ამერიკის სამხედრო დანაყოფის წევრები, რომელთა ჯგუფმაც 2011 წელს პაკისტანში ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოახდინა, კამათობენ იმის თაობაზე, თუ რეალურად ვინ მოკლა "ალ ქაედას" ლიდერი.
გამოქვეყნდა ინტერვიუ ყოფილ სამხედროსთან, რობ ონილთან, რომელიც ირწმუნება, რომ სწორედ მან ესროლა ფატალური ტყვია ბინ ლადენს სპეცოპერაციის დროს.
ონილი, რომელიც ქვეყანაში მოგზაურობს და სამოტივაციო სიტყვით გამოდის ქალაქებში, სიცრუეში დაადანაშაულა კიდევ ერთმა ყოფილმა სამხედრომ, რომელმაც განაცხადა, რომ ბინ ლადენს სასიკვდილო ჭრილობა ონილამდე შესულმა ერთ-ერთმა სამხედრომ მიაყენა.
ონილი ყვება, რომ ბინ ლადენს კიდევ მინიმუმ ორმა სამხედრომ ესროლა, მათ შორის მეთ ბისონატემ, აგრეთვე ყოფილმა სამხედრომ, რომელმაც 2012 წელს წიგნი დაწერა სახელწოდებით ”რთული დღე”. წიგნში ვინაობა იმ ადამიანისა, ვინც ბინ ლადენი მოკლა, არ სახელდება.
საბოლოოდ კვლავ დაუდგენელია, ზუსტად ვისი ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი. ამ ფაქტის ირგვლივ სულ უფრო მეტი ჭორი ვრცელდება.
მომზადებულია msn.com-ს მიხედვით.