პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტიკა არ არის პოდიუმზე სიარული, კეკლუცობა და გაპრანჭული საუბარი - ღარიბაშვილის მორიგი რეპლიკა ალასანიას
პოლიტიკა არ არის პოდიუმზე სიარული, კეკლუცობა და გაპრანჭული საუბარი - ღარიბაშვილის მორიგი რეპლიკა ალასანიას

პო­ლი­ტი­კა არ არის პო­დი­უმ­ზე სი­ა­რუ­ლი, კეკ­ლუ­ცო­ბა და გაპ­რან­ჭუ­ლი სა­უ­ბა­რი, ჩვენ არ გვცა­ლია და არ გვაქვს დრო იმის­თვის, რომ ვა­სი­ა­მოვ­ნოთ ვი­ღაც-ვი­ღა­ცებს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ რაც ალა­სა­ნი­ამ ვერ შეძ­ლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში - სამ­ხედ­რო­ე­ბის კვე­ბის სა­კი­თხის მო­წეს­რი­გე­ბა, ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძემ ერთ წე­ლი­წად­ში უზ­რუნ­ველ­ყო.

"სხვა­თა შო­რის, რაც ალა­სა­ნი­ამ ვერ გა­ა­კე­თა ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძემ გა­ა­კე­თა 1 წე­ლი­წად­ში – კვე­ბა ვერ მო­ა­წეს­რი­გა ორი წლის მან­ძილ­ზე და 880 სამ­ხედ­რო, ჩვე­ნი გმი­რი ჯა­რის­კა­ცე­ბი მო­ი­წამლნენ. რა­ზეა სა­ერ­თოდ სა­უ­ბა­რი? პო­ლი­ტი­კა არ არის პო­დი­უმ­ზე სი­ა­რუ­ლი, კეკ­ლუ­ცო­ბა და გაპ­რან­ჭუ­ლი სა­უ­ბა­რი. ჩვენ არ გვცა­ლია და არ გვაქვს დრო იმის­თვის, რომ ვა­სი­ა­მოვ­ნოთ ვი­ღაც-ვი­ღა­ცებს. ჩვენ ვა­კე­თებთ საქ­მეს ხალ­ხის­თვის. ეს არის ჩემ­თვის მთა­ვა­რი", - გან­მარ­ტა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, მაია ფან­ჯი­კი­ძის მიერ გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­თა და ქმე­დე­ბე­ბით მთავ­რო­ბის ყო­ფილ­მა წევ­რებ­მა რე­ა­ლუ­რად ჩა­მო­იხ­სნეს ნი­ღა­ბი და სა­კუ­თა­რი სახე გა­მო­ა­ჩი­ნეს.

"გუ­შინ მო­ვის­მი­ნეთ სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა, რომ თურ­მე მე უნდა გა­დავ­მდგა­რი­ყა­ვი. აი, თურ­მე რა ჰქონ­დათ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. ეს ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ფა­სე­ბაა მათი მხრი­დან. ამით კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ იყ­ვნენ მო­წო­დე­ბულ­ნი, ემ­სა­ხუ­რათ სა­ხელ­მწი­ფოს­თვის. მათ რე­ა­ლუ­რად სრუ­ლად ჩა­მო­იხ­სნეს ნი­ღა­ბი და გა­მო­ა­ჩი­ნეს სა­კუ­თა­რი სახე. თვით­ლუსტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს. დიდი სი­ნა­ნუ­ლით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე რე­ა­ლუ­რად სხვა ადა­მი­ა­ნებს ვუ­ყუ­რებ­დი. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა ის გან­ცხა­დე­ბე­ბი და ქმე­დე­ბე­ბი, რაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მაია ფან­ჯი­კი­ძემ, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ა­ზე აღარ ვლა­პა­რა­კობ", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

პოლიტიკა არ არის პოდიუმზე სიარული, კეკლუცობა და გაპრანჭული საუბარი - ღარიბაშვილის მორიგი რეპლიკა ალასანიას

პოლიტიკა არ არის პოდიუმზე სიარული, კეკლუცობა და გაპრანჭული საუბარი - ღარიბაშვილის მორიგი რეპლიკა ალასანიას

პოლიტიკა არ არის პოდიუმზე სიარული, კეკლუცობა და გაპრანჭული საუბარი, ჩვენ არ გვცალია და არ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ვასიამოვნოთ ვიღაც-ვიღაცებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაც ალასანიამ ვერ შეძლო 2 წლის განმავლობაში - სამხედროების კვების საკითხის მოწესრიგება, ალექსანდრე ჭიკაიძემ ერთ წელიწადში უზრუნველყო.

"სხვათა შორის, რაც ალასანიამ ვერ გააკეთა ორი წლის განმავლობაში, ალექსანდრე ჭიკაიძემ გააკეთა 1 წელიწადში – კვება ვერ მოაწესრიგა ორი წლის მანძილზე და 880 სამხედრო, ჩვენი გმირი ჯარისკაცები მოიწამლნენ. რაზეა საერთოდ საუბარი? პოლიტიკა არ არის პოდიუმზე სიარული, კეკლუცობა და გაპრანჭული საუბარი. ჩვენ არ გვცალია და არ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ვასიამოვნოთ ვიღაც-ვიღაცებს. ჩვენ ვაკეთებთ საქმეს ხალხისთვის. ეს არის ჩემთვის მთავარი", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მაია ფანჯიკიძის მიერ გუშინდელ განცხადებებასაც გამოეხმაურა.

ღარიბაშვილის განმარტებით, ბოლოდროინდელი განცხადებებითა და ქმედებებით მთავრობის ყოფილმა წევრებმა რეალურად ჩამოიხსნეს ნიღაბი და საკუთარი სახე გამოაჩინეს.

"გუშინ მოვისმინეთ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის განცხადება, რომ თურმე მე უნდა გადავმდგარიყავი. აი, თურმე რა ჰქონდათ ჩაფიქრებული. ეს ძალიან არასერიოზული შეფასებაა მათი მხრიდან. ამით კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ მოწოდებულნი, ემსახურათ სახელმწიფოსთვის. მათ რეალურად სრულად ჩამოიხსნეს ნიღაბი და გამოაჩინეს საკუთარი სახე. თვითლუსტრირება მოახდინეს. დიდი სინანულით მინდა აღვნიშნო, რომ ორი წლის განმავლობაში მე რეალურად სხვა ადამიანებს ვუყურებდი. ძალიან სამწუხაროა ის განცხადებები და ქმედებები, რაც განახორციელა მაია ფანჯიკიძემ, ირაკლი ალასანიაზე აღარ ვლაპარაკობ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა