Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადაარჩინა სიკვდილს ჯაბა იოსელიანმა და რას იხსენებს ნოდარ ნათაძესთან მომხდარ ინციდენტზე - ვახტანგ რჩეულიშვილის გულახდილი ინტერვიუ
როგორ გადაარჩინა სიკვდილს ჯაბა იოსელიანმა და რას იხსენებს ნოდარ ნათაძესთან მომხდარ ინციდენტზე - ვახტანგ რჩეულიშვილის გულახდილი ინტერვიუ

13 აპ­რილს, რამ­დე­ნი­მე კვი­რი­ა­ნი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ, "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. 63 წლის რჩე­უ­ლიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო.

2015 წელს, AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა მისი პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნის პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა და გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რა ვი­თა­რე­ბა იყო იმ­დრო­ინ­დელ მთავ­რო­ბა­ში, ვინ მარ­თავ­და ქვე­ყა­ნას, რო­გორ მუ­შა­ობ­და პარ­ლა­მენ­ტი, რა ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს ჯაბა იო­სე­ლი­ან­თან და ა.შ...

"1992-1995 წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი უნი­კა­ლუ­რი იყო რამ­დე­ნი­მე ნიშ­ნით: მას სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი - ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და; იყო პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო გა­ე­როს წევ­რი გახ­და და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მთელ­მა მსოფ­ლი­ომ აღი­ა­რა; ამ პარ­ლა­მენ­ტმა სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კურსს, ქვეყ­ნის და­სავ­ლურ არ­ჩე­ვანს;

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერს, პა­ტი­ვი მერ­გო, ევ­რო­პის სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და პირ­ვე­ლი შე­ნიშ­ვნაც ევ­რო­პე­ლი კო­ლე­გე­ბის­გან მა­შინ მიგ­ვე­ღო (ამი­ტო­მაც არ მიკ­ვირს ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის გა­მუდ­მე­ბუ­ლი კრი­ტი­კა დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ): შე­ვარ­დნა­ძე ერ­თდრო­ულდ სა­კა­ნონ­მდებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­თა შტო­ებს რომ ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ეს დე­მოკ­რა­ტი­ის მო­თხოვ­ნას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბაო! ეს ჩვენც ვი­ცო­დით, მაგ­რამ კა­ნო­ნი სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ო­დის­თვის არარ­სე­ბულ კონ­სტი­ტუ­ცი­ას ცვლი­და, შედ­გე­ნი­ლი იყო ფარ­თო­მას­შტა­ბუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­სენ­სუ­სის, ანუ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის (ზვი­ა­დის­ტე­ბის გარ­და) შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ხოლო გამ­სა­ხურ­დი­ას შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტის ძა­ლა­უფ­ლე­ბის ვინ­მეს­თვის, უწი­ნა­რე­სად შე­ვარ­დნა­ძის­თვის გა­და­ცე­მი­სა, ამ პარ­ტი­ებს ეში­ნო­დათ, ამი­ტო­მაც იყო არ­ჩე­უ­ლი ეს კომ­პრო­მი­სუ­ლი ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც მარ­თლაც უპ­რე­ცე­დენ­ტო იყო.

პარ­ლა­მე­ტის თავ­მჯდო­მა­რე - სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი, პირ­ვე­ლი პი­რის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად ცალ­კე ირ­ჩე­ო­და, სა­ყო­ველ­თაო პირ­და­პი­რი არ­ჩევ­ნე­ბის გზით! ცხა­დი,ა ევ­რო­პამ გაგ­ვაკ­რი­ტი­კა, მაგ­რამ რო­დის უჯე­რებს ამა­ყი ქარ­თვე­ლი სხვას, სა­ნამ ცხვირს არ წა­ი­ტეხს? სწო­რედ ამ უნი­კა­ლურ­მა პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცია და ამ კონ­სტი­ტუ­ცი­ის ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის დროს, მის ეზო­ში აა­ფეთ­ქეს შე­ვარ­დნა­ძე (მეც მას­თან ერ­თად)! მა­შინ და­ე­ცა სო­ხუ­მი, ზუგ­დიდ­ში დაბ­რუნ­და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, რო­მე­ლიც სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ქარ­თვე­ლო შე­ვი­და დსთ-ში, მო­ი­კი­და ფეხი ტე­რო­რიზ­მმა - მოკ­ლეს ედპ-ს ლი­დე­რი გია ჭან­ტუ­რია, შე­ვარ­დნა­ძის ფონ­დის თავ­მჯდო­მა­რე - სო­ლი­კო ხა­ბე­იშ­ვი­ლი.

წარ­სულ­ში კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნი მარ­თავ­და ქვე­ყა­ნას, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს ყო­ველკ­ვარ­ტა­ლუ­რად ვი­ღებ­დით, შე­მო­ვი­და კუ­პო­ნი, გა­თა­ვი­სუფ­ლდა ფა­სე­ბი პურ­ზე - ხალ­ხი მთელ ღა­მეს პუ­რის რი­გებ­ში ათე­ნებ­და! მაგ­რამ სწო­რედ ამ პარ­ლა­მენ­ტის დროს შედ­გა ქვე­ყა­ნა: შე­მო­ვი­და ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა - ლარი, ამოქ­მედ­და სა­სა­მარ­თლო, შსს და პრო­კუ­რა­ტუ­რა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წა­ვიდ­ნენ (და­ა­პა­ტიმ­რეს) ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნი და თენ­გიზ კი­ტო­ვა­ნი, რუ­სეთ­ში გა­იქ­ცა იგორ გი­ორ­გა­ძე, ჩა­ტარ­და პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი, შე­იქ­მნა ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პოსტსაბ­ჭო­თა ელი­ტა (ჟვა­ნია, სა­ა­კაშ­ვი­ლი და სხვე­ბი). ქვე­ყა­ნა თან­და­თან ფეხ­ზე წა­მოდ­გა. ბო­ლოს და ბო­ლოს, ეს იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი პარლ­მენ­ტი, რო­მელ­მაც გა­ა­ერ­თი­ა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი, იმ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, გარ­და დაქ­საქ­სუ­ლი შე­უ­რი­გე­ბე­ლი ზვი­ა­დის­ტე­ბი­სა. დე­პუ­ტა­ტებს შო­რის იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი თით­ქმის ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოღ­ვა­წე, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გა­მო­ჩე­ნი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი: ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი, თენ­გიზ აბუ­ლა­ძე, რეზო ჯა­ფა­რი­ძე, გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ელ­დარ შენ­გე­ლა­ია, ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე, ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი, ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი და სხვე­ბი.

პარ­ლა­მენ­ტში მო­ვიდ­ნენ ეროვ­ნულ გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რე­ბი: ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი-ჭან­ტუ­რია და მა­მუ­კა გი­ორ­გა­ძე (გია ჭან­ტუ­რია არ შე­მო­სუ­ლა პარ­ლა­მენ­ტში), აკა­კი ასა­თი­ა­ნი, ირაკ­ლი წე­რე­თე­ლი, ნო­დარ ნა­თა­ძე, ვაჟა ადა­მია თა­ვი­სი პარ­ტი­ე­ბით, დი­სი­დენ­ტე­ბი - ირაკ­ლი შენ­გე­ლია, მი­ხე­ილ ნა­ნე­იშ­ვი­ლი, ლუ­ი­ზა შა­კი­აშ­ვი­ლი, ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნი, თენ­გიზ კი­ტო­ვა­ნი, თენ­გიზ სი­გუა (ე.წ. "პუტ­ჩის­ტე­ბი"), რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი (ივ­ლი­ა­ნე ხა­ინ­დრა­ვა, ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე, რეზო შა­ვიშ­ვი­ლი და სხვა), მწვა­ნე­ე­ბი ქარ­ტია "მო­ნარ­ქის­ტე­ბი," ძვე­ლი თა­ო­ბის ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ხე­ე­ბი - ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა, ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვი­ლი, თე­ი­უ­მუ­რაზ შა­ში­აშ­ვი­ლი და იმ დრო­ი­სათ­ვის ახა­ლი სა­ხე­ე­ბი - ნეს­ტან კირ­თა­ძე, შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ახალ­გაზ­რდუ­ლი გუნ­დი. ერთი სი­ტყვით, ამ­დე­ნი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი არც ერთ სხვა პარ­ლა­მენ­ტში არ შემ­ხვედ­რია. სპი­კე­რატ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი ვი­ყა­ვით - ვახ­ტანგ გო­გუ­ა­ძე (სპი­კე­რი), რუ­სუ­დან ბე­რი­ძე (მე­რაბ კოს­ტა­ვას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე) და მე.

მა­შინ ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის და უმ­ცი­რე­სო­ბის ინ­სტი­ტუტს - მე ვი­ყა­ვი უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი, რუ­სუ­დან ბე­რი­ძე კი უმ­ცი­რე­სო­ბი­სა.

- მა­შინ­დე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი ჰგავ­დნენ თუ არა დღე­ვან­დე­ლებს?

- მა­ში­ნაც იყ­ვნენ ლი­დე­რე­ბიც და უსა­ხო პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბიც. უბ­რა­ლოდ, ბევ­რად მეტი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო იმ პარ­ლა­მენ­ტში და რაც მთა­ვა­რია, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის და პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მებ­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ზრდი­და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს როლს და ავ­ტო­რი­ტეტს ქვეყ­ნის შიგ­ნი­თაც და გა­რე­თაც. ერ­თგვა­რი დისპრო­პორ­ცი­აც კი შე­იქ­მნა პარ­ლა­მენ­ტის სა­სარ­გებ­ლოდ აღ­მას­რუ­ლე­ბელ და სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­და­რე­ბით. დე­პუ­ტა­ტე­ბი ხში­რად ინიშ­ნე­ბოდ­ნენ მი­ნის­ტრე­ბად, გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბად, გამ­გებ­ლე­ბად. პარ­ლა­მენ­ტი მოვ­ლე­ნა­თა ეპი­ცენ­ტრში იყო. ჩემ­თვის პირ­დად, ეს სა­მოქ­მე­დო ას­პა­რე­ზიც და უზარ­მა­ზა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სკო­ლაც იყო.

- თქვე­ნი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნის როლი იმ პარ­ლა­მენ­ტში...

- ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნი უნი­კა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბა იყო. სა­ხელ­მწი­ფო იერ­არ­ქი­ა­ში მე­ო­რე კა­ცის პო­ზი­ცია ეკა­ვა შე­ვარ­დნა­ძის შემ­დეგ. ყო­ფი­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი და მოქ­მე­დი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ასეთ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ქვეყ­ნის­თვის ცხა­დია, სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენ­და, მაგ­რამ იმ ეტაპ­ზე სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა არ იყო. ის აჩე­რებ­და ზვი­ა­დის­ტებს მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის­გან, ძა­ლას სძენ­და სა­ხელ­მწი­ფოს იძუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზმს, რომ­ლის გა­რე­შე სა­ხელ­მწი­ფო არ არ­სე­ბობს. შე­ვარ­დნა­ძემ სრუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნა მისი ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და მერე მხედ­რი­ონ­თან ერ­თად მო­ი­ცი­ლა ისიც და კი­ტო­ვა­ნიც.

მე ვაფრ­თხი­ლებ­დი ჯა­ბას ამის შე­სა­ხებ, ვახ­სე­ნებ­დი ცნო­ბილ ფრა­ზას - "რე­ვო­ლუ­ცია სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის ჭა­მას იწყებს". მაგ­რამ ეს თვი­თო­ნაც მშვე­ნივ­რად იცო­და - უბრლოდ, ბოლო წლებ­ში პრო­ცე­სებს ვე­ღარ აკონ­ტრო­ლებ­და, სა­კუ­თა­რი ფორ­მი­რე­ბის მძევ­ლად იქცა. ამა­ვე დროს ბევ­რი გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო: ჭკვი­ა­ნი, ნა­კი­თხი, მა­მა­ცი და ბო­ლოს და ბო­ლოს, სიმ­პა­თი­უ­რი. ფულს პი­რა­დად არ ეს­წრა­ფო­და - ოჯახ­ში არა­სო­დეს მიჰ­ქონ­და მი­ლი­ო­ნე­ბი. ბევ­რჯერ ამომ­დგო­მია გვერ­დში - პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც (რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტში თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბას მი­პი­რებ­დნენ), ეკო­ნო­მი­უ­რა­დაც (რო­დე­საც სი­მამრს ბიზ­ნესს არ­თმევ­დნენ). გია ჭან­ტუ­რი­ას მსგავ­სად, ჩემი მოკ­ვლის სა­კი­თხიც რომ დად­გა, ჯა­ბას ჩა­რე­ვამ მიხ­სნა. ერთი სი­ტყვით, თა­ვი­სი დრო­ის შვი­ლი იყო და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კო­ლო­რი­ტუ­ლი ფი­გუ­რა იმ­დრო­ინ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- რა პრობ­ლე­მის წი­ნა­შე იყო ის პარ­ლა­მენ­ტი და რა იყო მისი მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა?

- და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის დღი­დან, დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ერთი და იგი­ვე პრობ­ლე­მა აქვს - ამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გვის საფრ­თე. მა­ში­ნაც და დღე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა რუ­სე­თის იმ­პე­რი­უ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი, აფხა­ზუ­რი და ოსუ­რი სე­პა­რა­ტიზ­მი იყო. მა­შინ ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლურ ორი­ენ­ტა­ცი­ას და სწო­რედ ეს იქცა და დღე­საც რჩე­ბა რუ­სეთ­თან მთა­ვარ პო­ლი­ტი­კურ პრობ­ლე­მად. ვი­ნა­ი­დან და­პი­რის­პი­რე­ბა რუ­სეთ­თან ცი­ვი­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნის სა­კი­თხია და ორი­ვე მხა­რე ამ არ­ჩე­ვა­ნის მძე­ვა­ლია.

დიდ პო­ლი­ტი­კა­ში ჩემი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კას­თან და რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო ვი­ზი­ტი აზერ­ბა­ი­ჯან­ში შედ­გა, შემ­დეგ სომ­ხეთ­ში, და შემ­დეგ რუ­სეთ­ში. მა­შინ მო­ვიწ­ვი­ეთ პირ­ვე­ლი რუ­სუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ცია პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნე­ბა­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის რა­მა­ზან აბ­დულ­ტი­პო­ვი­სა და ვიცე-პრე­მი­ერ სერ­გეი შახ­რა­ის შე­მად­გენ­ლო­ბით. მი­ვი­ღეთ პირ­ვე­ლი კო­მუ­ნი­კე, რო­მე­ლიც ორ ქვე­ყა­ნას შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის სურ­ვილს გა­მო­ხა­ტავ­და. ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და ნო­დარ ნა­თა­ძის ინი­ცი­ტი­ვით პარ­ლა­მენ­ტმა ამ დო­კუ­მენ­ტის დე­ზა­ვუ­ი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და ჩემი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხიც და­ის­ვა. შე­ვარ­დნა­ძე მი­ცავ­და, მაგ­რამ პარ­ლა­მენ­ტი ბო­ბოქ­რობ­და. სი­ცხი­ა­ნი ჯა­ბას გა­მო­ჩე­ნამ პარ­ლა­მენ­ტში და მისი მხრი­დან ჩემ­მა დაც­ვამ სა­ბო­ლო­ოდ ჩა­შა­ლა ეს მცდე­ლო­ბა. ცხა­დია, უკ­ვირ­და ჯა­ბას, მე რომ "მხედ­რი­ონს" ვუ­პი­რის­პირ­დე­ბო­დი - "მე შენ­სკენ, შენ კი ეშ­მა­კე­ბის­კენ", - ალ­ბათ ფიქ­რობ­და. მაგ­რამ ასე­თი წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვია პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა - პი­რად სიმ­პა­თი­ებ­ზე მაღ­ლა, რო­გორც წესი, სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სი დგე­ბა.

- ალ­ბათ, იმ­დრო­ინ­დე­ლი ისე­თი ამ­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბაც შე­გიძ­ლი­ათ, რო­მე­ლიც ღი­მილს მოგ­ვგვრის...

- ეს ყვე­ლა­ფე­რი დღეს უკვე ის­ტო­რი­აა, ამი­ტო­მაც იმ პე­რი­ო­დის რამ­დე­ნი­მე სა­სა­ცი­ლო ამ­ბავ­საც მო­გიყ­ვე­ბით: რო­დე­საც სტრას­ბურ­გში ჩა­ვე­დით, დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით მიგ­ვი­ღეს. მა­შინ კლინ­ტო­ნი ახა­ლი არ­ჩე­უ­ლი იყო ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტად. მას­პინ­ძლებ­თან ერ­თად ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის უზარ­მა­ზარ შუ­შის ლიფ­ტში რომ შე­ვე­დით, თა­ნამ­შრომ­ლებ­მა იმ დროს ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტად ახ­ლა­დარ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს მი­მამ­სგავ­სეს (ეტყო­ბა, ჭა­ღა­რით) და ჩურ­ჩუ­ლი და­ი­წყეს - კლინ­ტო­ნი, კლინ­ტო­ნიო. სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვე­დით, იმ­ჟა­მინ­დე­ლი რეს­პუბ­ლი­კის პრო­კუ­რორ­მა - თედო ნი­ნი­ძემ შე­ვარ­დნა­ძეს ეს ამ­ბა­ვი მო­უყ­ვა. ეს რა არი­სო, - უპა­სუ­ხა შე­ვარ­დნა­ძემ, - კლინ­ტო­ნი რომ ჩა­ვი­და ვი­ზი­ტით სტრას­ბურ­გში და ლიფ­ტში შე­ვი­და, ყვე­ლამ ჩურ­ჩუ­ლი და­ი­წყო - რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, რჩე­უ­ლიშ­ვი­ლიო!

- ინ­ცი­დენ­ტი, რო­მე­ლიც თქვენ­სა და ნო­დარ ნა­თა­ძეს შო­რის მოხ­და, რას მოჰ­ყვა და რა­ტომ შე­ვი­და ის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ის­ტო­რი­ა­ში, რო­გორც ერთ-ერთი სკან­და­ლუ­რი ფაქ­ტი?

- ნა­თა­ძეს­თან თა­ვი­დან­ვე ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში (სა­დაც კენ­ჭს ვიყ­რი­დი), "სა­ხალ­ხო ფრონ­ტში" მისი მო­ად­გი­ლე, გოჩა გა­ვა­შე­ლი მი­პი­რის­პირ­დე­ბო­და და არ­ჩევ­ნე­ბი გა­მი­ყალ­ბა. კი­დევ კარ­გი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ოქ­მე­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ვა­ტა­რე და ორ უბან­ში არ­ჩევ­ნე­ბი თა­ვი­დან ჩა­ვა­ტა­რე­ბი­ნე. მხო­ლოდ ამის წყა­ლო­ბით შე­ვე­დი პარ­ლა­მენ­ტში, მაგ­რამ ნა­თა­ძის სა­ჩივ­რის გამო პარ­ლა­მენ­ტმა ჩემი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ და­ამ­ტკი­ცა და მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა წარ­ვუდ­გი­ნე, სცნო პარ­ლა­მენ­ტმა ჩემი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა.

არ შე­მიძ­ლია, არ აღ­ვნიშ­ნო, რომ იმ დროს ნა­თა­ძის პო­ლი­ტი­კურ­მა პარტნი­ო­რებ­მა, ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძემ და რეზო შა­ვიშ­ვილ­მა ამ ოქ­მე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ, მხა­რი უყოყ­მა­ნოდ და­მი­ჭი­რეს (პა­ტი­ო­სა­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არც ისე იშ­ვი­ა­თია, რო­გორც ხალ­ხს ჰგო­ნია). ნა­თა­ძე კი ყო­ველ­თვის ასე­თი ინ­ტრი­გა­ნი იყო და ყვე­ლას მო­ა­ბეზ­რა ამით თავი, მაგ­რამ ვე­რა­ვინ უბე­დავ­და ღიად შე­კა­მა­თე­ბას, ვი­ნა­ი­დან ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ად­ვი­ლად ამოს­ვრი­და ტა­ლახ­ში - ერის მო­ღალ­ტედ და "კა­გე­ბეს" აგენ­ტად და­ა­სა­ხე­ლებ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით ძვე­ლი კო­მუ­ნის­ტე­ბი ერი­დე­ბოდ­ნენ - სას­ტი­კად და­ში­ნე­ბუ­ლი ჰყავ­და. მე კი მო­უ­რი­დებ­ლად ვუ­თი­შავ­დი მიკრო­ფონს, თუკი რეგ­ლა­მენტს არ­ღვევ­და. ერთხე­ლაც, მიკრო­ფო­ნი რომ გა­ვუ­თი­შე (სხდო­მე­ბი მკაც­რად მიმ­ყავ­და, ვი­ნა­ი­დან ამ­დე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის დის­ციპ­ლი­ნის ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­ვა სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო), პრე­ზი­დი­უმ­ში მო­ვარ­და და შე­ვარ­დნა­ძეს მი­მარ­თა - "ვი­ღაც ნა­ბიჭ­ვარს მიკრო­ფონს არ გა­ვა­თი­ში­ნე­ბო". შე­ვარ­დნა­ძე კარ­გად მიც­ნობ­და და ხელი და­მი­ჭი­რა, არა­ფე­რი უთხრაო. მა­შინ მე­ო­რე ხე­ლით და­ვის­ხი ჭი­ქა­ში "ბორ­ჯო­მი" და სა­ხე­ში შე­ვას­ხი. დის­ციპ­ლი­ნის პრობ­ლე­მა პარ­ლა­მენ­ტში სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­ჭე­რი! ამ კად­რებ­მა მთე­ლი მსოფ­ლიო შე­მო­ი­ა­რა. მა­შინ პარ­ლა­მენ­ტის ახალ­გაზ­რდა თა­ნამ­შრო­მე­ლი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჰყვე­ბო­და, რომ ნიუ-ჯერ­სის ცნო­ბილ სტა­დი­ონ­ზე "პინ­კფ­ლო­ი­დე­ბის" კონ­ცერ­ტის დროს, შეს­ვე­ნე­ბა­ზე უზარ­მა­ზარ ეკ­რან­ზეც კი უჩ­ვე­ნე­ბი­ათ ეს სცე­ნა - რო­გორ მი­ჭერს შე­ვარ­დნა­ძე ხელს და რო­გორ ვას­ხამ "ბორ­ჯომს" ნა­თა­ძეს. აქამ­დე მე­უბ­ნე­ბი­ან, კომ­პა­ნია "ბორ­ჯომს" რეკ­ლა­მის­თვის შენ­თვის ფული უნდა გა­და­ე­ხა­დაო!

მაგ­რამ ოპო­ზი­ცი­ის სხვა ლი­დე­რებ­თან პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ვმე­გობ­რობ­დი. ერთხელ წყნე­თის სამ­თავ­რო­ბო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში დავ­პა­ტი­ჟე იმ დრო­ის­თის სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ელ­ჩე­ბი. თან, პარ­ტი­უ­ლი ლი­დე­რე­ბიც იყ­ვნენ სუფ­რას­თან: გია ჭან­ტუ­რია, აკა­კი ასა­თი­ა­ნი, ზუ­რაბ ჟვა­ნია და სხვე­ბი. რამ­დე­ნი­მე ჭი­ქის შემ­დეგ, ერ­თმა­ნე­თის სა­დღეგ­რძე­ლო­ებ­ზე რომ გა­და­ვე­დით და ქე­ი­ფი და­ვი­წყეთ, გა­ო­ცე­ბუ­ლი ელ­ჩე­ბი მოგ­ვიბ­რუნ­დნენ და გვი­თხრეს: თქვენ ხომ არ დაგ­ვცი­ნით, - პარ­ლა­მენ­ტში ჩხუბს რომ იწყებთ, ჩე­მოდ­ნებს ვა­ლა­გებთ, ქვეყ­ნი­დან გა­საქ­ცე­ვა­დო და თურ­მე რო­გორ გყვა­რე­ბი­ათ ერ­თმა­ნე­თიო! ვინ და­ი­ჯე­რებს, მაგ­რამ შე­ვარ­დნა­ძეს­თან დანა-სის­ხლად წა­კი­დე­ბულ გია ჭან­ტუ­რი­ას ჩემ­თვის სა­ზღვარ­გა­რე­თაც კი და­უ­რე­კავს, - სას­წრა­ფოდ ჩა­მო­დი, თო­რემ შე­ვარ­დნა­ძის გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხის დას­მას აპი­რებს პარ­ლა­მენ­ტი კენ­ჭისყრა­ზეო! მა­შინ ეს მხო­ლოდ მდგო­მა­რე­ო­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას გა­მო­იწ­ვევ­და, პარ­ლა­მენ­ტის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და და­ძა­ბუ­ლი სხდო­მე­ბის წაყ­ვა­ნა კი მხო­ლოდ მე მე­ვა­ლე­ბო­და - არ არ­სე­ბობს, რომ ასე­თი სა­კი­თხი და­მე­ყე­ნე­ბი­ნა კენ­ჭისყრა­ზე, სუ­ლაც რომ თავი გა­ე­გი­ჟე­ბი­ნათ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებს. კენ­ჭისყ­რის წინ პარ­ლა­მენ­ტის დარ­ბაზ­ში რომ შე­ვე­დი (ამის­თვის თურ­ქე­თი­დან გა­მო­ძა­ხე­ბულს, ას­ლან აბა­ში­ძემ ბა­თუმ­ში თვითმფრი­ნა­ვი და­მახ­ვედ­რა და სას­წრა­ფოდ გად­მო­მაფ­რი­ნა თბი­ლის­ში) ოპო­ზი­ცია მიხ­ვდა, რომ სა­კი­თხი კენ­ჭისყრა­ზე აღარ დად­გე­ბო­და და პი­რი­ქით, რო­დე­საც რო­მე­ლი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი აუ­ცი­ლებ­ლად გა­სა­ტა­ნი იყო ხოლ­მე, ისევ მე მი­წევ­და ამის­თვის თა­ვის მობ­მა.

- ეს ალ­ბათ, ძა­ლი­ან მოგ­წონ­დათ, არა?

- ასე­თი როლი სუ­ლაც არ მხიბ­ლავ­და - რო­გო­რია, "მხედ­რი­ო­ნის" გა­ნი­ა­რა­ღე­ბის ან უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრის­თვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხი რომ უნდა გა­ი­ტა­ნო ისეთ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ამის­თვის სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ელე­მენ­ტა­ლუ­რად შუბ­ლი გა­გიხვრი­ტონ! თან, ამ "შე­უც­ვლე­ლო­ბის" სინ­დრომ­მა უკან დამ­ხია პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც - შე­ვარ­დნა­ძეს არ უყ­ვარ­და ქვეყ­ნი­დან რომ გავ­დი­ო­დი და რამ­დენ­ჯერ­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვი­ზი­ტი ჩა­მაშ­ლე­ვი­ნა: აშშ-ში ორ­ჯერ არ გა­მიშ­ვა, მე­სა­მე­ჯერ კი თა­ვა­დაც აღარ მი­ვუწ­ვე­ვი­ვართ! რუ­სეთ­ში წა­სულს კი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უბ­რა­ლოდ უკან მი­ბა­რებ­და სას­წრა­ფოდ და ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა ჩამ­შლია ამის გამო - პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან, პარ­ტი­ის ლი­დე­რებ­თან, მი­ნის­ტრებ­თან.

- რა მო­გი­ტა­ნათ ზო­გა­დად, იმ წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში საქ­მი­ა­ნო­ბამ?

- ჩემს პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რა­ში გა­დამ­წყვე­ტი წლე­ბი იყო. ამ პარ­ლა­მენ­ტმა გა­ნა­პი­რო­ბა პო­ლი­ტი­კა­ში ჩემი წარ­მა­ტე­ბაც და სა­ბო­ლოო მარ­ცხიც. წარ­მა­ტე­ბა იმი­ტომ, რომ დიდ პო­ლი­ტი­კა­ში ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დროს აღ­მოვ­ჩნდი. მარ­ცხი იმი­ტომ, რომ შე­ვარ­დნა­ძეს­თან ერ­თად დავ­ტო­ვე დიდი პო­ლი­ტი­კა. უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი, მთელ­მა ქვე­ყა­ნამ კი მე გა­მიც­ნო. მა­ნამ­დე პო­ლი­ტო­ლო­გად და სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­მომ­ხილ­ვე­ლად მიც­ნობ­დნენ, სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლად. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ინც ისაა, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა, ცხოვ­რე­ბა­ში გა­მე­ტა­რე­ბი­ნა ჩემი პო­ლი­ტო­ლო­გი­უ­რი აზ­რე­ბი და კონ­ცეფ­ცი­ე­ბი, რისი შან­სი ჩემს კო­ლე­გებს იშ­ვი­ა­თად ეძ­ლე­ვათ. თუნ­დაც ჯვრი­სებ­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ცეფ­ცია, ანუ ერ­თდრო­უ­ლად და­სავ­ლუ­რი კურ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და რუ­სეთ­თა­ნაც პარტნი­ო­რო­ბა - ორი­ვე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბა.

შე­ვარ­დნა­ძემ ჩემი ეს კონ­ცეფ­ცია 2002-ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის რან­გში აიყ­ვა­ნა, მაგ­რამ ცნო­ბილ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა მოვ­ლე­ნებ­მა, მათ შო­რის რუ­სე­თის აგ­რე­სი­ულ­მა პო­ლი­ტი­კამ გა­არ­თუ­ლა მისი რე­ა­ლი­ზა­ცია. და­ვა­ფუძ­ნე სა­ქარ­თვე­ლოს "სო­ცი­ლის­ტუ­რი პარ­ტია," ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში (70.000 რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი წევ­რი), მაგ­რამ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ, პარ­ტია და­ი­შა­ლა. და­ვა­ფუძ­ნე ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ დროს ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია - სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი უცხო­ე­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპერ­ტე­ბის, ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ამ­ზა­დებ­და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლურ - ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ პროგ­რა­მებს, აქ­ვეყ­ნებ­და შე­სა­ბა­მის რე­კო­მენ­და­ცი­ებს და აწ­ვდი­და მთავ­რო­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს.

იმ წლებ­ში ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი ჩემი და მა­ი­ას მე­გობ­რო­ბას ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს­თან, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბა ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბა. ბა­ტო­ნი ედუ­არ­დი მა­ი­ას თა­ნა­მო­აზ­რედ მი­იჩ­ნევ­და და იწ­ვევ­და ისეთ შეხ­ვედ­რებ­ზე, სა­დაც სხვა ქალ­ბა­ტო­ნებს არ ეძახ­და - მა­გა­ლი­თად, ჯე­იმს ბე­ი­კერ­თან, სხვა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებ­თან. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას მე კი არა, მა­ი­ას სთხოვ­და. ვი­ნა­ი­დან მაია მე­გობ­რობ­და ისეთ პო­ლი­ტი­კო­სებ­თა­ნაც კი, ვის­თა­ნაც გა­მუდ­მე­ბით კონ­ფლიქ­ტე­ბი მქონ­და - მა­გა­ლი­თად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და იმ­დრო­ინ­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის სხვა წევ­რებ­თან. ბი­უ­ჯე­ტის მი­ღე­ბა­ზე ოპო­ზი­ცი­ას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბაც კი და­ა­ვა­ლა ერთხელ.

- და რაკი 90-იან წლებს ვიხ­სე­ნებთ, მოდი, გვი­თხა­რით, პი­რა­დად თქვენ­თვის რო­გო­რი იყო ის წლე­ბი. გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყა­ვით და ალ­ბათ, ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი, იმ უგა­ზო­ბა-უსი­ნათ­ლო­ბა­ში სა­უ­კე­თე­სო გქონ­დათ...

- მხო­ლოდ ჩემი წარ­მა­ტე­ბა არ გა­ნა­პი­რო­ბებ­და ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბის დო­ნეს. ძლი­ე­რი ოჯა­ხი გვქონ­და ყო­ველ­თვის. მა­მა­ჩე­მი - შალ­ვა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი "სა­უ­კუ­ნის ად­ვო­კა­ტად" აღი­ა­რეს და ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­შიც კი ადა­მი­ა­ნებს სჭირ­დე­ბო­დათ, შე­სა­ბა­მი­სად მა­ღა­ლი ჰო­ნო­რა­რე­ბი ჰქონ­და. მე პარ­ლა­მენ­ტში მოს­ვლამ­დე ბიზ­ნეს­ში ვი­ყა­ვი და საკ­მა­ოდ დიდი შე­მო­სა­ვა­ლიც მქონ­და. მერე მა­ი­ამ ჩა­მა­ნაც­ვლა. სი­მამ­რი ელექტრო­სად­გუ­რე­ბის პრი­ვა­ტი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მა­ი­ამ, რუ­სუ­დან­მა და ჩემ­მა დამ - ლა­ლიმ ჯერ ავი­ა­ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყეს - მოს­კოვ­ში ჩარ­ტე­რულ რე­ისს ას­რუ­ლებ­დნენ, ესეც შე­მო­სავ­ლი­ა­ნი სფე­რო აღ­მოჩ­ნდა. შემ­დეგ მა­ი­ამ და რუ­სუ­დან­მა რეს­ტო­რა­ნი "ევ­რო­პა" გახ­სნეს. სა­ბო­ლო­ოდ კი "ცენ­ტრ-პო­ინ­ტი". ამი­ტომ, ყვე­ლა­ზე გა­ჭირ­ვე­ბულ წლებ­შიც კი არა­სო­დეს მი­ჭირ­და ეკო­ნო­მი­უ­რად და არც არა­სო­დეს ჩავ­რთულ­ვარ კო­რუფ­ცი­ა­ში, ქრთა­მი არა­სო­დეს ამი­ღია.

დღეს "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" სკან­და­ლით სა­ხე­ლი შეგ­ვი­ლა­ხეს, მაგ­რამ ეს დრო­ე­ბი­თი მოვ­ლე­ნა და გან­საც­დე­ლია. სი­ნამ­დვი­ლე­ში "ცენ­ტრ-პო­ინ­ტი" უფრო სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტია, ვიდ­რე ბიზ­ნე­სი და ესეც მალე გა­ირ­კვე­ვა. რო­გორც ის, თუ ვინ და რის­თვის მო­ინ­დო­მა მისი გა­კოტ­რე­ბა. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეც იმი­ტომ აფა­სებ­და მა­ი­ას, რომ მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი არა პი­რა­დი გამ­დიდ­რე­ბა, არა­მედ ადა­მი­ა­ნე­ბის და ქვეყ­ნის დახ­მა­რე­ბა იყო. ამი­ტომ ლო­ცუ­ლობს მა­ი­ა­ზე და მთელს ჩვენს ოჯახ­ზე მისი უწ­მინ­დე­სო­ბაც - მის ლოც­ვას კი უზარ­მა­ზა­რი ძალა აქვს, რა­შიც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო არა­ერ­თხელ დარ­წმუნ­და. ამი­ტო­მაც მჯე­რა, რომ ამ გან­საც­დე­ლი­და­ნაც არა მხო­ლოდ ჩვე­ნი ოჯა­ხი, არა­მედ ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ღირ­სე­უ­ლად გა­მო­ვა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

როგორ გადაარჩინა სიკვდილს ჯაბა იოსელიანმა და რას იხსენებს ნოდარ ნათაძესთან მომხდარ ინციდენტზე - ვახტანგ რჩეულიშვილის გულახდილი ინტერვიუ

როგორ გადაარჩინა სიკვდილს ჯაბა იოსელიანმა და რას იხსენებს ნოდარ ნათაძესთან მომხდარ ინციდენტზე - ვახტანგ რჩეულიშვილის გულახდილი ინტერვიუ

13 აპრილს, რამდენიმე კვირიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა. 63 წლის რჩეულიშვილს რამდენიმე კვირის წინ სიმსივნე დაუდგინდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

2015 წელს, AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რჩეულიშვილმა მისი პოლიტიკაში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და გულახდილად ისაუბრა იმაზე, თუ რა ვითარება იყო იმდროინდელ მთავრობაში, ვინ მართავდა ქვეყანას, როგორ მუშაობდა პარლამენტი, რა ურთიერთობა ჰქონდა ედუარდ შევარდნაძეს ჯაბა იოსელიანთან და ა.შ...

"1992-1995 წლების საქართველოს პარლამენტი უნიკალური იყო რამდენიმე ნიშნით: მას სახელმწიფოს მეთაური - ედუარდ შევარდნაძე თავმჯდომარეობდა; იყო პირველი ქართული პარლამენტი მას შემდეგ, რაც საქართველო გაეროს წევრი გახდა და საქართველოს დამოუკიდებლობა მთელმა მსოფლიომ აღიარა; ამ პარლამენტმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე საქართველოს დემოკრატიული განვითარების კურსს, ქვეყნის დასავლურ არჩევანს;

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერს, პატივი მერგო, ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში პირველი ქართული დელეგაციის თავმჯდომარე ვყოფილიყავი და პირველი შენიშვნაც ევროპელი კოლეგებისგან მაშინ მიგვეღო (ამიტომაც არ მიკვირს ევროპის სახალხო პარტიის გამუდმებული კრიტიკა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ): შევარდნაძე ერთდროულდ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა შტოებს რომ ხელმძღვანელობს, ეს დემოკრატიის მოთხოვნას არ შეესაბამებაო! ეს ჩვენც ვიცოდით, მაგრამ კანონი სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ, რომელიც იმ პერიოდისთვის არარსებულ კონსტიტუციას ცვლიდა, შედგენილი იყო ფართომასშტაბური პოლიტიკური კონსენსუსის, ანუ საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის (ზვიადისტების გარდა) შეთანხმების საფუძველზე. ხოლო გამსახურდიას შემდეგ, პრეზიდენტის ძალაუფლების ვინმესთვის, უწინარესად შევარდნაძისთვის გადაცემისა, ამ პარტიებს ეშინოდათ, ამიტომაც იყო არჩეული ეს კომპრომისული ვარიანტი, რომელიც მართლაც უპრეცედენტო იყო.

პარლამეტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური, პირველი პირის ლეგიტიმაციის მისაღებად ცალკე ირჩეოდა, საყოველთაო პირდაპირი არჩევნების გზით! ცხადი,ა ევროპამ გაგვაკრიტიკა, მაგრამ როდის უჯერებს ამაყი ქართველი სხვას, სანამ ცხვირს არ წაიტეხს? სწორედ ამ უნიკალურმა პარლამენტმა მიიღო ქვეყნის კონსტიტუცია და ამ კონსტიტუციის ხელმოწერის ცერემონიალის დროს, მის ეზოში ააფეთქეს შევარდნაძე (მეც მასთან ერთად)! მაშინ დაეცა სოხუმი, ზუგდიდში დაბრუნდა ზვიად გამსახურდია, რომელიც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველო შევიდა დსთ-ში, მოიკიდა ფეხი ტერორიზმმა - მოკლეს ედპ-ს ლიდერი გია ჭანტურია, შევარდნაძის ფონდის თავმჯდომარე - სოლიკო ხაბეიშვილი.

წარსულში კანონიერი ქურდი ჯაბა იოსელიანი მართავდა ქვეყანას, სახელმწიფო ბიუჯეტს ყოველკვარტალურად ვიღებდით, შემოვიდა კუპონი, გათავისუფლდა ფასები პურზე - ხალხი მთელ ღამეს პურის რიგებში ათენებდა! მაგრამ სწორედ ამ პარლამენტის დროს შედგა ქვეყანა: შემოვიდა ეროვნული ვალუტა - ლარი, ამოქმედდა სასამართლო, შსს და პროკურატურა, ხელისუფლებიდან წავიდნენ (დააპატიმრეს) ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი, რუსეთში გაიქცა იგორ გიორგაძე, ჩატარდა პრეზიდენტის არჩევნები, შეიქმნა ახალი პოლიტიკური პოსტსაბჭოთა ელიტა (ჟვანია, სააკაშვილი და სხვები). ქვეყანა თანდათან ფეხზე წამოდგა. ბოლოს და ბოლოს, ეს იყო არაჩვეულებრივად წარმომადგენლობითი პარლმენტი, რომელმაც გააერთიანა საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრი, იმ დროისთვის არსებული პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ძალა, გარდა დაქსაქსული შეურიგებელი ზვიადისტებისა. დეპუტატებს შორის იყო საქართველოში ცნობილი თითქმის ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწე, ქართული კულტურის გამოჩენილი წარმომადგენელი: ჭაბუა ამირეჯიბი, თენგიზ აბულაძე, რეზო ჯაფარიძე, გიგა ლორთქიფანიძე, ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ზურაბ წერეთელი და სხვები.

პარლამენტში მოვიდნენ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები: ირინა სარიშვილი-ჭანტურია და მამუკა გიორგაძე (გია ჭანტურია არ შემოსულა პარლამენტში), აკაკი ასათიანი, ირაკლი წერეთელი, ნოდარ ნათაძე, ვაჟა ადამია თავისი პარტიებით, დისიდენტები - ირაკლი შენგელია, მიხეილ ნანეიშვილი, ლუიზა შაკიაშვილი, ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა (ე.წ. "პუტჩისტები"), რესპუბლიკელები (ივლიანე ხაინდრავა, ვახტანგ ხმალაძე, რეზო შავიშვილი და სხვა), მწვანეები ქარტია "მონარქისტები," ძველი თაობის ცნობილი პოლიტიკური სახეები - ჟიული შარტავა, ჯუმბერ პატიაშვილი, თეიუმურაზ შაშიაშვილი და იმ დროისათვის ახალი სახეები - ნესტან კირთაძე, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჟვანიას ახალგაზრდული გუნდი. ერთი სიტყვით, ამდენი ცნობილი ადამიანი არც ერთ სხვა პარლამენტში არ შემხვედრია. სპიკერატში წარმოდგენილები ვიყავით - ვახტანგ გოგუაძე (სპიკერი), რუსუდან ბერიძე (მერაბ კოსტავას ყოფილი მეუღლე) და მე.

მაშინ ჩაეყარა საფუძველი საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის ინსტიტუტს - მე ვიყავი უმრავლესობის ლიდერი, რუსუდან ბერიძე კი უმცირესობისა.

- მაშინდელი დეპუტატები ჰგავდნენ თუ არა დღევანდელებს?

- მაშინაც იყვნენ ლიდერებიც და უსახო პარლამენტის წევრებიც. უბრალოდ, ბევრად მეტი ცნობილი ადამიანი იყო იმ პარლამენტში და რაც მთავარია, ედუარდ შევარდნაძის და პრაქტიკულად, ყველა გავლენიანი ადამიანის მონაწილეობა პარლამენტის სხდომებში არაჩვეულებრივად ზრდიდა საკანონმდებლო ორგანოს როლს და ავტორიტეტს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. ერთგვარი დისპროპორციაც კი შეიქმნა პარლამენტის სასარგებლოდ აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებასთან შედარებით. დეპუტატები ხშირად ინიშნებოდნენ მინისტრებად, გუბერნატორებად, გამგებლებად. პარლამენტი მოვლენათა ეპიცენტრში იყო. ჩემთვის პირდად, ეს სამოქმედო ასპარეზიც და უზარმაზარი პოლიტიკური სკოლაც იყო.

- თქვენი თვალით დანახული ჯაბა იოსელიანის როლი იმ პარლამენტში...

- ჯაბა იოსელიანი უნიკალური პიროვნება იყო. სახელმწიფო იერარქიაში მეორე კაცის პოზიცია ეკავა შევარდნაძის შემდეგ. ყოფილი კანონიერი ქურდი და მოქმედი შეიარაღებული ფორმირების ხელმძღვანელი ასეთ თანამდებობაზე ქვეყნისთვის ცხადია, საშიშროებას წარმოადგენდა, მაგრამ იმ ეტაპზე სტაბილურობის შენარჩუნების სხვა საშუალება არ იყო. ის აჩერებდა ზვიადისტებს მასობრივი საპროტესტო აქციებისგან, ძალას სძენდა სახელმწიფოს იძულების მექანიზმს, რომლის გარეშე სახელმწიფო არ არსებობს. შევარდნაძემ სრულად გამოიყენა მისი ეს შესაძლებლობები და მერე მხედრიონთან ერთად მოიცილა ისიც და კიტოვანიც.

მე ვაფრთხილებდი ჯაბას ამის შესახებ, ვახსენებდი ცნობილ ფრაზას - "რევოლუცია საკუთარი შვილების ჭამას იწყებს". მაგრამ ეს თვითონაც მშვენივრად იცოდა - უბრლოდ, ბოლო წლებში პროცესებს ვეღარ აკონტროლებდა, საკუთარი ფორმირების მძევლად იქცა. ამავე დროს ბევრი გამორჩეული თვისების მატარებელი იყო: ჭკვიანი, ნაკითხი, მამაცი და ბოლოს და ბოლოს, სიმპათიური. ფულს პირადად არ ესწრაფოდა - ოჯახში არასოდეს მიჰქონდა მილიონები. ბევრჯერ ამომდგომია გვერდში - პოლიტიკურადაც (როდესაც პარლამენტში თანამდებობიდან გადაყენებას მიპირებდნენ), ეკონომიურადაც (როდესაც სიმამრს ბიზნესს ართმევდნენ). გია ჭანტურიას მსგავსად, ჩემი მოკვლის საკითხიც რომ დადგა, ჯაბას ჩარევამ მიხსნა. ერთი სიტყვით, თავისი დროის შვილი იყო და ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ფიგურა იმდროინდელ საქართველოში.

- რა პრობლემის წინაშე იყო ის პარლამენტი და რა იყო მისი მთავარი ღირსება?

- დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, დღემდე საქართველოს ერთი და იგივე პრობლემა აქვს - ამ დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთე. მაშინაც და დღესაც საქართველოს მთავარი პრობლემა რუსეთის იმპერიული ამბიციები, აფხაზური და ოსური სეპარატიზმი იყო. მაშინ ჩაეყარა საფუძველი საქართველოს დასავლურ ორიენტაციას და სწორედ ეს იქცა და დღესაც რჩება რუსეთთან მთავარ პოლიტიკურ პრობლემად. ვინაიდან დაპირისპირება რუსეთთან ცივილური არჩევანის საკითხია და ორივე მხარე ამ არჩევანის მძევალია.

დიდ პოლიტიკაში ჩემი პირველი ნაბიჯი სამეზობლო პოლიტიკასთან და რუსეთთან ურთიერთობების დამყარებასთან იყო დაკავშირებული. პირველი სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანში შედგა, შემდეგ სომხეთში, და შემდეგ რუსეთში. მაშინ მოვიწვიეთ პირველი რუსული ოფიციალური დელეგაცია პარლამენტის ეროვნებათა საბჭოს თავმჯდომარის რამაზან აბდულტიპოვისა და ვიცე-პრემიერ სერგეი შახრაის შემადგენლობით. მივიღეთ პირველი კომუნიკე, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს გამოხატავდა. ზურაბ ჟვანიას და ნოდარ ნათაძის ინიციტივით პარლამენტმა ამ დოკუმენტის დეზავუირება მოახდინა და ჩემი თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც დაისვა. შევარდნაძე მიცავდა, მაგრამ პარლამენტი ბობოქრობდა. სიცხიანი ჯაბას გამოჩენამ პარლამენტში და მისი მხრიდან ჩემმა დაცვამ საბოლოოდ ჩაშალა ეს მცდელობა. ცხადია, უკვირდა ჯაბას, მე რომ "მხედრიონს" ვუპირისპირდებოდი - "მე შენსკენ, შენ კი ეშმაკებისკენ", - ალბათ ფიქრობდა. მაგრამ ასეთი წინააღმდეგობრივია პოლიტიკური ცხოვრება - პირად სიმპათიებზე მაღლა, როგორც წესი, სახელმწიფო ინტერესი დგება.

- ალბათ, იმდროინდელი ისეთი ამბების გახსენებაც შეგიძლიათ, რომელიც ღიმილს მოგვგვრის...

- ეს ყველაფერი დღეს უკვე ისტორიაა, ამიტომაც იმ პერიოდის რამდენიმე სასაცილო ამბავსაც მოგიყვებით: როდესაც სტრასბურგში ჩავედით, დიდი პატივისცემით მიგვიღეს. მაშინ კლინტონი ახალი არჩეული იყო ამერიკის პრეზიდენტად. მასპინძლებთან ერთად ევროპარლამენტის უზარმაზარ შუშის ლიფტში რომ შევედით, თანამშრომლებმა იმ დროს ამერიკის პრეზიდენტად ახლადარჩეულ პრეზიდენტს მიმამსგავსეს (ეტყობა, ჭაღარით) და ჩურჩული დაიწყეს - კლინტონი, კლინტონიო. საქართველოში რომ ჩამოვედით, იმჟამინდელი რესპუბლიკის პროკურორმა - თედო ნინიძემ შევარდნაძეს ეს ამბავი მოუყვა. ეს რა არისო, - უპასუხა შევარდნაძემ, - კლინტონი რომ ჩავიდა ვიზიტით სტრასბურგში და ლიფტში შევიდა, ყველამ ჩურჩული დაიწყო - რჩეულიშვილი, რჩეულიშვილიო!

- ინციდენტი, რომელიც თქვენსა და ნოდარ ნათაძეს შორის მოხდა, რას მოჰყვა და რატომ შევიდა ის საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი სკანდალური ფაქტი?

- ნათაძესთან თავიდანვე ცუდი ურთიერთობა მქონდა. ჩუღურეთის რაიონში (სადაც კენჭს ვიყრიდი), "სახალხო ფრონტში" მისი მოადგილე, გოჩა გავაშელი მიპირისპირდებოდა და არჩევნები გამიყალბა. კიდევ კარგი გაყალბებული ოქმების სასამართლო ექსპერტიზა ჩავატარე და ორ უბანში არჩევნები თავიდან ჩავატარებინე. მხოლოდ ამის წყალობით შევედი პარლამენტში, მაგრამ ნათაძის საჩივრის გამო პარლამენტმა ჩემი უფლებამოსილება არ დაამტკიცა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა წარვუდგინე, სცნო პარლამენტმა ჩემი უფლებამოსილება.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ იმ დროს ნათაძის პოლიტიკურმა პარტნიორებმა, ვახტანგ ხმალაძემ და რეზო შავიშვილმა ამ ოქმების გაცნობის შემდეგ, მხარი უყოყმანოდ დამიჭირეს (პატიოსანი პოლიტიკოსები არც ისე იშვიათია, როგორც ხალხს ჰგონია). ნათაძე კი ყოველთვის ასეთი ინტრიგანი იყო და ყველას მოაბეზრა ამით თავი, მაგრამ ვერავინ უბედავდა ღიად შეკამათებას, ვინაიდან ნებისმიერ ადამიანს ადვილად ამოსვრიდა ტალახში - ერის მოღალტედ და "კაგებეს" აგენტად დაასახელებდა. განსაკუთრებით ძველი კომუნისტები ერიდებოდნენ - სასტიკად დაშინებული ჰყავდა. მე კი მოურიდებლად ვუთიშავდი მიკროფონს, თუკი რეგლამენტს არღვევდა. ერთხელაც, მიკროფონი რომ გავუთიშე (სხდომები მკაცრად მიმყავდა, ვინაიდან ამდენი ავტორიტეტული ადამიანის დისციპლინის ჩარჩოებში მოქცევა სხვანაირად შეუძლებელი იყო), პრეზიდიუმში მოვარდა და შევარდნაძეს მიმართა - "ვიღაც ნაბიჭვარს მიკროფონს არ გავათიშინებო". შევარდნაძე კარგად მიცნობდა და ხელი დამიჭირა, არაფერი უთხრაო. მაშინ მეორე ხელით დავისხი ჭიქაში "ბორჯომი" და სახეში შევასხი. დისციპლინის პრობლემა პარლამენტში საბოლოოდ გადავჭერი! ამ კადრებმა მთელი მსოფლიო შემოიარა. მაშინ პარლამენტის ახალგაზრდა თანამშრომელი, მიხეილ სააკაშვილი ჰყვებოდა, რომ ნიუ-ჯერსის ცნობილ სტადიონზე "პინკფლოიდების" კონცერტის დროს, შესვენებაზე უზარმაზარ ეკრანზეც კი უჩვენებიათ ეს სცენა - როგორ მიჭერს შევარდნაძე ხელს და როგორ ვასხამ "ბორჯომს" ნათაძეს. აქამდე მეუბნებიან, კომპანია "ბორჯომს" რეკლამისთვის შენთვის ფული უნდა გადაეხადაო!

მაგრამ ოპოზიციის სხვა ლიდერებთან პოლიტიკური ბრძოლის მიუხედავად, ვმეგობრობდი. ერთხელ წყნეთის სამთავრობო რეზიდენციაში დავპატიჟე იმ დროისთის საქართველოში აკრედიტებული ელჩები. თან, პარტიული ლიდერებიც იყვნენ სუფრასთან: გია ჭანტურია, აკაკი ასათიანი, ზურაბ ჟვანია და სხვები. რამდენიმე ჭიქის შემდეგ, ერთმანეთის სადღეგრძელოებზე რომ გადავედით და ქეიფი დავიწყეთ, გაოცებული ელჩები მოგვიბრუნდნენ და გვითხრეს: თქვენ ხომ არ დაგვცინით, - პარლამენტში ჩხუბს რომ იწყებთ, ჩემოდნებს ვალაგებთ, ქვეყნიდან გასაქცევადო და თურმე როგორ გყვარებიათ ერთმანეთიო! ვინ დაიჯერებს, მაგრამ შევარდნაძესთან დანა-სისხლად წაკიდებულ გია ჭანტურიას ჩემთვის საზღვარგარეთაც კი დაურეკავს, - სასწრაფოდ ჩამოდი, თორემ შევარდნაძის გადაყენების საკითხის დასმას აპირებს პარლამენტი კენჭისყრაზეო! მაშინ ეს მხოლოდ მდგომარეობის დესტაბილიზაციას გამოიწვევდა, პარლამენტის ყველაზე მნიშვნელოვანი და დაძაბული სხდომების წაყვანა კი მხოლოდ მე მევალებოდა - არ არსებობს, რომ ასეთი საკითხი დამეყენებინა კენჭისყრაზე, სულაც რომ თავი გაეგიჟებინათ ოპოზიციონერ დეპუტატებს. კენჭისყრის წინ პარლამენტის დარბაზში რომ შევედი (ამისთვის თურქეთიდან გამოძახებულს, ასლან აბაშიძემ ბათუმში თვითმფრინავი დამახვედრა და სასწრაფოდ გადმომაფრინა თბილისში) ოპოზიცია მიხვდა, რომ საკითხი კენჭისყრაზე აღარ დადგებოდა და პირიქით, როდესაც რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხი აუცილებლად გასატანი იყო ხოლმე, ისევ მე მიწევდა ამისთვის თავის მობმა.

- ეს ალბათ, ძალიან მოგწონდათ, არა?

- ასეთი როლი სულაც არ მხიბლავდა - როგორია, "მხედრიონის" განიარაღების ან უშიშროების მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი რომ უნდა გაიტანო ისეთ პირობებში, როდესაც ამისთვის სავსებით შესაძლებელია ელემენტალურად შუბლი გაგიხვრიტონ! თან, ამ "შეუცვლელობის" სინდრომმა უკან დამხია პოლიტიკურადაც - შევარდნაძეს არ უყვარდა ქვეყნიდან რომ გავდიოდი და რამდენჯერმე მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩამაშლევინა: აშშ-ში ორჯერ არ გამიშვა, მესამეჯერ კი თავადაც აღარ მივუწვევივართ! რუსეთში წასულს კი საჭიროების შემთხვევაში უბრალოდ უკან მიბარებდა სასწრაფოდ და ბევრი საინტერესო შეხვედრა ჩამშლია ამის გამო - პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარტიის ლიდერებთან, მინისტრებთან.

- რა მოგიტანათ ზოგადად, იმ წლებში საქართველოს პარლამენტში საქმიანობამ?

- ჩემს პოლიტიკურ კარიერაში გადამწყვეტი წლები იყო. ამ პარლამენტმა განაპირობა პოლიტიკაში ჩემი წარმატებაც და საბოლოო მარცხიც. წარმატება იმიტომ, რომ დიდ პოლიტიკაში ედუარდ შევარდნაძის დროს აღმოვჩნდი. მარცხი იმიტომ, რომ შევარდნაძესთან ერთად დავტოვე დიდი პოლიტიკა. უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი, მთელმა ქვეყანამ კი მე გამიცნო. მანამდე პოლიტოლოგად და საერთაშორისო მიმომხილველად მიცნობდნენ, სახალხო დიპლომატიის წარმომადგენლად. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ შესაძლებლობა მომეცა, ცხოვრებაში გამეტარებინა ჩემი პოლიტოლოგიური აზრები და კონცეფციები, რისი შანსი ჩემს კოლეგებს იშვიათად ეძლევათ. თუნდაც ჯვრისებრი საგარეო პოლიტიკური კონცეფცია, ანუ ერთდროულად დასავლური კურსის შენარჩუნება და რუსეთთანაც პარტნიორობა - ორივე ამ მიმართულების პრიორიტეტულად გამოცხადება.

შევარდნაძემ ჩემი ეს კონცეფცია 2002-ში ოფიციალური სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანა, მაგრამ ცნობილმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, მათ შორის რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ გაართულა მისი რეალიზაცია. დავაფუძნე საქართველოს "სოცილისტური პარტია," ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი საქართველოს ისტორიაში (70.000 რეგისტრირებული წევრი), მაგრამ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, პარტია დაიშალა. დავაფუძნე ასევე საქართველოში ერთ დროს ყველაზე წარმატებული და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ცნობილი უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ქართველი მეცნიერებისა და სპეციალისტების მონაწილეობით ამზადებდა საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ - ეკონომიკური განვითარების ალტერნატიულ პროგრამებს, აქვეყნებდა შესაბამის რეკომენდაციებს და აწვდიდა მთავრობისა და პარლამენტის წევრებს.

იმ წლებში ჩაეყარა საფუძველი ჩემი და მაიას მეგობრობას ედუარდ შევარდნაძესთან, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ჩვენი მომავალი ცხოვრება. ბატონი ედუარდი მაიას თანამოაზრედ მიიჩნევდა და იწვევდა ისეთ შეხვედრებზე, სადაც სხვა ქალბატონებს არ ეძახდა - მაგალითად, ჯეიმს ბეიკერთან, სხვა ქვეყნების ლიდერებთან. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პარლამენტში მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას მე კი არა, მაიას სთხოვდა. ვინაიდან მაია მეგობრობდა ისეთ პოლიტიკოსებთანაც კი, ვისთანაც გამუდმებით კონფლიქტები მქონდა - მაგალითად, მიხეილ სააკაშვილთან და იმდროინდელი ოპოზიციის სხვა წევრებთან. ბიუჯეტის მიღებაზე ოპოზიციასთან მოლაპარაკებაც კი დაავალა ერთხელ.

- და რაკი 90-იან წლებს ვიხსენებთ, მოდი, გვითხარით, პირადად თქვენთვის როგორი იყო ის წლები. გავლენიანი ადამიანი იყავით და ალბათ, ცხოვრების პირობები, იმ უგაზობა-უსინათლობაში საუკეთესო გქონდათ...

- მხოლოდ ჩემი წარმატება არ განაპირობებდა ოჯახის ცხოვრების დონეს. ძლიერი ოჯახი გვქონდა ყოველთვის. მამაჩემი - შალვა რჩეულიშვილი "საუკუნის ადვოკატად" აღიარეს და ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ადამიანებს სჭირდებოდათ, შესაბამისად მაღალი ჰონორარები ჰქონდა. მე პარლამენტში მოსვლამდე ბიზნესში ვიყავი და საკმაოდ დიდი შემოსავალიც მქონდა. მერე მაიამ ჩამანაცვლა. სიმამრი ელექტროსადგურების პრივატიზებაში მონაწილეობდა. მაიამ, რუსუდანმა და ჩემმა დამ - ლალიმ ჯერ ავიაბიზნესი წამოიწყეს - მოსკოვში ჩარტერულ რეისს ასრულებდნენ, ესეც შემოსავლიანი სფერო აღმოჩნდა. შემდეგ მაიამ და რუსუდანმა რესტორანი "ევროპა" გახსნეს. საბოლოოდ კი "ცენტრ-პოინტი". ამიტომ, ყველაზე გაჭირვებულ წლებშიც კი არასოდეს მიჭირდა ეკონომიურად და არც არასოდეს ჩავრთულვარ კორუფციაში, ქრთამი არასოდეს ამიღია.

დღეს "ცენტრ-პოინტის" სკანდალით სახელი შეგვილახეს, მაგრამ ეს დროებითი მოვლენა და განსაცდელია. სინამდვილეში "ცენტრ-პოინტი" უფრო სოციალური პროექტია, ვიდრე ბიზნესი და ესეც მალე გაირკვევა. როგორც ის, თუ ვინ და რისთვის მოინდომა მისი გაკოტრება. ედუარდ შევარდნაძეც იმიტომ აფასებდა მაიას, რომ მისი მთავარი მიზანი არა პირადი გამდიდრება, არამედ ადამიანების და ქვეყნის დახმარება იყო. ამიტომ ლოცულობს მაიაზე და მთელს ჩვენს ოჯახზე მისი უწმინდესობაც - მის ლოცვას კი უზარმაზარი ძალა აქვს, რაშიც მთელი საქართველო არაერთხელ დარწმუნდა. ამიტომაც მჯერა, რომ ამ განსაცდელიდანაც არა მხოლოდ ჩვენი ოჯახი, არამედ ყველა დაზარალებული ადამიანი ღირსეულად გამოვა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია