პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს თავდაცვის მინისტრების ყველაზე დიდი მიღწევები და შეცდომები
საქართველოს თავდაცვის მინისტრების ყველაზე დიდი მიღწევები და შეცდომები

მთავ­რო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თემა კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. 4 ნო­ემ­ბერს პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან ირაკ­ლი ალა­სა­ნია და­ი­თხო­ვა. ეს მას შემ­დეგ, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ალა­სა­ნი­ამ შე­ა­ფა­სა, რო­გორც შე­ტე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ არ­ჩე­ვან­ზე. ამის შემ­დეგ სა­გა­რეო საქ­მე­თა და ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრის პოს­ტე­ბი და­ტო­ვეს მაია ფან­ჯი­კი­ძემ და ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­მა, "თა­ვი­სუ­ფალ­მა დე­მოკ­რა­ტებ­მა" კი და­ტო­ვეს კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"...

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სკან­და­ლუ­რად ტო­ვებს თა­ნამ­დე­ბო­ბას. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­ტრო­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს, ბე­სიკ ალა­დაშ­ვილს და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრე­ბის მიღ­წე­ვე­ბი­სა თუ შეც­დო­მე­ბის მოკ­ლედ შე­ფა­სე­ბა ვთხო­ვეთ:

- სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის პირ­ვე­ლი მი­ნის­ტრი იყო ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი, შემ­დეგ შა­რა­შე­ნი­ძე. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იმ­დე­ნად ცოტა ხანს იყ­ვნენ მი­ნის­ტრად, რომ მათი შე­ფა­სე­ბა რთუ­ლია. ესე­ნი უფრო გარ­და­მა­ვა­ლი მი­ნის­ტრე­ბი იყ­ვნენ. შა­რა­შე­ნი­ძე სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი იყო და მერე გა­და­იყ­ვა­ნეს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად. ამ ორ პი­როვ­ნე­ბას რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვა­ლი არც და­უ­ტო­ვე­ბი­ათ.

თენ­გიზ კი­ტო­ვა­ნი

- კი­ტო­ვა­ნი ჯერ იყო გამ­სა­ხურ­დი­ას გვერ­დით და შემ­დეგ უკვე დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა მის ჩა­მოგ­დე­ბა­ში. კი­ტო­ვა­ნის აფხა­ზეთ­ში შეს­ვლამ აჩ­ვე­ნა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი რუ­სე­თის დაკ­ვე­თას ას­რუ­ლებ­და და ის პრო­რუ­სი მი­ნის­ტრი იყო. ნა­დი­ბა­ი­ძე ღიად აკე­თებ­და რუ­სულ საქ­მეს, ხოლო კი­ტო­ვა­ნი ფა­რუ­ლად. სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ უკვე 22 წელი გა­ვი­და აფხა­ზე­თის ომის და­წყე­ბი­დან და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა არა გვაქვს, თუ რამ გა­მო­იწ­ვია სა­ჯა­რი­სო ფორ­მი­რე­ბე­ბის შეს­ვლა სო­ხუმ­ში. შე­ვარ­დნა­ძე სულ ამ­ტკი­ცებ­და, რომ მას ჯა­რის შეს­ვლის ბრძა­ნე­ბა არ გა­უ­ცია, ის ამ­ბობ­და, რომ მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ის ძა­ლე­ბის შეს­ვლა ბრძა­ნა, ხოლო კი­ტო­ვა­ნი პი­რი­ქით ამ­ბობს ყვე­ლა­ფერს. აფხა­ზეთ­ში კი­ტო­ვა­ნის შეს­ვლით და­ი­წყო რუ­სუ­ლი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. კი­ტო­ვა­ნი იყო მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ­წი­ლად აფერ­ხებ­და ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას. კი­ტო­ვა­ნის ყვე­ლა­ზე დიდი "დამ­სა­ხუ­რე­ბა" ის იყო, რომ მას ჰქონ­და კავ­ში­რე­ბი, პირ­და­პირ გა­დი­ო­და რუ­სებ­ზე და ყი­დუ­ლობ­და ია­რაღს, სხვა­თა­შო­რის, ამ ია­რა­ღის ყიდ­ვა რუ­სე­ბის ინ­ტე­რეს­შიც შე­დი­ო­და. ახალ­ცი­ხის ბა­ზე­ბი­დან ძვე­ლი T-55 ტან­კე­ბი სწო­რედ მა­შინ შე­ი­ძი­ნეს, რომ­ლის იმე­დი­თაც კი­ტო­ვა­ნი შე­ვი­და სო­ხუმ­ში.

გია ყარ­ყა­რაშ­ვი­ლი

- გია ეროვ­ნუ­ლი შეგ­ნე­ბის პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნია. მისი დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო ის ცნო­ბი­ლი ფაქ­ტი, რო­დე­საც ფსო­უ­ზე გა­ვი­და და ფსო­უს წყა­ლი და­ლია, რი­თაც ხაზი გა­უს­ვა, რომ ისაა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ყვე­ლა ად­გილს აკონ­ტრო­ლებს. ეს სიმ­ბო­ლუ­რი ჟეს­ტი იყო, მაგ­რამ მა­შინ ეროვ­ნუ­ლი მუხ­ტი ძა­ლი­ან დიდი იყო და ამ ფაქტს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. ეს ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მხედ­რუ­ლი სუ­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბა იყო. გია ყარ­ყა­რაშ­ვილს ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ის ჰქონ­და, რომ იგი ჯარს ერ­თპი­როვ­ნუ­ლად ვერ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რად­გან მთა­ვარ­სარ­და­ლი იყო შე­ვარ­დნა­ძე, გარ­და ამი­სა, იმ დროს მოქ­მე­დებ­და არა­ფორ­მა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი ("მხედ­რი­ო­ნი", სა­მეგ­რე­ლო­ში ლოთი ქო­ბა­ლი­ას დაჯ­გუ­ფე­ბა) და ისი­ნი არ ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ თავ­დაც­ვის მი­ნისტრს. ამან გა­მო­წი­ვია ის, რომ გია ყარ­ყა­რაშ­ვილ­მა და­სა­ხუ­ლი გეგ­მა ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, თა­ნაც ამ დროს აქ­ტი­უ­რად მოქ­მე­დებ­დნენ რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­შიც კი.

ვარ­დი­კო ნა­დი­ბა­ი­ძე

- ვარ­დი­კო ნა­დი­ბა­ი­ძის და­ნიშ­ვნას­თან ერ­თად შე­ვარ­დნა­ძემ რა­დი­კა­ლუ­რი შე­მობ­რუ­ნე­ბა გა­ა­კე­თა ჩრდი­ლო­ე­თი­სა­კენ, რო­დე­საც შს მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნა კვი­რა­ია, ხოლო უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრად გი­ორ­გა­ძე. ანუ ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი ჩა­ა­ბა­რა იმ ხალ­ხს, ვინც პირ­და­პირ მუ­შა­ობ­და რუ­სეთ­ზე. ვარ­დი­კო იყო რუ­სულ ყა­ი­და­ზე გაზ­რდი­ლი. ის და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყო, რუს კო­ლე­გას­თან გრა­ჩოვ­თან და ვი­თომ იყე­ნებ­და ამ ახ­ლობ­ლო­ბას, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად არა­ფერ­ში გა­მოდ­გო­მია. ვარ­დი­კოს მი­ნის­ტრო­ბა ერ­თგვა­რად ბუ­ტა­ფო­რია იყო. სხვა­თა­შო­რის, ის მომ­ხრე იყო, რომ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლებს 25 წლით გაგ­რძე­ლე­ბო­დათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის უფ­ლე­ბა, სა­ნაც­ვლოდ რუ­სე­ბი პირ­დე­ბოდ­ნენ აფხა­ზე­თის დაბ­რუ­ნე­ბა­ში მხარ­და­ჭე­რას. სა­ბედ­ნი­ე­როდ, შე­ვარ­დნა­ძემ არ და­უ­ჯე­რა მათ და გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი უთხრა. არა­და ძა­ლი­ან დიდი ზე­წო­ლა იყო მა­შინ შე­ვარ­დნა­ძე­ზე. ვარ­დი­კო ნა­დი­ბა­ი­ძის წას­ვლა სკან­დალს უკავ­შირ­დე­ბა, "სუ­ე­ბის" ავ­ზებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს კენ­ჭე­ბი, მა­შინ, როცა იგეგ­მე­ბო­და შე­ვარ­დნა­ძის ვი­ზი­ტი, სწო­რედ ამას გა­და­ა­ყო­ლეს ვარ­დი­კო ნა­დი­ბა­ი­ძე.

და­ვით თევ­ზა­ძე

- და­ვით თევ­ზა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა (აგ­რეთ­ვე მთა­ვარ­სარ­დლი­საც), რომ ამ დროს სრუ­ლი კურ­სი ავი­ღეთ და­სავ­ლე­თი­სა­კენ. ამ დროს და­ლაგ­და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აშშ-სთან, და­ი­წყო ინ­სტრუქ­ტო­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა, აშშ-მა და­ი­წყო ჩვე­ნი ჯა­რის დახ­მა­რე­ბა და სხვ. მა­შინ­დე­ლი მძი­მე ეკო­ნო­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო თევ­ზა­ძემ ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა ვერ შეძ­ლო, წარ­მო­იდ­გი­ნეთ 50 მი­ლი­ო­ნი იყო თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტი და იმა­საც ვერ აძ­ლევ­დნენ თავ­დაც­ვას. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჯა­რის შე­ნე­ბა ფი­ნან­სე­ბის უქონ­ლო­ბის გამო იყო შე­ფერ­ხე­ბუ­ლი.

გელა ბეჟუ­აშ­ვი­ლი

- გელა ბეჟუ­აშ­ვი­ლი იმ დრო­საც კი, როცა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ება­რა, უფრო პო­ლი­ტი­კო­სი იყო, ვიდ­რე სამ­ხედ­რო უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ის ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი იყო, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბამ­დე მუ­შა­ობ­და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, ჰქონ­და კავ­ში­რე­ბი და ამ კავ­ში­რებს ძა­ლი­ან კარ­გად იყე­ნებ­და. მისი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბა უფრო ახ­ლობ­ლო­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მას და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აკავ­ში­რებ­დათ. ის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვე იყო მი­ნის­ტრი და რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სწო­რედ მისი მი­ნის­ტრო­ბის დროს და­ი­წყო ბრძო­ლა თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში კო­რუფ­ცი­ის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად.

გია ბა­რა­მი­ძე

- მისი მი­ნის­ტრო­ბის დროს მახ­სოვს რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის ერ­თპი­როვ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და თავ­ქა­რი­ან აზ­რებს გია ბა­რა­მი­ძე უპი­რო­ბოდ თან­ხმდე­ბო­და, მაგ. ერთ დღეს სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა სამ­ხედ­რო ყა­ზარ­მა უნდა გა­რე­მონტდეს 2-3 თვე­შიო და ბა­რა­მი­ძეც მა­შინ­ვე და­თან­ხმდა, მა­შინ, როცა ჯერ ელე­მენ­ტა­რუ­ლი გათ­ვლე­ბიც არ იყო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. მი­ნის­ტრი ვალ­დე­ბუ­ლია სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­როს და ყვე­ლა­ფერს თავი არ და­უქ­ნი­ოს.

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

- მის დროს პი­რი­ქით ხდე­ბო­და, ხში­რად იღებ­და თა­ვის თავ­ზე იმა­ზე მეტს, ვიდ­რე მას შე­ეძ­ლო, თუნ­დაც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად და თუნ­დაც გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მის დროს ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ჯარ­ში არ­ცთუ ისე კარ­გი მოვ­ლე­ნე­ბი ვი­თარ­დე­ბო­და. არც ბეჟუ­აშ­ვი­ლის და არც ბა­რა­მი­ძის დროს ისე­თი მა­სი­უ­რი სა­კად­რო წმენ­და არ მომ­ხდა­რა, რო­გორც ოქ­რუ­აშ­ვი­ლის დროს მოხ­და. მან სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ გა­ყა­რა ჯა­რი­დან დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი და გვერ­დით სა­კუ­თა­რი ახ­ლობ­ლე­ბი შე­მო­იკ­რი­ბა, რომ­ლებ­თა­ნაც მერე თვი­თონ­ვე და­ე­ძა­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა. ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბას შე­იძ­ლე­ბა და­ვარ­ქვათ გა­უ­გებ­რო­ბის პე­რი­ო­დი.

და­ვით სი­ხა­რუ­ლი­ძე

- ის არ იყო იმ დო­ნის პო­ლი­ტი­კო­სი, რომ პირ­და­პი­რი გას­ვლა ჰქო­ნო­და პრე­ზი­დენტზე, რო­გო­რიც ჰქონ­დათ მის წი­ნა­მორ­ბე­დებს. ის ბევ­რად უფრო ზო­მი­ე­რი იყო, ვიდ­რე ოქ­რუ­აშ­ვი­ლი. მის დროს აღარ ხდე­ბო­და ჯა­რის­კა­ცე­ბის გი­ნე­ბა, რაც ოქ­რუ­აშ­ვი­ლის დროს ხში­რი იყო. დათო სი­ხა­რუ­ლი­ძე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მი­ნის­ტრი იყო.

და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი

- კე­ზე­რაშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნა გარ­კვე­ულ­წი­ლად მის­მა კავ­ში­რებ­მაც გა­ნა­პი­რო­ბა. მის დროს მოხ­და ია­რა­ღის შეს­ყიდ­ვა, სწო­რედ მის დროს და­ი­წყო უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბის მა­სი­უ­რი შეს­ყიდ­ვა. ამ დროს კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბი იყო თუ არა, ეს უკვე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის გა­სარ­კვე­ვია. ამ დროს თვა­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტი თით­ქმის მი­ლი­არ­დი ლარი იყო და არ არ­სე­ბობ­და ამ ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯვის გამ­ჭირ­ვა­ლო­ბა. სა­ერ­თოდ, თავ­დაც­ვის ხარ­ჯე­ბი ესაა "გარ­და­უ­ვა­ლი ბო­რო­ტე­ბა". გარ­კვე­ულ­წი­ლად ესაა წყალ­ში გა­დაყ­რი­ლი თან­ხე­ბი, რად­გან რა­საც ყი­დუ­ლობ, ის შე­იძ­ლე­ბა მალე მოძვლდეს, უკვე ახ­ლის ყიდ­ვა გახ­დეს სა­ჭი­რო და ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბაა სა­ჭი­რო შე­ძე­ნი­სას, ხოლო 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში და­ვი­ნა­ხეთ, რომ არ ხდე­ბო­და ბი­უ­ჯე­ტის მიზ­ნობ­რი­ვად გა­ხარ­ჯვა. აგ­ვის­ტოს დროს კი ვნა­ხეთ, რომ იყო პრობ­ლე­მე­ბი მაგ. კავ­ში­რი­სას, რო­მე­ლიც უკვე 2-3 დღე­ში ცხა­დი გახ­და.

ბა­ჩა­ნა ახა­ლია

- მისი და­ნიშ­ვნა იყო პი­როვ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. სა­ა­კაშ­ვილ­მა შე­ამ­ჩნია გარ­კვე­უ­ლი რყე­ვე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ახ­ლოვ­დე­ბო­და 2012 წლს არ­ჩევ­ნე­ბი და სა­ა­კაშ­ვილს უნ­დო­და ისე­თი პი­როვ­ნე­ბა, ვინც ერ­თგუ­ლიც იქ­ნე­ბო­და, უში­შა­რიც და ენერ­გი­უ­ლიც. ახა­ლა­ია გა­და­იყ­ვა­ნეს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან, სა­დაც სა­ხე­ლი გა­ით­ქვა იმით, რომ და­ამ­ყა­რა წეს­რი­გი, თუმ­ცა მერე ვნა­ხეთ, თუ რო­გო­რი ფორ­მით ხდე­ბო­და ამ წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა. ბა­ჩა­ნას მთა­ვა­რი და­ვა­ლე­ბა იყო ჯა­რის ხელ­ში აყ­ვა­ნა და კონ­ტრო­ლი, აგ­რეთ­ვე ის უნდა ყო­ფი­ლი­ყო სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბე­ბის უსი­ტყვო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი.

დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი

- დიმა უფრო ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კაცი იყო, მაგ­რამ რამ­დე­ნად იყო ასე­თი ტი­პის მმარ­თვე­ლი ჯა­რის­თვის მი­სა­ღე­ბი, ეს სხვა სა­კი­თხია. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სა­მო­ქა­ლა­ქო უნდა იყოს, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი სამ­ხედ­რო წვრთნა მა­ინც აუ­ცი­ლე­ბე­ლია. შაშ­კი­ნი თავ­დაც­ვა­ში მი­ვი­და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან, ამით შე­იძ­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვილს უნ­დო­და და­სავ­ლე­თის­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ თავ­დაც­ვა­ში სი­ტუ­ა­ცია "გა­ა­ლა­ი­თა". რად­გან და­სავ­ლე­თის კა­ბი­ნე­ტებ­ში ახა­ლი­ას მმარ­თვე­ლო­ბა­ზე კრი­ტი­კულ შე­ნიშ­ვნებს აუ­ცი­ლებ­ლად იტყოდ­ნენ. შაშ­კი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის ბოლო პე­რი­ო­დი და­მა­მახ­სოვ­რდა ძა­ლი­ან დიდი პრე­მი­ე­ბით, რომ­ლე­ბიც მან თა­ვის გვერ­დით მყო­ფებს მის­ცა.

ირაკ­ლი ალა­სა­ნია

- ირაკ­ლი იყო უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე. ის თა­ვი­დან­ვე იყო და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის. მას ება­რა ის ფრთა, რო­მელ­საც და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და და­სა­ველთთან ურ­თი­ერ­თო­ბა. ალა­სა­ნია ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და თა­ვი­სი პატ­რი­ო­ტიზ­მით და სწო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვით. კარ­გად გვახ­სოვს მისი გა­მოს­ვლა გა­ე­როს ტრი­ბუ­ნა­ზე, რო­დე­საც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და 2008 წლის მოვ­ლე­ნე­ბი და ის ეპა­ექ­რე­ბო­და რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებს. არ აკ­ლია არც ქა­რიზ­მა და არც სხვა თვი­სე­ბა, რომ იყოს ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სი, თუმ­ცა სჭირ­დე­ბა ცოტა მეტი რის­კი, რად­გან ვინც არ რის­კავს, შამ­პა­ნურს არ სვამს.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრების ყველაზე დიდი მიღწევები და შეცდომები

საქართველოს თავდაცვის მინისტრების ყველაზე დიდი მიღწევები და შეცდომები

მთავრობაში განხორცილებული ცვლილებების თემა კვლავ აქტუალურია. 4 ნოემბერს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია დაითხოვა. ეს მას შემდეგ, რაც პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებები თავდაცვის სამინისტროში ალასანიამ შეაფასა, როგორც შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ამის შემდეგ საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრის პოსტები დატოვეს მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმა, "თავისუფალმა დემოკრატებმა" კი დატოვეს კოალიცია "ქართული ოცნება"...

საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თავდაცვის მინისტრი სკანდალურად ტოვებს თანამდებობას. ჩვენ დავუკავშირდით სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის ხელმძღვანელს, ბესიკ ალადაშვილს და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრების მიღწევებისა თუ შეცდომების მოკლედ შეფასება ვთხოვეთ:

- საქართველოს თავდაცვის პირველი მინისტრი იყო ფირცხალაიშვილი, შემდეგ შარაშენიძე. ეს ადამიანები იმდენად ცოტა ხანს იყვნენ მინისტრად, რომ მათი შეფასება რთულია. ესენი უფრო გარდამავალი მინისტრები იყვნენ. შარაშენიძე სამხედრო კომისარი იყო და მერე გადაიყვანეს თავდაცვის მინისტრად. ამ ორ პიროვნებას რაიმე მნიშვნელოვანი კვალი არც დაუტოვებიათ.

თენგიზ კიტოვანი

- კიტოვანი ჯერ იყო გამსახურდიას გვერდით და შემდეგ უკვე დიდი წვლილი შეიტანა მის ჩამოგდებაში. კიტოვანის აფხაზეთში შესვლამ აჩვენა, რომ ეს ადამიანი რუსეთის დაკვეთას ასრულებდა და ის პრორუსი მინისტრი იყო. ნადიბაიძე ღიად აკეთებდა რუსულ საქმეს, ხოლო კიტოვანი ფარულად. სამწუხარო ისაა, რომ უკვე 22 წელი გავიდა აფხაზეთის ომის დაწყებიდან და დადასტურებული დოკუმენტური მასალა არა გვაქვს, თუ რამ გამოიწვია საჯარისო ფორმირებების შესვლა სოხუმში. შევარდნაძე სულ ამტკიცებდა, რომ მას ჯარის შესვლის ბრძანება არ გაუცია, ის ამბობდა, რომ მხოლოდ პოლიციის ძალების შესვლა ბრძანა, ხოლო კიტოვანი პირიქით ამბობს ყველაფერს. აფხაზეთში კიტოვანის შესვლით დაიწყო რუსული გეგმის განხორციელება. კიტოვანი იყო მინისტრი, რომელიც გარკვეულწილად აფერხებდა ეროვნული პოლიტიკის გატარებას. კიტოვანის ყველაზე დიდი "დამსახურება" ის იყო, რომ მას ჰქონდა კავშირები, პირდაპირ გადიოდა რუსებზე და ყიდულობდა იარაღს, სხვათაშორის, ამ იარაღის ყიდვა რუსების ინტერესშიც შედიოდა. ახალციხის ბაზებიდან ძველი T-55 ტანკები სწორედ მაშინ შეიძინეს, რომლის იმედითაც კიტოვანი შევიდა სოხუმში.

გია ყარყარაშვილი

- გია ეროვნული შეგნების პატრიოტი ადამიანია. მისი დიდი დამსახურება იყო ის ცნობილი ფაქტი, როდესაც ფსოუზე გავიდა და ფსოუს წყალი დალია, რითაც ხაზი გაუსვა, რომ ისაა თავდაცვის მინისტრი, რომელიც ქვეყნის ყველა ადგილს აკონტროლებს. ეს სიმბოლური ჟესტი იყო, მაგრამ მაშინ ეროვნული მუხტი ძალიან დიდი იყო და ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს ჩემთვის საქართველოს მხედრული სულის გამოვლინება იყო. გია ყარყარაშვილს ყველაზე დიდი პრობლემა ის ჰქონდა, რომ იგი ჯარს ერთპიროვნულად ვერ ხელმძღვანელობდა, რადგან მთავარსარდალი იყო შევარდნაძე, გარდა ამისა, იმ დროს მოქმედებდა არაფორმალური დაჯგუფებები ("მხედრიონი", სამეგრელოში ლოთი ქობალიას დაჯგუფება) და ისინი არ ემორჩილებოდნენ თავდაცვის მინისტრს. ამან გამოწივია ის, რომ გია ყარყარაშვილმა დასახული გეგმა ვერ განახორციელა, თანაც ამ დროს აქტიურად მოქმედებდნენ რუსული სპეცსამსახურები თავდაცვის სამინისტროში და შეიარაღებულ ძალებშიც კი.

ვარდიკო ნადიბაიძე

- ვარდიკო ნადიბაიძის დანიშვნასთან ერთად შევარდნაძემ რადიკალური შემობრუნება გააკეთა ჩრდილოეთისაკენ, როდესაც შს მინისტრად დანიშნა კვირაია, ხოლო უშიშროების მინისტრად გიორგაძე. ანუ ძალოვანი უწყებები ჩააბარა იმ ხალხს, ვინც პირდაპირ მუშაობდა რუსეთზე. ვარდიკო იყო რუსულ ყაიდაზე გაზრდილი. ის დაახლოებული იყო, რუს კოლეგასთან გრაჩოვთან და ვითომ იყენებდა ამ ახლობლობას, თუმცა რეალურად არაფერში გამოდგომია. ვარდიკოს მინისტრობა ერთგვარად ბუტაფორია იყო. სხვათაშორის, ის მომხრე იყო, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს 25 წლით გაგრძელებოდათ საქართველოში ყოფნის უფლება, სანაცვლოდ რუსები პირდებოდნენ აფხაზეთის დაბრუნებაში მხარდაჭერას. საბედნიეროდ, შევარდნაძემ არ დაუჯერა მათ და გაგრძელებაზე უარი უთხრა. არადა ძალიან დიდი ზეწოლა იყო მაშინ შევარდნაძეზე. ვარდიკო ნადიბაიძის წასვლა სკანდალს უკავშირდება, "სუების" ავზებში აღმოაჩინეს კენჭები, მაშინ, როცა იგეგმებოდა შევარდნაძის ვიზიტი, სწორედ ამას გადააყოლეს ვარდიკო ნადიბაიძე.

დავით თევზაძე

- დავით თევზაძის დამსახურებაა (აგრეთვე მთავარსარდლისაც), რომ ამ დროს სრული კურსი ავიღეთ დასავლეთისაკენ. ამ დროს დალაგდა ურთიერთობები აშშ-სთან, დაიწყო ინსტრუქტორების მომზადება, აშშ-მა დაიწყო ჩვენი ჯარის დახმარება და სხვ. მაშინდელი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო თევზაძემ ბევრი რამის გაკეთება ვერ შეძლო, წარმოიდგინეთ 50 მილიონი იყო თავდაცვის ბიუჯეტი და იმასაც ვერ აძლევდნენ თავდაცვას. შეიძლება ითქვას, ჯარის შენება ფინანსების უქონლობის გამო იყო შეფერხებული.

გელა ბეჟუაშვილი

- გელა ბეჟუაშვილი იმ დროსაც კი, როცა თავდაცვის სამინისტრო ებარა, უფრო პოლიტიკოსი იყო, ვიდრე სამხედრო უწყების წარმომადგენელი. ის ძალიან მოქნილი პოლიტიკოსი იყო, თავდაცვის მინისტრობამდე  მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჰქონდა კავშირები და ამ კავშირებს ძალიან კარგად იყენებდა. მისი თავდაცვის მინისტრობა უფრო ახლობლობით იყო განპირობებული, რომელიც მას და მიხეილ სააკაშვილს აკავშირებდათ. ის მხოლოდ რამდენიმე თვე იყო მინისტრი და რაც მნიშვნელოვანია, სწორედ მისი მინისტრობის დროს დაიწყო ბრძოლა თავდაცვის უწყებაში კორუფციის აღმოსაფხვრელად.

გია ბარამიძე

- მისი მინისტრობის დროს მახსოვს რამდენიმე ფაქტი, როდესაც სააკაშვილის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და თავქარიან აზრებს გია ბარამიძე უპირობოდ თანხმდებოდა, მაგ. ერთ დღეს სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყველა სამხედრო ყაზარმა უნდა გარემონტდეს 2-3 თვეშიო და ბარამიძეც მაშინვე დათანხმდა, მაშინ, როცა ჯერ ელემენტარული გათვლებიც არ იყო სამუშაოების შესრულებაზე. მინისტრი ვალდებულია საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს და ყველაფერს თავი არ დაუქნიოს.

ირაკლი ოქრუაშვილი

- მის დროს პირიქით ხდებოდა, ხშირად იღებდა თავის თავზე იმაზე მეტს, ვიდრე მას შეეძლო, თუნდაც ინტელექტუალურად და თუნდაც გამოცდილებიდან გამომდინარე. მის დროს ყველამ ვიცით, რომ ჯარში არცთუ ისე კარგი მოვლენები ვითარდებოდა. არც ბეჟუაშვილის და არც ბარამიძის დროს ისეთი მასიური საკადრო წმენდა არ მომხდარა, როგორც ოქრუაშვილის დროს მოხდა. მან სრულიად უმიზეზოდ გაყარა ჯარიდან დამსახურებული პიროვნებები და გვერდით საკუთარი ახლობლები შემოიკრიბა, რომლებთანაც მერე თვითონვე დაეძაბა ურთიერთობა. ოქრუაშვილის მინისტრობას შეიძლება დავარქვათ გაუგებრობის პერიოდი.

დავით სიხარულიძე

- ის არ იყო იმ დონის პოლიტიკოსი, რომ პირდაპირი გასვლა ჰქონოდა პრეზიდენტზე, როგორიც ჰქონდათ მის წინამორბედებს. ის ბევრად უფრო ზომიერი იყო, ვიდრე ოქრუაშვილი. მის დროს აღარ ხდებოდა ჯარისკაცების გინება, რაც ოქრუაშვილის დროს ხშირი იყო. დათო სიხარულიძე ინტელექტუალური მინისტრი იყო.

დავით კეზერაშვილი

- კეზერაშვილის დანიშვნა გარკვეულწილად მისმა კავშირებმაც განაპირობა. მის დროს მოხდა იარაღის შესყიდვა, სწორედ მის დროს დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების მასიური შესყიდვა. ამ დროს კორუფციული გარიგებები იყო თუ არა, ეს უკვე სამართალდამცავების გასარკვევია. ამ დროს თვადაცვის ბიუჯეტი თითქმის მილიარდი ლარი იყო და არ არსებობდა ამ ბიუჯეტის ხარჯვის გამჭირვალობა. საერთოდ, თავდაცვის ხარჯები ესაა "გარდაუვალი ბოროტება". გარკვეულწილად ესაა წყალში გადაყრილი თანხები, რადგან რასაც ყიდულობ, ის შეიძლება მალე მოძვლდეს, უკვე ახლის ყიდვა გახდეს საჭირო და ამიტომ მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო შეძენისას, ხოლო 2008 წლის აგვისტოში დავინახეთ, რომ არ ხდებოდა ბიუჯეტის მიზნობრივად გახარჯვა. აგვისტოს დროს კი ვნახეთ, რომ იყო პრობლემები მაგ. კავშირისას, რომელიც უკვე 2-3 დღეში ცხადი გახდა.

ბაჩანა ახალია

- მისი დანიშვნა იყო პიროვნული ფაქტორიდან გამომდინარე. სააკაშვილმა შეამჩნია გარკვეული რყევები საზოგადოებაში, ახლოვდებოდა 2012 წლს არჩევნები და სააკაშვილს უნდოდა ისეთი პიროვნება, ვინც ერთგულიც იქნებოდა, უშიშარიც და ენერგიულიც. ახალაია გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან, სადაც სახელი გაითქვა იმით, რომ დაამყარა წესრიგი, თუმცა მერე ვნახეთ, თუ როგორი ფორმით ხდებოდა ამ წესრიგის დამყარება. ბაჩანას მთავარი დავალება იყო ჯარის ხელში აყვანა და კონტროლი, აგრეთვე ის უნდა ყოფილიყო სააკაშვილის ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი.

დიმიტრი შაშკინი

- დიმა უფრო ინტელექტუალური კაცი იყო, მაგრამ რამდენად იყო ასეთი ტიპის მმართველი ჯარისთვის მისაღები, ეს სხვა საკითხია. თავდაცვის მინისტრი სამოქალაქო უნდა იყოს, მაგრამ გარკვეული სამხედრო წვრთნა მაინც აუცილებელია. შაშკინი თავდაცვაში მივიდა განათლების სამინისტროდან, ამით შეიძლება სააკაშვილს უნდოდა დასავლეთისთვის ეჩვენებინა, რომ თავდაცვაში სიტუაცია "გაალაითა". რადგან დასავლეთის კაბინეტებში ახალიას მმართველობაზე კრიტიკულ შენიშვნებს აუცილებლად იტყოდნენ. შაშკინის მმართველობის ბოლო პერიოდი დამამახსოვრდა ძალიან დიდი პრემიებით, რომლებიც მან თავის გვერდით მყოფებს მისცა.

ირაკლი ალასანია

- ირაკლი იყო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე. ის თავიდანვე იყო დასავლური ორიენტაციის. მას ებარა ის ფრთა, რომელსაც დავალებული ჰქონდა დასაველთთან ურთიერთობა. ალასანია ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი პატრიოტიზმით და სწორი პოლიტიკური ხედვით. კარგად გვახსოვს მისი გამოსვლა გაეროს ტრიბუნაზე, როდესაც განიხილებოდა 2008 წლის მოვლენები და ის ეპაექრებოდა რუსეთის წარმომადგენლებს. არ აკლია არც ქარიზმა და არც სხვა თვისება, რომ იყოს ძლიერი პოლიტიკოსი, თუმცა სჭირდება ცოტა მეტი რისკი, რადგან ვინც არ რისკავს, შამპანურს არ სვამს.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა