი­ძე, ეს სა­ხე­ლი ხომ სა­ერ­თოდ მგო­ნი ჩემი მეხ­სი­ე­რე­ბის სა­წყი­სი წერ­ტი­ლია, მა­შინ 4 წლის ვი­ყა­ვი. მოკ­ლედ სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფე­რი. ეს წიგ­ნი პი­რა­დად ჩემ­თვის სა­მა­გი­დო წიგ­ნი გახ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, ბავ­შვო­ბა ჯი­ბე­ში მი­დევს. კი­დევ უამ­რა­ვი რამ შე­მიძ­ლია ვთქვა. თუმ­ცა იმის გამო, რო­გო­რი გრძნო­ბით და გან­ცდე­ბი­თაც ეს წიგ­ნი და­წე­რე, ვიცი უსი­ტყვო­დაც მიხ­ვდე­ბი. მად­ლო­ბა შენ", - წერს მწერ­ლის მე­გო­ბა­რი.

"ფაქტობრივად, ბავშვობა ჯიბეში მიდევს" - "გურული დღიურების" პრეზენტაციას გიორგი კეკელიძის ბავშვობის მეგობარი ეხმაურება

"ფაქტობრივად, ბავშვობა ჯიბეში მიდევს" - "გურული დღიურების" პრეზენტაციას გიორგი კეკელიძის ბავშვობის მეგობარი ეხმაურება

ორი დღის წინ გიორგი კეკელიძის წიგნის "გურული დღიურების" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი 90-იანი წლების გურიის, გურულებისა და მწერლის ბავშვობის შესახებ მოგვითხრობს. წიგნში ასევე ჩართულია პერსონაჟების ისტორია, პროექტიდან „გურული ქორწინების ისტორია", რომელზეც ავტორი 2014 წლის ზაფხულში მუშაობდა. გიორგი კეკელიძის "ფეისბუქის" პირად გვერდზე არაერთი თაყვანისმცემელი თბილ კომენტარებს ტოვებს. წიგნის პრეზენტაციას ეხმაურება გიორგი კეკელიძის ბავშვობის ერთ-ერთი მეგობარი.

"რა გითხრა აბა. ეს წიგნი... ზოგიერთი თავი ორჯერ წავიკითხე. ბავშვობა ჩემთვის ცოტა გართულებული საკითხია. მიუხედავად ამისა, იქ ბევრი მისტიური ამბავი იყო, რაც როგორც ამბობ, მხოლოდ შენთვის ხდება. ჩემს მხატვრულ ლიტერატურასთან ურთიერთობის გამოცდილებას თუ ვენდობით, ძალიან კარგად მოაქვს ამ წიგნს ის სული, რაც მაშინ ტრიალებდა. შეიძლება იმიტომაც, რომ მეც და შენ და ჩვენი მეგობრები იმ რეალობაში ვცხოვრობდით. (მაგრამ სხვა ქალაქებიც ასეთ რეალობაში ცხოვრობდნენ, ერთი ისაა, რომ გურია, თვითონ მხარე მეჩვენება მე განსხვავებულად, ეს კი უფრო ამძაფრებდა/ამძაფრებს ამ ყველაფერს) საინტერესოა, რომ ეს მოვლენები, თითქოს მხოლოდ ერთი ადამიანის კუთვნილი და ამავე დროს საერთო. ერთის ბავშვობა და ბევრის ბავშვობა. არც ვიცი, კონკრეტულად რომელზე გავამახვილო ყურადღება, იმდენად საერთო და გადაჯაჭვულია, ყველა მოვლენა, ყველა ნიუანსი. პირადად ჩემში ეს ბავშვობა დარჩა, მცირე გამონაკლისებით, ბებია ადრე გარდაიცვალა და ბაბუა არ მახსოვს და ა.შ. 9 აპრილის ამბავი, ნინო თოიძე, ეს სახელი ხომ საერთოდ მგონი ჩემი მეხსიერების საწყისი წერტილია, მაშინ 4 წლის ვიყავი. მოკლედ საერთოდ ყველაფერი. ეს წიგნი პირადად ჩემთვის სამაგიდო წიგნი გახდა. ფაქტობრივად, ბავშვობა ჯიბეში მიდევს. კიდევ უამრავი რამ შემიძლია ვთქვა. თუმცა იმის გამო, როგორი გრძნობით და განცდებითაც ეს წიგნი დაწერე, ვიცი უსიტყვოდაც მიხვდები. მადლობა შენ", - წერს მწერლის მეგობარი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს