შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტროსადგურ "ღრმაღელესთან" გუშინ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, მეტროსადგურ "ღრმაღელის" უკან მშენებარე კორპუსიდან გუშინ ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, გადმოხტა.
ის ადგილზე გარდაიცვალა.