ივანიშვილი: "შემაშფოთებელია, რომ საზოგადოებას აქვს სწრაფი მოლოდინი, 20 წელიწადი შემთხვევით არ მიხსენებია"

ივანიშვილი: "შემაშფოთებელია, რომ საზოგადოებას აქვს სწრაფი მოლოდინი, 20 წელიწადი შემთხვევით არ მიხსენებია"

ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საზოგადოებას ზოგიერთ მოვლენასთან დაკავშირებით "სწრაფი მოლოდინი" აქვს. როგორც პრემიერმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, ეკონომიკა ორ წელიწადში არ შენდება.

"შემაშფოთებელია, რომ საზოგადოებას ზოგიერთ მოვლენაზე აქვს არასწორი და სწრაფი მოლოდინი. ამას სჭირდება კვალიფიციური ანალიზი, რასაც მე ვაპირებ. ეკონომიკა ორ წელიწადში ვერ აშენდება. 20 წელიწადი შემთხვევით არ მიხსენებია იმისთვის, რომ დიდი სახელმწიფო გავხდეთ. ყველაფერს აკეთებდა ხელისუფლება ჩემ დროს და ყველაფერს აკეთებს დღესაც, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის საფუძველი შეიქმნას. მთავრობა არ ასაქმებს, მთავრობა ქმნის ამის პირობებს. ბიზნესმა უნდა დაასაქმოს და ბიზნესისთვის დღეს ჩამოვთავოთ რა მოხდა – მედია აბსოლუტურად თავისუფალია, მთავრობა ვერ აშანტაჟებს ბიზნესს და ყველაზე მეტად ამაზე ვარ ჩასაფრებული. ყველაზე მეტად რასაც ვდარაჯობ და ყველაზე დიდდ ფუნქცია რაც მაქვს დღეს არის ასევე ის, რომ არ გაბედოს მთავრობის წარმომადგენელმა, პოლიციელმა თუ სხვა ჩინოვნიკმა კერძო საკუთრებაში ხელის ფათური -ეს თუ დაიწყო დავიღუპებით. მთავრობამ ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს. გარდა ნიადაგისა, რისი საშუალებაც აქვს, სასუქსაც უყრის ამ ნიადაგს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც უპასუხისმგებლო უწოდა რიგი პოლიტიკოსის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ბიზნესის განვითარების ტემპი არც თუ სახარბიელოა. ყოფილი პრემიერის განმარტებით, აღნიშნულს ფაქტებით დადასტურება სჭირდება.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად არის მისი პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობა, მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნულს გამორიცხავს.

"პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ. ღმერთმა დამიფაროს ამისგან, რაღაც კატასტროფა უნდა მოხდეს, რომ ამის აუცილებლობა დადგეს, თუმცა საჭიროებას ახლა ვერ ვხედავ", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

იხილეთ ინტერვიუს ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტები თეგზე #ივანიშვილი "მოამბეში"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა