საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა, მაჩვენე სამყარო, სანამ არ დავბრმავებულვარ"
"დედა, მაჩვენე სამყარო, სანამ არ დავბრმავებულვარ"

მისი ნა­ბი­ჯე­ბი ნელი და მო­ზო­მი­ლია, თუმ­ცა, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი. ლუ­ი­სი, რო­მე­ლიც ჯერ მხო­ლოდ 13 წლი­საა, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად და­ა­ბი­ჯებს ბრიქ­სე­ნის 2190 მეტ­რი­ა­ნი მთის მწვერ­ვალ­ზე. მისი თვა­ლე­ბი უჩ­ვე­უ­ლო ბრწყინ­ვა­ლე­ბი­თაა სავ­სე. არა­ვის მო­უ­ვა თავ­ში აზ­რად, რომ ახალ ზე­ლან­დი­ე­ლი ლუის კორ­ბე­ტი ისე­თი­ვე მო­ზარ­დი არაა, რო­გორც მისი თა­ნა­ტო­ლე­ბი. ბი­ჭუ­ნას იშ­ვი­ა­თი და მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა აქვს, რომ­ლის გა­მოც, რამ­დე­ნი­მე თვე­ში იგი სრუ­ლი­ად დაბრმავ­დე­ბა.

სწო­რედ ამი­ტომ, მშობ­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, მის­თვის სამ­ყა­რო ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ. ლუ­ი­სი უკვე იყო რომ­ში, ბოს­ტონ­ში, მო­ი­ნა­ხუ­ლა დიდი კა­ნი­ო­ნი. მან ასე­ვე ვერ­ტმფრე­ნით გა­და­უფ­რი­ნა ნი­ა­გა­რის ჩანჩქერს. "ჩვენ ძა­ლი­ან გვინ­და შე­ვავ­სოთ მისი სამ­ყა­რო კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით და შთამ­ბეჭ­და­ვი სუ­რა­თე­ბით, რამ­დე­ნა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია", - ამ­ბობს მო­ზარ­დის დედა კა­ტე­რი­ნა კოლ­ბერ­ტი.

ლუ­ისს პიგმენ­ტუ­რი რი­ნი­ტი აქვს, რო­მე­ლიც მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თია. ის 3000 ადა­მი­ა­ნი­დან ერთს ემარ­თე­ბა. და­ა­ვა­დე­ბულ­თა რი­ცხვი მთელ მსოფ­ლი­ო­ში 1,5 მი­ლი­ონს აღ­წევს. პიგმენ­ტუ­რი რი­ნი­ტი ბა­დუ­რას დე­გე­ნე­რა­ცი­ულ ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს, რის შე­დე­გა­დაც ჯერ პე­რი­ფე­რი­უ­ლი მხედ­ვე­ლო­ბა უა­რეს­დე­ბა, შე­ბინ­დე­ბი­სას და მკრთა­ლი გა­ნა­თე­ბის დროს, შემ­დეგ კი ადა­მი­ა­ნი სრუ­ლი­ად ბრმავ­დე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში­ვე იჩენს თავს, 40 წლის­თვის კი სიბრმა­ვე ყა­ლიბ­დე­ბა.

"აგ­ვის­ტო­ში, სკო­ლა­ში ყოფ­ნის დროს, უცებ, ვერ მო­ვა­ხერ­ხე იმის და­ნახ­ვა, რაც და­ფა­ზე იყო და­წე­რი­ლი. მხო­ლოდ დიდი ასო­ე­ბის გარ­ჩე­ვა შევ­ძე­ლი", - იხ­სე­ნებს ბი­ჭუ­ნა, რომ­ლის­თვი­საც ეს და­ა­ვა­დე­ბა სას­ტი­კი შოკი აღ­მოჩ­ნდა. მშობ­ლე­ბის თქმით, დი­აგ­ნო­ზის გა­გე­ბის შემ­დეგ, ლუ­ი­სი სა­კუ­თარ ოთახ­ში იკე­ტე­ბო­და და მთელ დღე­ებს ტი­რილ­ში ატა­რებ­და.

სწო­რედ ამი­ტომ, დე­და­მისს თავ­ში "ლუ­ი­სის ოც­ნე­ბის მოგ­ზა­უ­რო­ბის"იდეა მო­უ­ვი­და. "მინ­დო­და, რომ ლუ­ი­სი თა­მა­მი და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ყო­ფი­ლი­ყო. სა­კუ­თა­რი გა­ნუ­მე­ო­რებ­ლი სამ­ყა­რო აღ­მო­ე­ჩი­ნა...", - ამ­ბობს კა­ტე­რი­ნა. ლუ­ისს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა გეგ­მა, თუმ­ცა, მოგ­ზა­უ­რო­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბო­და, სა­ჭი­რო სახ­სრე­ბი ოჯახს არ გა­აჩ­ნდა. მშობ­ლებ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის მე­ზობ­ლებს მი­მარ­თეს, რომ­ლებ­მაც მათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა აღ­მო­უ­ჩი­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"დედა, მაჩვენე სამყარო, სანამ არ დავბრმავებულვარ"

"დედა, მაჩვენე სამყარო, სანამ არ დავბრმავებულვარ"

მისი ნაბიჯები ნელი და მოზომილია, თუმცა, თავდაჯერებული. ლუისი, რომელიც ჯერ მხოლოდ 13 წლისაა, თავდაჯერებულად დააბიჯებს ბრიქსენის 2190 მეტრიანი მთის მწვერვალზე. მისი თვალები უჩვეულო ბრწყინვალებითაა სავსე. არავის მოუვა თავში აზრად, რომ ახალ ზელანდიელი ლუის კორბეტი ისეთივე მოზარდი არაა, როგორც მისი თანატოლები. ბიჭუნას იშვიათი და მძიმე დაავადება აქვს, რომლის გამოც, რამდენიმე თვეში იგი სრულიად დაბრმავდება.

სწორედ ამიტომ, მშობლებმა გადაწყვიტეს, მისთვის სამყარო ეჩვენებინათ. ლუისი უკვე იყო რომში, ბოსტონში, მოინახულა დიდი კანიონი. მან ასევე ვერტმფრენით გადაუფრინა ნიაგარის ჩანჩქერს. "ჩვენ ძალიან გვინდა შევავსოთ მისი სამყარო კარგი შთაბეჭდილებებით და შთამბეჭდავი სურათებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია", - ამბობს მოზარდის დედა კატერინა კოლბერტი.

ლუისს პიგმენტური რინიტი აქვს, რომელიც მემკვიდრეობითია. ის 3000 ადამიანიდან ერთს ემართება. დაავადებულთა რიცხვი მთელ მსოფლიოში 1,5 მილიონს აღწევს. პიგმენტური რინიტი ბადურას დეგენერაციულ ცვლილებებს იწვევს, რის შედეგადაც ჯერ პერიფერიული მხედველობა უარესდება, შებინდებისას და მკრთალი განათების დროს, შემდეგ კი ადამიანი სრულიად ბრმავდება. დაავადების პირველი სიმპტომები ახალგაზრდობაშივე იჩენს თავს, 40 წლისთვის კი სიბრმავე ყალიბდება.

"აგვისტოში, სკოლაში ყოფნის დროს, უცებ, ვერ მოვახერხე იმის დანახვა, რაც დაფაზე იყო დაწერილი. მხოლოდ დიდი ასოების გარჩევა შევძელი", - იხსენებს ბიჭუნა, რომლისთვისაც ეს დაავადება სასტიკი შოკი აღმოჩნდა. მშობლების თქმით, დიაგნოზის გაგების შემდეგ, ლუისი საკუთარ ოთახში იკეტებოდა და მთელ დღეებს ტირილში ატარებდა.

სწორედ ამიტომ, დედამისს თავში "ლუისის ოცნების მოგზაურობის"იდეა მოუვიდა. "მინდოდა, რომ ლუისი თამამი და ცნობისმოყვარე ყოფილიყო. საკუთარი განუმეორებლი სამყარო აღმოეჩინა...", - ამბობს კატერინა.  ლუისს ძალიან მოეწონა გეგმა, თუმცა, მოგზაურობა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, საჭირო სახსრები ოჯახს არ გააჩნდა. მშობლებმა დახმარებისთვის მეზობლებს მიმართეს, რომლებმაც მათ მატერიალური მხარდაჭერა აღმოუჩინეს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს