ბიძინა ივანიშვილმა "მოამბესთან" ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყეტილება შეაფასა, როდესაც პრემიერმა ირაკლი ალასანია მინისტრობიდან მოხსნა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა შესაძლებელი, სხვაგარად წასულიყო პროცესები და იყო თუ არა ივანიშვილი ინფორმირებული ამ გადაწყვეტილების შესახებ, ივანიშვილა განაცხადა, რომ ინფორმირების დრო არ იყო.
"ინფორმირების დროც არ არსებობდა, ფაქტობრივად. პრემიერი არის ძალიან ძლიერი პიროვნება, მაგრამ არის გამოუცდელი, რა თქმა უნდა. თუნდაც ის განცხადებები, რაც გააკეთა მთავრობის სხდომაზე, მიუღებელი იყო აბსოლუტურად. შეეშალა, ემოციებს უნდა მოთოკვა და აჩვენა, რომ პოლიტიკურად ნაკლები პრაქტიკა აქვს გავლილი, თუმცა იყო ძალიან გულწრფელი. ვუწუნებ პოლიტიკურ სიმწიფეს, ასეთი ტონით შენს ყოფილ მეგობრებს არ უნდა ელაპარაკო და ირაკლის ახალგაზრდულად შეეშალა", - განაცხადა ივანიშვილმა.
იხილეთ ინტერვიუს ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტები თეგზე #ივანიშვილი "მოამბეში"