პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
28 წლის გურამ გუგენიშვილის ცხოვრების გზა - დიდებიდან ტრაგიკულ გარდაცვალებამდე
28 წლის გურამ გუგენიშვილის ცხოვრების გზა - დიდებიდან ტრაგიკულ გარდაცვალებამდე

M-1-ის მძი­მე­წო­ნო­სა­ნი მებ­რძო­ლი გუ­რამ გუ­გე­ნიშ­ვი­ლი 28 წლის ასაკ­ში, ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა. სპორ­ტსმე­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ავ­ტო­ა­ვა­რია გახ­და.

გუ­რამ გუ­გე­ნიშ­ვი­ლი 1986 წლის 23 ივ­ლისს და­ი­ბა­და. ის M-1-ის 2011 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია. გუ­გე­ნიშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობ­და და რინგზე სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის დრო­შე­ბით გა­მო­დი­ო­და.

მისი წარ­მა­ტე­ბე­ბი 2009 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში გულ­შე­მატ­კი­ვარს ზე­დი­ზედ მო­გე­ბუ­ლი 11 ორ­თაბ­რძო­ლით და­ა­მახ­სოვ­რა თავი. გუ­გე­ნიშ­ვილ­მა M-1 Ukraine-ს, M-1 Selection Western Europe-ს და M-1 Challenge-ს ტი­ტუ­ლე­ბი მო­ი­გო. შემ­დეგ იყო ცნო­ბი­ლი ტრი­ლო­გია ამე­რი­კელ ჯენი გარ­ნერ­თან, რა­საც გუ­გე­ნიშ­ვი­ლის ტრავ­მე­ბი მოჰ­ყვა და მას ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დი გა­უც­და.

მცი­რე ხნის წინ ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა ია­პო­ნურ ორ­გა­ნი­ზა­ცია IGF-თან კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა და აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის მფარ­ვე­ლო­ბით სა­დე­ბი­უ­ტო შერ­კი­ნე­ბაც ჰქონ­და. გა­სულ აპ­რილს გუ­რამ­მა ტონი ბო­ნე­ლო პირ­ვე­ლი­ვე რა­უნდში და­ა­ნო­კა­უ­ტა. მო­მა­ვალ წელს კი M1-ში დაბ­რუნ­დე­ბა­საც გეგ­მავ­და...

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს არ­ქი­ვი­დან, რო­მე­ლიც ქარ­თველ მებ­რძოლ­თან 2011 წელს mixfight.ru-მ ჩა­წე­რა.

"ქარ­თვე­ლე­ბი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბას ყო­ველ­თვის დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობ­დნენ. სხვა­თა შო­რის, ამ­ბო­ბენ, რომ ჯერ კი­დევ რო­მის იმ­პე­რი­ის ზე­ო­ბის ხა­ნა­ში რო­მა­ე­ლი მე­ომ­რე­ბი სა­ვარ­ჯი­შო გა­მოც­დი­ლე­ბას ქარ­თვე­ლე­ბის­გან იღებ­დნენ. სწო­რედ ამ ქვეყ­ნის შვი­ლია გუ­რამ გუ­გე­ნიშ­ვი­ლი", - ასე გა­აც­ნო გა­მო­ცე­მამ მკი­თხველს გუ­გე­ნიშ­ვი­ლი სტა­ტი­ა­ში სა­ხელ­წო­დე­ბით "ქარ­თვე­ლი მან­ქა­ნა".

"ჩემი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი იყო და ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა იო­სებ კო­ბე­რი­ძე. ჩემ სა­ვარ­ჯი­შო მე­თო­დი­კა­ში რა­ი­მე სა­ი­დუმ­ლო არ იმა­ლე­ბა: ის პრაქ­ტი­კა­სა და მუხლჩა­უხ­რელ შრო­მა­ზეა აგე­ბუ­ლი".

იმა­ვე პე­რი­ოდ­ში ვებგ­ვერდმა Bloody Elbow-მ ММА-ში მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ახა­ლა­გაზ­რდა მძი­მე­წო­ნოს­ნად სწო­რედ გუ­რა­მი და­ა­სა­ხე­ლა. მას­ზე სა­უბ­რი­სას ყვე­ლა მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ერთ სი­ტყვა­ში ერ­თი­ან­დე­ბა - პო­ტენ­ცი­ა­ლი.

"ბრძო­ლი­სას თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბი­სა და საბ­რძო­ლო სამ­ბოს ილე­თებს ვი­ყე­ნებ, რაც კარ­გი კომ­ბი­ნა­ცი­აა ბრძო­ლა­ში მომ­გე­ბი­ა­ნი პო­ზი­ცი­ის მი­სა­ღე­ბად. ყო­ველ­თვის არ ვე­შუ­რე­ბი მე­ტო­ქის მო­გუდ­ვას, არა­მედ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ სტრა­ტე­გი­ულ მოქ­მე­დე­ბებს მივ­მარ­თავ. უბ­რა­ლოდ, ხში­რად ისე ხდე­ბა ხოლ­მე, რომ ამ ძა­ლის­ხმე­ვის შემ­დეგ მო­გუ­დუ­ლი მე­ტო­ქე მნებ­დე­ბა".

გუ­გა­ნიშ­ვი­ლის ერ­თა­დერთ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბად ბრძო­ლის დროს მის სა­წყის მდგო­მა­რე­ო­ბას ასა­ხე­ლებ­დნენ, თუმ­ცა მრა­ვა­ლი ათ­ლე­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც შე­ნიშ­ვნებს უყუ­რა­დღე­ბოდ ტო­ვე­ბენ, გუ­რა­მი მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბა­სა და დახ­ვე­წას სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევს. ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლის სწო­რედ ეს თვი­სე­ბა აღაფრ­თო­ვა­ნებ­და მის მწვრთნელს იო­სებ კო­ბე­რი­ძეს:

"მწვრთნელს არ შე­უძ­ლია სპორ­ტსმენს შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბა ას­წავ­ლოს. ეს ინ­სტიქ­ტე­ბია, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ქვეც­ნო­ბი­ერ­ში ან არის, ან არა. გუ­რა­მის შემ­თხვე­ვა­ში, ეს მისი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი თვი­სე­ბაა. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ის საკ­მა­ოდ გო­ნი­ე­რია და სა­კუ­თა­რი თა­ვის ყვე­ლა­ზე დიდი კრი­ტი­კო­სია", - ამ­ბობ­და მწრთვნე­ლი.

სპორ­ტსმე­ნის­თვის ერ­თერ­თი უმ­თავ­რე­სი თვი­სე­ბა ხომ ნე­ბის­ყო­ფა და გამ­ძლე­ო­ბაა. გუ­რა­მი ამ მხრი­ვაც გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. აი, ასე აღ­წერ­და სპორ­ტსმე­ნი სა­კუ­თარ სტილს:

"კარ­გად გა­ვი­თა­ვი­სე, რომ ბრძო­ლის დროს არამ­ხო­ლოდ მე ვკარ­გავ ენერ­გი­ას, იგი­ვე ემარ­თე­ბა მე­ტო­ქე­საც. რა თქმა უნდა, ორი­ვე ვიღ­ლე­ბით, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს შთა­ვა­გო­ნებ, რომ სწო­რედ ახ­ლაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა და შე­ტე­ვა. სა­ჭი­როა მე­ტო­ქე­ზე მეტი გამ­ძლე­ო­ბის გა­მოვ­ლე­ნა.

შე­საძ­ლოა ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­სა­ცი­ლო­დაც ჟღერ­დეს, თუმ­ცა მინ­და ჩემი ბავ­შვო­ბის ამ­ბა­ვი მოვ­ყვე. პა­ტა­რა­ო­ბი­სას პიტ­ბუ­ლი მყავ­და, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და მას­თან დიდ დროს ვა­ტა­რებ­დი. გაწ­ვრთნი­სას ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მის მოქ­მე­დე­ბებს და ანა­ლიზს ვუ­კე­თებ­დი მის შე­უ­პოვ­რო­ბას.

სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბა ფხი­ზე­ლი გო­ნე­ბი­თაა სა­ჭი­რო, ბრძო­ლა კი მთე­ლი შე­მარ­თე­ბით უნდა წარ­მარ­თო. ბრძო­ლის დროს ფსი­ქო­ლო­გი­ას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს: რინგზე ყო­ველ­თვის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გავ­დი­ვარ. არა­ვი­თა­რი "შე­საძ­ლოა" ან "ვა­ი­თუ"... გო­ნე­ბა­ში ტრი­ა­ლებს მხო­ლოდ "გა­მარ­ჯვე­ბა" და "ეს უნდა შეძ­ლო".

იხი­ლეთ სტა­ტია "ქარ­თუ­ლი მან­ქა­ნა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

28 წლის გურამ გუგენიშვილის ცხოვრების გზა - დიდებიდან ტრაგიკულ გარდაცვალებამდე

28 წლის გურამ გუგენიშვილის ცხოვრების გზა - დიდებიდან ტრაგიკულ გარდაცვალებამდე

M-1-ის მძიმეწონოსანი მებრძოლი გურამ გუგენიშვილი 28 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა. სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი ავტოავარია გახდა.

გურამ გუგენიშვილი 1986 წლის 23 ივლისს დაიბადა. ის M-1-ის 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონია. გუგენიშვილი უკრაინაში ცხოვრობდა და რინგზე საქართველოსა და უკრაინის დროშებით გამოდიოდა.

მისი წარმატებები 2009 წელს დაიწყო, როდესაც კარიერის დასაწყისში გულშემატკივარს ზედიზედ მოგებული 11 ორთაბრძოლით დაამახსოვრა თავი. გუგენიშვილმა M-1 Ukraine-ს, M-1 Selection Western Europe-ს და M-1 Challenge-ს ტიტულები მოიგო. შემდეგ იყო ცნობილი ტრილოგია ამერიკელ ჯენი გარნერთან, რასაც გუგენიშვილის ტრავმები მოჰყვა და მას ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა.

მცირე ხნის წინ ქართველმა მებრძოლმა იაპონურ ორგანიზაცია IGF-თან კონტრაქტი გააფორმა და აღნიშნული კომპანიის მფარველობით სადებიუტო შერკინებაც ჰქონდა. გასულ აპრილს გურამმა ტონი ბონელო პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. მომავალ წელს კი M1-ში დაბრუნდებასაც გეგმავდა...

გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან, რომელიც ქართველ მებრძოლთან 2011 წელს mixfight.ru-მ ჩაწერა.

"ქართველები საბრძოლო ხელოვნებას ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდნენ. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ჯერ კიდევ რომის იმპერიის ზეობის ხანაში რომაელი მეომრები სავარჯიშო გამოცდილებას ქართველებისგან იღებდნენ. სწორედ ამ ქვეყნის შვილია გურამ გუგენიშვილი", - ასე გააცნო გამოცემამ მკითხველს გუგენიშვილი სტატიაში სახელწოდებით "ქართველი მანქანა".

"ჩემი მთავარი მწვრთნელი იყო და ყოველთვის იქნება იოსებ კობერიძე. ჩემ სავარჯიშო მეთოდიკაში რაიმე საიდუმლო არ იმალება: ის პრაქტიკასა და მუხლჩაუხრელ შრომაზეა აგებული".

იმავე პერიოდში ვებგვერდმა Bloody Elbow-მ ММА-ში მსოფლიოს საუკეთესო ახალაგაზრდა მძიმეწონოსნად სწორედ გურამი დაასახელა. მასზე საუბრისას ყველა მახასიათებელი ერთ სიტყვაში ერთიანდება - პოტენციალი.

"ბრძოლისას თავისუფალი ჭიდაობისა და საბრძოლო სამბოს ილეთებს ვიყენებ, რაც კარგი კომბინაციაა ბრძოლაში მომგებიანი პოზიციის მისაღებად. ყოველთვის არ ვეშურები მეტოქის მოგუდვას, არამედ გამარჯვებისთვის აუცილებელ სტრატეგიულ მოქმედებებს მივმართავ. უბრალოდ, ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ ამ ძალისხმევის შემდეგ მოგუდული მეტოქე მნებდება".

გუგანიშვილის ერთადერთ ნაკლოვანებად ბრძოლის დროს მის საწყის მდგომარეობას ასახელებდნენ, თუმცა მრავალი ათლეტისგან განსხვავებით, რომლებიც შენიშვნებს უყურადღებოდ ტოვებენ, გურამი მუდმივად განვითარებასა და დახვეწას საჭიროდ მიიჩნევს. ახალგაზრდა ქართველის სწორედ ეს თვისება აღაფრთოვანებდა მის მწვრთნელს იოსებ კობერიძეს:

"მწვრთნელს არ შეუძლია სპორტსმენს შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა ასწავლოს. ეს ინსტიქტებია, რომელიც ადამიანის ქვეცნობიერში ან არის, ან არა. გურამის შემთხვევაში, ეს მისი ყველაზე ძლიერი თვისებაა. ყველაფერთან ერთად ის საკმაოდ გონიერია და საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსია", - ამბობდა მწრთვნელი.

სპორტსმენისთვის ერთერთი უმთავრესი თვისება ხომ ნებისყოფა და გამძლეობაა. გურამი ამ მხრივაც გამორჩეული იყო. აი, ასე აღწერდა სპორტსმენი საკუთარ სტილს:

"კარგად გავითავისე, რომ ბრძოლის დროს არამხოლოდ მე ვკარგავ ენერგიას, იგივე ემართება მეტოქესაც. რა თქმა უნდა, ორივე ვიღლებით, მაგრამ საკუთარ თავს შთავაგონებ, რომ სწორედ ახლაა აუცილებელი ძალისხმევა და შეტევა. საჭიროა მეტოქეზე მეტი გამძლეობის გამოვლენა.

შესაძლოა ეს ყველაფერი სასაცილოდაც ჟღერდეს, თუმცა მინდა ჩემი ბავშვობის ამბავი მოვყვე. პატარაობისას პიტბული მყავდა, რომელიც ძალიან მიყვარდა და მასთან დიდ დროს ვატარებდი. გაწვრთნისას ვაკვირდებოდი მის მოქმედებებს და ანალიზს ვუკეთებდი მის შეუპოვრობას.

სიტუაციის შეფასება ფხიზელი გონებითაა საჭირო, ბრძოლა კი მთელი შემართებით უნდა წარმართო. ბრძოლის დროს ფსიქოლოგიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს: რინგზე ყოველთვის თავდაჯერებული გავდივარ. არავითარი "შესაძლოა" ან "ვაითუ"... გონებაში ტრიალებს მხოლოდ "გამარჯვება" და "ეს უნდა შეძლო".

იხილეთ სტატია "ქართული მანქანა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია