პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთხ სასულიერო პირს გადაცდომისთვის მღვდელმოქმედება შეუჩერდა
ოთხ სასულიერო პირს გადაცდომისთვის მღვდელმოქმედება შეუჩერდა

პატ­რი­არ­ქის მდი­ვა­ნი, დე­კა­ნო­ზი მი­ქა­ელ ბოტ­კო­ვე­ლი ოთხი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თვის მღვდელ­მოქ­მე­დე­ბის შე­ჩე­რე­ბას ადას­ტუ­რებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ იღუ­მე­ნებს: ვარ­სა­ნოფ მაზ­მიშ­ვილს და ნი­კო­ლოზ კა­ლან­და­ძეს, ასე­ვე მა­მა­ო­ებს: ნი­კო­ლოზ ჩი­ტი­ა­სა და აკა­კი კუპ­რე­იშ­ვილს მღვდელ­მოქ­მე­დე­ბა დრო­ე­ბით შე­უ­ჩერ­დათ.

მამა მი­ქა­ელ­მა არ და­ა­კონ­კრე­ტა, თუ რა გა­დაც­დო­მის­თვის შე­უ­ჩერ­დათ მღვდელ­მოქ­მე­დე­ბა აღ­ნიშ­ნულ პი­რებს და მხო­ლოდ ის თქვა, რომ ეს ფაქ­ტი ოქ­ტომ­ბერ­ში მოხ­და. სა­პატ­რი­არ­ქომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის გა­დაც­დო­მებ­ზე მოკ­ვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა და მომ­ხდარ­ზე რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა.

"ეს გა­დაც­დო­მე­ბი, რო­მე­ლიც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლია, ოქ­ტომ­ბრის თვე­ში მოხ­და. ჩვენ მო­ვიკ­ვლი­ეთ მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი და ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნეთ. ბრძა­ნე­ბი და­ი­წე­რა მა­შინ, რო­დე­საც გვქონ­და მათ­თან შეხ­ვედ­რა. მათ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რეს და შენ­დო­ბა ითხო­ვეს. მღვდელ­მოქ­მე­დე­ბა დრო­ე­ბით შე­უ­ჩერ­დათ. სი­ნა­ნუ­ლის­თვის მო­ნას­ტრებ­ში გა­ვამ­წე­სეთ", _ დას­ძი­ნა მამა მი­ქა­ელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ეკ­ლე­სია ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის რი­ცხვიც გამ­რავ­ლდა და ხში­რად აღ­მოჩ­ნდნენ ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის წი­ნა­შე, რო­დე­საც უწევთ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ქმე­დე­ბებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მოხ­დე­ნა.

"რა თქმა უნდა კონ­კრე­ტუ­ლი შეც­დო­მი­სა თუ და­ნა­შა­უ­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ. ფაქ­ტი ერ­თია, რომ მარ­თლაც მოხ­და და ოთხ სა­სუ­ლი­ე­რო პირს მღვდელმსა­ხუ­რე­ბა აეკ­რძა­ლათ", _ დას­ძი­ნა დე­კა­ნოზ­მა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა.

პატ­რი­არ­ქის მდივ­ნის თქმით, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის­თვის სტა­ტუ­სის აღ­დგე­ნა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მათ საქ­ცი­ელ­ზე, რო­გორ შე­ი­ნა­ნე­ბენ ისი­ნი თა­ვი­ანთ და­ნა­შა­ულს.

იტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ იღუ­მე­ნე­ბი: ვარ­სა­ნოფ მაზ­მიშ­ვი­ლი და ნი­კო­ლოზ კა­ლან­და­ძე ორი კვი­რის წინ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს. ისი­ნი ამ­ჟა­მად სი­ნა­ნუ­ლის­თვის მო­ნას­ტრებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და მათ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის სტა­ტუ­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვთ. ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია კი­დევ ორი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის, მა­მა­ო­ე­ბის: ნი­კო­ლოზ ჩი­ტა­ი­ა­სა და აკა­კი კუპ­რე­იშ­ვი­ლის მღვდელ­მოქ­მე­დე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც სი­ნა­ნუ­ლის­თვის შიო მღვი­მი­სა და ბე­თა­ნი­ის მო­ნას­ტრებ­ში არა­ინ გაგ­ზავ­ნი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ოთხ სასულიერო პირს გადაცდომისთვის მღვდელმოქმედება შეუჩერდა

ოთხ სასულიერო პირს გადაცდომისთვის მღვდელმოქმედება შეუჩერდა

პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ოთხი სასულიერო პირისთვის მღვდელმოქმედების შეჩერებას ადასტურებს.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მამა მიქაელ ბოტკოველმა დაადასტურა, რომ იღუმენებს: ვარსანოფ მაზმიშვილს და ნიკოლოზ კალანდაძეს, ასევე მამაოებს: ნიკოლოზ ჩიტიასა და აკაკი კუპრეიშვილს მღვდელმოქმედება დროებით შეუჩერდათ.

მამა მიქაელმა არ დააკონკრეტა, თუ რა გადაცდომისთვის შეუჩერდათ მღვდელმოქმედება აღნიშნულ პირებს და მხოლოდ ის თქვა, რომ ეს ფაქტი ოქტომბერში მოხდა. საპატრიარქომ აღნიშნული სასულიერო პირების გადაცდომებზე მოკვლევა ჩაატარა და მომხდარზე რეაგირება მოახდინა.

"ეს გადაცდომები, რომელიც სასულიერო პირებისთვის შეუფერებელია, ოქტომბრის თვეში მოხდა. ჩვენ მოვიკვლიეთ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და ამაზე რეაგირება მოვახდინეთ. ბრძანები დაიწერა მაშინ, როდესაც გვქონდა მათთან შეხვედრა. მათ დანაშაული აღიარეს და შენდობა ითხოვეს. მღვდელმოქმედება დროებით შეუჩერდათ. სინანულისთვის მონასტრებში გავამწესეთ", _ დასძინა მამა მიქაელმა.

მისივე თქმით, ეკლესია ძალიან გაიზარდა, სასულიერო პირების რიცხვიც გამრავლდა და ხშირად აღმოჩნდნენ ისეთი სიტუაციების წინაშე, როდესაც უწევთ სასულიერო პირების ქმედებებზე რეაგირების მოხდენა.

"რა თქმა უნდა კონკრეტული შეცდომისა თუ დანაშაულის წარმომავლობაზე ვერ ვისაუბრებთ. ფაქტი ერთია, რომ მართლაც მოხდა და ოთხ სასულიერო პირს მღვდელმსახურება აეკრძალათ", _ დასძინა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

პატრიარქის მდივნის თქმით, სასულიერო პირებისთვის სტატუსის აღდგენა დამოკიდებული იქნება მათ საქციელზე, როგორ შეინანებენ ისინი თავიანთ დანაშაულს.

იტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იღუმენები: ვარსანოფ მაზმიშვილი და ნიკოლოზ კალანდაძე ორი კვირის წინ ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს. ისინი ამჟამად სინანულისთვის მონასტრებში იმყოფებიან და მათ სასულიერო პირის სტატუსი შეჩერებული აქვთ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ორი სასულიერო პირის, მამაოების: ნიკოლოზ ჩიტაიასა და აკაკი კუპრეიშვილის მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ, რომლებიც სინანულისთვის შიო მღვიმისა და ბეთანიის მონასტრებში არაინ გაგზავნილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია