მწერალი მალხაზ ხარბედია სოციალურ ქსელში ტელეშოუების მაყურებლებს აკრიტიკებს.
"ერთს ვიკითხავ და მორჩა ასეულათასობით თვალებგაფართოებული მწყურვალი შტერი რო უყურებთ ამ რაღაცა შოუებს "რუსთავი ორზე", "იმედზე" და სხვა მელიორაციულ არხებზე, აქ რაღატო აშეარებთ ხოლმე იგივეს? ის მაინც არ გყოფნით, რო უყურებთ ამ უბედურებას? თან ამდენი უყურებთ, ასეულათასობით ხართ :)). და მორჩება თუ არა ეს საძაგელი გადაცემა, მერე ყველა აშეარებთ ათასჯერ და ასიათასჯერ და არც გრცხვენიათ, არადა იცით, რო ისედაც ყველამ ნახა ეს რაღაცა უბედურება :((( ნანახი აქვთ თქვენს თანამოაზრეებს, ნანახი აქვთ, გაიგეთ, ახალს არაფერს დებთ, ბჯოს :)) წადით რა, ხალხი არა ხართ? მოქსოვეთ, წიგნი გადაშალეთ!", - წერს ხარბედია.