რეპერი მასტერი მსახიობ თინა მახარაძეს ტრანსგენდერ "საბის" მკვლელობის შესახებ გაკეთებული სკანდალური განცხადების გამო სოციალურ ქსელში აკრიტიკებს.
"რატომ ვერ ისვენებ "შვილო"? "შვილო" სიმბოლურად თორემ არანაირი სურვილი არ მაქვს შენი მამობის...
მერე იტყვიან რას გადაეკიდნენ ამ გოგოსო...
მიხედე რა შენ ცხოვრებას, არავინ არ გიშლის რა გზითაც გინდა იმ გზით იარე, თუ გინდა "ეროვნული ბოზი" იყავი, როგორც შენ თვითონ უწოდე შენ თავს ერთ-ერთ გამოსვლაში, თუ გინდა "რკინის ციყვი" იყავი...
რატომ ეხები რელიგიას? ვინ მოგცა უფლება, რომ შეეხო ისეთ წმინდა თემას რასაც ქვია რელიგია და კერძოდ ბიბლია? ან რა სიამოვნებას განიჭებს ის, რომ ყოველი მესამე ადამიანი მშობელს გაგინებს? მე აგრესიული? არანაირად - აგრესიული შეიძლება იყო ადამიანზე, რომელიც საღად აზროვნებს, აგრესიული ვერ იქნები გიჟებზე და არანორმალურებზე...
არ ყოფნით, რომ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამუდმებით ხდება ქართული რელიგიის აბუჩად აგდება, ვითომ შეფარულად...
ახლა პირდაპირ ბიბლია გადაშალეს და ჩასწორება მოინდომეს...
ბიბლია შენი "ფეისბუქის" პოსტი არ არის - როგორც გინდა ისე შეცვალო...
ჩემი შეცდომაა, რომ საერთოდ შენ "ვიდეოს" ვავრცელებ, მაგრამ ჩემ წილ ცოდვაზე მე მომეკითხება, შენ შენსას მიხედე!!!", - წერს რეპერი.
შეგახსენებთ, გუშინ პეკინის 14-ში მდებარე ერთ-ერთ ბინაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ 1988 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები ლევან კ. დააკავა. დაკავებულმა ტრანსგენდერი "საბი" დანით სხეულის მრავლობითი ჭრილობების მიყენების შედეგად მოკლა და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით მოკლულის საცხოვრებელ სახლში ხანძარი გააჩინა.
მომხდარს მსახიობი თინა მახარაძე გამოეხმაურა, რომელმაც მოსაზრება Facebook-ზე ვიდეოპოსტში დააფიქსირა. მსახიობი მაყურებლის წინაშე ბიბლიით ხელში წარსდგა და განაცხადა, რომ "იმ კაცმა" მიაფუჩეჩა...
"მე მგონი, იცით მაგ კაცს რა შეეშალა თავის დროზე? მეტი კონკრეტიკა იყო საჭირო: აი, რომ დაეწერა - არა კაც, ქალ, ტრანს და ასე შემდეგ - კლა, მაშინ O.K., გავიგებდი, მაგრამ მიაფუჩეჩა...", - აღნიშნა მსახიობმა.