რეპერმა ტიმატიმ დიმა ბილანს გეი და ნარკომანი უწოდა

რეპერმა ტიმატიმ დიმა ბილანს გეი და ნარკომანი უწოდა

რუსი რეპერი ტიმატი დიმა ბილანის ბოლო კონცერტმა აღაშფოთა - მომღერალმა კონცერტი თითქმის ვერ ჩაატარა და ბოლოს ყველაფერი ჯანმრთელობის პრობლემებს დააბრალა. ამასთან დაკავშირებით, საკუთარი "ინსტაგრამის" გვერდზე ტიმატიმ ბილანს გეი და ნარკომანი უწოდა.

"მას არ რცხვენია სცენაზე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა იმ დროს, როცა აუდიტორიაში უამრავი ბავშვია. ჩემი აზრით, ეს საზიზღრობაა. თუკი არსებობს ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემა, მე დავეხმარები დიმას, რათა ქვეყნის საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსონ", - აღნიშნავს ტიმატი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბილანის პროდიუსერმა იანა რიდკოვსკაიამ განაცხადა, რომ ტიმატიზე სარჩელის შეტანას აპირებს სასამართლოში. "კარგია, რომ ჩვენს სამოქალაქო კოდექსში არის ცილისწამების მუხლი. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს. დიმა ბილანი მზადაა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რათა ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს ამ ჭორებს".

თავის მხრივ, ბილანმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "ჭორები - ეს ფსიქიკურად არასტაბილური და ისტერიული ადამიანების საქმეა".

მომზადებულია topnews -ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს