საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან და რას საქმიანობენ ბიჭები, რომლებიც ფილარმონიაში ცოცრებზე პირსახოცაფარებულები გამოვიდნენ
ვინ არიან და რას საქმიანობენ ბიჭები, რომლებიც ფილარმონიაში ცოცრებზე პირსახოცაფარებულები გამოვიდნენ

სა­ნამ "ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნას და­ი­კა­ვებ­დნენ, გი­ორ­გი ბუ­კია და პა­პუ­ნა სან­თე­ლა­ძე კუ­ლი­სებ­ში ვნა­ხეთ. ხა­ლა­თებ­სა და ოთა­ხის ჩუს­ტებ­ში იყ­ვნენ გა­მო­წყო­ბილ­ნი. ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ გვძლია და და­ვინ­ტე­რეს­დით, რის გა­კე­თე­ბას აპი­რებ­დნენ. უნდა ვი­ბა­ნა­ო­თო, გვი­პა­სუ­ხეს. თურ­მე, ბი­ჭე­ბი მა­შინ მთვრა­ლე­ბი ყო­ფი­ლან, აბა, საღ გო­ნე­ბა­ზე ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში რო­გორ გა­ვიხ­დი­დი­თო. მათი ნო­მე­რი 10 ნო­ემ­ბრის გა­და­ცე­მა­ში ჩაჯ­და.

გი­ორ­გი:

- პრო­ფე­სი­ით ჯერ არა­ვინ ვარ. ისე, მსა­ხი­ო­ბი მინ­და ვიყო, რე­ჟი­სო­რიც, ასე გა­დავ­წყვი­ტე (იცი­ნის). სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, "კა­რის თე­ატ­რში" მი­ვე­დი, კას­ტინ­გი იყო, როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს და მას მერე დავ­რჩი. მერე "სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რში" გა­და­ვე­დი, მერე ისევ "კა­რის თე­ატ­რში" დავ­ბრუნ­დი. ვმუ­შა­ობ­დი "რუს­თა­ვი 2"-შიც, "კლაბ შო­უ­ში" ვი­ყა­ვი სცე­ნა­რის­ტა­დაც და მსა­ხი­ო­ბა­დაც. ჯიმ ქე­რის პა­რო­დი­ას ვა­კე­თებ­დი, თუ გახ­სოვთ. ახლა სტუ­დენ­ტი ვარ, ოღონდ იმ ფა­კულ­ტეტ­ზე არ ვსწავ­ლობ, რო­მელ­ზეც მინ­და ვსწავ­ლობ­დე. სა­ერ­თოდ, არ ვიცი, რა ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ. უბ­რა­ლოდ, სტუ­დენ­ტო­ბა მჭირ­დე­ბო­და.

- რის­თვის?

- ფილ­მს ვი­ღებ "ბი-ბი-სი"-სთვის, მა­ფი­ნან­სე­ბენ. ჯარ­ში წას­ვლა მი­წევ­და და ფილ­მის გა­და­ღე­ბას ვე­ღარ გა­ვაგ­რძე­ლებ­დი, ამი­ტომ ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე.

- რით და­იმ­სა­ხუ­რე, "ბი-ბი-სი" შენს ფილ­მს რომ აფი­ნან­სებს?

- პრო­ექ­ტი აქვს, სა­დაც აგ­ზავ­ნი სცე­ნარს და თუ მო­ი­წო­ნეს, გი­ფი­ნან­სე­ბენ. ჩემი სცე­ნა­რი მო­ე­წო­ნათ და ახალ ტრი­ლერს ვი­ღებ.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

ვინ არიან და რას საქმიანობენ ბიჭები, რომლებიც ფილარმონიაში ცოცრებზე პირსახოცაფარებულები გამოვიდნენ

ვინ არიან და რას საქმიანობენ ბიჭები, რომლებიც ფილარმონიაში ცოცრებზე პირსახოცაფარებულები გამოვიდნენ

სანამ ''ნიჭიერის'' სცენას დაიკავებდნენ, გიორგი ბუკია და პაპუნა სანთელაძე კულისებში ვნახეთ. ხალათებსა და ოთახის ჩუსტებში იყვნენ გამოწყობილნი. ცნობისმოყვარეობამ გვძლია და დავინტერესდით, რის გაკეთებას აპირებდნენ. უნდა ვიბანაოთო, გვიპასუხეს. თურმე, ბიჭები მაშინ მთვრალები ყოფილან, აბა, საღ გონებაზე ფილარმონიაში როგორ გავიხდიდითო. მათი ნომერი 10 ნოემბრის გადაცემაში ჩაჯდა.

გიორგი:

- პროფესიით ჯერ არავინ ვარ. ისე, მსახიობი მინდა ვიყო, რეჟისორიც, ასე გადავწყვიტე (იცინის). სკოლა რომ დავამთავრე, ''კარის თეატრში'' მივედი, კასტინგი იყო, როლზე დამამტკიცეს და მას მერე დავრჩი. მერე ''სამეფო უბნის თეატრში'' გადავედი, მერე ისევ ''კარის თეატრში'' დავბრუნდი. ვმუშაობდი ''რუსთავი 2''-შიც, ''კლაბ შოუში'' ვიყავი სცენარისტადაც და მსახიობადაც. ჯიმ ქერის პაროდიას ვაკეთებდი, თუ გახსოვთ. ახლა სტუდენტი ვარ, ოღონდ იმ ფაკულტეტზე არ ვსწავლობ, რომელზეც მინდა ვსწავლობდე. საერთოდ, არ ვიცი, რა ფაკულტეტზე ვსწავლობ. უბრალოდ, სტუდენტობა მჭირდებოდა.

- რისთვის?

- ფილმს ვიღებ ''ბი-ბი-სი''-სთვის, მაფინანსებენ. ჯარში წასვლა მიწევდა და ფილმის გადაღებას ვეღარ გავაგრძელებდი, ამიტომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე.

- რით დაიმსახურე, ''ბი-ბი-სი'' შენს ფილმს რომ აფინანსებს?

- პროექტი აქვს, სადაც აგზავნი სცენარს და თუ მოიწონეს, გიფინანსებენ. ჩემი სცენარი მოეწონათ და ახალ ტრილერს ვიღებ.

იხილეთ სტატია სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს