პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ
ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ

ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­წამ­ვლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ექ­ვსი პი­რი­დან თავს დამ­ნა­შა­ვედ არც ერთი არ ცნობს. მათ დღეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი, სა­დაც ყვე­ლა ბრალ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვეს, კო­მენ­ტა­რის გა­რე­შე და­ტო­ვეს, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ არ აპი­რე­ბენ მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას, ან გა­მო­ძი­ე­ბის­გან მი­მალ­ვას. ყვე­ლა მათ­გან­მა ერ­თხმად აღ­ნიშ­ნა, რომ სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ბრძო­ლას აპი­რებს. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გენშტა­ბის სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მე­დეა ბე­თაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, იგი არ იზი­ა­რებს პრო­კუ­რა­ტუ­რის პო­ზი­ცი­ას, რომ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხე მისი მხრი­დან, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც პრო­კუ­რა­ტუ­რამ გი­რაო მო­ი­თხო­ვა. რო­გორც ბე­თაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, არ აპი­რებს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას, იმი­ტომ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე მის­თვის სა­სარ­გებ­ლოა. ამას­თან, მე­დეა ბე­თაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ საქ­მის მა­სა­ლებ­ში, სა­დაც წე­რია, რომ 94 ჯა­რის­კა­ცის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია მოხ­და, არ არის გან­მარ­ტე­ბუ­ლი, რა წე­რია სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნებ­ში. მისი თქმით, დას­კვნებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ სამი დღის შემ­დეგ, მას შემ­დეგ, რაც სამ­ხედ­რო პი­რე­ბი ჰოს­პი­ტა­ლი­დან გა­მო­წე­რეს, დას­კვნა­ში ექი­მებ­მა მი­უ­თი­თეს, რომ ისი­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან.

"ჩემი მხრი­დან არ არ­სე­ბობს მოწ­მე­ებ­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხე. ქვეყ­ნი­დან არ გავ­სულ­ვარ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის შემ­დეგ. გუ­შინ მქონ­და შეხ­ვედ­რა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრთან, შემ­დეგ ვი­ნა­ხუ­ლე გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში ჩვე­ნი დაჭ­რი­ლე­ბი და ამ­პუ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი. მე ვარ აფხა­ზე­თის ომის დროს ერთ-ერთი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლის შვი­ლი, პი­რა­დად ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და­ვამ­ტკი­ცო", - გა­ნა­ცხა­და მე­დეა ბე­თაშ­ვილ­მა.

სა­კუ­თარ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა კი­დევ ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა, მე­ო­თხე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, ოთარ ჯე­ჯე­ი­ამ, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა მო­ტი­ვით აქვს ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი. ჯე­ჯე­ი­ას თქმით, ის ფუნ­ქცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბის მხა­რემ მას და­ა­კის­რა, კა­ნო­ნით სხვებს ეხე­ბა. კერ­ძოდ, სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი სამ­სა­ხუ­რი მისი თქმით, 2006 წლი­დან აღარ არ­სე­ბობს და არ­სე­ბობს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, სა­დაც ჩა­წე­რი­ლია, რომ სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი კონ­ტრო­ლი ეხე­ბა ექიმ­სა და მთა­ვარ ექიმს. თუმ­ცა, მისი თქმით, ვერც ექი­მი და ვერც მთა­ვა­რი ექი­მი ნაწ­ლა­ვის ჩხი­რის არ­სე­ბო­ბას საკ­ვებ­ში ვერ და­ად­გენ­დნენ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მათ მხო­ლოდ გე­მოვ­ნე­ბის შე­მოწ­მე­ბა ეხე­ბათ. ნაწ­ლა­ვის ჩხი­რის დად­გე­ნას კი, თუკი იგი რო­მე­ლი­მე ჭურ­ჭელ­ზე იყო, ოთარ ჯე­ჯე­ი­ას გან­მარ­ტე­ბით, რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რა სჭირ­დე­ბა.

"ეს რომ დავ­თე­სოთ დღეს, სამი დღის შემ­დეგ ამო­ი­თე­სე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამას ვერც მე, ვერც ექი­მი და ვერც მთა­ვა­რი ექი­მი იმ მო­მენ­ტში ვერ გან­ვსა­ზღვრავ­დით", - გა­ნა­ცხა­და ოთარ ჯე­ჯე­ი­ამ. ბრალ­დე­ბულ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა 12 ჯა­რის­კა­ცის მე-4 ქვე­ი­თი ბრი­გა­დი­დან ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, რე­ა­ლუ­რად მო­ვი­და სამ­ხედ­რო პო­ლი­ცია და კი­დევ სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, 12 კაცი ჩას­ვეს და წა­იყ­ვა­ნეს ჰოს­პი­ტალ­ში. ჯე­ჯე­ი­ას თქმით, შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ არც ერთს არა­ფე­რი სჭირ­და, გარ­და ორი­სა, რო­მელ­თაც ჭი­ე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა. პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. ბრალ­დე­ბის მხა­რე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში სხვა პირ­თა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც დად­გეს. ე.წ. ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­წამ­ვლის საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 24 დე­კემ­ბერს ჩა­ი­ნიშ­ნა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ 6 პირს მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბით არ­ცერ­თი სახე არ და­ე­კის­რა, პრო­კუ­რა­ტუ­რა მათ­თვის გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და.

ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ

ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ

ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე ბრალდებული ექვსი პირიდან თავს დამნაშავედ არც ერთი არ ცნობს. მათ დღეს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესი, სადაც ყველა ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე დატოვეს, კომენტარის გარეშე დატოვეს, თუმცა სასამართლო დარბაზში განცხადებები გააკეთეს. ბრალდებულებმა აღნიშნეს, რომ არ აპირებენ მოწმეებზე ზემოქმედებას, მტკიცებულებების განადგურებას, ან გამოძიებისგან მიმალვას. ყველა მათგანმა ერთხმად აღნიშნა, რომ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას აპირებს. თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მედეა ბეთაშვილის განცხადებით, იგი არ იზიარებს პროკურატურის პოზიციას, რომ არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხე მისი მხრიდან, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ გირაო მოითხოვა. როგორც ბეთაშვილმა განაცხადა, არ აპირებს მტკიცებულებების განადგურებას, იმიტომ, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ბრალდების საქმეზე მისთვის სასარგებლოა. ამასთან, მედეა ბეთაშვილმა აღნიშნა, რომ საქმის მასალებში, სადაც წერია, რომ 94 ჯარისკაცის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, არ არის განმარტებული, რა წერია სამედიცინო დასკვნებში. მისი თქმით, დასკვნებში მითითებულია, რომ სამი დღის შემდეგ, მას შემდეგ, რაც სამხედრო პირები ჰოსპიტალიდან გამოწერეს, დასკვნაში ექიმებმა მიუთითეს, რომ ისინი პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან.

"ჩემი მხრიდან არ არსებობს მოწმეებზე მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ქვეყნიდან არ გავსულვარ წარდგენილი ბრალდების შემდეგ. გუშინ მქონდა შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან, შემდეგ ვინახულე გორის ჰოსპიტალში ჩვენი დაჭრილები და ამპუტირებულები. მე ვარ აფხაზეთის ომის დროს ერთ-ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგულის შვილი, პირადად ვარ დაინტერესებული, ჩემი უდანაშაულობა დავამტკიცო", - განაცხადა მედეა ბეთაშვილმა.

საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრა კიდევ ერთმა ბრალდებულმა, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსმა, ოთარ ჯეჯეიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის გაურკვეველია, რა მოტივით აქვს ბრალი წარდგენილი. ჯეჯეიას თქმით, ის ფუნქცია-მოვალეობები, რომელიც ბრალდების მხარემ მას დააკისრა, კანონით სხვებს ეხება. კერძოდ, სანიტარულ-ჰიგიენური სამსახური მისი თქმით, 2006 წლიდან აღარ არსებობს და არსებობს სახელმძღვანელო, სადაც ჩაწერილია, რომ სანიტარულ-ჰიგიენური კონტროლი ეხება ექიმსა და მთავარ ექიმს. თუმცა, მისი თქმით, ვერც ექიმი და ვერც მთავარი ექიმი ნაწლავის ჩხირის არსებობას საკვებში ვერ დაადგენდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათ მხოლოდ გემოვნების შემოწმება ეხებათ. ნაწლავის ჩხირის დადგენას კი, თუკი იგი რომელიმე ჭურჭელზე იყო, ოთარ ჯეჯეიას განმარტებით, რამდენიმედღიანი პროცედურა სჭირდება.

"ეს რომ დავთესოთ დღეს, სამი დღის შემდეგ ამოითესება. შესაბამისად, ამას ვერც მე, ვერც ექიმი და ვერც მთავარი ექიმი იმ მომენტში ვერ განვსაზღვრავდით", - განაცხადა ოთარ ჯეჯეიამ. ბრალდებულმა ასევე ისაუბრა 12 ჯარისკაცის მე-4 ქვეითი ბრიგადიდან ჰოსპიტალში გადაყვანაზე. როგორც მან აღნიშნა, რეალურად მოვიდა სამხედრო პოლიცია და კიდევ სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, 12 კაცი ჩასვეს და წაიყვანეს ჰოსპიტალში. ჯეჯეიას თქმით, შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ არც ერთს არაფერი სჭირდა, გარდა ორისა, რომელთაც ჭიები აღმოაჩნდა. პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარე არ გამორიცხავს, რომ გამოძიების პროცესში სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ე.წ. ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 დეკემბერს ჩაინიშნა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ 6 პირს მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიებით არცერთი სახე არ დაეკისრა, პროკურატურა მათთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ