ტუბინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რელიგიისმცოდნე ზელიმხან უძილაური ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს გერმანიიდან ეხმაურება.
"სარკე არავის გაქვთ, რომ ქართველ ხალხს შიგ ჩაახედოთ?
დავიწყოთ უახლესი მოვლენით: იმის მაგივრად, ვაჟკაცობა და პრინციპულობა დაუფასონ, ალასანიას და მის გუნდს ცოდვა-მადლს უწონიან, ძველ ცოდვებს უხსენებენ და ა.შ.
აბა რესპუბლიკელები რომ ჭაობში დარჩნენ და იქ "ჭკვიანურად" ყიყინებენ, ეგაა დასაფასებელი?
რა მნიშვნელობა აქვს ვინ ერქმევა იმ პოლიტიკოსს, ვინც ქვეყანას გადაარჩენს ან ოდნავ წინ მაინც წასწევს ცივილიზაციის გზაზე: სააკაშვილი, ალასანია თუ მარგველაშვილი?
თუ სამივე ერთად?
ეს კურკა-წონიობა ქართული ბუნებაშია და შურის და ბოღმის ანარეკლია. მოიქცა ვაჟკაცურად? აღიარე, საკუთარ დამცირებად კი ნუ იღებ, შენც მოიქეცი ვაჟკაცურად, შენი სიტყვა თქვი. შენი წილი ჭაობი ამოაშრე.
ჭაობი, რომელსაც "ქართული ოცნება" ეწოდება!
უნდა ვაღიარო, ვცდებოდი, მე მეგონა ყველა მონა იყო "ქართულ ოცნებაში".
უთუმცაოდ და უმაგრამოდ, ალასანია და მისი გუნდი ჩემ თვალში ახლა ღირსების და პრინციპის სიმბოლოა.
დანარჩენი პოლიტიკის საქმეა და მე ვერაფერს გეტყვით!
ჭაობიდან გამოვიდა, ჩრდილიდან და მონობიდან და არაა დასაფასებელი?", - წერს ზელიმხან უძილაური.