პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი დღეს მეტეხის ხიდზე პარაკლისს გადაიხდის
პატრიარქი დღეს მეტეხის ხიდზე პარაკლისს გადაიხდის

100 ათა­სი მო­წა­მის ხსე­ნე­ბის დღეს, 13 ნო­ემ­ბერს, მე­ტე­ხის ხიდ­ზე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი, ილია მე­ო­რე პა­რაკ­ლისს გა­და­იხ­დის. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რა­ო­ბა "და­ვი­თი­ან­ნი­დან" აც­ნო­ბეს, ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა უბ­ნი­დან მე­ტე­ხის ხი­დის­კენ ლოც­ვი­თი მსვლე­ლო­ბე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა. კერ­ძოდ, 14:00 სა­ათ­ზე, მე­ტე­ხის ხი­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით ლოც­ვი­თი მსვლე­ლო­ბა და­ი­წყე­ბა დი­დუ­ბის პან­თე­ო­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან, 15:00 სა­ათ­ზე კი, ერ­თდრო­უ­ლად სპორ­ტის სა­სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან, მეტ­რო ის­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან და ვარ­დე­ბის მო­ედ­ნი­დან.

რო­გორც "და­ვი­თი­ანნ­ში" აცხა­დე­ბენ, სპორ­ტის სა­სახ­ლი­დან და დი­დუ­ბის პან­თე­ო­ნი­დან მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს შე­უ­ერ­თდე­ბი­ან გმირ­თა მო­ე­დან­ზე. შემ­დეგ ისი­ნი ვარ­დე­ბის მო­ე­დან­ზე გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ, სა­დაც ასე­ვე შეკ­რე­ბილ მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს შე­უ­ერ­თდე­ბი­ან. ვარ­დე­ბის მო­ედ­ნი­დან კი სა­ვა­რა­უ­დოდ 16:00 სა­ა­თის­თვის სამ­ღვდე­ლო­ე­ბა, მრევ­ლი, ბა­ი­რა­ღოს­ნე­ბი და მედ­რო­შე­ე­ბი, სა­ზე­ი­მო მსვლე­ლო­ბით წა­აბ­რძა­ნე­ბენ წმინ­და 100 000 მო­წა­მის ხატს მე­ტე­ხის ხი­დამ­დე, სა­დაც მათ ასე­ვე ის­ნი­დან მო­მა­ვა­ლი მრევ­ლი შე­უ­ერ­თდე­ბათ.

"და­ვი­თი­ან­ნი" სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს, მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დღე­სას­წა­უ­ლის ერ­თად აღ­ნიშ­ვნა­ში, მსვლე­ლო­ბებ­ში და ამით გმი­რი წი­ნაპ­რე­ბის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გონ. სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი, ილია II კი მე­ტე­ხის ხიდ­ზე პა­რაკ­ლისს, 17:00 სა­ათ­ზე და­ი­წყებს, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­წა­მე­თა პა­ტივ­სა­ცე­მად მტკვარ­ში ყვა­ვი­ლე­ბი ჩა­იყ­რე­ბა. წმინ­და ასი ათა­სი ქარ­თვე­ლი მო­წა­მე, ჯა­ლალ ედი­ნის ბრძა­ნე­ბით, ხვა­რაზ­მე­ლე­ბის მიერ სარ­წმუ­ნო­ე­ბის­თვის მე-13 სა­უ­კუ­ნე­ში აღეს­რუ­ლა. მე­ტე­ხის ხიდ­ზე მო­წა­მე­ებს უფ­ლი­სა და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა უბ­რძა­ნეს, რაც არ შე­ას­რუ­ლეს. ხვა­რაზ­მე­ლებ­მა მათ თა­ვე­ბი მოკ­ვე­თეს და მტკვარ­ში ჩა­ყა­რეს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

პატრიარქი დღეს მეტეხის ხიდზე პარაკლისს გადაიხდის

პატრიარქი დღეს მეტეხის ხიდზე პარაკლისს გადაიხდის

100 ათასი მოწამის ხსენების დღეს, 13 ნოემბერს, მეტეხის ხიდზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნიდან" აცნობეს, ქალაქის სხვადასხვა უბნიდან მეტეხის ხიდისკენ ლოცვითი მსვლელობები გაიმართება. კერძოდ, 14:00 საათზე, მეტეხის ხიდის მიმართულებით ლოცვითი მსვლელობა დაიწყება დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიიდან, 15:00 საათზე კი, ერთდროულად სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიიდან და ვარდების მოედნიდან.

როგორც "დავითიანნში" აცხადებენ, სპორტის სასახლიდან და დიდუბის პანთეონიდან მსვლელობის მონაწილეები ერთმანეთს შეუერთდებიან გმირთა მოედანზე. შემდეგ ისინი ვარდების მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც ასევე შეკრებილ მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდებიან. ვარდების მოედნიდან კი სავარაუდოდ 16:00 საათისთვის სამღვდელოება, მრევლი, ბაირაღოსნები და მედროშეები, საზეიმო მსვლელობით წააბრძანებენ წმინდა 100 000 მოწამის ხატს მეტეხის ხიდამდე, სადაც მათ ასევე ისნიდან მომავალი მრევლი შეუერთდებათ.

"დავითიანნი" საზოგადოებას მიმართავს, მიიღონ მონაწილეობა დღესასწაულის ერთად აღნიშვნაში, მსვლელობებში და ამით გმირი წინაპრების ხსოვნას პატივი მიაგონ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II კი მეტეხის ხიდზე პარაკლისს, 17:00 საათზე დაიწყებს, რომლის დასრულების შემდეგ მოწამეთა პატივსაცემად მტკვარში ყვავილები ჩაიყრება. წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ედინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის მე-13 საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს, რაც არ შეასრულეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია