პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდოდა, მკერდიც გამომეჩინა, მაგრამ ნელ-ნელა ვაპარებ" - სცენაზე გაშიშვლებული თინა მახარაძე კრიტიკას პასუხობს
"მინდოდა, მკერდიც გამომეჩინა, მაგრამ ნელ-ნელა ვაპარებ" - სცენაზე გაშიშვლებული თინა მახარაძე კრიტიკას პასუხობს

მსა­ხი­ობ თინა მა­ხა­რა­ძის ცეკ­ვი­სა და კა­ბის გარ­შე­მო აგო­რე­ბუ­ლი სკან­და­ლის შემ­დეგ Ambebi.ge კო­მენ­ტა­რის­თვის თა­ვად თი­ნას და­უ­კავ­შირ­და:

- თინა, თა­ვი­დან­ვე და­თან­ხმდით ამ კა­ბის ჩაც­მას?

- ვი­ცო­დი, რომ ძა­ლი­ან მა­გა­რი კაბა იქ­ნე­ბო­და და მო­მიხ­დე­ბო­და, ამი­ტომ თა­ვი­დან­ვე დავ­თან­ხმდი მის ჩაც­მას. უფრო თა­მა­მი კა­ბაც მინ­დო­და, მაგ­რამ დავ­ფიქ­რდი, რომ ჯერ 24 წლის ვარ და ცოტა ხანი კი­დევ მინ­და ვი­ცო­ცხლო. მინ­დო­და, მკერ­დიც გა­მო­მე­ჩი­ნა, შავი ნაჭ­რით არ ყო­ფი­ლი­ყო და­ფა­რუ­ლი. დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვიც­ვამ­დი ასეთ კა­ბას, მაგ­რამ ნელ-ნელა ვა­პა­რებ.

- დის­კომ­ფორ­ტს ხომ არ გიქ­მნი­დათ სცე­ნა­ზე ეს კაბა?

- არა­ნა­ი­რი დის­კომ­ფორ­ტი არ მქო­ნია.

- შემ­დეგ ტურ­ზეც თა­მა­მად ჩაც­მუ­ლი იქ­ნე­ბით?

- კაბა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა ლა­მა­ზი, მაგ­რამ არ გვაქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა ერთ კვი­რით ადრე გავ­თვა­ლოთ, რას ჩა­ვიც­მევ, ამი­ტომ არ ვიცი.

- თინა, არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა "ბრა­ვო­ში" თქვენს მიერ შეს­რუ­ლე­ბულ ცეკ­ვას...

- მე საკ­მა­ოდ თვითკრი­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. რო­დე­საც რა­ღაც ძა­ლი­ან მომ­წონს, არა­ვის კრი­ტი­კა არ არის ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო. ამ შემ­თხვე­ვა­ში კრი­ტი­კა გა­სა­გე­ბია, რად­გან მე ვარ მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც 17 წლი­დან სულ არა­ნორ­მა­ლუ­რი გრა­ფი­კით ვმუ­შა­ობ და სამ­წუ­ხა­როდ, არ მქონ­და საკ­მა­რი­სი დრო, შე­სა­ბა­მი­სი ყუ­რა­დღე­ბა და­მეთ­მო პლას­ტი­კის­თვის და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის­თვის. სა­მუ­შაო მაქვს პრაქ­ტი­კა­ზე. არ იყო სა­ში­ნე­ლე­ბა. რა თქმა უნდა, მსა­ხი­ო­ბი ვარ და სრულ­ყო­ფი­ლი პლას­ტი­კა უნდა მქონ­დეს, მაგ­რამ ვცხოვ­რობ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ მყავს მე­ნე­ჯე­რი და ყვე­ლაფ­რის მოგ­ვა­რე­ბა მი­წევს მე, ამი­ტომ არ მრჩე­ბა შე­სა­ბა­მი­სი დრო პლას­ტი­კის­თვის.

გა­აჩ­ნია ვინ მაკ­რი­ტი­კებს, თუ მაკ­რი­ტი­კებს ადა­მი­ა­ნი, ვინც დე­დის, მა­მი­დის, ქმრის დახ­მა­რე­ბით აი­წყო ცხოვ­რე­ბა და დიდი დრო დარ­ჩა იმის­თვის, რომ ევლო სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზებ­ში, ან ცეკ­ვა კარ­გად ეს­წავ­ლა, ამ ადა­მი­ა­ნის­გან კრი­ტი­კა მი­უ­ღე­ბე­ლია, ან მი­სა­ღე­ბი, მაგ­რამ მხო­ლოდ სა­სა­ცი­ლო. შენ რა­ღა­ცებს აკე­თებ სხვე­ბის დახ­მა­რე­ბით და ორ­გა­ნი­ზე­ბით, მე კი­დევ ჩემს პონ­ტში, ჩე­მით, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბით და ყვე­ლას და­უხ­მა­რებ­ლად.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom

"მინდოდა, მკერდიც გამომეჩინა, მაგრამ ნელ-ნელა ვაპარებ" - სცენაზე გაშიშვლებული თინა მახარაძე კრიტიკას პასუხობს

"მინდოდა, მკერდიც გამომეჩინა, მაგრამ ნელ-ნელა ვაპარებ" - სცენაზე გაშიშვლებული თინა მახარაძე კრიტიკას პასუხობს

მსახიობ თინა მახარაძის ცეკვისა და კაბის გარშემო აგორებული სკანდალის შემდეგ Ambebi.ge კომენტარისთვის თავად თინას დაუკავშირდა:

- თინა, თავიდანვე დათანხმდით ამ კაბის ჩაცმას?

- ვიცოდი, რომ ძალიან მაგარი კაბა იქნებოდა და მომიხდებოდა, ამიტომ თავიდანვე დავთანხმდი მის ჩაცმას. უფრო თამამი კაბაც მინდოდა, მაგრამ დავფიქრდი, რომ ჯერ 24 წლის ვარ და ცოტა ხანი კიდევ მინდა ვიცოცხლო. მინდოდა, მკერდიც გამომეჩინა, შავი ნაჭრით არ ყოფილიყო დაფარული. დიდი სიამოვნებით ჩავიცვამდი ასეთ კაბას, მაგრამ ნელ-ნელა ვაპარებ.

- დისკომფორტს ხომ არ გიქმნიდათ სცენაზე ეს კაბა?

- არანაირი დისკომფორტი არ მქონია.

- შემდეგ ტურზეც თამამად ჩაცმული იქნებით?

- კაბა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ლამაზი, მაგრამ არ გვაქვს იმის ფუფუნება ერთ კვირით ადრე გავთვალოთ, რას ჩავიცმევ, ამიტომ არ ვიცი.

- თინა, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა "ბრავოში" თქვენს მიერ შესრულებულ ცეკვას...

- მე საკმაოდ თვითკრიტიკული ადამიანი ვარ. როდესაც რაღაც ძალიან მომწონს, არავის კრიტიკა არ არის ჩემთვის საინტერესო. ამ შემთხვევაში კრიტიკა გასაგებია, რადგან მე ვარ მსახიობი, რომელიც 17 წლიდან სულ არანორმალური გრაფიკით ვმუშაობ და  სამწუხაროდ, არ მქონდა საკმარისი დრო, შესაბამისი ყურადღება დამეთმო პლასტიკისთვის და ქორეოგრაფიისთვის. სამუშაო მაქვს პრაქტიკაზე. არ იყო საშინელება. რა თქმა უნდა, მსახიობი ვარ და სრულყოფილი პლასტიკა უნდა მქონდეს, მაგრამ ვცხოვრობ საქართველოში, არ მყავს მენეჯერი და ყველაფრის მოგვარება მიწევს მე, ამიტომ არ მრჩება შესაბამისი დრო პლასტიკისთვის.

გააჩნია ვინ მაკრიტიკებს, თუ მაკრიტიკებს ადამიანი, ვინც დედის, მამიდის, ქმრის დახმარებით აიწყო ცხოვრება და დიდი დრო დარჩა იმისთვის, რომ ევლო სავარჯიშო დარბაზებში, ან ცეკვა კარგად ესწავლა, ამ ადამიანისგან კრიტიკა მიუღებელია, ან მისაღები, მაგრამ მხოლოდ სასაცილო. შენ რაღაცებს აკეთებ სხვების დახმარებით და ორგანიზებით, მე კიდევ ჩემს პონტში, ჩემით, 24 საათის განმავლობაში მუშაობით და ყველას დაუხმარებლად.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება