გავრცელებული ხმები, ია ფარულავას და ტარიელ სუარის დაშორების შესახებ ია ფარულავას მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტით დასტურდება, რომელშიც მსახიობი ტარიელ სუარის უკიდურესად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს და წერს:
"ტარიელ სუარი მართლა ვიგოდნიკი ნაბიჭვარი ყოფილა. მე რომ არ გამეპიარებინა ეგ ყ..ე, დღეს არავის ეცოდინებოდა მის შესახებ. მართალია გენიალური მუსიკოსია, მაგრამ უვარგისი ადამიანი. დაბლოკეთ ყველამ ეგ ყ..კაცა", - წერს მსახიობი.
შეგახსენებთ, რომ ია ფარულავამ და ტარიელ სუარიმ ჯვარი გასული წლის სექტემბერში დაიწერეს. წყვილს შორის უთანხმოება ხშირად ხდებოდა და ისინი განხეთქილების მიზეზს ყოველთვის პოულობდნენ, ზოგჯერ კატის, ზოგჯერ კი იას სტილისტის სახით.