აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ ირანის სულიერ ლიდერს, ალი ხამენეის საიდუმლო წერილი მისწერა. Wall Street Journal-ის ინფორმაციით , აშშ-ის პრეზიდენტი წერილში ირანს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში დასავლეთის კოალიციის დახმარებას სთხოვს. გამოცემის წყაროს ცნობით, წერილში ბარაქ ობამა ასევე მოუწოდებს ალი ხამენეის ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების ძიებისკენ. "ბიბისის" ცნობით, თეთრმა სახლმა უარი თქვა პრეზიდენტის "პირადი მიმოწერის" შესახებ კომენტარზე. გავრცელებული ინფორმაციით, წერილი ოქტომბერში გაიგზავნა და 2009 წლიდან მოყოლებული ობამას მეოთხე წერილია ირანის ლიდერის მიმართ.