ვახტანგ კიკაბიძეს ჩაცხრილვით ემუქრებიან

ვახტანგ კიკაბიძეს ჩაცხრილვით ემუქრებიან

ცნობილ ქართველ მსახიობსა და მომღერალს, ვახტანგ კიკაბიძეს უცნობმა პირებმა დონეცკიდან დაურეკეს და ჩაცხრილვით დაემუქრნენ. ამის შესახებ კიკაბიძემ უკრაინულ ტელეკომპანია "1+1"-თან საუბრის დროს განაცხადა.

"ცოტა ხნის წინ დამირეკეს, მითხრეს, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან მირეკავენ, მე სიცილი დავიწყე, იმიტომ რომ, ძალიან მოულოდნელი იყო. ისინი კი მპასუხობენ, რომ ჩამცხრილავენ, რაზეც მე ვუთხარი ის, რისი კადრში გამეორება არ შემიძლია. ყველაფერი კომიკურად გამოიყურება", - აღნიშნავს ვახტანგ კიკაბიძე ინტერვიუს დროს. ვინ დაურეკა მომღერალს, იყო ეს ხუმრობა თუ რეალური საფრთხე, გაურკვეველია. სამართალდამცავი ორგანოებისთვის კიკაბიძეს არ მიუმართავს.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ კიკაბიძე საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ-ს სახელმწიფო პრემიის, მრავალი კონკურსებისა და კინოფესტივალების ლაურეატია. ამასთან, იგი ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქეცაა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, კიკაბიძემ გააუქმა მოსკოვში თავისი საიუბილეო კონცერტები და რუსეთის მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადება გააკეთა. მსახიობმა და მომღერალმა უკვე წლებია უარი თქვა რუსეთში ვიზიტებზე.

მომზადებულია haqqin.az -ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს