6 ნოემბერს ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია.
"ახლა სათითაოდ ივლიან ზევით? რამდენად პრაქტიკული იყო აქამდე - ყველა ერთად, ზევით:)
ისე ვექტორი შეიცვალა - საპატრიარქოდან კომკავშირის ყოფილი ხეივნისკენ:)", - დაწერა გვახარიამ.
კინოსკრიტიკოსის პოსტს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:
- "ჩვენ ხო გვიყვარს დუალიზმი - ორი შობა, ორი ახალი წელი, ორი ბედობა, ორი მსგავსი სახელის ქუჩა, ახლა სულიერი მამა გვყვავდა და საერო მამა-მარჩენალიც გვყვავს,წაით და დაიძინეთ მშვიდად,"ბრონში" ვართ " პლენში" კი არა :))"
- "იქით პოეტმა ღარიბაშვილის მიმართ ერთგულებაზე და მის დაცვაზე დედა აფიცა ყრილობის მონაწილეებს და თურმე ყველაფერი ასე მშვიდად გვარდებოდა, ერთი ასვლით"
- "ცოტა აირია მონასტერი და ყველა გაიქცა ზევით სოლოლაკში"
- "ხვალ ამ გასაიდუმლოებული ამბების ნაწილს ბიძინა გაგვიმხელს :დ ირაკლისგან მეტს არ ველოდი, არ არის ეგ პოლიტიკოსი, ალღო არ აქვს, ნორმალურ ქვეყანაში კარგი ჩინოვნიკი იქნებოდა. მოკლედ ძაან ხანმოკლეა ამ ქვეყანაში შუაშისტი ამომრჩევლის ბედნიერება )))", - წერენ სოციალურ ქსელში.
კომენტარებს გამოხმაურა თავდცავის ყოფილი მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძეც:
- "კი, ჩემი აზრიც ასეთია, მაგრამ მეორე მხრივ, სანამ პრემიერი გაკვეთილს დაისწავლიდა, დროში მთავარი გმირების შეხვედრა ჯობდა. მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, რომ ლაპარაკს საერთოდ არა აქვს აზრი, როცა კომუნიკაცია სხვადასხვა ენაზე მიდის, ორივე - შინაგანი მეტყველების და გამოხატული მეტყველების დონეზეც და როცა ეს ძალიან დიდი ხანია ცხადია. მაგრამ ირაკლისიც მესმის, აქ პატიმრებზეა ლაპარაკი, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, მასკარადს ეწირებიან.
დუალიზმი ცოტა სხვა რამეს ნიშნავს, ხალხურად - ვორ-ვორი გვიყვარს, ან დუპლეტი - სიტუაციასაც უფრო უხდება )))))", - წერს ნათია ფანჯიკიძე.