საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა განაპირობებს ამ კაციჭამია ვირთხების მხარდაჭერას" - ქართველი მწერლის ღია წერილი ამერიკის ელჩ რიჩარდ ნორლანდს
"რა განაპირობებს ამ კაციჭამია ვირთხების მხარდაჭერას" - ქართველი მწერლის ღია წერილი ამერიკის ელჩ რიჩარდ ნორლანდს

ეთ­ნო­კულ­ტუ­რა­თა მკვლე­ვა­რი და მწე­რა­ლი კობა არა­ბუ­ლი ამე­რი­კის ელჩ რი­ჩარდ ნორ­ლან­დს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ჰი­ჩკო­კის "ჩი­ტე­ბი", ბე­ღუ­რე­ბის გა­დაფ­რე­ნა და შე­ღე­ბი­ლი ჯორ­ე­ბი... ანუ ღია წე­რი­ლი ამე­რი­კის ელჩს რი­ჩარდ ნორ­ლან­დს -უცხო­ე­თის ყვე­ლა ელ­ჩი­სა და კონ­სუ­ლის გა­სა­გო­ნად!

პა­ტივ­ცე­მუ­ლო ბა­ტო­ნო ელჩო, მის­ტერ ნორ­ლანდ!

რაკი თქვე­ნი ქვე­ყა­ნა (ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი) წარ­მარ­თავს დღეს მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კას და სა­ქარ­თვე­ლოს ბე­დის გა­და­წყვე­ტა­შიც დიდ როლს თა­მა­შობს, ამი­ტომ თქვენ მოგ­მარ­თავთ ამ წე­რი­ლით; რა­ტომ­ღაც მიგ­ვაჩ­ნია და გვეჩ­ვე­ნე­ბა, რომ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ მოს­მე­ნა და იმის გა­გე­ბა, რაც მა­ვან­თათ­ვის ხში­რად გა­უ­გე­ბა­რი რჩე­ბა... ამ­დე­ნად, ვფიქ­რობთ, რომ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რაც და მოვ­ლე­ნა­თა შეც­ვლაც...

თა­ვი­დან­ვე (წი­ნას­წარ­ვე) მინ­და ასე­თი რამ ვთქვა სა­მარ­ცხვი­ნო სი­ნა­ნუ­ლით: სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად წო­დე­ბუ­ლი ნა­ცე­ბის ბე­ლა­დი სა­ა­კაშ­ვი­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს უმა­ლავ­და სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებს: მშობ­ლებს, შვი­ლებს, და-ძმებს, მე­უღ­ლე­ებს... რო­დე­საც ისი­ნი მიჰ­ყავ­და სა­დღაც სა­საკ­ლა­ო­ზე და იქვე ტო­ვებ­და ქუ­ჩა­ში და ორ­ღო­ბე­ებ­ში დაყ­რილთ ღო­რე­ბის სასჭმე­ლად, თა­ვად კი თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი გა­მორ­ბო­და... მან მა­შინ სა­კუ­თა­რი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის გვა­მებ­ზე კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა და მო­ილ­ხი­ნა: ასე მხო­ლოდ მონ­ღო­ლე­ბი მო­იქ­ცნენ რუ­სე­თის და­პყრო­ბი­სას...

* * *

პა­ტივ­ცე­მუ­ლო მის­ტერ ნორ­ლანდ!

თქვენ გეხ­სო­მე­ბათ ხი­ჩკო­კის გე­ნი­ა­ლუ­რი ფილ­მი "ჩი­ტე­ბი", სა­დაც ბო­რო­ტი, "ბარ­ბა­რო­სი" ფრინ­ვე­ლე­ბი პირ­და­პირ ანად­გუ­რე­ბენ ადა­მი­ან­თა მოდ­გმას, მათ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას. "ჩი­ტე­ბის" ეს მის­ტი­კუ­რი იე­რი­ში სა­ში­ნე­ლი კა­ტას­ტრო­ფით თავ­დე­ბა - ჯო­ჯო­ხე­თად აქ­ცე­ვენ ქვე­ყა­ნას...

ნა­ცე­ბის ხრო­ვა სწო­რედ ხი­ჩკო­კის ჩი­ტე­ბი­ვით და­ესხნენ ჩვე­ნი ერის სა­არ­სე­ბო სივ­რცეს (სუ­ლი­ერს და მა­ტე­რი­ა­ლურს გა­ნურ­ჩევ­ლად) და გა­მოხ­რეს...

ერთ უც­ნა­ურ მა­გა­ლით­საც მო­ვიყ­ვან: რო­დე­საც ჩი­ნეთს ბე­ღუ­რებ­მა გა­და­უფ­რი­ნეს და მო­სა­ვა­ლი გა­უ­ნად­გუ­რეს, მი­ლი­ო­ნი ჩი­ნე­ლი გა­მო­ვი­და დაფ­და­ფე­ბით: ეს იყო სა­ო­ცა­რი აჯან­ყე­ბა ბე­ღუ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ბე­ღუ­რებ­მა ჩა­მო­საჯ­დო­მი ად­გი­ლი ვერ ნა­ხეს და გულ­გა­ხეთ­ქი­ლი დაც­ვივ­დნენ მი­წა­ზე!

ჩი­ნე­ლებ­მა მშვი­დად აკ­რი­ბეს ბე­ღუ­რე­ბი და გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი მო­ამ­ზა­დეს!..

ახლა ჩვენ რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, მის­ტერ ნორ­ლანდ, რო­დე­საც ჩვე­ნი სიმ­ცი­რის გამო არც ძალა გვყოფ­ნის და არც რა­ო­დე­ნო­ბა, გნე­ბავთ, "ხი­ჩკო­კის ჩი­ტე­ბის" და თუნ­დაც "ბე­ღუ­რე­ბის" მო­სა­გე­რი­ებ­ლად...

და მით უფრო, ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი ხრო­ვა არც "ჩი­ტე­ბი" აღ­მოჩ­ნდნენ და არც ბე­ღუ­რე­ბი. ისი­ნი კა­ცი­ჭა­მია ვირ­თხე­ბად და ფოლკ­ნე­რის შე­ღე­ბილ ჯორ­ე­ბად იქ­ცნენ და რო­დე­საც ჩვენ მათი მო­გე­რი­ე­ბა ვცა­დეთ, სა­კუ­თა­რი მფარ­ვე­ლე­ბის კალ­თას (ქოლ­გებს) შე­ა­ფა­რეს თავი. ანუ ევ­რო­პა და ამე­რი­კა გა­მოდ­გა ამ გა­მოყ­ვა­ნი­ლი (კლო­ნი­რე­ბუ­ლი) ტი­რა­ნი ჰიბ­რი­დე­ბის პატ­რო­ნი, სა­კუ­თა­რი ხალ­ხის გა­ნად­გუ­რე­ბა რომ შე­უძ­ლი­ათ!

* * *

ბო­დი­შის მოხ­დით გე­ტყვით მის­ტერ ნორ­ლანდ, ჩვენ არა ვართ ის ვე­ლუ­რი ტომი, სა­კუ­თარ მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს ხე­ებ­ზე რომ კი­დე­ბენ "ყვა­ვე­ბის" სა­ჯიჯგნად, ანდა სა­კუ­თა­რი მკვდრე­ბის საფ­ლა­ვებ­ზე რო­კა­ვენ. სა­ა­კაშ­ვი­ლი სწო­რედ ასე მო­იქ­ცა: მან მი­ა­ტო­ვა მი­სი­ვე პრო­ვო­ცი­რე­ბულ "ომებ­ში" ჩა­ხო­ცი­ლი მე­ომ­რე­ბი და ღო­რე­ბის სა­ჯიჯგნად გა­წი­რა - თქვენ გი­ნა­ხავთ ბრძო­ლის ვე­ლი­დან გაქ­ცე­უ­ლი "სარ­და­ლი", ჯერ მი­წას რომ თხრის ცხვი­რით, მერე კი სა­კუ­თარ მიც­ვა­ლე­ბულ­თა გვა­მებ­ზე კონ­ცერ­ტებს მარ­თავს და რუ­სეთ­თან თით­ქოს­და მო­გე­ბუ­ლი ომის სპექ­ტაკლს (იმი­ტა­ცი­ას) დი­რი­ჟო­რობს?! ჩვენ ვნა­ხეთ ეს მწა­რე, სა­მარ­ცხვი­ნო სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილ­მა დად­გა. იგი და მისი ხრო­ვა შე­ე­ცა­და შიმ­შილ­ში და ცი­ხე­ებ­ში ჩა­ეხ­შო ერის სული და გა­უ­გო­ნა­რი ძა­ლა­დო­ბით, საფ­ლა­ვე­ბა­კი­დე­ბუ­ლი გა­ე­დევ­ნა სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლო­დან - მან ეს ნა­წი­ლობ­რივ შეძ­ლო კი­დეც! - პირ­ვე­ლად 5000-წლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე, აბო­რი­გე­ნი ერი (რო­მელ­საც ფეხი არ მო­უც­ვლია სა­კუ­თა­რი მი­წი­დან) ლტოლ­ვო­ლად და მო­ხე­ტი­ა­ლე ტო­მად იქცა... 2 მი­ლი­ო­ნი ქარ­თვე­ლი აყ­რი­ლია სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლო­დან...

გვეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ეს ურ­თუ­ლე­სი მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც ბე­დის­წე­რუ­ლია ჩვე­ნი ერის­თვის, რა­ტომ­ღაც თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა რჩე­ბა!..

* * *

მიგ­ვაჩ­ნია, რომ სრუ­ლი­ად და­უც­ვე­ლია ჩვე­ნი ერი და მისი კულ­ტუ­რა: რო­მელ­მაც უძ­ვე­ლე­სი დამ­წერ­ლო­ბა (ან­ბა­ნი) შექ­მნა; ჯერ კი­დევ ჩვენს ერამ­დე (III ს.ძვ.წ.), ფარ­ნა­ვა­ზის დროს ჰქონ­და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მწიგ­ნობ­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, ხოლო ადრე შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­თა რე­ნე­სან­სი გე­ნი­ა­ლუ­რი "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნით" (დე­და­მი­წის ზურ­გზე უბად­ლო წიგ­ნით) გა­ას­რუ­ლა... (და­აგ­ვირ­გვი­ნა).

აქვე ვი­ტყვით: შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია (უსა­მარ­თლოა) ქვეყ­ნის­თვის და ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის, რო­დე­საც ევ­რო­პი­დან და ამე­რი­კი­დან დე­მოკ­რა­ტი­ის არ­ქო­ნას, ან ტო­ლე­რან­ტო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას გვი­კი­ჟი­ნე­ბენ!

მის­ტერ ნორ­ლანდ, თქვენ გყავ­დათ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მოღ­ვა­წე­ნი (ვა­შინგტო­ნი, ლინ­კოლ­ნი, ჯე­ფერ­სო­ნი, რე­ი­გა­ნი და სხვა­ნი და სხვა­ნი), რო­მელ­თაც ამე­რი­კის დე­მოკ­რა­ტია და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო შექ­მნეს. ჯე­ფერ­სონ­მა და­გი­წე­რათ ბრწყინ­ვა­ლე კონ­სტი­ტუ­ცია XIX სა­უ­კუ­ნე­ში.

ჩვენ­მა მე­ფემ და დე­დო­ფალ­მა თა­მარ­მა XII სა­უ­კუ­ნე­ში შექ­მნა პირ­ვე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ეგა­ლი­ტა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მსოფ­ლი­ო­ში!

მან­ვე გა­ა­უქ­მა ქვე­ყა­ნა­ში სიკ­ვდი­ლით დას­ჯა...

კი­დევ ქარ­თველ­თა რამ­დე­ნი­მე ზნე­ობ­რივ ქცე­ვა­ზე უნდა გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რა­დღე­ბა:

- რო­დე­საც ქარ­თვე­ლი ქალი მან­დილს აგ­დებს მო­სის­ხლე-მო­შუ­ღარ­თა შო­რის, ომი მთავ­რდე­ბა - ხომ არის ეს ქა­ლის თაყ­ვა­ნის­ცე­მის (გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის) გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა...

- რო­დე­საც ქარ­თველ მე­ფეს ასე მი­მარ­თავს ქვე­შევ­რდო­მი (გლე­ხი, მე­ო­მა­რი): "მე­ფეო, სამს რომ შენ იტყვი, ერთი ჩე­მიც გა­ი­გო­ნეო!" - ხომ არის ეს პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ზე­ი­მი...

- რო­დე­საც ფხო­ვე­ლი მო­ხუ­ცი მე­ო­მა­რი თე­მურ ლენგს ისარს ეს­ვრის (ჟინ­ვალ­თან) და ეუბ­ნე­ბა: ვი­ცო­დი, რომ ვერ მოგ­კლავ­დი, რად­გა­ნაც მო­ხუ­ცი და ავად­მყო­ფი ვარ, მაგ­რამ გა­გაფრ­თხი­ლე, რომ არ დაგ­ნებ­დე­ბით, ჩვენ სამ­შობ­ლოს ვი­ცავთ... მოვა სხვა მე­ო­მა­რი და იმი­სი ისა­რი არ აგ­ცდე­ბა"! (თე­მურ ლენგს ეს მო­ხუ­ცი გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბია) - ხომ არის ეს სამ­შობ­ლოს დაც­ვის (მა­მუ­ლის მოვ­ლის) მის­ტე­რია?!.

მაშ, რა­ტომ გვას­წავ­ლი­ან და გვი­კი­თხა­ვენ დე­მოკ­რა­ტი­ის, გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის, ტო­ლე­რან­ტო­ბის ლექ­ცი­ებს ევრო-ამე­რი­კე­ლი სნო­ბე­ბი?!

ნუ გვას­წავ­ლი­ან იმა­ზე მეტს, რაც სა­ჭი­როა და იმას, რაც უკვე დიდი ხა­ნია ვი­ცით. ჩვენ არა ვართ პა­პუ­ა­სე­ბი, არც კხმე­რე­ბი და ფა­შის­ტე­ბი, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არა­სო­დეს უდევ­ნი­ათ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბა­ნი. სწო­რედ ახლა ებ­რა­ე­ლე­ბი ქარ­თვე­ლებ­თან 3000-წლო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის იუ­ბი­ლეს (დღე­სას­წა­ულს) იხ­დი­ან - ეს ყვე­ლას­თვის სა­ნი­მუ­შო მა­გა­ლი­თი უნდა იყოს!

* * *

ბა­ტო­ნო ნორ­ლანდ, წე­ღან ჩი­ნე­ლე­ბი და ბე­ღუ­რე­ბი ვახ­სე­ნეთ, აგ­რეთ­ვე ფოლკ­ნე­რის შე­ღე­ბი­ლი ჯორ­ე­ბი...

ჩვენ, ქარ­თვე­ლე­ბი, ჩი­ნე­ლე­ბის­გან იმით გან­ვსხვავ­დე­ბით, რომ არ მი­ვირ­თმევთ ქვე­წარ­მავ­ლე­ბის და მო­რი­ე­ლის ხორცს, არც ბე­ღუ­რას ვკლავთ! მაგ­რამ ვართ ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი - უმ­ცი­რეს­ნი ჩი­ნე­ლებ­თან შე­და­რე­ბით! მაგ­რამ ვი­ცით ასე­თი სიბ­რძნე: ამო­არ­ჩიე ბევრში ცოტა, ცო­ტა­ში - ბევ­რი; (დიდ­ში მცი­რე, მცი­რე­ში - დიდი). ანუ ჩვე­ნი ერი ფი­ზი­კურ სიმ­ცი­რეს გა­და­ფა­რავ­და სუ­ლი­ე­რი ენერ­გი­ით და ზნე­ობ­რი­ვი სიმ­კაც­რით და ქმნი­და მე­ო­მარ­თა ხე­ლო­ვა­ნე­ბის და ტა­ძარ­თა შე­ნე­ბის უნი­კა­ლურ ჰარ­მო­ნი­ას! გე­ნი­ა­ლურ პო­ე­ზი­ას და მუ­სი­კას: "ჩაკ­რუ­ლოს" ახლა კოს­მოს­ში უშ­ვე­ბენ ღმერ­თე­ბის მო­სას­მე­ნად...

რაც შე­ე­ხე­ბა "ფოლკ­ნე­რის შე­ღე­ბილ ჯორს", მის­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ახლა ექ­სო­რი­ა­ში მყო­ფი სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც თავი შე­ა­ფა­რა ფოლკ­ნე­რი­სა­ვე ქვე­ყა­ნას.

* * *

სამ­წუ­ხა­როდ, მის­ტერ ნორ­ლანდ, ახლა თქვე­ნი ამე­რი­კა და ევ­რო­პა აღ­შფო­თე­ბუ­ლი და შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ბრძან­დე­ბით იმის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­მარ­თლის აღ­დგე­ნას და სა­ა­კაშ­ვი­ლის ტი­პის დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯას ცდი­ლობს!

ქარ­თვე­ლი ხალ­ხი კი აღ­შფო­თე­ბუ­ლი იყო თქვე­ნი დუ­მი­ლით მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს XXI სა­უ­კუ­ნის "ჰიქ­სო­სე­ბის" ბან­და არ­ბევ­და, აწა­მებ­და და აუ­პა­ტი­უ­რებ­და, მი­ტინ­გებს სის­ხლში ახ­შობ­და, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებს სპეც­რაზ­მე­ბით არ­ბევ­და.

თქვენ აღ­შფო­თე­ბა არ გა­მო­გით­ქვამთ არც მა­შინ, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის გვა­მებ­ზე ცეკ­ვავ­და და ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბის ბრძა­ნე­ბებს გას­ცემ­და პირ­და­პირ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან ხალ­ხის ქუ­ჩებ­ში და­სახ­ვრე­ტად!

რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვილ­მა რუ­სეთ­თან ომის პრო­ვო­ცი­რე­ბა შეძ­ლო, და­კარ­გა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 2/3 და ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რე­ბის ალ­ყა­ში მო­აქ­ცია; პირ­წმინ­დად ჩა­ა­ბა­რა ყვე­ლა თქვენს მიერ ნა­ბო­ძე­ბი ტექ­ნი­კა და ია­რა­ღი, არც მა­შინ გა­მო­გი­ხა­ტავთ დიდი აღ­შფო­თე­ბა არც თქვენ და არც იმ "სა­ტე­ლიტ" ტე­ლე­ვი­ზი­ებს და არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს, რომ­ლე­ბიც შიგ­ნი­დან ან­გრე­ვენ სა­ხელ­მწი­ფოს და ჭილყვა­ვე­ბი­ვით შე­ე­სივ­ნენ ქვე­ყა­ნას...

* * *

ახლა ჩვე­ნი ერი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ხალ­ხის თავ­გან­წი­რუ­ლი პრო­ტეს­ტის მე­ო­ხე­ბით რამ­დე­ნად­მე გა­თა­ვი­სუფ­ლდა ამ რე­ჟი­მის­გან, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა ლა­მის მათ მიერ და­ნა­ტო­ვა­რი უმ­ძი­მე­სი მემ­კვიდ­რე­ო­ბის მძევ­ლად იქცა. არა­ფე­რია თა­ვის ად­გილ­ზე, ქვა ქვა­ზე არაა და­ტო­ვე­ბუ­ლი მათ მიერ, სა­კუთ­რე­ბა­ჩა­მორ­თმე­უ­ლი, ერი აყ­რი­ლი და გან­დევ­ნი­ლია სა­კუ­თა­რი სახლ-კა­რი­დან; და­უძ­ლე­ვე­ლია ადა­მი­ან­თა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და მო­რა­ლუ­რი სტრე­სის სიმ­ძი­მე - არც ნე­რონს, არც კა­ლი­გუ­ლას, არც ჰიტ­ლერს მსგავ­სი ბარ­ბა­რო­სო­ბა არ ჩა­უ­დე­ნია სა­კუ­თა­რი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ...

ახლა ეს ბო­როტ­მოქ­მედ­ნი და­უს­ჯე­ლი და­პარ­პა­შე­ბენ ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბი­სა და თქვენს მიერ თავ­სმოხ­ვე­უ­ლი "კო­ა­ბი­ტა­ცი­უ­რი" რე­ჟი­მის მე­ო­ხე­ბით...

* * *

ხში­რად გა­მო­ხა­ტავთ ხოლ­მე აღ­შფო­თე­ბას ამა თუ იმ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ არას­დროს აღ­შფო­თე­ბულ­ხართ "ნა­ცე­ბის" ტი­რა­ჟი­რე­ბულ ჭირს, მათი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის პრო­პა­გან­დას, პირ­და­პირ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ კომ­პა­ნი­ას, რომ­ლე­ბიც გა­დატ­რი­ა­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ ნე­გა­ტი­ურ ძა­ლებს და იმ მრა­ვალ ათე­ულ არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფო­ში "სა­ხელ­მწი­ფოდ" იქ­ცნენ...

პა­ტივ­ცე­მუ­ლო ელჩო, თქვე­ნი სა­მარ­თა­ლი თქვენს სამ­შობ­ლო­ში და­უშ­ვებს ასეთ და­უს­ჯე­ლო­ბას და უსა­მარ­თლო­ბას, "კო­ა­ბი­ტა­ცი­ის" მსგავს გა­მოვ­ლე­ნას? არ და­უშ­ვებთ თქვენ ამას! მაშ, რა ექ­სპე­რი­მენტს გვი­ტა­რებთ ჩვენ, რო­გორც საც­დე­ლი კურ­დღლე­ბის ქვე­ყა­ნას. გარ­წმუ­ნებთ, რომ არ გა­მო­გად­გე­ბით ჩვენ ასე­თი ექ­სპე­რი­მენ­ტის­თვის!

* * *

და მა­ინც, პა­ტივ­ცე­მუ­ლო ელჩო, ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ის არის, რომ: სა­ქარ­თვე­ლო სა­ა­კაშ­ვილ­მა პირ­და­პირ "დი­ნო­ზავ­რე­ბის" ბრძო­ლის პო­ლი­გონ­ზე შე­აგ­დო - ეს მე­ტად სა­ბე­დის­წე­რო თა­მა­შია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის... ასე­თი პო­ლი­ტი­კით XXI სა­უ­კუ­ნე­ში შე­საძ­ლოა, ისე­ვე გაქ­რეს კულ­ტუ­რუ­ლი რასა, რო­გორც ოდეს­ღაც გე­ნი­ა­ლუ­რი შუ­მე­რე­ბი...

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო აღ­მოჩ­ნდა საც­დე­ლი ხა­რის როლ­ში, რო­მელ­საც "წი­თელ ნა­ჭერს" უფ­რი­ა­ლე­ბენ, რომ "ტო­რე­ა­დო­რის" მახ­ვი­ლის მსხვერ­პლი გახ­დეს. ამ მზაკ­ვრულ როლს ისევ და ისევ ნა­ცე­ბი ას­რუ­ლე­ბენ, რომ შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი ივა­ნიშ­ვილს ან ახვა ვინ­მეს გა­და­აბ­რა­ლონ! ჩვენ გვეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ეს გა­რე­მო­ე­ბაც თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა რჩე­ბა, ან არ თვლით არ­სე­ბი­თად და თქვენ­თვის ბევ­რი რამ სულ ერ­თია?! (ანუ) მაშ, რა გა­ნა­პი­რო­ბებს ამ კა­ცი­ჭა­მია ვირ­თხე­ბის მხარ­და­ჭე­რას (რომ­ლე­ბიც არც დე­მოკ­რა­ტე­ბი არი­ან და არც "ჰუ­მა­ნო­ი­დე­ბი") ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ამე­რი­კის და ევ­რო­პის მხრი­დან?

და­ბო­ლოს, არ გვინ­და ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­დეს "გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი", რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი თქვე­ნი "უძღე­ბი შვი­ლია" და ცდი­ლობთ მის გა­დარ­ჩე­ნას ქარ­თვე­ლი ერის სა­ზი­ა­ნოდ. ნუ გვი­წყენთ, მის­ტერ ნორ­ლანდ, თუ გსაყ­ვე­დუ­რობთ ზოგ რა­მეს და გა­მოვ­თქვამთ ეჭვს: ამას ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ბე­დის­წე­რა და მისი გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტინ­ქტი გვკარ­ნა­ხობს!

ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ჩვენ სხვა სამ­შობ­ლო არ გაგ­ვაჩ­ნია, ეს არის ჩვე­ნი "აღ­თქმუ­ლი ქვე­ყა­ნა" ნა­ბო­ძე­ბი უფ­ლის მიერ, აქა ვართ და­სა­ბა­მი­დან დღემ­დე: აქ ვკვდე­ბით და ვი­ბა­დე­ბით და აქ ვა­პი­რებთ ყოფ­ნას ჟამ­თა მოქ­ცე­ვამ­დე - ჩვენ წი­ნა­პარ­თა­გან დამ­კვიდ­რე­ბულ კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­ულ სივ­რცე­ში - "სამ­შობ­ლოს არ­ვის წა­ვარ­თმევთ, ჩვენც ნურ­ვინ შეგ­ვე­ცი­ლე­ბა" - ჩვე­ნი ეს საკ­რა­ლუ­რი დე­ვი­ზი ყვე­ლამ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს...

მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ თქვენ ში­გა­და­შიგ აქებთ და ამით აქე­ზებთ ალა­სა­ნი­ას, რო­მე­ლიც მე­ტად სა­ხი­ფა­თო მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბელ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს - სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ტოს სამ­ხედ­რო თუ საწ­ვრთნე­ლი ბა­ზე­ბის და სის­ტე­მე­ბის გან­ლა­გე­ბა­ზე... შეძ­ლებთ თქვენ, მის­ტერ ნორ­ლანდ, სა­ქარ­თვე­ლო­ზე (და კავ­კა­სი­ა­ზე) რუ­სე­თის იე­რი­შე­ბის მო­გე­რი­ე­ბას?

თქვენ ერთხელ ეს ხომ ვერ შე­ძე­ლით?!..

მის­ტერ ნორ­ლანდ, ეს წე­რი­ლი მოკ­ლეც არის და გრძე­ლიც. გრძე­ლი იმი­ტომ, რომ ელჩს (შე­კუმ­შუ­ლი დრო­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით) ათ­გვერ­დი­ა­ნი ქა­ღალ­დი არ უნდა მის­წე­რო (10 ფურ­ცელ­ზე შე­იძ­ლე­ბა ვრცე­ლი რო­მა­ნი და­ე­ტი­ოს), მოკ­ლე იმი­ტომ, რომ მა­ინც ვერ ვთქვით მთა­ვა­რი ("ბევრში ცოტა ვერ ჩავ­ტი­ეთ!").

თუმ­ცა ჩვე­ნი მთა­ვა­რი სურ­ვი­ლი და სათ­ქმე­ლი თქვენს მი­მართ ის გახ­ლავთ, რომ ნუ გა­ახ­ვევთ ჩვენს ქვე­ყა­ნას XXI სა­უ­კუ­ნის აპო­კა­ლიფ­სუ­რი ომე­ბის ბუ­რუს­ში - არც რუ­სე­თის, არც ნა­ტოს და სხვა რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის ბა­ზე­ბი ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა. გვირ­ჩევ­ნია დავ­რჩეთ სრუ­ლი­ად უი­რა­ღო - სიყ­ვა­რუ­ლით შე­მო­სი­ლი ჩვე­ნი ტაძ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში...

პ.ს. წე­რი­ლის ინ­გლი­სუ­რი თარ­გმა­ნი გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა ბა­ტონ რი­ჩარდ ნორ­ლან­დს და სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ ყვე­ლა სა­ელ­ჩოს".

"რა განაპირობებს ამ კაციჭამია ვირთხების მხარდაჭერას" - ქართველი მწერლის ღია წერილი ამერიკის ელჩ რიჩარდ ნორლანდს

"რა განაპირობებს ამ კაციჭამია ვირთხების მხარდაჭერას" - ქართველი მწერლის ღია წერილი ამერიკის ელჩ რიჩარდ ნორლანდს

ეთნოკულტურათა მკვლევარი და მწერალი კობა არაბული ამერიკის ელჩ რიჩარდ ნორლანდს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჰიჩკოკის "ჩიტები", ბეღურების გადაფრენა და შეღებილი ჯორები... ანუ ღია წერილი ამერიკის ელჩს რიჩარდ ნორლანდს -უცხოეთის ყველა ელჩისა და კონსულის გასაგონად!

პატივცემულო ბატონო ელჩო, მისტერ ნორლანდ!

რაკი თქვენი ქვეყანა (ამერიკის შეერთებული შტატები) წარმართავს დღეს მსოფლიო პოლიტიკას და საქართველოს ბედის გადაწყვეტაშიც დიდ როლს თამაშობს, ამიტომ თქვენ მოგმართავთ ამ წერილით; რატომღაც მიგვაჩნია და გვეჩვენება, რომ თქვენ შეგიძლიათ მოსმენა და იმის გაგება, რაც მავანთათვის ხშირად გაუგებარი რჩება... ამდენად, ვფიქრობთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერაც და მოვლენათა შეცვლაც...

თავიდანვე (წინასწარვე) მინდა ასეთი რამ ვთქვა სამარცხვინო სინანულით: საქართველოს პრეზიდენტად წოდებული ნაცების ბელადი სააკაშვილი მიცვალებულებს უმალავდა საკუთარი ოჯახის წევრებს: მშობლებს, შვილებს, და-ძმებს, მეუღლეებს... როდესაც ისინი მიჰყავდა სადღაც სასაკლაოზე და იქვე ტოვებდა ქუჩაში და ორღობეებში დაყრილთ ღორების სასჭმელად, თავად კი თავქუდმოგლეჯილი გამორბოდა... მან მაშინ საკუთარი მიცვალებულების გვამებზე კონცერტი გამართა და მოილხინა: ასე მხოლოდ მონღოლები მოიქცნენ რუსეთის დაპყრობისას...

* * *

პატივცემულო მისტერ ნორლანდ!

თქვენ გეხსომებათ ხიჩკოკის გენიალური ფილმი "ჩიტები", სადაც ბოროტი, "ბარბაროსი" ფრინველები პირდაპირ ანადგურებენ ადამიანთა მოდგმას, მათ ცივილიზაციას. "ჩიტების" ეს მისტიკური იერიში საშინელი კატასტროფით თავდება - ჯოჯოხეთად აქცევენ ქვეყანას...

ნაცების ხროვა სწორედ ხიჩკოკის ჩიტებივით დაესხნენ ჩვენი ერის საარსებო სივრცეს (სულიერს და მატერიალურს განურჩევლად) და გამოხრეს...

ერთ უცნაურ მაგალითსაც მოვიყვან: როდესაც ჩინეთს ბეღურებმა გადაუფრინეს და მოსავალი გაუნადგურეს, მილიონი ჩინელი გამოვიდა დაფდაფებით: ეს იყო საოცარი აჯანყება ბეღურების წინააღმდეგ, ბეღურებმა ჩამოსაჯდომი ადგილი ვერ ნახეს და გულგახეთქილი დაცვივდნენ მიწაზე!

ჩინელებმა მშვიდად აკრიბეს ბეღურები და გემრიელი კერძები მოამზადეს!..

ახლა ჩვენ როგორ მოვიქცეთ, მისტერ ნორლანდ, როდესაც ჩვენი სიმცირის გამო არც ძალა გვყოფნის და არც რაოდენობა, გნებავთ, "ხიჩკოკის ჩიტების" და თუნდაც "ბეღურების" მოსაგერიებლად...

და მით უფრო, ჩვენდა სამწუხაროდ, სააკაშვილი და მისი ხროვა არც "ჩიტები" აღმოჩნდნენ და არც ბეღურები. ისინი კაციჭამია ვირთხებად და ფოლკნერის შეღებილ ჯორებად იქცნენ და როდესაც ჩვენ მათი მოგერიება ვცადეთ, საკუთარი მფარველების კალთას (ქოლგებს) შეაფარეს თავი. ანუ ევროპა და ამერიკა გამოდგა ამ გამოყვანილი (კლონირებული) ტირანი ჰიბრიდების პატრონი, საკუთარი ხალხის განადგურება რომ შეუძლიათ!

* * *

ბოდიშის მოხდით გეტყვით მისტერ ნორლანდ, ჩვენ არა ვართ ის ველური ტომი, საკუთარ მიცვალებულებს ხეებზე რომ კიდებენ "ყვავების" საჯიჯგნად, ანდა საკუთარი მკვდრების საფლავებზე როკავენ. სააკაშვილი სწორედ ასე მოიქცა: მან მიატოვა მისივე პროვოცირებულ "ომებში" ჩახოცილი მეომრები და ღორების საჯიჯგნად გაწირა - თქვენ გინახავთ ბრძოლის ველიდან გაქცეული "სარდალი", ჯერ მიწას რომ თხრის ცხვირით, მერე კი საკუთარ მიცვალებულთა გვამებზე კონცერტებს მართავს და რუსეთთან თითქოსდა მოგებული ომის სპექტაკლს (იმიტაციას) დირიჟორობს?! ჩვენ ვნახეთ ეს მწარე, სამარცხვინო სპექტაკლი, რომელიც სააკაშვილმა დადგა. იგი და მისი ხროვა შეეცადა შიმშილში და ციხეებში ჩაეხშო ერის სული და გაუგონარი ძალადობით, საფლავებაკიდებული გაედევნა საკუთარი სამშობლოდან - მან ეს ნაწილობრივ შეძლო კიდეც! - პირველად 5000-წლოვანი ისტორიის მანძილზე, აბორიგენი ერი (რომელსაც ფეხი არ მოუცვლია საკუთარი მიწიდან) ლტოლვოლად და მოხეტიალე ტომად იქცა... 2 მილიონი ქართველი აყრილია საკუთარი სამშობლოდან...

გვეჩვენება, რომ ეს ურთულესი მოვლენა, რომელიც ბედისწერულია ჩვენი ერისთვის, რატომღაც თქვენი ყურადღების მიღმა რჩება!..

* * *

მიგვაჩნია, რომ სრულიად დაუცველია ჩვენი ერი და მისი კულტურა: რომელმაც უძველესი დამწერლობა (ანბანი) შექმნა; ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე (III ს.ძვ.წ.), ფარნავაზის დროს ჰქონდა განვითარებული მწიგნობრული სახელმწიფო, ხოლო ადრე შუასაუკუნეთა რენესანსი გენიალური "ვეფხისტყაოსნით" (დედამიწის ზურგზე უბადლო წიგნით) გაასრულა... (დააგვირგვინა).

აქვე ვიტყვით: შეურაცხმყოფელია (უსამართლოა) ქვეყნისთვის და ყველა ჩვენგანისთვის, როდესაც ევროპიდან და ამერიკიდან დემოკრატიის არქონას, ან ტოლერანტობის ნაკლებობას გვიკიჟინებენ!

მისტერ ნორლანდ, თქვენ გყავდათ შესანიშნავი მოღვაწენი (ვაშინგტონი, ლინკოლნი, ჯეფერსონი, რეიგანი და სხვანი და სხვანი), რომელთაც ამერიკის დემოკრატია და დემოკრატიული სახელმწიფო შექმნეს. ჯეფერსონმა დაგიწერათ ბრწყინვალე კონსტიტუცია XIX საუკუნეში.

ჩვენმა მეფემ და დედოფალმა თამარმა XII საუკუნეში შექმნა პირველი საპარლამენტო დემოკრატიული, ეგალიტარული სახელმწიფო მსოფლიოში!

მანვე გააუქმა ქვეყანაში სიკვდილით დასჯა...

კიდევ ქართველთა რამდენიმე ზნეობრივ ქცევაზე უნდა გავამახვილო ყურადღება:

- როდესაც ქართველი ქალი მანდილს აგდებს მოსისხლე-მოშუღართა შორის, ომი მთავრდება - ხომ არის ეს ქალის თაყვანისცემის (გენდერული თანასწორობის) გამოხატულება...

- როდესაც ქართველ მეფეს ასე მიმართავს ქვეშევრდომი (გლეხი, მეომარი): "მეფეო, სამს რომ შენ იტყვი, ერთი ჩემიც გაიგონეო!" - ხომ არის ეს პიროვნების თავისუფლების ზეიმი...

- როდესაც ფხოველი მოხუცი მეომარი თემურ ლენგს ისარს ესვრის (ჟინვალთან) და ეუბნება: ვიცოდი, რომ ვერ მოგკლავდი, რადგანაც მოხუცი და ავადმყოფი ვარ, მაგრამ გაგაფრთხილე, რომ არ დაგნებდებით, ჩვენ სამშობლოს ვიცავთ... მოვა სხვა მეომარი და იმისი ისარი არ აგცდება"! (თემურ ლენგს ეს მოხუცი გაუთავისუფლებია) - ხომ არის ეს სამშობლოს დაცვის (მამულის მოვლის) მისტერია?!.

მაშ, რატომ გვასწავლიან და გვიკითხავენ დემოკრატიის, გენდერული თანასწორობის, ტოლერანტობის ლექციებს ევრო-ამერიკელი სნობები?!

ნუ გვასწავლიან იმაზე მეტს, რაც საჭიროა და იმას, რაც უკვე დიდი ხანია ვიცით. ჩვენ არა ვართ პაპუასები, არც კხმერები და ფაშისტები, ჩვენს ქვეყანაში არასოდეს უდევნიათ ეთნიკური უმცირესობანი. სწორედ ახლა ებრაელები ქართველებთან 3000-წლოვანი ურთიერთობის იუბილეს (დღესასწაულს) იხდიან - ეს ყველასთვის სანიმუშო მაგალითი უნდა იყოს!

* * *

ბატონო ნორლანდ, წეღან ჩინელები და ბეღურები ვახსენეთ, აგრეთვე ფოლკნერის შეღებილი ჯორები...

ჩვენ, ქართველები, ჩინელებისგან იმით განვსხვავდებით, რომ არ მივირთმევთ ქვეწარმავლების და მორიელის ხორცს, არც ბეღურას ვკლავთ! მაგრამ ვართ ძალიან ცოტანი - უმცირესნი ჩინელებთან შედარებით! მაგრამ ვიცით ასეთი სიბრძნე: ამოარჩიე ბევრში ცოტა, ცოტაში - ბევრი; (დიდში მცირე, მცირეში - დიდი). ანუ ჩვენი ერი ფიზიკურ სიმცირეს გადაფარავდა სულიერი ენერგიით და ზნეობრივი სიმკაცრით და ქმნიდა მეომართა ხელოვანების და ტაძართა შენების უნიკალურ ჰარმონიას! გენიალურ პოეზიას და მუსიკას: "ჩაკრულოს" ახლა კოსმოსში უშვებენ ღმერთების მოსასმენად...

რაც შეეხება "ფოლკნერის შეღებილ ჯორს", მისნაირად გამოიყურება ახლა ექსორიაში მყოფი სააკაშვილი, რომელმაც თავი შეაფარა ფოლკნერისავე ქვეყანას.

* * *

სამწუხაროდ, მისტერ ნორლანდ, ახლა თქვენი ამერიკა და ევროპა აღშფოთებული და შეშფოთებული ბრძანდებით იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება სამართლის აღდგენას და სააკაშვილის ტიპის დამნაშავეთა დასჯას ცდილობს!

ქართველი ხალხი კი აღშფოთებული იყო თქვენი დუმილით მაშინ, როდესაც საქართველოს XXI საუკუნის "ჰიქსოსების" ბანდა არბევდა, აწამებდა და აუპატიურებდა, მიტინგებს სისხლში ახშობდა, ტელეკომპანიებს სპეცრაზმებით არბევდა.

თქვენ აღშფოთება არ გამოგითქვამთ არც მაშინ, როდესაც სააკაშვილი საკუთარი მიცვალებულების გვამებზე ცეკვავდა და ნულოვანი ტოლერანტობის ბრძანებებს გასცემდა პირდაპირ ტელევიზიიდან ხალხის ქუჩებში დასახვრეტად!

როდესაც სააკაშვილმა რუსეთთან ომის პროვოცირება შეძლო, დაკარგა ტერიტორიების 2/3 და ქვეყანა რუსეთის საოკუპაციო ჯარების ალყაში მოაქცია; პირწმინდად ჩააბარა ყველა თქვენს მიერ ნაბოძები ტექნიკა და იარაღი, არც მაშინ გამოგიხატავთ დიდი აღშფოთება არც თქვენ და არც იმ "სატელიტ" ტელევიზიებს და არასამთავრობოებს, რომლებიც შიგნიდან ანგრევენ სახელმწიფოს და ჭილყვავებივით შეესივნენ ქვეყანას...

* * *

ახლა ჩვენი ერი ბიძინა ივანიშვილისა და ხალხის თავგანწირული პროტესტის მეოხებით რამდენადმე გათავისუფლდა ამ რეჟიმისგან, მაგრამ ქვეყანა ლამის მათ მიერ დანატოვარი უმძიმესი მემკვიდრეობის მძევლად იქცა. არაფერია თავის ადგილზე, ქვა ქვაზე არაა დატოვებული მათ მიერ, საკუთრებაჩამორთმეული, ერი აყრილი და განდევნილია საკუთარი სახლ-კარიდან; დაუძლეველია ადამიანთა ფსიქოლოგიური და მორალური სტრესის სიმძიმე - არც ნერონს, არც კალიგულას, არც ჰიტლერს მსგავსი ბარბაროსობა არ ჩაუდენია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ...

ახლა ეს ბოროტმოქმედნი დაუსჯელი დაპარპაშებენ ხელშეუხებლობისა და თქვენს მიერ თავსმოხვეული "კოაბიტაციური" რეჟიმის მეოხებით...

* * *

ხშირად გამოხატავთ ხოლმე აღშფოთებას ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით, მაგრამ არასდროს აღშფოთებულხართ "ნაცების" ტირაჟირებულ ჭირს, მათი ტელევიზიების პროპაგანდას, პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივ კომპანიას, რომლებიც გადატრიალებისკენ მოუწოდებენ ნეგატიურ ძალებს და იმ მრავალ ათეულ არასამთავრობოებს, რომლებიც სახელმწიფოში "სახელმწიფოდ" იქცნენ...

პატივცემულო ელჩო, თქვენი სამართალი თქვენს სამშობლოში დაუშვებს ასეთ დაუსჯელობას და უსამართლობას, "კოაბიტაციის" მსგავს გამოვლენას? არ დაუშვებთ თქვენ ამას! მაშ, რა ექსპერიმენტს გვიტარებთ ჩვენ, როგორც საცდელი კურდღლების ქვეყანას. გარწმუნებთ, რომ არ გამოგადგებით ჩვენ ასეთი ექსპერიმენტისთვის!

* * *

და მაინც, პატივცემულო ელჩო, ყველაზე სახიფათო ის არის, რომ: საქართველო სააკაშვილმა პირდაპირ "დინოზავრების" ბრძოლის პოლიგონზე შეაგდო - ეს მეტად საბედისწერო თამაშია ჩვენი ქვეყნისთვის... ასეთი პოლიტიკით XXI საუკუნეში შესაძლოა, ისევე გაქრეს კულტურული რასა, როგორც ოდესღაც გენიალური შუმერები...

სამწუხაროდ, საქართველო აღმოჩნდა საცდელი ხარის როლში, რომელსაც "წითელ ნაჭერს" უფრიალებენ, რომ "ტორეადორის" მახვილის მსხვერპლი გახდეს. ამ მზაკვრულ როლს ისევ და ისევ ნაცები ასრულებენ, რომ შემდეგ ყველაფერი ივანიშვილს ან ახვა ვინმეს გადააბრალონ! ჩვენ გვეჩვენება, რომ ეს გარემოებაც თქვენი ყურადღების მიღმა რჩება, ან არ თვლით არსებითად და თქვენთვის ბევრი რამ სულ ერთია?! (ანუ) მაშ, რა განაპირობებს ამ კაციჭამია ვირთხების მხარდაჭერას (რომლებიც არც დემოკრატები არიან და არც "ჰუმანოიდები") ცივილიზებული ამერიკის და ევროპის მხრიდან?

დაბოლოს, არ გვინდა ჩამოგვიყალიბდეს "გონივრული ეჭვი", რომ სააკაშვილი თქვენი "უძღები შვილია" და ცდილობთ მის გადარჩენას ქართველი ერის საზიანოდ. ნუ გვიწყენთ, მისტერ ნორლანდ, თუ გსაყვედურობთ ზოგ რამეს და გამოვთქვამთ ეჭვს: ამას ჩვენი სამშობლოს ბედისწერა და მისი გადარჩენის ინსტინქტი გვკარნახობს!

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია, ეს არის ჩვენი "აღთქმული ქვეყანა" ნაბოძები უფლის მიერ, აქა ვართ დასაბამიდან დღემდე: აქ ვკვდებით და ვიბადებით და აქ ვაპირებთ ყოფნას ჟამთა მოქცევამდე - ჩვენ წინაპართაგან დამკვიდრებულ კულტურულ-ისტორიულ სივრცეში - "სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება" - ჩვენი ეს საკრალური დევიზი ყველამ უნდა გააცნობიეროს...

მეჩვენება, რომ თქვენ შიგადაშიგ აქებთ და ამით აქეზებთ ალასანიას, რომელიც მეტად სახიფათო მაპროვოცირებელ განცხადებებს აკეთებს - საქართველოში ნატოს სამხედრო თუ საწვრთნელი ბაზების და სისტემების განლაგებაზე... შეძლებთ თქვენ, მისტერ ნორლანდ, საქართველოზე (და კავკასიაზე) რუსეთის იერიშების მოგერიებას?

თქვენ ერთხელ ეს ხომ ვერ შეძელით?!..

მისტერ ნორლანდ, ეს წერილი მოკლეც არის და გრძელიც. გრძელი იმიტომ, რომ ელჩს (შეკუმშული დროის გათვალისწინებით) ათგვერდიანი ქაღალდი არ უნდა მისწერო (10 ფურცელზე შეიძლება ვრცელი რომანი დაეტიოს), მოკლე იმიტომ, რომ მაინც ვერ ვთქვით მთავარი ("ბევრში ცოტა ვერ ჩავტიეთ!").

თუმცა ჩვენი მთავარი სურვილი და სათქმელი თქვენს მიმართ ის გახლავთ, რომ ნუ გაახვევთ ჩვენს ქვეყანას XXI საუკუნის აპოკალიფსური ომების ბურუსში - არც რუსეთის, არც ნატოს და სხვა რომელიმე ქვეყნის ბაზები ჩვენ არ გვჭირდება. გვირჩევნია დავრჩეთ სრულიად უირაღო - სიყვარულით შემოსილი ჩვენი ტაძრების გარემოცვაში...

პ.ს. წერილის ინგლისური თარგმანი გადაეგზავნება ბატონ რიჩარდ ნორლანდს და საქართველოში აკრედიტირებულ ყველა საელჩოს".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია