ივანიშვილი: "დღეს არის იდეალური სიტუაცია"

ივანიშვილი: "დღეს არის იდეალური სიტუაცია"

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის აზრით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ერთ-ერთი მიზეზი მედიაში გაჩენილი "ობიექტური ანალიზის" ვაკუუმია.

როგორც ივანიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბარში განაცხადა, მედიაში შექმნილი სივრცე ხშირად პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს აბნევს, რის გამოც ისინი შეცდომებს უშვებენ.

"დღეს არის იდეალური სიტუაცია - პირველად უახლეს ისტორიაში ხელისუფლებას არ აქვს თავისი საინფორმაციო ტელევიზია, რაც არის ძალიან კარგი. ამავდროულად, არსებობს "რუსთავი 2", რომელიც პირდაპირ აგიტაციას უწევს "ნაციონალურ მოძრაობას, ასევე რამდენიმე კერძო ტელევიზია, რომელთაც თავიანთი ბიზნესინტერესი აქვთ. ძალიან ხშირად ჭირს ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, მედიას აკლია კვალიფიციური ანალიზი. ობიექტური ანალიზის ვაკუუმი გაჩნდა და ეს აბნევს ძალიან ბევრ პოლიტიკოსს თუ ექსპერტს. ამის გამო ისინი ბევრ შეცდომას უშვებენ. რაც დღეს ხდება, ბევრი შეცდომების მიზეზი ესეც არის და მე ამ შეცდომებზე უკვე ვზრუნავ", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის აზრით, ისე როგორც სხვა ინსტიტუტები, მედიაც საჭიროებს განვითარებას.

იხილეთ ინტერვიუს ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტები თეგზე #ივანიშვილი "მოამბეში"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა