პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანანა ბერიკაშვილი:''ჩემს შვილს ექსპერიმენტი შევთავაზე...''
მანანა ბერიკაშვილი:''ჩემს შვილს ექსპერიმენტი შევთავაზე...''

ახ­ლა­ხან მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ქრის­ტო­ფერ გო­რის პი­ე­სის მი­ხედ­ვით დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლის "ჩვენ გვე­ლის დი­დე­ბა" პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თა. ორ­მოქ­მე­დე­ბი­ა­ნი მი­უ­ზიკ­ლის რე­ჟი­სო­რი კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლია. 15 ნო­ემ­ბერს ის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლით ედნა მა­ზი­ას "აკ­რძა­ლუ­ლი თა­მა­შე­ბი" ამე­რი­კა­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა და შემ­დეგ "თა­მა­შებს" კი­ში­ნი­ოვ­ში ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მო­ად­გე­ნენ. ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნას მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ებ­სა და სხვა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ...

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, ბევ­რი ჩი­ვის მსა­ხი­ო­ბე­ბის მე­ტყვე­ლე­ბის შე­სა­ხებ. ვისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ი­ხუ­რა მე­ტყვე­ლე­ბის კა­თედ­რა?

- ათი წე­ლია, კა­თედ­რა აღარ არ­სე­ბობს. ამან სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. სამ­წუ­ხა­როდ, მსა­ხი­ო­ბებს შო­რის არის მე­ტყვე­ლე­ბის პრობ­ლე­მა. ადრე ჩვენ თე­ატ­რებ­შიც დავ­დი­ო­დით. მა­გა­ლი­თად, მე ბევ­რგან ვყო­ფილ­ვარ ორ­თვი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და ამ სა­კი­თხში ვუ­წევ­დით კონ­სულ­ტა­ცი­ებს თე­ატ­რებს. ჩემი აზ­რით, ამ მხრივ ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტია. მა­შინ, როცა შე­იც­ვა­ლა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო უმაღ­ლე­სე­ბი მო­ერ­გო ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გა­უქ­მდა კა­თედ­რე­ბი, შე­იქ­მნა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა. ძა­ლი­ან რთუ­ლია სა­ხე­ლოვ­ნე­ბო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ერთ სა­ერ­თო კონ­ტექ­სტში მოქ­ცე­ვა. შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა კა­თედ­რა, მაგ­რამ მა­შინ ასე არ მოხ­და და ახლა ვფიქ­რობთ, რომ აღ­დგეს.

- თქვე­ნი, რო­გორც რე­ჟი­სო­რის პა­უ­ზა რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­და, სა­ნამ მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში "ჩვენ გვე­ლის დი­დე­ბას" დად­გამ­დით?

- თე­ატ­რში ორი წელი, თუმ­ცა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არც ერთი დღე არ შე­მი­წყვე­ტია მუ­შა­ო­ბა. სპექ­ტაკლში მოქ­მე­დე­ბა სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სკო­ლა­ში ვი­თარ­დე­ბა, მხო­ლოდ ეს სი­უ­ჟე­ტი დარ­ჩა, და­ნარ­ჩე­ნი შეც­ვლი­ლია. ინ­სცე­ნი­რე­ბა მე გა­ვა­კე­თე და თუ ვინ­მეს რამე არ მო­ე­წო­ნე­ბა, ქრის­ტო­ფერ გო­რის ნუ და­აბ­რა­ლე­ბენ, რად­გან ბევ­რი რამ ჩემი და­წე­რი­ლია (იღი­მის). ეს სპექ­ტაკ­ლი წლე­ბის წინ დავ­დგი თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთ ჯგუფ­თან, რამ­დენ­ჯერ­მე წარ­მო­ვად­გი­ნეთ და ამით დამ­თავ­რდა. ახლა დიმა ხვთი­სი­აშ­ვილ­მა გა­იხ­სე­ნა ეს და მისი დად­გმა მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში შე­მომ­თა­ვა­ზა. თე­მა­ტუ­რად ის სა­ინ­ტე­რე­სოა ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის და ამი­ტომ დავ­თან­ხმდი. მგო­ნი, შე­დე­გი მი­ვი­ღეთ (იღი­მის).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

მანანა ბერიკაშვილი:''ჩემს შვილს ექსპერიმენტი შევთავაზე...''

მანანა ბერიკაშვილი:''ჩემს შვილს ექსპერიმენტი შევთავაზე...''

ახლახან მოზარდ მაყურებელთა თეატრში ქრისტოფერ გორის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის ''ჩვენ გველის დიდება'' პრემიერა გაიმართა. ორმოქმედებიანი მიუზიკლის რეჟისორი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილია. 15 ნოემბერს ის მუსიკისა და დრამის თეატრის სპექტაკლით ედნა მაზიას ''აკრძალული თამაშები'' ამერიკაში მიემგზავრება და შემდეგ ''თამაშებს'' კიშინიოვში ფესტივალზე წარმოადგენენ. ქალბატონ მანანას მიმდინარე სიახლეებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ვესაუბრეთ...

- ქალბატონო მანანა, ბევრი ჩივის მსახიობების მეტყველების შესახებ. ვისი გადაწყვეტილებით დაიხურა მეტყველების კათედრა?

- ათი წელია, კათედრა აღარ არსებობს. ამან სავალალო შედეგი გამოიღო. სამწუხაროდ, მსახიობებს შორის არის მეტყველების პრობლემა. ადრე ჩვენ თეატრებშიც დავდიოდით. მაგალითად, მე ბევრგან ვყოფილვარ ორთვიანი ხელშეკრულებით და ამ საკითხში ვუწევდით კონსულტაციებს თეატრებს. ჩემი აზრით, ამ მხრივ ყველაზე პრობლემური კვალიფიციური კადრების დეფიციტია. მაშინ, როცა შეიცვალა განათლების სისტემა, სახელოვნებო უმაღლესები მოერგო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა კათედრები, შეიქმნა სხვადასხვა მიმართულება. ძალიან რთულია სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების ერთ საერთო კონტექსტში მოქცევა. შესაძლებელი იყო შეგვენარჩუნებინა კათედრა, მაგრამ მაშინ ასე არ მოხდა და ახლა ვფიქრობთ, რომ აღდგეს.

- თქვენი, როგორც რეჟისორის პაუზა რამდენ ხანს გაგრძელდა, სანამ მოზარდ მაყურებელთა თეატრში ''ჩვენ გველის დიდებას'' დადგამდით?

- თეატრში ორი წელი, თუმცა უნივერსიტეტში არც ერთი დღე არ შემიწყვეტია მუშაობა. სპექტაკლში მოქმედება სახელოვნებო სკოლაში ვითარდება, მხოლოდ ეს სიუჟეტი დარჩა, დანარჩენი შეცვლილია. ინსცენირება მე გავაკეთე და თუ ვინმეს რამე არ მოეწონება, ქრისტოფერ გორის ნუ დააბრალებენ, რადგან ბევრი რამ ჩემი დაწერილია (იღიმის). ეს სპექტაკლი წლების წინ დავდგი თეატრალური უნივერსიტეტის ერთ-ერთ ჯგუფთან, რამდენჯერმე წარმოვადგინეთ და ამით დამთავრდა. ახლა დიმა ხვთისიაშვილმა გაიხსენა ეს და მისი დადგმა მოზარდ მაყურებელთა თეატრში შემომთავაზა. თემატურად ის საინტერესოა ახალგაზრდებისთვის და ამიტომ დავთანხმდი. მგონი, შედეგი მივიღეთ (იღიმის).

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება