ბევრი ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავს (ან არ წაიკითხვას და ისე) აუცილებლად იტყვის, - ნეტავ, ამას ვიღა ეკითხება, ან თქვენ აზრს რას ეკითხებით. ეს ის არ არის, ტელეეკრანზე მკერდი რომ მოიშიშვლა და პოლულარული ისე გახდაო. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ აზრის გამოთქმის უფლება საზოგადოების ყველა წევრს აქვს, რადგანაც თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქეა და საკუთარი პოზიცია, შეხედულება აქვს ამა თუ იმ საკითზე. მიუხედავად იმისა, რომ მერსი სულხანიშვილი (მოდის ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და პროდიუსერი) აპოლიტიკური ადამიანია და არასდროს არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა, ამჯერად გასულ კვირაში ქართულ პოლიტიკაში მომხდარი ამბების შესახებ საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს:
- ზოგადად პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ ის, რაც გასულ კვირას ჩვენს პოლიტიკაში მოხდა, სიურპრიზი არ ყოფილა, რადგანაც სულ ვადევნებდი მანმადე ამბებს თვალყურს და იმის მოლოდინი რამდენიმე დღით ადრე მქონდა, რომ ირაკლი ალასანიას თანამდებოდბიდან გადააყენებდნენ. ხომ ვამბობ, მოვლენები ისე წავიდა, რომ ეს გარდაუვალი იყო. ამასთან, იმ გამოძიების ჩატარებაც მოსალოდნელი იყო და მგონია, რომ კიდევ მეტად განვითარდება პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.
- ე.ი. მიგაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი არის, ხომ?
- არის, იმიტომ, რომ ვინ საით არის? რას აკეთებს? ვერ ვხვდები. ასე მგონია, რომ პოლიტიკაში ადამიანებმა საკუთარი ფუნქციები არ იციან. ეს შეიძლება თითოეული ადამიანის, მოქალაქის პრობლემაც კი იყოს და არა მხოლოდ მთავრობის, რადგანაც ხალხს ისეთი მთავრობა ჰყავს, როგროსაც იმსახურებს. ეს გენიალური ნათქამი ჭკვიან ადამიანს ეკუთვნის, რომელსაც ვეთანხმები.
უბრალოდ, ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, რომ კარგი და ცუდი დავინახო.
- ვინაიდან მოდის სფეროში გიწევს ხოლმე თემების შეფასება. მოდი, გვითხარი, მოდურ პოლიტიკოსად (სიმბოლურად) დღეს ვის მიიჩნევ?
- მოდური ტიპი სიმბოლურად, ამ შემთხვევაში, ალბათ ალასანიაა. ის ამ დღეების აქტუალური რესპონდენიტია, რადგანაც მასზე იყო ყურადღება გამახვილებული. თუ პასუხი ასეთი კუთხით გინდათ, ასეა...
- დღეს რაც ხდება, როგორ ფიქრობ, ეს სამომავლოდ რის საფუძველს გვაძლევს? რა პროგნოზი შეიძლება გავაკეთოთ?
- ცოტა გამიჭირდება რაიმე მაგ მიმართულებით ვთქვა, მაგრამ დღევანდელი სიტუაციის მიხედვით, დიდი ალბათობაა იმისა, როგორც უკვე ვთქვი, რომ სამომავლოდ პოლიტიკური კრიზისი უფრო განმძაფდეს.
ისეთი სურნელი ტრიალებს ქართულ პოლიტიკაში (კონკრეტულად არავის მინდა, შევეხო), რომ გაოცდები: ხან ვერ იგებენ რა სად თქვან, ხან რა და ხან რა, არაადეკვატურადა იქცევიან. მგონი, ვერ აცნობიერებენ, რომ პოილიტიკოსები არიან (ეს ყველას არ ეხება), რაც შემდეგ ამ აურზაურს იწვევს და ამ ყველაფრის ფონზე კი, საერთაშორისო დონეზე სახელი გველახება.
- ასე ფიქრობ?
- დიახ, ეს ყველაფერი ქვეყნის რეპუტაციას ლახავს იმიტომ, რომ ევროპელებს ცოტა განსხვავებული მიდგომა აქვთ რიგი საკითხების მიმართ და ზოგადად შეცდომასაც არ გპატიობენ.
- ჩვენი გადასახედიდან, ქართული პოლიტიკის ჩავარდნებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს არ არსებობს სფერო, რომელიც პოლიტიკას ფარავს. ე.ი. პოლიტიკა მაინც მოდაშია. რა განაპირობებს მის მიმართ საზოგადოების ასეთ ინტერესს?
- როცა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ამბავი ხდება, ყველას აინტერესებს სამომავლოდ როგორ შეიცვლება მათი ყოფა, ცხოვრება, რა დაპირებებს იძლევიან მთავრობის წევრები. ხალხი გაჭირვებულია. რამდენია დაუსაქმებელი და აინტერესებთ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლოს...
ამ შემთხვევაში პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, საზოგადოება კი რჩება და საზოგადოება ღებულობს ხშირად იმას, რასაც პოლიტიკოსები სთავაზობენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ხალხს ისეთი მთავრობა ჰყავს, როგორსაც იმსახურებს. ეტყობა, ვიმსახურებთ საქართველოში იმას, რომ გვაქვს ასეთი არეული, პოლიტიკურად დაულაგებელი ვითარება.- რას იტყვი პრეზიდენტის ინსტიტუტზე, რომელსაც უფლებები შეუმცირდა. ეს შენთვის, როგორც მოქალაქისთვის მისაღებია?
- საქართველო პატარა ქვეყანაა და მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის სრულყოფილი ინსტიტუტი სჭირდება. პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყანაში ლიდერი.
როდესაც გადავხედავთ იმას, რას ნიშნავს საპარტამენტო რესპუბლიკა, ან ნახევრად საპარლამენტო რესპუბლიკა, ეს ხალხს მგონია, რომ არ ესმის... ვერც კი მივხვდი, ზოგადად როდის მოხდა, პრეზიდენტის უფებების შეზღუდვა, როდის იყო ამის შესახებ განცხადება გაკეთებული, რომ საქართველო გადადიოდა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე. ესეც ხალხის ბრალია. ადამიანები რატომღაც არ გამოხატავენ უკმაყოფილებას და ეს არის ქარველების ერთადერთ პრობლემა, - უკიდურეს წერტილამდე არ ვიცით უკმაყოფილების გამოხატვა. ყოველ შემთხვევაში, მე რომ მკითხოთ, არ შეიძლება საქართველოში საპარლამენტო მოდელის არსებობა. პრეზიდენტს ქვეყნის სამართავად სრული უფლებები სჭირდება...
- იმაზე რას იტყვი, როცა ამბობენ, რომ ქვეყანა კულისებიდან იმართებაო?
- იცით, რა? საერთოდ, კულისებიდან იმართება მსოფლიო... რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი?! მაგრამ საქართველოს თუ კულისებიდან ვინმე მართავს, ამას ვერ ვხდები და ვგრძნობ, რადგანაც ქვეყანას ამის არაფერი ეტყობა. რომ იმართებოდეს, მაშინ ეს ქაოტური სიტუაცია არ უნდა იყოს. ხოლო თუ ვინმეს ასეთი თვითმიზანი აქვს, რომ ასე ხდებოდეს, ეს სხვა საკითხია. მაგრამ იმას, რომ საქართველო კულისებიდან იმართება, ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები...ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის