"მოამბესთვის" მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტზე, გიორგი მარგველაშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთი-ერთზე ემთხვევა პრეზიდენტის განცხადებები და პოზიციები "ნაციონალური მოძრაობის" შეხედულებებს.
"ეს არის ცუდი, რომ პრეზიდენტი თავისი განცხადებებითა და პოზიციით ერთი-ერთზე ემთხვევა "ნაციონალურ მოძრაობას". მე არ მაქვს დიდი ეჭვი, რომ ესენი ერთად არიან, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მისი განცხადებები არის წინააღმდეგობაში მთავრობასთან, რომელიც არის კონკურენციაში "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მსგავსი განცხადებები შეურაცხმყოფელია და რა თქმა უნდა, უსაფუძვლო", - აცხადებს ივანიშვილი.
იხილეთ ინტერვიუს ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტები თეგზე #ივანიშვილი "მოამბეში"
ნახეთ ვიდეო: "პრეზიდენტმა ვეტო დაადო იმიტომ, რომ უნდა აჩვენოს ვეტოს დადება შეუძლია"