პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უპრინციპო", "სოლიდარულ გაუგებრობაში მყოფი ქალბატონი" - რას უწოდებენ და რას არ პატიობენ ახლად დანიშნულ მინისტრს
"უპრინციპო", "სოლიდარულ გაუგებრობაში მყოფი ქალბატონი" - რას უწოდებენ და რას არ პატიობენ ახლად დანიშნულ მინისტრს

თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, შე­ვარ­დნა­ძი­სა და სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბე­ბის შემ­დეგ 2013 წლი­დან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბის წევ­რია, - ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო, ვიდ­რე სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტს მაია ფან­ჯი­კი­ძე და­ტო­ვებ­და. თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვილ­მა მაია ფან­ჯი­კი­ძეს­თან ერ­თად და­ტო­ვა პოს­ტი, თუმ­ცა ბე­რუ­ჩაშ­ვილ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სულ მცი­რე ხან­ში შეც­ვა­ლა და სა­მი­ნის­ტრო­ში ახლა უკვე მი­ნის­ტრის პო­ზი­ცი­ა­ზე დაბ­რუნ­და.

"ეს იყო "ემო­ცი­ურ-სო­ლი­და­რულ გა­უ­გებ­რო­ბა", - ასე­თი ახ­სნა მო­უ­ძებ­ნა თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვილ­მა მაია ფან­ჯი­კი­ძეს­თან ერ­თად სა­მი­ნის­ტროს და­ტო­ვე­ბას და ის დღე­ი­დან, პრე­მი­ერ ღა­რი­ბაშვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრია.

თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, თუმ­ცა მის მი­მართ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცხა­დია, ცალ­სა­ხად ნე­გა­ტი­უ­რია.

გოგა ხა­ჩი­ძე თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლის და მაია ფან­ჯი­კი­ძის ფო­ტო­მონ­ტაჟს ავ­რცე­ლებს და წერს, რომ ერ­თა­დერ­თი გან­სხვა­ვე­ბა მათ შო­რის ჩაც­მუ­ლო­ბა­სა და ვარ­ცხი­ლო­ბა­შია.

Facebook/გოგა ხა­ჩი­ძე:

"ამ ცვლი­ლე­ბა­ზე ერთი შე­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა იფიქ­რო, რომ უცხო­ე­ლებს ვაბ­ნევთ, ვი­თომ იგი­ვე დავ­ტო­ვეთ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრად.

არა­ფე­რი კაცო, ცოტა ვარ­ცხნი­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა და პი­ჯა­კი ჩა­იც­ვა სხვა, თო­რემ არა­ფე­რი შეგ­ვიც­ვლია", - წერს გოგა ხა­ჩი­ძე.

მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ახალ წევ­რზე Facebook-ზევე გა­მოთ­ქვეს სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილ­მა და მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ა­მაც.

Facebook/და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი:

"რა არის ეს, ან­ტი­კუ­რი მი­თე­ბის პა­რო­დი­რე­ბუ­ლი გა­თა­მა­შე­ბა? მეჯ­ვა­რემ სა­სი­ძოს სა­ცო­ლე მოს­ტა­ცოს - გა­მი­გია. სი­გი­ჟეა, ვნე­ბაა. მაგ­რამ უფ­როსს გაყ­ვე გა­დად­გო­მა­ში, მის­ცე ამას პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი და მერე U turn გა­ა­კე­თო მის ად­გილ­ზე და­სას­კუ­პებ­ლად?! რო­გორ გენ­დოთ ამის მერე სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის თქვე­ნე­უ­ლი გა­გე­ბის თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა­ში? (ნუ, გა­სა­გე­ბია, ყვე­ლა­ფერს ბი­ძი­ნა აკონ­ტრო­ლებს, მაგ­რამ მა­ინც)", - წერს დარ­ჩი­აშ­ვი­ლი.

Facebook/ მა­რი­ამ სა­ჯა­ია:

"ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას უხელ­მძღვა­ნე­ლებს "პი­როვ­ნე­ბა", რო­მე­ლიც ფიქ­რობს, რომ მთავ­რო­ბამ გა­და­უხ­ვია ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ კურსს, მაგ­რამ თა­ნამ­დე­ბო­ბის გამო კურ­სის ცვლი­ლე­ბა მის­თვის პრობ­ლე­მას აღარ წარ­მო­ად­გენს ...

მოკ­ლედ, უპ­რინ­ცი­პო ადა­მი­ან­მა ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი პრინ­ცი­პი რო­გორ უნდა და­იც­ვას, მე ამ ლო­გი­კას ვე­რას­დროს გა­ვი­გებ!", - ამ­ბობს მა­რი­ამ სა­ჯა­ია.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის მსგავ­სად, ღა­რი­ბაშ­ვილს გა­და­წყვტი­ლე­ბას უწუ­ნებს ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლიც.

Facebook/ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი:

"თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლი – ახა­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი...

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ალა­სა­ნი­ას­თან ერ­თად ბრალს დებ­და დღე­ვან­დელ მთავ­რო­ბას სა­გა­რეო ვექ­ტო­რის გა­და­ღუნ­ვა­ში...

ცოტა ხნით ადრე და­ნიშ­ვნამ­დე გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ეს პო­ზი­ცია "ემო­ცი­უ­რი და სო­ლი­და­რუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბით" იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, აქო და ადი­და მთავ­რო­ბა და შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა...

ქო­ცე­ბო! არა, უფრო მო­ფე­რე­ბით, ქო­ცუ­ნი­ე­ბო! სად იპო­ვეთ ეს სო­ლი­და­რულ გა­უ­გებ­რო­ბა­ში მყო­ფი ქალ­ბა­ტო­ნი?

პირ­და­პირ რომ თქვათ, ნა­ცი­ო­ნა­ლებს ვაბ­რუ­ნებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიო, არ ჯო­ბია ვი­თომ? თა­და­რიგს მა­ინც და­ვი­ჭერთ!

კაი, ეხლა თა­მა­შობთ და ერ­თო­ბით! ღმერ­თმა სულ გარ­თო­ბის ხა­სი­ათ­ზე გამ­ყო­ფოთ, მაგ­რამ ამ გა­და­ღუ­ნულ სა­გა­რეო სექ­ტორს რა ვუ­ყოთ? ასე თა­მაშ- თა­მა­შით რომ სვამთ გა­უ­გებ­რო­ბა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს სკა­მებ­ზე, თქვენ თვი­თონ რომ უკვე გა­და­ღუ­ნულ­ზე ხართ შე­მომხტა­რი, ამას ხვდე­ბით მა­ინც? არა მგო­ნია...", - წერს ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

"უპრინციპო", "სოლიდარულ გაუგებრობაში მყოფი ქალბატონი" - რას უწოდებენ და რას არ პატიობენ ახლად დანიშნულ მინისტრს

"უპრინციპო", "სოლიდარულ გაუგებრობაში მყოფი ქალბატონი" - რას უწოდებენ და რას არ პატიობენ ახლად დანიშნულ მინისტრს

თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, შევარდნაძისა და სააკაშვილის მთავრობების შემდეგ 2013 წლიდან "ქართული ოცნების" მთავრობის წევრია, - ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ვიდრე სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტს მაია ფანჯიკიძე დატოვებდა. თამარ ბერუჩაშვილმა მაია ფანჯიკიძესთან ერთად დატოვა პოსტი,  თუმცა ბერუჩაშვილმა გადაწყვეტილება სულ მცირე ხანში შეცვალა და სამინისტროში ახლა უკვე მინისტრის პოზიციაზე დაბრუნდა.

"ეს იყო "ემოციურ-სოლიდარულ გაუგებრობა", - ასეთი ახსნა მოუძებნა თამარ ბერუჩაშვილმა მაია ფანჯიკიძესთან ერთად სამინისტროს დატოვებას და ის დღეიდან, პრემიერ ღარიბაშვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრია.

თამარ ბერუჩაშვილის მინისტრად დანიშვნას სოციალურ ქსელში ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა მის მიმართ "ნაციონალების" დამოკიდებულება ცხადია, ცალსახად ნეგატიურია.

გოგა ხაჩიძე თამარ ბერუჩაშვილის და მაია ფანჯიკიძის ფოტომონტაჟს ავრცელებს და წერს, რომ ერთადერთი განსხვავება მათ შორის ჩაცმულობასა და ვარცხილობაშია.

Facebook/გოგა ხაჩიძე:

"ამ ცვლილებაზე ერთი შეხედვით შეიძლება იფიქრო, რომ უცხოელებს ვაბნევთ, ვითომ იგივე დავტოვეთ საგარეო საქმეთა მინისტრად.

არაფერი კაცო, ცოტა ვარცხნილობა შეიცვალა და პიჯაკი ჩაიცვა სხვა, თორემ არაფერი შეგვიცვლია", - წერს გოგა ხაჩიძე.

მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრზე Facebook-ზევე გამოთქვეს საკუთარი მოსაზრება დავით დარჩიაშვილმა და მარიამ საჯაიამაც.

Facebook/დავით დარჩიაშვილი:

"რა არის ეს, ანტიკური მითების პაროდირებული გათამაშება? მეჯვარემ სასიძოს საცოლე მოსტაცოს - გამიგია. სიგიჟეა, ვნებაა. მაგრამ უფროსს გაყვე გადადგომაში, მისცე ამას პოლიტიკური სარჩული და მერე U turn გააკეთო მის ადგილზე დასასკუპებლად?! როგორ გენდოთ ამის მერე საგარეო პოლიტიკის თქვენეული გაგების თანამიმდევრულობაში? (ნუ, გასაგებია, ყველაფერს ბიძინა აკონტროლებს, მაგრამ მაინც)", - წერს დარჩიაშვილი.

Facebook/ მარიამ საჯაია:

"ქვეყნის საგარეო პოლიტიკას უხელმძღვანელებს "პიროვნება", რომელიც ფიქრობს, რომ მთავრობამ გადაუხვია ევროატლანტიკურ კურსს, მაგრამ თანამდებობის გამო კურსის ცვლილება მისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს ...

მოკლედ, უპრინციპო ადამიანმა ხალხის მიერ არჩეული პრინციპი როგორ უნდა დაიცვას, მე ამ ლოგიკას ვერასდროს გავიგებ!", - ამბობს მარიამ საჯაია.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მსგავსად, ღარიბაშვილს გადაწყვტილებას უწუნებს ირინა სარიშვილიც.

Facebook/ირინა სარიშვილი:

"თამარ ბერუჩაშვილი – ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი...

რამდენიმე დღის წინ ალასანიასთან ერთად ბრალს დებდა დღევანდელ მთავრობას საგარეო ვექტორის გადაღუნვაში...

ცოტა ხნით ადრე დანიშვნამდე განაცხადა, რომ მისი ეს პოზიცია "ემოციური და სოლიდარული გაუგებრობით" იყო განპირობებული, აქო და ადიდა მთავრობა და შედეგმაც არ დააყოვნა...

ქოცებო! არა, უფრო მოფერებით, ქოცუნიებო! სად იპოვეთ ეს სოლიდარულ გაუგებრობაში მყოფი ქალბატონი?

პირდაპირ რომ თქვათ, ნაციონალებს ვაბრუნებთ ხელისუფლებაშიო, არ ჯობია ვითომ? თადარიგს მაინც დავიჭერთ!

კაი, ეხლა თამაშობთ და ერთობით! ღმერთმა სულ გართობის ხასიათზე გამყოფოთ, მაგრამ ამ გადაღუნულ საგარეო სექტორს რა ვუყოთ? ასე თამაშ- თამაშით რომ სვამთ გაუგებრობაში მყოფ ადამიანებს სკამებზე, თქვენ თვითონ რომ უკვე გადაღუნულზე ხართ შემომხტარი, ამას ხვდებით მაინც? არა მგონია...", - წერს ირინა სარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა