მეცნიერებმა მამაკაცებისა და ქალების სექსუალური ფანტაზიების შესახებ ახალი კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 1 516 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მათ სთხოვეს შეეფესაბინათ 55 სექსუალური ფანტაზია. მკვლევარებმა შედეგები ოთხ კატეგორიად დაყვეს: "სტატისტიკურად იშვიათი", "სტატისტიკურად ჩვეულებრივი", "სტატისტიკურად ხშირი" და "სტატისტიკურად საერთო".
ქალების სექსუალური ფანტაზიების ათეული ასეთია: 1. "სექსის დროს რომანტიკული შეგრძნებები მომწონს". 2. "ატმოსფერო და ადგილი მნიშვნელოვანია ჩემი სექსუალური ფანტაზიებისთვის". 3. "ხშირად მქონია სექსუალური ფანტაზია რომანტიკულ ადგილთან დაკავშირებით. მაგალითად, პლაჟზე". 4. "მქონია ფანტაზია უცნაურ ადგილზე სექსის შესახებ, მაგალითად, სამსახურში ან ტუალეტში". 5. "მქონია ორალური სექსის ფანტაზია". 6. "მქონია ფანტაზია, როდესაც მე ვასრულებ ორალურ სექსს". 7. "მქონია ფანტაზია, რომელშიც პარტნიორი აკეთებდა მასტურბაციას". 8. "მქონია ფანტაზია, რომელშიც მე ვუკეთებდი მასტურბაციას ჩემს პარტნიორს". 9. "მქონია უცხო ადამიანთან სექსის ფანტაზია". 10. "მქონია ფანტაზია სექსის დროს დომინაციაზე". ახლა კი მამაკაცების სექსუალური ფანტაზიები: 1. "სექსის დროს რომანტიკული შეგრძნებები მომწონს". 2. "მქონია ორალური სექსის ფანტაზია". 3. "მქონია ორ ქალთან სექსის ფანტაზია". 4. "მქონია ფანტაზია ნაცნობთან სექსის, რომელიც ჩემი პარტნიორი არაა". 5. "მქონია ფანტაზია უცნაურ ადგილზე სექსის, მაგალითად ტუალეტში". 6. "მქონია ფანტაზია ორი ქალის სექსის ყურების შესახებ". 7. "ატმოსფერო და ადგილი მნიშვნელოვანია ჩემი სექსუალური ფანტაზიებისთვის". 8. "მქონია ფანტაზია ეაკულაცია მომეხდინა ჩემი პარტნიორის სხეულზე". 9. "ხშირად მქონია სექსუალური ფანტაზია რომანტიკულ ადგილთან დაკავშირებით. მაგალითად, პლაჟზე". 10. "მქონია ფანტაზია, რომელშიც კუნილინგუსს ვაკეთებ". მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.