პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უახლოეს წლებში სავარაუდოდ, ომი გველოდება" - ლევან ჯავახიშვილი
"უახლოეს წლებში სავარაუდოდ, ომი გველოდება" - ლევან ჯავახიშვილი

ჟურ­ნა­ლის­ტი ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ომს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს. ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"არ ვიცი ვინ რას ფიქ­რობთ, ან ამ სა­კი­თხზე ვის რა მო­საზ­რე­ბა აქვს.. მაგ­რამ მა­ინც დავ­წერ.. უახ­ლო­ეს წლებ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ ომი გვე­ლო­დე­ბა.. ომი, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ 1801 წელს და­ი­წყო..", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი რუ­სე­თის მიერ რე­გი­ო­ნის ანექ­სი­ით დას­რულ­და...

ამ დრო­ი­სათ­ვის პავ­ლე I-მა გა­ნიზ­რა­ხა ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­მე­ფოს გა­უქ­მე­ბა და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ი­სათ­ვის შე­ერ­თე­ბა. გი­ორ­გი XII-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ (1800 წლის 28 დე­კემ­ბე­რი) გა­მოქ­ვეყ­ნდა მა­ნი­ფეს­ტი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის შე­სა­ხებ (1801 წლის 18 იან­ვრის - პავ­ლე I-ის, ხოლო 1801 წლის 12 სექ­ტემ­ბრის ალექ­სან­დრე I-ის ხელ­მო­წე­რით). 1803 წელს თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და კავ­კა­სი­ის ახა­ლი მთა­ვარ­სარ­და­ლი, წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი, გე­ნე­რა­ლი პავ­ლე ცი­ცი­ა­ნო­ვი. მან ენერ­გი­უ­ლად მოჰ­კი­და ხელი კავ­კა­სი­ა­ში ცა­რიზ­მის პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას - რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბი რუ­სეთ­ში გა­და­ა­სახ­ლა, 1804 წელს იმე­რე­თის მეფე სო­ლო­მონ II-თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა დადო რუ­სე­თის მფარ­ვე­ლო­ბა­ში იმე­რე­თის სა­მე­ფოს შეს­ვლის თა­ო­ბა­ზე. რუ­სე­თის მფარ­ვე­ლო­ბა აღი­ა­რეს გუ­რი­ი­სა და სა­მეგ­რე­ლოს მთავ­რებ­მაც. 1803-1804 წლებ­ში პ. ცი­ცი­ა­ნოვ­მა ჭარ-ბე­ლა­ქა­ნი და­ლაშ­ქრა და გან­ჯის სა­ხა­ნოც და­ი­მორ­ჩი­ლა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"უახლოეს წლებში სავარაუდოდ, ომი გველოდება" - ლევან ჯავახიშვილი

"უახლოეს წლებში სავარაუდოდ, ომი გველოდება" - ლევან ჯავახიშვილი

ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი კავკასიის რეგიონში ომს წინასწარმეტყველებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"არ ვიცი ვინ რას ფიქრობთ, ან ამ საკითხზე ვის რა მოსაზრება აქვს.. მაგრამ მაინც დავწერ.. უახლოეს წლებში სავარაუდოდ ომი გველოდება.. ომი, რომელიც ჯერ კიდევ 1801 წელს დაიწყო..", - წერს ჟურნალისტი.

XIX საუკუნის დასაწყისში კავკასიის რეგიონში განვითარებული სამხედრო მოქმედებები რუსეთის მიერ რეგიონის ანექსიით დასრულდა...

ამ დროისათვის პავლე I-მა განიზრახა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და რუსეთის იმპერიისათვის შეერთება. გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ (1800 წლის 28 დეკემბერი) გამოქვეყნდა მანიფესტი აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ (1801 წლის 18 იანვრის - პავლე I-ის, ხოლო 1801 წლის 12 სექტემბრის ალექსანდრე I-ის ხელმოწერით). 1803 წელს თბილისში ჩამოვიდა კავკასიის ახალი მთავარსარდალი, წარმოშობით ქართველი, გენერალი პავლე ციციანოვი. მან ენერგიულად მოჰკიდა ხელი კავკასიაში ცარიზმის პოლიტიკის გატარებას - რუსეთთან შეერთებით უკმაყოფილო ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახის წევრები რუსეთში გადაასახლა, 1804 წელს იმერეთის მეფე სოლომონ II-თან ხელშეკრულება დადო რუსეთის მფარველობაში იმერეთის სამეფოს შესვლის თაობაზე. რუსეთის მფარველობა აღიარეს გურიისა და სამეგრელოს მთავრებმაც. 1803-1804 წლებში პ. ციციანოვმა ჭარ-ბელაქანი დალაშქრა და განჯის სახანოც დაიმორჩილა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს