პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან სამუშია - თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატებს საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემიათ
ლევან სამუშია - თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატებს საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემიათ

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ად­ვო­კა­ტებს, საქ­მის მა­სა­ლე­ბი ამ დრომ­დე არ გა­დას­ცე­მი­ათ, ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კატ­მა ლე­ვან სა­მუ­ში­ამ გა­ნუ­ცხა­და.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის დამ­ცვე­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა დროს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­წე­ლავს და საქ­მეს გრი­ფი არ მო­ეხ­სნე­ბა.

"პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბის გარ­და, რომ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს გა­და­უგ­ზავ­ნა საქ­მის მა­სა­ლე­ბი, სხვა არა­ფე­რი ვი­ცით. ერ­თგვა­რი პინგ-პონ­გის თა­მა­ში მი­დის. ვფიქ­რობ, პრო­კუ­რა­ტუ­რა დროს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­წე­ლავს და სა­ბო­ლო­ოდ ალ­ბათ საქ­მეს გრიფს არ მოხ­სნი­ან. ამ საქ­მე­ზე გრი­ფის მოხ­სნის შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა და­ი­ნა­ხავს, რომ ბრალ­დე­ბე­ბი უსა­ფუძ­ვლოა, შე­სა­ბა­მი­სად, პრო­კუ­რა­ტუ­რას ეს არ აწყობს. პრო­კუ­რა­ტუ­რა თუ საქ­მის მა­სა­ლებს არ გად­მოგ­ვცემს, ჩვენ ვერ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სრულ­ფა­სო­ვან დაც­ვას, ვერ მო­ვი­პო­ვებთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და ვერ ჩა­ვა­ტა­რებთ შე­სა­ბა­მის ექ­სპერ­ტი­ზებს, საქ­მის გად­მო­უ­ცემ­ლო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სწო­რედ ეს არის", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან სა­მუ­ში­ამ.

ად­ვო­კა­ტის თქმით, სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 83-ე მუხ­ლის მი­ხედ­ვით, პრო­კუ­რა­ტუ­რა ვალ­დე­ბუ­ლია ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნი­სას დაც­ვის მხა­რეს გა­დას­ცეს საქ­მის მა­სა­ლე­ბი, საქ­მის მა­სა­ლე­ბის გა­და­უ­ცემ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რას მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს, და­უშ­ვე­ბე­ლია. "ეს არის კა­ნო­ნის იმ­პე­რა­ტი­უ­ლი მო­თხოვ­ნა, რაც სა­სა­მარ­თლომ და­უშ­ვებ­ლად უნდა სცნოს", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან სა­მუ­ში­ამ.

მი­სი­ვე თქმით, "ვი­საც არ ეზა­რე­ბა, ტე­ლე­ვი­ზი­ით ყვე­ლა ამ­ჟღავ­ნებს სა­ი­დუმ­ლო საქ­მე­ზე სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შემ­ცველ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ამ დროს კი, ად­ვო­კა­ტებს საქ­მის მა­სა­ლებს არ გვაძ­ლე­ვენ".

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ 6 ნო­ემ­ბერს გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მოქ­მე­დი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მიერ სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში, სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი 4 102 872.6 ლა­რის გაფ­ლან­გვის ფაქტს, გან­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის და გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლოს" მოხ­სნის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ამა­ვე უწყე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­და­უგ­ზავ­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ასე­ვე ეთხო­ვა ამა­ვე საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმ დო­კუ­მენ­ტე­ბის გან­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის შეს­წავ­ლაც, რო­მე­ლიც არ მო­თხოვ­ნი­ლა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ, თუმ­ცა საქ­მი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს წარ­მოდ­გენს. "ამა­ვე საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე სხვა დო­კუ­მენ­ტე­ბის გან­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის შეს­წავ­ლა ეთხო­ვა სხვა დამ­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებ­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლოს" მოხ­სნის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში არ­სე­ბულ სრულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს მი­აწ­ვდის სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენტს, რო­მე­ლიც რო­გორც ერ­თა­დერ­თი კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო, სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იმ­სჯე­ლებს საქ­მი­სათ­ვის გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლოს" მოხ­სნის სა­კი­თხზე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ლევან სამუშია - თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატებს საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემიათ

ლევან სამუშია - თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატებს საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემიათ

თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატებს, საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემიათ, ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაკავებულების ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა.

ბრალდებულების დამცველი ვარაუდობს, რომ პროკურატურა დროს მაქსიმალურად გაწელავს და საქმეს გრიფი არ მოეხსნება.

"პროკურატურის განცხადების გარდა, რომ შესაბამის უწყებებს გადაუგზავნა საქმის მასალები, სხვა არაფერი ვიცით. ერთგვარი პინგ-პონგის თამაში მიდის. ვფიქრობ, პროკურატურა დროს მაქსიმალურად გაწელავს და საბოლოოდ ალბათ საქმეს გრიფს არ მოხსნიან. ამ საქმეზე გრიფის მოხსნის შემთხვევაში, ყველა დაინახავს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა, შესაბამისად, პროკურატურას ეს არ აწყობს. პროკურატურა თუ საქმის მასალებს არ გადმოგვცემს, ჩვენ ვერ განვახორციელებთ სრულფასოვან დაცვას, ვერ მოვიპოვებთ მტკიცებულებებს და ვერ ჩავატარებთ შესაბამის ექსპერტიზებს, საქმის გადმოუცემლობის მთავარი მიზეზი სწორედ ეს არის", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ადვოკატის თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მიხედვით, პროკურატურა ვალდებულია ბრალდების წარდგენისას დაცვის მხარეს გადასცეს საქმის მასალები, საქმის მასალების გადაუცემლობის შემთხვევაში კი, როგორც ადვოკატი განმარტავს, რაც პროკურატურას მოპოვებული აქვს, დაუშვებელია. "ეს არის კანონის იმპერატიული მოთხოვნა, რაც სასამართლომ დაუშვებლად უნდა სცნოს", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

მისივე თქმით, "ვისაც არ ეზარება, ტელევიზიით ყველა ამჟღავნებს საიდუმლო საქმეზე საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, ამ დროს კი, ადვოკატებს საქმის მასალებს არ გვაძლევენ".

მთავარმა პროკურატურამ 6 ნოემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 872.6 ლარის გაფლანგვის ფაქტს, განსაიდუმლოების და გრიფი "საიდუმლოს" მოხსნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამავე უწყებიდან ამოღებული დოკუმენტები გადაუგზავნა.

პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ასევე ეთხოვა ამავე საქმეზე გამოძიებისთვის მიშვნელოვანი იმ დოკუმენტების განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლაც, რომელიც არ მოთხოვნილა თავდაცვის სამინისტროს მიერ, თუმცა საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს წარმოდგენს. "ამავე საქმეში არსებული გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტების განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლა ეთხოვა სხვა დამსაიდუმლოებელ ორგანიზაციებს.

მთავარი პროკურატურა გამოძიების მასალებსა და მტკიცებულებებზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნის მიზანშეწონილობის შესწავლის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სრულ მტკიცებულებებს მიაწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელიც როგორც ერთადერთი კომპეტენტური ორგანო, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად იმსჯელებს საქმისათვის გრიფი "საიდუმლოს" მოხსნის საკითხზე", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ