მოდი მოვაწყოთ სანახაობა: შენ თქვი, რომ ჩვენ ვართ საპირფარეშოდან გამოსული ბორდელის ქალები, - მიმართა პუბლიცისტმა ნათია მეგრელიშვილმა რეჟისორ გოგა ხაინდრავას ტელეკომპანია "იმედის" თოქ-შოუ "იმედის კვირაში." ხაინდრავამ განმარტა საკუთარი პრეტენზიები და განაცხადა, რომ სანახაობის მოწყობას არ აპირებს და არც არასდროს უგულისხმია მის ნათქვამში ნათია მეგრელიშვილი.
"რა გინდათ ახლა თქვათ, რომ გრიგოლია ვიგულისხმეო?! ვინ იგულისხმეთ, ბატონო გოგა, თქვით ერთხელ და სამუდამოდ", ჩაერთო დებატებში ინგა გრიგოლია.
ხაინდრავას თქმით, მის წინააღმდეგ სასამართლოს მოწყობა მარტივი არ არის და იგი მზადაა ინგა გრიგოლიასთან დაჯდეს ეთერში.