საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ქეთო და კოტე'' - XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მოდის დეფილე
''ქეთო და კოტე'' - XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მოდის დეფილე

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომით გა­დაღ­ლილ და დათ­რგუნ­ვილ მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი ფილ­მი სჭირ­დე­ბო­და. ამის გამო, 1946 წელს სსრ კავ­ში­რის მთავ­რო­ბამ ქარ­თველ რე­ჟი­სო­რებს ნება დარ­თო, გა­და­ე­ღოთ ფილ­მი "ქეთო და კოტე", რო­მე­ლიც ალექ­სან­დრე ცა­გა­რე­ლის კო­მე­დია "ხა­ნუ­მა­სა" და ვიქ­ტორ დო­ლი­ძის ოპე­რა "ქეთო და კო­ტეს" მი­ხედ­ვით შე­იქ­მნა...

ფილ­მის სცე­ნა­რის ავ­ტო­რი სიკო ფა­შა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ, მუ­სი­კის ავ­ტო­რე­ბი - ვიქ­ტორ დო­ლი­ძე და არ­ჩილ კე­რე­სე­ლი­ძე. ოპე­რა­ტო­რი ალექ­სან­დრე დიღ­მე­ლო­ვი იმ დროს უკვე ცნო­ბი­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტი გახ­ლდათ და მუ­შა­ო­ბი­სას გა­ა­კე­თა ყვე­ლა­ფე­რი, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც აძ­ლევ­და იმ­დრო­ინ­დე­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ტექ­ნი­კა. ფილ­მის მთა­ვა­რი მხატ­ვა­რი იო­სებ სუმ­ბა­თაშ­ვი­ლია, კოს­ტი­უ­მე­ბის მხატ­ვრო­ბა კი ფარ­ნა­ოზ ლა­პი­აშ­ვი­ლის ეკუთ­ვნის...

ფილ­მის რე­ჟი­სო­რი ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი უმ­თავ­რე­სად თე­ატ­რა­ლუ­რი დად­გმე­ბით იყო ცნო­ბი­ლი. მოღ­ვა­წე­ობ­და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი­სა და ოპე­რის თე­ატ­რებ­ში. ფილმზე "ქეთო და კოტე" მას­თან ერ­თად დამ­დგმელ რე­ჟის­ო­რად შალ­ვა გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­მა იმუ­შა­ვა, რის შე­დე­გა­დაც შე­იქ­მნა მშვე­ნი­ე­რი სა­ნა­ხა­ო­ბა, ასე­თი­ვე მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წი­ლით. იმ დრო­ის­თვის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის მო-ნა­წი­ლე­ო­ბის გარ­და, ფილ­მის წარ­მა­ტე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა იმა­ნაც, რომ გა­დამ­ღებ ჯგუფს მთავ­რო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად უწყობ­და ხელს. ფილ­მის "გა­სა­ლა­მა­ზებ­ლად" ავე­ჯი და სხვა ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი გა­და­ღე­ბის­თვის სახ­ლე­ბი­დან, მუ­ზე­უ­მი­დან და სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მოჰ­ქონ­დათ.

სხვა არა­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტალ­თან ერ­თად, ფარ­ნა­ოზ ლა­პი­აშ­ვი­ლის ნა­მუ­შე­ვა­რი ფილმში "ქეთო და კოტე" შე­იძ­ლე­ბა, დღე­ვან­დელ ენა­ზე შე­ფას­დეს, რო­გორც მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბის დე­ფი­ლე, სა­დაც ნათ­ლად ჩანს, თუ რო­გორ ინერ­გე­ბო­და ახა­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი ნა­ცი­ო­ნა­ლურ თუ ქა­ლა­ქურ სა­მოს­ში.

1945 წელს კი­ნოს­ტუ­დი­ამ ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვილს მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის "ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის" ეკ­რა­ნი­ზე­ბა შეს­თა­ვა­ზა. მას ის­ტო­რი­უ­ლი პი­ე­სე­ბი არა­ერ­თხელ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია სცე­ნა­ზე და ამ­ჯე­რა­დაც, ამ ჟან­რით მო­ხიბ­ლულ­მა, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ფილ­მი წარ­მო­ე­ბი­დან ამო­ი­ღეს. ეს რე­ჟი­სო­რის­თვის კა­ტას­ტრო­ფის ტოლ­ფა­სი აღ­მოჩ­ნდა, სახ­ლში ჩა­ი­კე­ტა, არც სტუ­დი­ას ეკა­რე­ბო­და და არც თე­ატრს, ერთი თვის შემ­დეგ სტუ­დი­ის დი­რექ­ტორ­მა და­ი­ბა­რა. კა­ბი­ნე­ტის კარი შე­ა­ღო თუ არა, ვლა­დი­მერ მა­ჭა­ვა­რი­ან­მა აც­ნო­ბა, რომ "ქეთო და კო­ტეს" ოპე­რის ეკ­რა­ნი­ზე­ბას ითხოვ­დნენ. რე­ჟი­სო­რის­გან მა­შინ­ვე უარი მი­ი­ღო, მაგ­რამ დი­რექ­ტორ­მა მა­გი­დის უჯრა გა­მოს­წია და დი­დფორ­მა­ტი­ან ქა­ღალ­დზე მი­უ­თი­თა – წა­ი­კი­თხე! ეს იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ფილ­მე­ბის სია, რომ­ლებ­ზეც რეს­პუბ­ლი­კე­ბის სტუ­დი­ებს უახ­ლო­ეს ხან­ში უნდა და­ე­წყოთ მუ­შა­ო­ბა. მეშ­ვი­დე თუ მერ­ვე ად­გილ­ზე იყო "ქეთო და კოტე". ხელს სტა­ლი­ნი აწერ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა მოჰ­ყვე­ბო­და ამ­გვარ წი­ნა­და­დე­ბა­ზე უა­რის თქმას, ფილ­მი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­ღე­ბუ­ლი­ყო...

ასე რომ, ნე­ბით თუ უნებ­ლი­ეთ, ტაბ­ლი­აშ­ვილ­მა და­ი­ვი­წყა ძვე­ლი ჩა­ნა­ფიქ­რი და ახალ თე­მა­ზე გა­და­ერ­თო. სცე­ნა­რის შექ­მნა სიკო ფა­შა­ლიშ­ვილს ანდო.

ახა­ლი ამ­ბის გა­გე­ბის­თა­ნა­ვე, რე­ჟი­სო­რი მე­ო­რე დღეს­ვე წა­ვი­და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში და ქე­თოს როლი მე­დეა ჯა­ფა­რი­ძეს შევ­თა­ვა­ზა. იმა­ვე თე­ატ­რის სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბიც მო­არ­გო რო­ლე­ბის ნა­წილს. სხვა­თა შო­რის, ფილმში ქე­თოს ერთ-ერთი მე­გობ­რის როლი რე­ჟი­სო­რის მა­შინ­დელ­მა მე­უღ­ლემ ეკა­ტე­რი­ნე მა­ხა­თელ­მა შე­ას­რუ­ლა, რამ­დე­ნი­მე წა­მით ეკ­რან­ზე ჩანს ტაბ­ლი­აშ­ვი­ლის 5 წლის ვა­ჟიც - ირაკ­ლი...

თით­ქოს არა­ფე­რი იყო რთუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი "ზე­ვით" გა­და­წყდა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

''ქეთო და კოტე'' - XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მოდის დეფილე

''ქეთო და კოტე'' - XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მოდის დეფილე

მეორე მსოფლიო ომით გადაღლილ და დათრგუნვილ მოსახლეობას სანახაობრივი ფილმი სჭირდებოდა. ამის გამო, 1946 წელს სსრ კავშირის მთავრობამ ქართველ რეჟისორებს ნება დართო, გადაეღოთ ფილმი ''ქეთო და კოტე'', რომელიც ალექსანდრე ცაგარელის კომედია ''ხანუმასა'' და ვიქტორ დოლიძის ოპერა ''ქეთო და კოტეს'' მიხედვით შეიქმნა...

ფილმის სცენარის ავტორი სიკო ფაშალიშვილი გახლდათ, მუსიკის ავტორები - ვიქტორ დოლიძე და არჩილ კერესელიძე. ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი იმ დროს უკვე ცნობილი კინემატოგრაფისტი გახლდათ და მუშაობისას გააკეთა ყველაფერი, რის საშუალებასაც აძლევდა იმდროინდელი კინემატოგრაფიული ტექნიკა. ფილმის მთავარი მხატვარი იოსებ სუმბათაშვილია, კოსტიუმების მხატვრობა კი ფარნაოზ ლაპიაშვილის ეკუთვნის...

ფილმის რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი უმთავრესად თეატრალური დადგმებით იყო ცნობილი. მოღვაწეობდა მარჯანიშვილისა და ოპერის თეატრებში. ფილმზე ''ქეთო და კოტე'' მასთან ერთად დამდგმელ რეჟისორად შალვა გედევანიშვილმა იმუშავა, რის შედეგადაც შეიქმნა მშვენიერი სანახაობა, ასეთივე მუსიკალური ნაწილით. იმ დროისთვის ცნობილი მსახიობების მო-ნაწილეობის გარდა, ფილმის წარმატება განაპირობა იმანაც, რომ გადამღებ ჯგუფს მთავრობა მაქსიმალურად უწყობდა ხელს. ფილმის ''გასალამაზებლად'' ავეჯი და სხვა ძვირფასი ნივთები გადაღებისთვის სახლებიდან, მუზეუმიდან და სახელმწიფო დაწესებულებებიდან გამოჰქონდათ.

სხვა არაერთ მნიშვნელოვან დეტალთან ერთად, ფარნაოზ ლაპიაშვილის ნამუშევარი ფილმში ''ქეთო და კოტე'' შეიძლება, დღევანდელ ენაზე შეფასდეს, როგორც მეცხრამეტე საუკუნის 60-იანი წლების დეფილე, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ინერგებოდა ახალი ტენდენციები ნაციონალურ თუ ქალაქურ სამოსში.

1945 წელს კინოსტუდიამ ვახტანგ ტაბლიაშვილს მხატვრული ფილმის "ნიკოლოზ ბარათაშვილის" ეკრანიზება შესთავაზა. მას ისტორიული პიესები არაერთხელ განუხორციელებია სცენაზე და ამჯერადაც, ამ ჟანრით მოხიბლულმა, მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად ფილმი წარმოებიდან ამოიღეს. ეს რეჟისორისთვის კატასტროფის ტოლფასი აღმოჩნდა, სახლში ჩაიკეტა, არც სტუდიას ეკარებოდა და არც თეატრს, ერთი თვის შემდეგ სტუდიის დირექტორმა დაიბარა. კაბინეტის კარი შეაღო თუ არა, ვლადიმერ მაჭავარიანმა აცნობა, რომ "ქეთო და კოტეს'' ოპერის ეკრანიზებას ითხოვდნენ. რეჟისორისგან მაშინვე უარი მიიღო, მაგრამ დირექტორმა მაგიდის უჯრა გამოსწია და დიდფორმატიან ქაღალდზე მიუთითა – წაიკითხე! ეს იყო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დამტკიცებული ფილმების სია, რომლებზეც რესპუბლიკების სტუდიებს უახლოეს ხანში უნდა დაეწყოთ მუშაობა. მეშვიდე თუ მერვე ადგილზე იყო "ქეთო და კოტე". ხელს სტალინი აწერდა. მოგეხსენებათ, რა მოჰყვებოდა ამგვარ წინადადებაზე უარის თქმას, ფილმი აუცილებლად უნდა გადაღებულიყო...

ასე რომ, ნებით თუ უნებლიეთ, ტაბლიაშვილმა დაივიწყა ძველი ჩანაფიქრი და ახალ თემაზე გადაერთო. სცენარის შექმნა სიკო ფაშალიშვილს ანდო.

ახალი ამბის გაგებისთანავე, რეჟისორი მეორე დღესვე წავიდა მარჯანიშვილის თეატრში და ქეთოს როლი მედეა ჯაფარიძეს შევთავაზა. იმავე თეატრის სხვა მსახიობებიც მოარგო როლების ნაწილს. სხვათა შორის, ფილმში ქეთოს ერთ-ერთი მეგობრის როლი რეჟისორის მაშინდელმა მეუღლემ ეკატერინე მახათელმა შეასრულა, რამდენიმე წამით ეკრანზე ჩანს ტაბლიაშვილის 5 წლის ვაჟიც - ირაკლი...

თითქოს არაფერი იყო რთული, ყველაფერი ''ზევით'' გადაწყდა.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება