მსახიობი ნათია წიწილაშვილი და გიორგი კალანდაძე ერთმანეთს 2010 წელს ''ჩიფსების თაობის'' გადაღებებზე შეხვდნენ და მალე შეუყვარდათ ერთმანეთი. მაშინ გიორგი კალანდაძის გმირს ბევრი გოგონა მოსწონდა და მისი შეყვარებულების რიცხვი არ მთავრდებოდა. გიორგის რეალურ ცხოვრებაში არცერთი არ შეყვარებია, სანამ ნათია არ გამოჩნდა.
მოგვიანებით ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავდა, რომ ნათია დანახვისთანავე ძალიან მოეწონა. წყვილი 2010 წელს დაქორწინდა. წყვილს ერთი გოგონა ჰყავს.
მოგვიანებით ნათიამ და გიორგიმ რამდენიმე ფილმში ერთად ითამაშეს და თბილისში ერთ-ერთ სტაბილურ წყვილად ითვლებოდნენ.
ნათია წიწილაშვილი დაოჯახების შემდეგ ინტერვიუებში აღნიშნავდა, რომ სახლში ჯდომისგან და დიასახლისობისგან დეპრესია ჰქონდა. გიორგი ''ჯიდიესში'' რამდენიმე გადაცემაზე მუშაობს. ნათიაც აღარაა სულ სახლში, ამ ბოლო დროს აქტიურადაა დაკავებული.