მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხარია, რომ საჯაროდ შენს ძაან შერცხვენაში მე მივიღებ მონაწილეობას" - ნანუკა ჟორჟოლიანი კოდუას "გოიმურად დამონტაჟებულ" ფოტოებზე
"მიხარია, რომ საჯაროდ შენს ძაან შერცხვენაში მე მივიღებ მონაწილეობას" - ნანუკა ჟორჟოლიანი კოდუას "გოიმურად დამონტაჟებულ" ფოტოებზე

ამ დღე­ებ­ში ინ­ტერ­ნეტ­ში 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გავ­რცელ­და, რო­მელ­ზეც სპეც­რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად სოდი-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ერეკ­ლე კო­დუაა გა­მო­სა­ხუ­ლი. კო­დუ­ას მე­უღ­ლე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ფო­ტო­ებს მონ­ტა­ჟად მი­იჩ­ნევს და მათ გავ­რცე­ლე­ბა­ში კან­ცე­ლა­რი­ის თა­ნამ­შრო­მელ ბექა მჭედ­ლიშ­ვილს ადა­ნა­შა­უ­ლებს, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად შსს-ს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ფო­ტო­ე­ბის­თვის ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას აპი­რებს.

"მოკ­ლედ, ბოლო დღე­ე­ბია აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა ირაკ­ლი კო­დუ­ას გო­ი­მუ­რად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი. რად­გან ამ ფო­ტო­ებს აქ­ტი­უ­რად ავ­რცე­ლე­ბენ კან­ცე­ლა­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ფო­ტო­ებს ექპ­სერ­ტი­ზა ჩა­ვუ­ტა­რო სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­რო­ში და ასე­ვე ქვეყ­ნის გა­რეთ! მეს­მის რომ ძაან ბან­ძი მონ­ტა­ჟია და ყვე­ლა მარ­ტი­ვად მიხ­ვდე­ბა, მაგ­რამ პრინ­ცი­პის საქ­მეა! ერთხელ მო­იხ­დი­ან ბო­დიშს?! მე­ო­რედ აღარ გა­ა­კე­თე­ბენ! P.s. ეს იმას არ ნიშ­ნავს რომ ამით ირაკ­ლის რამე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვხსნი, არა! მაგ­რამ ეს ფო­ტო­ე­ბი ფოტო მონ­ტა­ჟია და ამას და­ვამ­ტკი­ცებ!", - წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

ნა­ნუ­კას პოსტს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ეხ­მა­უ­რე­ბა. მათ შო­რის თა­ვად ბექა მჭედ­ლიშ­ვი­ლი და ნო­დარ ცხვი­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ფო­ტო­ე­ბი მისი გა­და­ღე­ბუ­ლი და გავ­რცე­ლე­ბუ­ლია, ხოლო ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ბრალ­დე­ბა აბ­სურ­დუ­ლია.

ბექა მჭედ­ლიშ­ვი­ლი: ტყუ­ი­ლია, რომ აქ­ტი­უ­რად ავ­რცე­ლე­ბენ კან­ცე­ლა­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სი­მარ­თლეა, რომ მივ­დი­ვართ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, რაც სხვა­თა­შო­რის მე შე­მოგ­თა­ვა­ზე. თუ შენ გამ­ტყუნ­დი, ბო­დიშს იხდი შენ, თუ მე, ვიხ­დი მე.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: მე მი­ხა­რია, რომ სა­ჯა­როდ შენს ძაან შერ­ცხვე­ნა­ში მე მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, იმი­ტომ რომ ეს პა­ტა­რა ბიჭი მიხ­ვდე­ბი, რომ ერბო ერ­ბოა და ქონი ქო­ნია.

ბექა მჭედ­ლიშ­ვი­ლი: მეც მი­ხა­რია, რომ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­ი­გებს ხალ­ხი, ვინ ხარ შენ.

ნო­დარ ცხვი­რაშ­ვი­ლი: შენ იმე­ნა ბე­ქას ერჩი, მარა ძაან ცუდი ხერ­ხით, იმი­ტომ რომ სა­ნამ რამე წა­მო­ი­წყე უკვე წა­ა­გე, იმი­ტომ რომ ეს ფო­ტო­ე­ბი 100%-ით და­უ­მონ­ტა­ჟე­ბე­ლია. მე დავ­დე ეგ ფო­ტო­ე­ბი და რო­გორც დავ­დე, ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ანუ მონ­ტა­ჟის გა­რე­შე.

"ყვე­ლა­ზე მა­გა­რი შეგ­რძნე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში არის ის, როცა იცი, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თა­ლი ხარ. და კი­დევ უფრო მა­გა­რი, თუ ძი­რი­თა­დად მა­ინც ახერ­ხებ და სი­მარ­თლით ცხოვ­რობ. ჩემი სი­მარ­თლე ყო­ველ­თვის და ყველ­გან და­მიმ­ტკი­ცე­ბია და ყო­ველ­თვის და ყველ­გან და­ვამ­ტკი­ცებ", - წერს ბექა მჭედ­ლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

იხი­ლეთ ასე­ვე: "ეგე­თე­ბი უკად­რია მა­გის გა­რე­წარ ქმარს" - ფოტო 7 ნო­მე­რის აქ­ცი­ი­დან და ნინო სუ­თი­ძის მწვა­ვე კო­მენ­ტა­რე­ბი კო­დუა-ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"მიხარია, რომ საჯაროდ შენს ძაან შერცხვენაში მე მივიღებ მონაწილეობას" - ნანუკა ჟორჟოლიანი კოდუას "გოიმურად დამონტაჟებულ" ფოტოებზე

"მიხარია, რომ საჯაროდ შენს ძაან შერცხვენაში მე მივიღებ მონაწილეობას" - ნანუკა ჟორჟოლიანი კოდუას "გოიმურად დამონტაჟებულ" ფოტოებზე

ამ დღეებში ინტერნეტში 7 ნოემბრის აქციაზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომელზეც სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად სოდი-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუაა გამოსახული. კოდუას მეუღლე, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფოტოებს მონტაჟად მიიჩნევს და მათ გავრცელებაში კანცელარიის თანამშრომელ ბექა მჭედლიშვილს ადანაშაულებს, რომელიც ამავდროულად შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. ტელეწამყვანი ფოტოებისთვის ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.

"მოკლედ, ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება ირაკლი კოდუას გოიმურად დამონტაჟებული ფოტოები. რადგან ამ ფოტოებს აქტიურად ავრცელებენ კანცელარიის თანამშრომლები, მივიღე გადაწყვეტილება ფოტოებს ექპსერტიზა ჩავუტარო სამხარაულის ბიუროში და ასევე ქვეყნის გარეთ! მესმის რომ ძაან ბანძი მონტაჟია და ყველა მარტივად მიხვდება, მაგრამ პრინციპის საქმეა! ერთხელ მოიხდიან ბოდიშს?! მეორედ აღარ გააკეთებენ! P.s. ეს იმას არ ნიშნავს რომ ამით ირაკლის რამე პასუხისმგებლობას ვხსნი, არა! მაგრამ ეს ფოტოები ფოტო მონტაჟია და ამას დავამტკიცებ!", - წერს ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ნანუკას პოსტს უამრავი ადამიანი ეხმაურება. მათ შორის თავად ბექა მჭედლიშვილი და ნოდარ ცხვირაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ფოტოები მისი გადაღებული და გავრცელებულია, ხოლო ტელეწამყვანის ბრალდება აბსურდულია.

ბექა მჭედლიშვილი: ტყუილია, რომ აქტიურად ავრცელებენ კანცელარიის თანამშრომლები სიმართლეა, რომ მივდივართ ექსპერტიზაზე, რაც სხვათაშორის მე შემოგთავაზე. თუ შენ გამტყუნდი, ბოდიშს იხდი შენ, თუ მე, ვიხდი მე.

ნანუკა ჟორჟოლიანი: მე მიხარია, რომ საჯაროდ შენს ძაან შერცხვენაში მე მივიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ ეს პატარა ბიჭი მიხვდები, რომ ერბო ერბოა და ქონი ქონია.

ბექა მჭედლიშვილი: მეც მიხარია, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაიგებს ხალხი, ვინ ხარ შენ.

ნოდარ ცხვირაშვილი: შენ იმენა ბექას ერჩი, მარა ძაან ცუდი ხერხით, იმიტომ რომ სანამ რამე წამოიწყე უკვე წააგე, იმიტომ რომ ეს ფოტოები 100%-ით დაუმონტაჟებელია. მე დავდე ეგ ფოტოები და როგორც დავდე, ისე გამოიყურება, ანუ მონტაჟის გარეშე.

"ყველაზე მაგარი შეგრძნება ცხოვრებაში არის ის, როცა იცი, რომ აბსოლუტურად მართალი ხარ. და კიდევ უფრო მაგარი, თუ ძირითადად მაინც ახერხებ და სიმართლით ცხოვრობ. ჩემი სიმართლე ყოველთვის და ყველგან დამიმტკიცებია და ყოველთვის და ყველგან დავამტკიცებ", - წერს ბექა მჭედლიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

იხილეთ ასევე: "ეგეთები უკადრია მაგის გარეწარ ქმარს" - ფოტო 7 ნომერის აქციიდან და ნინო სუთიძის მწვავე კომენტარები კოდუა-ჟორჟოლიანის შესახებ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"