ბიძინა ივანიშვილის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ დაიბრუნა ლეგიტიმური უფლებები და საზოგადოებამ უნდა აირჩიოს და აკონტროლოს პოლიტიკური ცხოვრება.
"საზოგადოება უკვე მოწიფულია და გაცილებით უკეთესად ერკვევა მოვლენებში. ბოლომდე შევავსებთ ვაკუუმს. უმრავლესობასთან შეხვედრაზე ვთქვი, რომ ბევრ შეცდომას უშვებთ და ყველაფერს მიეცემა შეფასება.
ნუ გგონიათ, რომ "რუსთავი 2"-ის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ყირაზე დაყენებული აქცენტები ასე დარჩება, ყველაფერს მიეცემა ობიექტური შეფასება. სამწუხაროა, რომ იმ ფონზე, როდესაც აგიტაციას ერთი ტელევიზია აკეთებს და "ნაციონალური მოძრაობა" სიცრუეზე იყო ორიენტირებული და დღესაც ამას ახერხებს, სხვა ტელევიზიები ვერ ახერხებენ სიტუაციის დაბალანსებას და საზოგადოებაში არასწორი მოვლენების ინტერპრეტაცია ხდება.
ჩვენ მოვახერხებთ მოვლენების სწორი ანალიზის მიწოდებას საზოგადოებისთვის. ყველა მოვლენას მიეცემა ობიექტური და სწორი შეფასება. მე გვერდით დავუდგები პოლიტიკოსებს, დავეხმარები მოვლენების გაანალიზებაში და საზოგადოება სწორ აქცენტებს გააკეთებს ყველა მოვლენაზე და ნუ ავყვებით ეიფორიას და არ დავუშვათ შეცდომები", - განაცხადა ივანიშვილმა.
იხილეთ ინტერვიუს ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტები თეგზე #ივანიშვილი "მოამბეში"