სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე პოპულარული "მკვლელი წამლების" სია
ყველაზე პოპულარული "მკვლელი წამლების" სია

ყვე­ლა ოჯახ­ში არ­სე­ბობს ე.წ. "ოჯა­ხის აფ­თი­ა­ქი", რო­მელ­შიც უამ­რა­ვი წა­მა­ლი ინა­ხე­ბა. მათ რი­ცხვში აუ­ცი­ლებ­ლად შე­დის სი­ცხის დამ­წე­ვი, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი, სურ­დოს სამ­კურ­ნა­ლო წამ­ლე­ბი და რამ­დე­ნი­მე სა­ხის ან­ტი­ბი­ო­ტი­კი. სამ­წუ­ხა­როდ, ავად ყოფ­ნის დროს, იმის ნაც­ვლად, რომ ექიმ­თან მი­ვი­დეს, ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა თვით­მკურ­ნა­ლო­ბას მი­მარ­თავს. სწო­რედ, ასეთ დროს, ერთი შე­ხედ­ვით, ნაც­ნობ­მა და მრა­ვალ­გზის ნა­ცად­მა წამ­ლებ­მა, შე­საძ­ლოა, დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას.

თვით­მკურ­ნა­ლო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი - ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი წამ­ლე­ბის მი­ღე­ბაა. თა­ვის ტკი­ვი­ლის დროს, ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად სვა­მენ ანალ­გინს, ციტ­რა­მონს ან რა­ი­მე კომ­ბი­ნი­რე­ბულ სა­შუ­ა­ლე­ბას. ამას­თან, ერთი აბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, თუ ტკი­ვი­ლი არ გაქ­რა, ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი­დევ ერთ აბს სვამს. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ვის ტკი­ვი­ლი ყვე­ლა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბით შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, მათ შო­რი­საა: შა­კი­კი, ჰი­პერ­ტო­ნია ან სუ­ლაც სამ­წვე­რა ნერ­ვის ან­თე­ბა. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი, ყვე­ლა მი­ზე­ზი გან­სა­კუთ­რე­ბულ მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას "ურ­ჩე­ვია", უბ­რა­ლოდ, და­ი­ვი­წყოს ტკი­ვი­ლი. ექი­მე­ბის მტკი­ცე­ბით, არ შე­იძ­ლე­ბა ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი წამ­ლე­ბის მი­ღე­ბა მუც­ლის ტკი­ვი­ლის დროს, რად­გან იგი შე­იძ­ლე­ბა, აპენ­დი­ცი­ტის მო­მას­წა­ვე­ბელ ერ­თგვარ სიგ­ნალს წარ­მო­ად­გენ­დეს.

ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მკვლე­ლე­ბი

წა­მა­ლი ხშა­მის­გან მხო­ლოდ დო­ზი­რე­ბით გან­სხვავ­დე­ბა - ამ ოქ­როს წესს, სამ­წუ­ხა­როდ ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნი თუ ით­ვა­ლის­წი­ნებს. ავი­ღოთ მა­გა­ლი­თის­თვის ას­პი­რი­ნი. მას ხში­რად, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბელ ან სი­ცხის დამ­წევ სა­შუ­ა­ლე­ბად იყე­ნე­ბენ. ხში­რად, სა­შუ­ა­ლო ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი მას სის­ხლის გა­მა­თხე­ლე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბა­თაც იყე­ნე­ბენ, თრომ­ბო­ზის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით. თუმ­ცა, უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ას­პი­რი­ნი კუ­ჭის­თვის ძა­ლი­ან სა­ზი­ა­ნოა. მის­მა დიდი დო­ზით და ხან­გრძლივ­მა მოხ­მა­რე­ბამ შე­საძ­ლოა, გას­ტრი­ტი ან კუ­ჭის წყლუ­ლი გა­მო­იწ­ვი­ოს, ასე­ვე ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნის მი­ზე­ზად იქ­ცეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თრომ­ბო­ზის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის დროს, ექი­მე­ბი პა­ცი­ენ­ტებს სპე­ცი­ა­ლურ ას­პი­რინს უნიშ­ნა­ვენ, რო­მე­ლიც კუჭს და­ზი­ა­ნე­ბის­გან იცავს.

პა­რა­ცე­ტა­მო­ლი, რო­მელ­საც ყვე­ლა ოჯახ­ში სი­ცხის დამ­წევ სა­შუ­ა­ლე­ბად იყე­ნე­ბენ უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს ღვიძლზე. და­სავ­ლეთ­ში, პა­რა­ცე­ტა­მოლს მხო­ლოდ 14 წლამ­დე ბავ­შვებს უნიშ­ნა­ვენ, რად­გან რე­კო­მენ­დი­რე­ბულ დო­ზებ­ში იგი ბავ­შვე­ბის­თვის არაა სა­ზი­ა­ნო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პა­რა­ცე­ტა­მოლს თით­ქმის, ყვე­ლა სურ­დოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წა­მა­ლი შე­ი­ცავს, ამი­ტომ მათი მი­ღე­ბი­სას საკ­მაო სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს. ყვე­ლა ადა­მი­ან­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ დიდი დო­ზე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი წა­მა­ლი სა­ში­შია. მა­გა­ლი­თად, ორი-სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერთი შე­ხედ­ვით, უსაფრ­თხო ვა­ლე­რი­ა­ნის მი­ღე­ბამ შე­საძ­ლოა, გუ­ლის მუ­შა­ო­ბის პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ადა­მი­ა­ნი და­ბა­ლი წნე­ვის მა­ტა­რე­ბე­ლია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სურ­დოს სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბის, მა­გა­ლი­თად, ნაფ­ტი­ზი­ნის მოხ­მა­რე­ბამ, შე­იძ­ლე­ბა ცხვი­რის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, რა­საც ქრო­ნი­კულ სურ­დომ­დე ან ყნოს­ვის და­კარ­გვამ­დე მივ­ყა­ვართ. უსი­ა­მოვ­ნოდ შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს თვა­ლის წვე­თე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბაც. სწო­რედ ამი­ტომ, ინ­სტრუქ­ცი­ა­ში ყო­ველ­თვის მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ მათი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა არა­უ­მე­ტეს ხუთი დღი­სა.

ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია ასე­ვე, პო­პუ­ლა­რუ­ლი წა­მა­ლი ლე­ვო­მი­ცი­ტი­ნი, რომ­ლის ერთ-ერთი გვერ­დი­თი ეფექ­ტი სახ­სრე­ბის და ძვლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბია. კი­დევ ერთი, სა­ხი­ფა­თო პრე­პა­რა­ტია კორ­ვა­ლო­ლი, რომ­ლის შემ­ცვე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ფე­ნო­ბარ­ბი­ტა­ლი მიჩ­ვე­ვას იწ­ვევს. "შხა­მად" შე­საძ­ლოა იქ­ცეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვი­ტა­მი­ნე­ბიც კი. თუკი მათ ძა­ლი­ან ხში­რად ან არას­წო­რად მი­ვი­ღებთ. მა­გა­ლი­თად, D ვი­ტა­მი­ნის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბამ, შე­იძ­ლე­ბა ორ­გა­ნიზ­მში კენ­ჭე­ბის წარ­მოქ­მნის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს. რა თქმა უდა, არ არ­სე­ბობს იმის 100%-იანი ალ­ბა­თო­ბა, რომ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ­მა წამ­ლებ­მა მა­ინ­ცდა­მა­ინც თქვენ­ზე მო­ა­ხი­ნოს ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა, მაგ­რამ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ძვი­რი, მხო­ლოდ მისი მკურ­ნა­ლო­ბაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ყველაზე პოპულარული "მკვლელი წამლების" სია

ყველაზე პოპულარული "მკვლელი წამლების" სია

ყველა ოჯახში არსებობს ე.წ. "ოჯახის აფთიაქი", რომელშიც უამრავი წამალი ინახება. მათ რიცხვში აუცილებლად შედის სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, სურდოს სამკურნალო წამლები და რამდენიმე სახის ანტიბიოტიკი. სამწუხაროდ, ავად ყოფნის დროს, იმის ნაცვლად, რომ ექიმთან მივიდეს, ადამიანების უმეტესობა თვითმკურნალობას მიმართავს. სწორედ, ასეთ დროს, ერთი შეხედვით, ნაცნობმა და მრავალგზის ნაცადმა წამლებმა, შესაძლოა, დიდი ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას.

თვითმკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი - ტკივილგამაყუჩებელი წამლების მიღებაა. თავის ტკივილის დროს, ადამიანები ხშირად სვამენ ანალგინს, ციტრამონს ან რაიმე კომბინირებულ საშუალებას. ამასთან, ერთი აბის მიღებისთანავე, თუ ტკივილი არ გაქრა, ადამიანების უმეტესობა კიდევ ერთ აბს სვამს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავის ტკივილი ყველაზე განსხვავებული მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორისაა: შაკიკი, ჰიპერტონია ან სულაც სამწვერა ნერვის ანთება. ზემოთ ჩამოთვლილი, ყველა მიზეზი განსაკუთრებულ მკურნალობას საჭიროებს, მაგრამ ადამიანების უმეტესობას "ურჩევია", უბრალოდ, დაივიწყოს ტკივილი. ექიმების მტკიცებით, არ შეიძლება ტკივილგამაყუჩებელი წამლების მიღება მუცლის ტკივილის დროს, რადგან იგი შეიძლება, აპენდიციტის მომასწავებელ ერთგვარ სიგნალს წარმოადგენდეს.

ყველაზე პოპულარული მკვლელები

წამალი ხშამისგან მხოლოდ დოზირებით განსხვავდება - ამ ოქროს წესს, სამწუხაროდ ძალიან ცოტა ადამიანი თუ ითვალისწინებს. ავიღოთ მაგალითისთვის ასპირინი. მას ხშირად, ტკივილგამაყუჩებელ ან სიცხის დამწევ საშუალებად იყენებენ. ხშირად, საშუალო ასაკის ადამიანები მას სისხლის გამათხელებელ საშუალებათაც იყენებენ, თრომბოზის თავიდან აცილების მიზნით. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ასპირინი კუჭისთვის ძალიან საზიანოა. მისმა დიდი დოზით და ხანგრძლივმა მოხმარებამ შესაძლოა, გასტრიტი ან კუჭის წყლული გამოიწვიოს, ასევე შინაგანი სისხლდენის მიზეზად იქცეს. აღსანიშნავია, რომ თრომბოზის პროფილაქტიკის დროს, ექიმები პაციენტებს სპეციალურ ასპირინს უნიშნავენ, რომელიც კუჭს დაზიანებისგან იცავს.

პარაცეტამოლი, რომელსაც ყველა ოჯახში სიცხის დამწევ საშუალებად იყენებენ უარყოფითად მოქმედებს ღვიძლზე. დასავლეთში, პარაცეტამოლს მხოლოდ 14 წლამდე ბავშვებს უნიშნავენ, რადგან რეკომენდირებულ დოზებში იგი ბავშვებისთვის არაა საზიანო. აღსანიშნავია, რომ პარაცეტამოლს თითქმის, ყველა სურდოს საწინააღმდეგო წამალი შეიცავს, ამიტომ მათი მიღებისას საკმაო სიფრთხილე გვმართებს. ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დიდი დოზებით მიღებული ნებისმიერი წამალი საშიშია. მაგალითად, ორი-სამი დღის განმავლობაში, ერთი შეხედვით, უსაფრთხო ვალერიანის მიღებამ შესაძლოა, გულის მუშაობის პრობლემები გამოიწვიოს, განსაკუთრებით, თუ ადამიანი დაბალი წნევის მატარებელია. ჩვეულებრივი სურდოს სამკურნალო პრეპარატების, მაგალითად, ნაფტიზინის მოხმარებამ, შეიძლება ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანება გამოიწვიოს, რასაც ქრონიკულ სურდომდე ან ყნოსვის დაკარგვამდე მივყავართ. უსიამოვნოდ შეიძლება დასრულდეს თვალის წვეთების ბოროტად გამოყენებაც. სწორედ ამიტომ, ინსტრუქციაში ყოველთვის მითითებულია, რომ მათი გამოყენება შეიძლება არაუმეტეს ხუთი დღისა.

ზიანის მომტანია ასევე, პოპულარული წამალი ლევომიციტინი, რომლის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი სახსრების და ძვლების დაავადებებია. კიდევ ერთი, სახიფათო პრეპარატია კორვალოლი, რომლის შემცველობაში არსებული ფენობარბიტალი მიჩვევას იწვევს. "შხამად" შესაძლოა იქცეს ჩვეულებრივი ვიტამინებიც კი. თუკი მათ ძალიან ხშირად ან არასწორად მივიღებთ. მაგალითად, D ვიტამინის ბოროტად გამოყენებამ, შეიძლება ორგანიზმში კენჭების წარმოქმნის პროვოცირება მოახდინოს. რა თქმა უდა, არ არსებობს იმის 100%-იანი ალბათობა, რომ ზემოთ ჩამოთვლილმა წამლებმა მაინცდამაინც თქვენზე მოახინოს ნეგატიური გავლენა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელობაზე ძვირი, მხოლოდ მისი მკურნალობაა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "დედას გიტირებთ, ნაძირალათა ხროვა ხართ დღევანდელი ხელისუფლება"

დაპირისპირება პარლამენტთან - მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა

ჩინეთთან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდა