პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
90-იანი წლების ფილმები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვუყურებდით საქართველოში
90-იანი წლების ფილმები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვუყურებდით საქართველოში

90-იან წლებ­ში ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა ცალ­კე რი­ტუ­ალს წარ­მო­ად­გენ­და. "პრა­კა­ტი­დან" ვი­დე­ო­კა­სე­ტე­ბის გა­მო­ტა­ნა, "გა­ლოვ­კის" გაწ­მენ­და, "ბა­ე­ვი­კე­ბი", უშუ­ქო­ბის გამო ერთი ფილ­მის სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ნახ­ვა და ა.შ. რამ­დე­ნი­მე ამე­რი­კუ­ლი სუ­რა­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­კულ­ტო სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქვე­ვით შეხ­ვდე­ბით 90-ია­ნე­ბის დე­კა­და­ში გა­და­ღე­ბულ ჰო­ლი­ვუ­დის ფილ­მებს, რომ­ლე­ბიც ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელ­ში ყვე­ლა­ზე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ და დღემ­დე სარ­გებ­ლო­ბენ.

უნი­ვერ­სა­ლუ­რი ჯა­რის­კა­ცი

ამ დროს ჟან კლოდ ვან დამი ჯერ კი­დევ ექ­შე­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ვარ­სკვლა­ვი იყო, დოლფ ლუნ­დგრე­ნი კი ბლო­კბას­ტე­რებ­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას ცდი­ლობ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ერ­თის ვარ­სკვლა­ვიც ჩაქ­რა და მე­ო­რეს გეგ­მე­ბიც ჩა­ი­ფუ­შა, მაგ­რამ შე­მოგ­ვრჩა ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი გა­სარ­თო­ბი, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და იმ­ჟა­მინ­დე­ლი ამე­რი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კის კრი­ტი­კას და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი მე­სი­ჯის გა­კე­თე­ბას, მაგ­რამ იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი სი­უ­ჟე­ტი ჰქონ­და, რომ სე­რი­ო­ზუ­ლად აღ­ქმა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. სა­მა­გი­ე­როდ, ძა­ლის მო­სა­მა­ტე­ბე­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი, ყი­ნუ­ლით "და­ტე­ნი­ლი" პერ­სო­ნა­ჟე­ბი და მშვე­ნი­ე­რი ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლე­ბი ფილ­მს კარგ გა­სარ­თობ ატ­რაქ­ცი­ო­ნად აქ­ცევს.

Total recall

ამ ფილ­მს ნამ­დვი­ლი სა­თა­უ­რით სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვინ იც­ნობს, აქ ის ცნო­ბი­ლია, რო­გორც "შვარ­ცე­ნე­გე­რი მარსზე". პოლ ვერ­ჰო­ვე­ნის ბრწყინ­ვა­ლე სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კა სავ­სეა ძა­ლა­დო­ბით, სის­ხლით, უც­ნა­უ­რი არ­სე­ბე­ბით და ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო იუ­მო­რით, რო­მე­ლიც მძი­მე ატ­მოს­ფე­როს იდე­ა­ლუ­რად აბა­ლან­სებს. და კი­დევ, აქ არის სა­კულ­ტო ქალი, რო­მელ­საც სამი მკერ­დი აქვს.

მარ­ტო სახ­ლში

მე არ მი­ნა­ხავს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც "მარ­ტო სახ­ლში" არ აქვს ნა­ნა­ხი. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მელ სე­ზონს ნა­ხავ, მისი ხილ­ვა ყო­ველ­თვის ნოს­ტალ­გი­უ­რი, სა­სი­ა­მოვ­ნო და ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა. კე­ვინ მა­კა­ლის­ტე­რი 90-ია­ნებს მოს­წრე­ბუ­ლი ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის გა­ნა­კუთ­რე­ბუ­ლად საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვია, ძმა­კა­ცი, შვი­ლი, მე­ზო­ბე­ლი, მოკ­ლედ ახლო პირი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც დრო­ის გა­ტა­რე­ბა ყო­ველ­თვის სა­ხა­ლი­სო და ამა­ღელ­ვე­ბე­ლია. ხომ გახ­სოვთ ის სცე­ნა, მე­ო­რე სე­რი­ა­ში მარვს რომ თავ­ში აგუ­რე­ბი ხვდე­ბა? ყო­ველ ჯერ­ზე ზუს­ტად ისე­თი­ვე სა­სა­ცი­ლოა, რო­გორც პირ­ვე­ლი ნახ­ვი­სას იყო. ასე­ვეა სხვა პო­ზი­ტი­უ­რი შეგ­რძნე­ბე­ბი, რო­მელ­საც ფილ­მი უხ­ვად იწ­ვევს.

ნი­ღა­ბი

ფილ­მი რომ­ლი­თაც ჯიმ ქე­რის კულ­ტი­ვი­ზა­ცია მოხ­და და მგო­ნი პირ­ვე­ლი ფან­ტას­ტი­კუ­რი კო­მე­დია/კო­მიქ­სის ადაპ­ტა­ცია, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თპი­როვ­ნუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა. "მას­კა", რო­გორც ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი მო­იხ­სე­ნი­ებს მას, იდე­ა­ლუ­რი გა­სარ­თო­ბი ფილ­მია. უსაყ­ვარ­ლე­სი ძაღ­ლი მა­ი­ლო, ულა­მა­ზე­სი კა­მე­რონ დი­ა­სი და მუ­დამ მხი­ა­რუ­ლი ჯიმ ქერი ზე­ბუ­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით ყვე­ლას ვი­დე­ო­კა­სე­ტა­ზე გვქონ­და.

ტი­ტა­ნი­კი

ლე­ონრ­დო დი­კაპ­რი­ოს "ნაკ­ლე­ი­კე­ბი" რვე­უ­ლებ­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა გო­გოს ეკრა. თუ გა­მოჩ­ნდე­ბო­და ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც ამ ტრა­დი­ცი­ას არ­ღვევ­და, ეჭვი უნდა გაგ­ჩე­ნო­და, რომ რა­ღაც რიგ­ზე არ იყო. მახ­სოვს, რო­დე­საც პირ­ვე­ლად "ტი­ტა­ნი­კი" ტე­ლე­ვი­ზორ­ში ქარ­თუ­ლად დუბ­ლი­რე­ბუ­ლი გა­უშ­ვეს, მე­ო­რე დღეს სკო­ლა­ში ყვე­ლა­ნი გა­მო­უ­ძი­ნებ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რად­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლამ გვი­ან და­ვი­ძი­ნეთ. მოკ­ლედ, ეს ის ფილ­მია, რომ­ლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ა­საც დღემ­დე გა­ნიც­დის ხალ­ხი.

მე­ხუ­თე ელე­მენ­ტი

მახ­სოვს, რა­ტომ­ღაც სა­ა­ხალ­წლო სა­ტე­ლე­ვი­ზიო პროგ­რა­მა­ში სულ უშ­ვებ­დნენ "მე­ხუ­თე ელე­მენტს". მიკ­ვირ­და, რა შუ­ა­შია-თქო, მაგ­რამ ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და კორ­ბენ და­ლა­სის კოს­მო­სუ­რი თავ­გა­და­სავ­ლის ოც­და­მეშ­ვი­დედ ყუ­რე­ბა. მფრი­ნა­ვი მან­ქა­ნე­ბი, ჟან ბაპ­ტისტ ემა­ნუ­ელ ზორ­გი, რო­მელ­საც ვე­რა­ვინ ვერ ხვდე­ბო­და, რა­ტომ მოს­დი­ო­და შუბ­ლი­დან შავი სი­თხე ტე­ლე­ფონ­ზე სა­უბ­რი­სას, მულ­ტი­პას­პორ­ტი და შავ­კა­ნი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტი იმ­დე­ნად დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენ­და მა­ყუ­რე­ბელ­ზე, რომ ერ­თე­უ­ლე­ბი თუ იტყოდ­ნენ, მას­ზე სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი ფილ­მი არ­სე­ბობ­სო. სა­ქარ­თვე­ლო­ში სწო­რედ "მე­ხუ­თე ელე­მენ­ტი­დან" წა­მო­ვი­და ბრუს უი­ლი­სის მე­გა­პო­პუ­ლა­რო­ბა და არა "კერ­კე­ტი კაკ­ლი­დან", რო­გორც ეს მოხ­და ამე­რი­კა­ში.

მა­მა­ცი გული

თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინ­მეს მელ გიბ­სო­ნი უყ­ვარს, უყ­ვარს უი­ლი­ამ უო­ლე­სის გამო. დრა­მა­ტუ­ლი, რო­მა­ტი­კუ­ლი, ექ­შე­ნით სავ­სე ბა­ტა­ლი­ე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში, მა­შინ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ახ­ლოს იყო ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის ინ­ტე­რე­სებ­თან. ერთ-ერთ ქარ­თულ არხზე ლა­მის ყო­ველ ორ კვი­რა­ში ერთხელ უშ­ვებ­დნენ ხოლ­მე და გი­გან­ტუ­რი ქრო­ნო­მეტ­რა­ჟის მი­უ­ხე­და­ვად, არ შევ­სწრე­ბი­ვარ ისეთ შემ­თხვე­ვას, რომ ვინ­მეს სხვა არხზე გა­და­ერ­თო.

ბაჩო ოდი­შა­რია

AMBEBI.GE

90-იანი წლების ფილმები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვუყურებდით საქართველოში

90-იანი წლების ფილმები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვუყურებდით საქართველოში

90-იან წლებში ფილმების ყურება ცალკე რიტუალს წარმოადგენდა. ”პრაკატიდან” ვიდეოკასეტების გამოტანა, ”გალოვკის” გაწმენდა, ”ბაევიკები”, უშუქობის გამო ერთი ფილმის სამი დღის განმავლობაში ნახვა და ა.შ. რამდენიმე ამერიკული სურათი განსაკუთრებული საკულტო სტატუსით სარგებლობდა საქართველოში, ქვევით შეხვდებით 90-იანების დეკადაში გადაღებულ ჰოლივუდის ფილმებს, რომლებიც ქართველ მაყურებელში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ და დღემდე სარგებლობენ.

უნივერსალური ჯარისკაცი

ამ დროს ჟან კლოდ ვან დამი ჯერ კიდევ ექშენის საერთაშორისო ვარსკვლავი იყო, დოლფ ლუნდგრენი კი ბლოკბასტერებში თავის დამკვიდრებას ცდილობდა. საბოლოოდ, ერთის ვარსკვლავიც ჩაქრა და მეორეს გეგმებიც ჩაიფუშა, მაგრამ შემოგვრჩა ძალიან მხიარული გასართობი, რომელიც ცდილობდა იმჟამინდელი ამერიკული პოლიტიკის კრიტიკას და მნიშვნელოვანი სოციალური მესიჯის გაკეთებას, მაგრამ იმდენად აბსურდული სიუჟეტი ჰქონდა, რომ სერიოზულად აღქმა შეუძლებელი იყო. სამაგიეროდ, ძალის მოსამატებელი ვაქცინები, ყინულით ”დატენილი” პერსონაჟები და მშვენიერი ხელჩართული ბრძოლები ფილმს კარგ გასართობ ატრაქციონად აქცევს.

Total recall

ამ ფილმს ნამდვილი სათაურით საქართველოში არავინ იცნობს, აქ ის ცნობილია, როგორც ”შვარცენეგერი მარსზე”. პოლ ვერჰოვენის ბრწყინვალე სამეცნიერო ფანტასტიკა სავსეა ძალადობით, სისხლით, უცნაური არსებებით და ძალიან სასაცილო იუმორით, რომელიც მძიმე ატმოსფეროს იდეალურად აბალანსებს. და კიდევ, აქ არის საკულტო ქალი, რომელსაც სამი მკერდი აქვს.

მარტო სახლში

მე არ მინახავს ადამიანი, რომელსაც ”მარტო სახლში” არ აქვს ნანახი. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სეზონს ნახავ, მისი ხილვა ყოველთვის ნოსტალგიური, სასიამოვნო და ძალიან სასაცილოა. კევინ მაკალისტერი 90-იანებს მოსწრებული ყველა ქართველისთვის განაკუთრებულად საყვარელი ბავშვია, ძმაკაცი, შვილი, მეზობელი, მოკლედ ახლო პირი, რომელთან ერთადაც დროის გატარება ყოველთვის სახალისო და ამაღელვებელია. ხომ გახსოვთ ის სცენა, მეორე სერიაში მარვს რომ თავში აგურები ხვდება? ყოველ ჯერზე ზუსტად ისეთივე სასაცილოა, როგორც პირველი ნახვისას იყო. ასევეა სხვა პოზიტიური შეგრძნებები, რომელსაც ფილმი უხვად იწვევს.

ნიღაბი

ფილმი რომლითაც ჯიმ ქერის კულტივიზაცია მოხდა და მგონი პირველი ფანტასტიკური კომედია/კომიქსის ადაპტაცია, რომელმაც საქართველოში ერთპიროვნული პოპულარობა მოიპოვა. ”მასკა”, როგორც ყოველი ჩვენგანი მოიხსენიებს მას, იდეალური გასართობი ფილმია. უსაყვარლესი ძაღლი მაილო, ულამაზესი კამერონ დიასი და მუდამ მხიარული ჯიმ ქერი ზებუნებრივი შესაძლებლობებით ყველას ვიდეოკასეტაზე გვქონდა.

ტიტანიკი

ლეონრდო დიკაპრიოს ”ნაკლეიკები” რვეულებზე აბსოლუტურად ყველა გოგოს ეკრა. თუ გამოჩნდებოდა ისეთი ადამიანი, ვინც ამ ტრადიციას არღვევდა, ეჭვი უნდა გაგჩენოდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. მახსოვს, როდესაც პირველად ”ტიტანიკი” ტელევიზორში ქართულად დუბლირებული გაუშვეს, მეორე დღეს სკოლაში ყველანი გამოუძინებლები ვიყავით, რადგან აბსოლუტურად ყველამ გვიან დავიძინეთ. მოკლედ, ეს ის ფილმია, რომლის სასიყვარულო ისტორიასაც დღემდე განიცდის ხალხი.

მეხუთე ელემენტი

მახსოვს, რატომღაც საახალწლო სატელევიზიო პროგრამაში სულ უშვებდნენ ”მეხუთე ელემენტს”. მიკვირდა, რა შუაშია-თქო, მაგრამ ძალიან მიხაროდა კორბენ დალასის კოსმოსური თავგადასავლის ოცდამეშვიდედ ყურება. მფრინავი მანქანები, ჟან ბაპტისტ ემანუელ ზორგი, რომელსაც ვერავინ ვერ ხვდებოდა, რატომ მოსდიოდა შუბლიდან შავი სითხე ტელეფონზე საუბრისას, მულტიპასპორტი და შავკანიანი პრეზიდენტი იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მაყურებელზე, რომ ერთეულები თუ იტყოდნენ, მასზე სანახაობრივი ფილმი არსებობსო. საქართველოში სწორედ ”მეხუთე ელემენტიდან” წამოვიდა ბრუს უილისის მეგაპოპულარობა და არა ”კერკეტი კაკლიდან”, როგორც ეს მოხდა ამერიკაში.

მამაცი გული

თუ საქართველოში ვინმეს მელ გიბსონი უყვარს, უყვარს უილიამ უოლესის გამო. დრამატული, რომატიკული, ექშენით სავსე ბატალიები თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მაშინ განსაკუთრებულად ახლოს იყო ქართველი მაყურებლის ინტერესებთან. ერთ-ერთ ქართულ არხზე ლამის ყოველ ორ კვირაში ერთხელ უშვებდნენ ხოლმე და გიგანტური ქრონომეტრაჟის მიუხედავად, არ შევსწრებივარ ისეთ შემთხვევას, რომ ვინმეს სხვა არხზე გადაერთო.

ბაჩო ოდიშარია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია