სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფია სებისკვერაძე: ''გუგა კუზანოვს ჩემი მკერდი და დუნდულების ფორმა მოეწონა''
სოფია სებისკვერაძე: ''გუგა კუზანოვს ჩემი მკერდი და დუნდულების ფორმა მოეწონა''

"მა­რაო რუს­თა­ვი 2"-ზე ნიკა გრი­გო­ლია სა­ხა­ლი­სო გა­და­ცე­მას უძღვე­ბა, "ერ­თგუ­ლე­ბის ტეს­ტი", ალ­ბათ, უფრო მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საა სა­ხა­ლი­სო და არა იმ წყვი­ლის­თვის, რო­მელ­მაც გა­მოც­დას უნდა გა­უძ­ლოს. ცოლ­თან შე­თან­ხმე­ბით ქმრის მა­ხე­ში გაბ­მას და იმის ყუ­რე­ბას, მო­ი­ხიბ­ლე­ბა თუ არა კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში მე­უღ­ლე მაც­დუ­რი ქა­ლით, ალ­ბათ, კარ­გი ნერ­ვე­ბი სჭირ­დე­ბა, ძი­რი­თა­დად, ცო­ლის მხრი­დან.

გა­და­ცე­მის პირ­ვე­ლი "საც­დე­ლი ობი­ექ­ტი" ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი გუგა კუ­ზა­ნო­ვი აღ­მოჩ­ნდა. მის "შემბმე­ლად" კი ნიკა გრი­გო­ლი­ამ სექ­სუ­ა­ლურ მსა­ხი­ობ სო­ფია სე­ბის­კვე­რა­ძეს უხმო, რო­მელ­მაც ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა კუ­ზა­ნო­ვის მო­სა­ხიბ­ლად, თუმ­ცა ღა­ლა­ტი მა­ინც არ შედ­გა. სო­ფი­ამ გა­და­ცე­მის შემ­დეგ თა­ვი­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გაგ­ვიმ­ხი­ლა და გვი­თხრა, რომ მე­ო­რედ ასეთ ექ­სპე­რი­მენტს აღარ და­თან­ხმდე­ბა.

- ამ თა­მამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას რო­გორ შეხ­ვდი?

- და­მი­რე­კეს ნიკა გრი­გო­ლი­ამ და პრო­დი­უ­სე­რებ­მა. მი­თხრეს, რომ გა­და­ღე­ბა იგეგ­მე­ბო­და და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, თუმ­ცა ზუს­ტად არ უთ­ქვამთ, რა ხდე­ბო­და. ნელ-ნელა შე­მო­მა­პა­რეს (იღი­მის). მი­თხრეს, რომ გუგა კუ­ზა­ნო­ვის "შებ­მა" უნდა მე­ცა­და, მაგ­რამ მისი მე­უღ­ლე საქ­მის კურ­სში იყო. ეს ამ ამ­ბავს უფრო ამ­სუ­ბუ­ქებ­და, მაგ­რამ გა­და­ღე­ბე­ბის მერე, რომ დავ­ფიქ­რდი, ცოტა გავ­ბრაზ­დი კი­დეც სა­კუ­თარ თავ­ზე. იქ მი­სულს ისე­თი სი­ტუ­ა­ცია დამ­ხვდა, რომ ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად უნდა ყო­ფი­ლი­ყო. აქ მთა­ვა­რი მა­ინც ცო­ლის ფაქ­ტო­რი იყო, უფრო მარ­ტი­ვად სწო­რედ იმის გამო მი­ვი­ღე, რომ მან იცო­და. რომ არ სცოდ­ნო­და, შე­საძ­ლოა, უარი მეთ­ქვა.

- გა­და­ღე­ბე­ბი რო­გორ წა­რი­მარ­თა?

- გა­და­ღე­ბამ­დე მე და ნინო ნა­დი­რა­ძე შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს. და­მა­რი­გა, რო­გორ უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, გუ­გას რა მოს­წონს და რა - არა. საქ­მე იმან გა­არ­თუ­ლა, რომ გუგა და­გეგ­მილ­ზე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე მო­ვი­და, ყვე­ლა და­ფა­ცურ­და და აღელ­და, მათ შო­რის, მეც. გა­მო­გი­ტყდე­ბით, რომ ასე­თი რამ პირ­ვე­ლად გა­ვა­კე­თე, მი­ზან­და­სა­ხუ­ლად უნდა "შე­მე­ბა" ვი­ღაც. ამას, რო­გორც ერთ-ერთ როლს, ისე მი­ვუ­დე­ქი, მაგ­რამ მა­ინც რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. სა­სა­ცი­ლო ის იყო, რომ გა­და­ღე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბა­ტონ­მა გუ­გამ თქვა, ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, რომ მა­სა­ჟის დროს ხე­ლე­ბი გი­კან­კა­ლებ­დაო. ალ­ბათ, ნა­ხეთ, რომ მას გან­ტვირ­თვის მიზ­ნით, და­ძა­ბუ­ლო­ბის მო­სახ­სნე­ლად, მა­სა­ჟი გა­ვუ­კე­თე (იცი­ნის).

სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან ფრთხი­ლი ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა, ყვე­ლაფ­რის შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის­მა მე­უღ­ლე­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა­ფერს ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებს. სხვა რომ ყო­ფი­ლი­ყო, შე­საძ­ლოა, გა­და­ცე­მა უფრო მარ­ტი­ვად წარ­მარ­თუ­ლი­ყო. ბა­ტო­ნი გუგა ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი მო­ვი­და სამ­სა­ხუ­რი­დან, რო­გორც თვი­თონ აღ­ნიშ­ნა, მკერ­დის ორი ოპე­რა­ცია ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. სა­ერ­თო­დაც, მისი მო­ხიბ­ვლა ქა­ლის­თვის გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია, ვი­ნა­ი­დან სულ ქა­ლებ­თან და მათი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­თან აქვს "ურ­თი­ერ­თო­ბა", მკერდთან, უკა­ნალ­თან და ა.შ.

- რომ მოს­წო­ნე­ბო­და შენი უკა­ნა­ლი და მკერ­დი და რა­ი­მე და­ე­პი­რე­ბი­ნა, მერე სად მი­დი­ო­დი?

- (იღი­მის) ეს გა­და­ცე­მა გათ­ვლი­ლია მა­ყუ­რე­ბელ­ზე, თო­რემ იქ, რაც უნდა იყოს, არ არის ისე­თი გა­რე­მო, რომ რა­ი­მე მოხ­დეს. ცოლი გვერ­დით ოთახ­ში იყო და თუკი რა­ი­მე მო­მენ­ტი შე­იქ­მნე­ბო­და, უც­ბად შე­მო­ვი­დო­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რა­ი­მე ასე­თი მო­მენ­ტი რომ შექ­მნი­ლი­ყო, ჩემ­თვის მა­ინც უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბო­და. ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე. აღ­ვნიშ­ნე კი­დე­ვაც, რომ არც ერთი სპექ­ტაკ­ლის თუ გა­და­ღე­ბის დროს არ მი­ნერ­ვი­უ­ლია ასე. ასეთ შე­თა­ვა­ზე­ბას მეტ­ჯერ აღარ დავ­თან­ხმდე­ბი. ვფიქ­რობ­დი, რა­ი­მე არ შემ­შლო­და, და­მა­ლულ ოპე­რა­ტორს ხვე­ლე­ბა არ ას­ტყდო­მო­და.… ბა­ტო­ნი გუგა მი­ად­გა ერთ ად­გილს, სა­დაც მე­ო­რე კა­მე­რა იმა­ლე­ბო­და, იქი­დან რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მო­ვიყ­ვა­ნე. ნიკა მე­სი­ჯებს მწერ­და, ახლა აქ დას­ვი, ახლა იქ დას­ვიო, რომ კა­მე­რა­ში კარ­გად გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. ბევ­რი მოქ­მე­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მო­მიხ­და, რომ კონ­კრე­ტუ­ლად მის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ად­გი­ლას დამ­ჯდა­რი­ყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

სოფია სებისკვერაძე: ''გუგა კუზანოვს ჩემი მკერდი და დუნდულების ფორმა მოეწონა''

სოფია სებისკვერაძე: ''გუგა კუზანოვს ჩემი მკერდი და დუნდულების ფორმა მოეწონა''

''მარაო რუსთავი 2''-ზე ნიკა გრიგოლია სახალისო გადაცემას უძღვება, ''ერთგულების ტესტი'', ალბათ, უფრო მაყურებლისთვისაა სახალისო და არა იმ წყვილისთვის, რომელმაც გამოცდას უნდა გაუძლოს. ცოლთან შეთანხმებით ქმრის მახეში გაბმას და იმის ყურებას, მოიხიბლება თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში მეუღლე მაცდური ქალით, ალბათ, კარგი ნერვები სჭირდება, ძირითადად, ცოლის მხრიდან.

გადაცემის პირველი ''საცდელი ობიექტი'' ცნობილი პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი აღმოჩნდა. მის ''შემბმელად'' კი ნიკა გრიგოლიამ სექსუალურ მსახიობ სოფია სებისკვერაძეს უხმო, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა კუზანოვის მოსახიბლად, თუმცა ღალატი მაინც არ შედგა. სოფიამ გადაცემის შემდეგ თავისი შთაბეჭდილებები გაგვიმხილა და გვითხრა, რომ მეორედ ასეთ ექსპერიმენტს აღარ დათანხმდება.

- ამ თამამ შემოთავაზებას როგორ შეხვდი?

- დამირეკეს ნიკა გრიგოლიამ და პროდიუსერებმა. მითხრეს, რომ გადაღება იგეგმებოდა და მონაწილეობა შემომთავაზეს, თუმცა ზუსტად არ უთქვამთ, რა ხდებოდა. ნელ-ნელა შემომაპარეს (იღიმის). მითხრეს, რომ გუგა კუზანოვის ''შებმა'' უნდა მეცადა, მაგრამ მისი მეუღლე საქმის კურსში იყო. ეს ამ ამბავს უფრო ამსუბუქებდა, მაგრამ გადაღებების მერე, რომ დავფიქრდი, ცოტა გავბრაზდი კიდეც საკუთარ თავზე. იქ მისულს ისეთი სიტუაცია დამხვდა, რომ ყველაფერი მარტივად უნდა ყოფილიყო. აქ მთავარი მაინც ცოლის ფაქტორი იყო, უფრო მარტივად სწორედ იმის გამო მივიღე, რომ მან იცოდა. რომ არ სცოდნოდა, შესაძლოა, უარი მეთქვა.

- გადაღებები როგორ წარიმართა?

- გადაღებამდე მე და ნინო ნადირაძე შევხვდით ერთმანეთს. დამარიგა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, გუგას რა მოსწონს და რა - არა. საქმე იმან გაართულა, რომ გუგა დაგეგმილზე ნახევარი საათით ადრე მოვიდა, ყველა დაფაცურდა და აღელდა, მათ შორის, მეც. გამოგიტყდებით, რომ ასეთი რამ პირველად გავაკეთე, მიზანდასახულად უნდა ''შემება'' ვიღაც. ამას, როგორც ერთ-ერთ როლს, ისე მივუდექი, მაგრამ მაინც რთული აღმოჩნდა. სასაცილო ის იყო, რომ გადაღების დასრულების შემდეგ ბატონმა გუგამ თქვა, ძალიან გამიკვირდა, რომ მასაჟის დროს ხელები გიკანკალებდაო. ალბათ, ნახეთ, რომ მას განტვირთვის მიზნით, დაძაბულობის მოსახსნელად, მასაჟი გავუკეთე (იცინის).

სხვათა შორის, ძალიან ფრთხილი ადამიანი ყოფილა, ყველაფრის შემოწმება დაიწყო. მოგვიანებით მისმა მეუღლემაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს. სხვა რომ ყოფილიყო, შესაძლოა, გადაცემა უფრო მარტივად წარმართულიყო. ბატონი გუგა ძალიან დაღლილი მოვიდა სამსახურიდან, როგორც თვითონ აღნიშნა, მკერდის ორი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. საერთოდაც, მისი მოხიბვლა ქალისთვის გაცილებით რთულია, ვინაიდან სულ ქალებთან და მათი სხეულის სხვადასხვა ნაწილთან აქვს ''ურთიერთობა'', მკერდთან, უკანალთან და ა.შ.

- რომ მოსწონებოდა შენი უკანალი და მკერდი და რაიმე დაეპირებინა, მერე სად მიდიოდი?

- (იღიმის) ეს გადაცემა გათვლილია მაყურებელზე, თორემ იქ, რაც უნდა იყოს, არ არის ისეთი გარემო, რომ რაიმე მოხდეს. ცოლი გვერდით ოთახში იყო და თუკი რაიმე მომენტი შეიქმნებოდა, უცბად შემოვიდოდა. რასაკვირველია, რაიმე ასეთი მომენტი რომ შექმნილიყო, ჩემთვის მაინც უხერხული იქნებოდა. ძალიან ვინერვიულე. აღვნიშნე კიდევაც, რომ არც ერთი სპექტაკლის თუ გადაღების დროს არ მინერვიულია ასე. ასეთ შეთავაზებას მეტჯერ აღარ დავთანხმდები. ვფიქრობდი, რაიმე არ შემშლოდა, დამალულ ოპერატორს ხველება არ ასტყდომოდა.… ბატონი გუგა მიადგა ერთ ადგილს, სადაც მეორე კამერა იმალებოდა, იქიდან რაღაცნაირად გამოვიყვანე. ნიკა მესიჯებს მწერდა, ახლა აქ დასვი, ახლა იქ დასვიო, რომ კამერაში კარგად გამოჩენილიყო. ბევრი მოქმედების ჩატარება მომიხდა, რომ კონკრეტულად მისთვის გათვალისწინებულ ადგილას დამჯდარიყო.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება