ლონდონის პოლიციამ ოთხი მამაკაცი დააკავა, რომლებიც ელიზაბეტ მეორეზე თავდასხმის მცდელობაში არიან ბრალდებულები. ტერორისტები დედოფალზე თავდასხმას, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 96-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიების დროს გეგმავდნენ. ჩანაფიქრის მიხედვით, მას თავს ცივი იარაღით უნდა დასხმოდნენ.
საბედნიეროდ, ბრიტანულმა პოლიციამ ტერაქტის თავიდან აცილება მოახერხა. საქმესთან დაკავშირებით დაკავებულები არიან 19-27 წლამდე პირები. სკოტლანდ-იარდის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდებს კავშირი აქვთ ისლამისტურ ტერორისტულ დაჯგუფებასთან. როგორც ცნობილია, თავდასხმა 8 ნოემბერს, სამეფო ალბერტ-ჰოლში იგეგმებოდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მომხდარი ფაქტისა, ელიზაბეტ მეორე მაინც მიიღებს პირველი მსოფლიო ომის დასრულების 96-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობას.მომზადებულია nypost.com-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo