Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი "თავისუფალ დემოკრატებს" დღეს ოფიციალურად დატოვებს
თეა წულუკიანი "თავისუფალ დემოკრატებს" დღეს ოფიციალურად დატოვებს

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს" დღეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ტო­ვებს. რო­გორც თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და , ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დერს, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას დღეს მი­მარ­თავს. "მე დღეს მივ­მარ­თავ ჩემს მე­გო­ბარს, ძა­ლი­ან ძვირ­ფას ადა­მი­ანს, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დერს ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას და დავ­ტო­ვებ ამ პარ­ტი­ას. მე მათ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ. მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც მგო­ნია, რომ ამ კონ­ტექ­სტში დღეს არის ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა – გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ. მჯე­რა, რომ რაც არ უნდა იყოს სიძ­ნე­ლე­ე­ბი, ხარ­ვე­ზე­ბი, მთავ­რო­ბის მუ­შა­ო­ბა­ში, მთავ­რო­ბას აქვს ერ­თა­დერ­თი კურ­სი - ეს არის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი კურ­სი. ეს არის ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი კურ­სის სა­სარ­გებ­ლოდ - ჩემს მთავ­რო­ბას­თან, მი­ნის­ტრ კო­ლე­გებ­თან ერ­თად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­ვაგ­რძე­ლო ისე­თი­ვე და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა, რო­გორ­საც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო, თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ახორ­ცი­ე­ლებ­და ბოლო ორი წლის მან­ძილ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი კურ­სი­სათ­ვის მეც და მთავ­რო­ბა­საც გვაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შაო და ამ სა­მუ­შა­ოს ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ", - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

თეა წუ­ლუ­კი­ანს პარ­ტი­ის "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წევ­რო­ბა დღემ­დე შე­ჩე­რე­ბუ­ლი ჰქონ­და. პარ­ტი­ის წევ­რო­ბა მას იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის შემ­დეგ შე­უ­ჩერ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მკითხველის რჩევით

თეა წულუკიანი "თავისუფალ დემოკრატებს" დღეს ოფიციალურად დატოვებს

თეა წულუკიანი "თავისუფალ დემოკრატებს" დღეს ოფიციალურად დატოვებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკურ გაერთიანება "თავისუფალ დემოკრატებს" დღეს ოფიციალურად დატოვებს. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა , ამასთან დაკავშირებით "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს, ირაკლი ალასანიას დღეს მიმართავს. "მე დღეს მივმართავ ჩემს მეგობარს, ძალიან ძვირფას ადამიანს, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას და დავტოვებ ამ პარტიას. მე მათ წარმატებას ვუსურვებ. მივიღე გადაწყვეტილება, რაც მგონია, რომ ამ კონტექსტში დღეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება – გადაწყვეტილება ევროპული საქართველოს სასარგებლოდ. მჯერა, რომ რაც არ უნდა იყოს სიძნელეები, ხარვეზები, მთავრობის მუშაობაში, მთავრობას აქვს ერთადერთი კურსი - ეს არის ევროატლანტიკური კურსი. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება ევროატლანტიკური კურსის სასარგებლოდ - ჩემს მთავრობასთან, მინისტრ კოლეგებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გავაგრძელო ისეთივე დაუღალავი შრომა, როგორსაც იუსტიციის სამინისტრო, თითოეული თანამშრომელი ახორციელებდა ბოლო ორი წლის მანძილზე. აქედან გამომდინარე, ევროატლანტიკური კურსისათვის მეც და მთავრობასაც გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო და ამ სამუშაოს ჩვენ ვაგრძელებთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანს პარტიის "თავისუფალი დემოკრატების" წევრობა დღემდე შეჩერებული ჰქონდა. პარტიის წევრობა მას იუსტიციის მინისტრად დანიშვნის შემდეგ შეუჩერდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა