ჟურნალისტი და ბლოგერი ნანა ზარდიაშვილი გარდაიცვალა.
"კი, ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია, ყველაზე მთავარი, უპირველესი, გადამწყვეტი. უმნიშვნელოვანესია, როდესაც არაფერი გტკივა, როდესაც არ კვდები, მაგრამ, ბლინ, ჩემიანებისთვის უბრალო ადამიანური მშვიდობა მინდა, როდესაც კარგს დაფასება აქვს, ცუდი ისჯება, როდესაც არსებობს მყარი შკალა: აი კარგად გავაკეთე, დამიფასდა, ცუდად მოვიქეცი - დავისაჯე. ძნელია, შეუძლებელია ღირებულებით ქაოსში ცხოვრება. წავედი, ვერ ვბეჭდავ ბევრს, საშინელ ხასიათზე ვარ, თან ამ მუდმივი ტკივილის ფონზე! მე საწუწუნო არაფერი მაქვს, მე გასაოცარი სიკეთით მეპყრობიან ადამიანები, მაგრამ ამ ქვეყნად მარტო მე ხომ არ ვარ! - ეს პოსტი ნანა ზარდიაშვილმა "ფეისბუქზე" რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
წყარო: gurianews.com