პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მისია "როზეტა" კომეტაზე დაეშვა - დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის ისტორიას ნათელი მოეფინება
მისია "როზეტა" კომეტაზე დაეშვა -  დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის ისტორიას ნათელი მოეფინება

ევ­რო­პუ­ლი კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზონ­დი Philae წარ­მა­ტე­ბით და­ეშ­ვა ე.წ. ჩუ­რი­უ­მოვ-გე­რა­სი­მო­ნე­კოს კო­მე­ტა­ზე. ზონ­დი კოს­მო­სურ აპა­რატ რო­ზე­ტას 12 ნო­ემ­ბერს გა­მო­ე­ყო, რო­მელ­მაც დე­და­მი­წა ჯერ კი­დევ 2004 წლის 2 მარტს და­ტო­ვა და და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიფ­რი­ნავ­და კო­მე­ტის­კენ.

მი­სი­ის ძი­რი­თად მი­ზანს ად­რე­უ­ლი მზის სის­ტე­მის ევო­ლუ­ცი­ის შეს­წავ­ლა წარ­მო­ად­გენს. ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მოვ­ლე­ნა, შე­საძ­ლოა, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე საკ­ვან­ძო შემ­თხვე­ვად იქ­ცეს არა მხო­ლოდ ას­ტრო­ნო­მი­ის, არა­მედ ზო­გა­დად, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ის­ტო­რი­ა­ში. კო­მე­ტა 67P/ჩუ­რი­უ­მოვ-გე­რა­სი­მენ­კო 1969 წელს, საბ­ჭო­თა ას­ტრო­ნომ­მა კლიმ ჩუ­რი­უ­მოვ­მა, სვეტ­ლა­ნა გე­რა­სი­მენ­კოს მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის კვლე­ვის დროს აღ­მო­ა­ჩი­ნა. კო­მე­ტა მოკ­ლე­პე­რი­ო­დულ­თა რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა: მისი მზის გარ­შე­მო ბრუნ­ვის დრო 6,6 წე­ლი­წა­დია.

მსგავ­სი კოს­მო­სუ­რი სხე­უ­ლე­ბის კვლე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ მოხ­დეს კო­მე­ტის ევო­ლუ­ცი­ის და კო­მე­ტი­დან აორ­თქლი­ლი აი­რე­ბის მიერ, მიმ­დე­ბა­რე კოს­მო­სურ სხე­უ­ლებ­ზე შე­საძ­ლო გავ­ლე­ნის შეს­წავ­ლა. მი­სია "რო­ზე­ტას" მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, მეც­ნი­ე­რებს და­ეხ­მა­რე­ბა, ახ­სნან მზის სის­ტე­მის ევო­ლუ­ცი­ის პრო­ცე­სე­ბი და ნა­თე­ლი მო­ფი­ნონ დე­და­მი­წა­ზე წყლის გა­ჩე­ნის ის­ტო­რი­ას. გარ­და ამი­სა, მეც­ნი­ე­რე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, აღ­მო­ა­ჩი­ნონ L-ფორ­მის ამი­ნომ­ჟა­ვის კვა­ლი, რო­მე­ლიც დე­და­მი­წა­ზე სი­ცო­ცხლის გა­ჩე­ნის სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენს. თუკი ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის კო­მე­ტა­ზე არ­სე­ბო­ბა დამ­ტკიც­დე­ბა, დე­და­მი­წა­ზე კოს­მო­სი­დან გა­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლის ჰი­ტო­თე­ზა და­დას­ტურ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მისია "როზეტა" კომეტაზე დაეშვა - დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის ისტორიას ნათელი მოეფინება

მისია "როზეტა" კომეტაზე დაეშვა -  დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის ისტორიას ნათელი მოეფინება

ევროპული კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, ზონდი Philae წარმატებით დაეშვა ე.წ. ჩურიუმოვ-გერასიმონეკოს კომეტაზე. ზონდი კოსმოსურ აპარატ როზეტას 12 ნოემბერს გამოეყო, რომელმაც დედამიწა ჯერ კიდევ 2004 წლის 2 მარტს დატოვა და დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მიფრინავდა კომეტისკენ.

მისიის ძირითად მიზანს ადრეული მზის სისტემის ევოლუციის შესწავლა წარმოადგენს. ამბიციური პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მოვლენა, შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო შემთხვევად იქცეს არა მხოლოდ ასტრონომიის, არამედ ზოგადად, ტექნოლოგიების ისტორიაში. კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკო 1969 წელს, საბჭოთა ასტრონომმა კლიმ ჩურიუმოვმა, სვეტლანა გერასიმენკოს მიერ გადაღებული ფოტოსურათების კვლევის დროს აღმოაჩინა. კომეტა მოკლეპერიოდულთა რიცხვს მიეკუთვნება: მისი მზის გარშემო ბრუნვის დრო 6,6 წელიწადია.

მსგავსი კოსმოსური სხეულების კვლევა აუცილებელია, პირველ რიგში იმიტომ, რომ მოხდეს კომეტის ევოლუციის და კომეტიდან აორთქლილი აირების მიერ, მიმდებარე კოსმოსურ სხეულებზე შესაძლო გავლენის შესწავლა. მისია "როზეტას" მიერ მოპოვებული მონაცემები, მეცნიერებს დაეხმარება, ახსნან მზის სისტემის ევოლუციის პროცესები და ნათელი მოფინონ დედამიწაზე წყლის გაჩენის ისტორიას. გარდა ამისა, მეცნიერები იმედოვნებენ, აღმოაჩინონ L-ფორმის ამინომჟავის კვალი, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის საფუძველს წარმოადგენს. თუკი ზემოთ ნახსენები ნივთიერებების კომეტაზე არსებობა დამტკიცდება, დედამიწაზე კოსმოსიდან გაჩენილი სიცოცხლის ჰიტოთეზა დადასტურდება.

ბრიტანეთში იშვიათი კომეტა დააფიქსირეს, რომელიც დედამიწას 23 ივლისს მოუახლოვდება - შთამბეჭდავი ფოტოები

"ხანდახან ადამიანისგან ძალიან ბევრს ელოდები და იმედს გიცრუებს“ - როგორ აფასებს ლევან კობიაშვილი "მასტერშეფის“ მესამე სეზონს

რომელი ზებრა უყურებს კამერას? - თავსატეხი, რომელმაც სოციალურ ქსელში ათასობით ადამიანი დააბნია