სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არაოფიციალურ რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი
არაოფიციალურ რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი

კა­ტა­ლო­ნი­ა­ში ეს­პა­ნე­თის­გან გა­მო­ყო­ფის შე­სა­ხებ გა­მარ­თულ არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­თა 80%-ზე მეტ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და­უ­ჭი­რა მხა­რი. "ბი­ბი­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­ფე­რენ­დუ­მის მო­ნა­წი­ლე­ებს პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცათ კი­თხვებ­ზე - გსურთ თუ არა, რომ კა­ტა­ლო­ნია გახ­დეს სა­ხელ­მწი­ფო? გსურთ თუ არა, რომ ეს სა­ხელ­მწი­ფო იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი? კა­ტა­ლო­ნი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის ხო­ა­ნა ორ­ტე­გას გან­ცხა­დე­ბით, ორი­ვე შე­კი­თხვას და­დე­ბი­თად უპა­სუ­ხა რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­თა 80,72%-მა, რაც 1 649 239 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს შე­ად­გენს. ეს­პა­ნე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში კა­ტა­ლო­ნი­ის სა­ხელ­მწი­ფოს არ­სე­ბო­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­თა 10%-მა, რო­მელ­თაც უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი და­ა­ფიქ­სი­რეს კა­ტა­ლო­ნი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე დას­მულ კი­თხვა­ზე, 4,5%-მა კი ორი­ვე შე­კი­თხვას უარ­ყო­ფი­თად უპა­სუ­ხა.

კა­ტა­ლო­ნი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2 250 000 ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო. კა­ტა­ლო­ნი­ა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი რე­ფე­რენ­დუ­მი კვი­რას, 9 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

არაოფიციალურ რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი

არაოფიციალურ რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი

კატალონიაში ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ გამართულ არაოფიციალურ რეფერენდუმში მონაწილეთა 80%-ზე მეტმა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. "ბიბისის" ინფორმაციით, რეფერენდუმის მონაწილეებს პასუხი უნდა გაეცათ კითხვებზე - გსურთ თუ არა, რომ კატალონია გახდეს სახელმწიფო? გსურთ თუ არა, რომ ეს სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი? კატალონიის ვიცე-პრეზიდენტის ხოანა ორტეგას განცხადებით, ორივე შეკითხვას დადებითად უპასუხა რეფერენდუმში მონაწილეთა 80,72%-მა, რაც 1 649 239 მილიონ ადამიანს შეადგენს. ესპანეთის შემადგენლობაში კატალონიის სახელმწიფოს არსებობას მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა 10%-მა, რომელთაც უარყოფითი პასუხი დააფიქსირეს კატალონიის დამოუკიდებლობაზე დასმულ კითხვაზე, 4,5%-მა კი ორივე შეკითხვას უარყოფითად უპასუხა.

კატალონიის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რეფერენდუმში მონაწილეობა 2 250 000 ადამიანმა მიიღო. კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ არაოფიციალური რეფერენდუმი კვირას, 9 ნოემბერს გაიმართა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა