პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალასანიას გადაყენება პრიმიტიული და წინდაუხედავი ნაბიჯია - გიორგი ზურაბიშვილის პოლიტიკური პოსტი
ალასანიას გადაყენება პრიმიტიული და წინდაუხედავი ნაბიჯია - გიორგი ზურაბიშვილის პოლიტიკური პოსტი

სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მოხ­სნას ეხ­მა­უ­რე­ბა და პო­ლი­ტი­კურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"მინ­და პო­ლი­ტი­კუ­რი პოს­ტი დავ­წე­რო და სხვა­დას­ხვა სა­ა­გენ­ტო­ე­ბის­თვის თა­ვი­დან­ვე ვი­ტყვი, რომ მა­მა­ჩემს ჩემს მო­საზ­რე­ბებ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს. ეს იმის­თვის, რომ მერე არ წა­ი­ღონ: "და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შვილ­მა თქვა ეს, და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შვილ­მა თქვა ის..." ვარ 24 წლის სრულ­წოლ­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი და გა­მაჩ­ნია სა­კუ­თა­რი ანა­ლი­ზის უნა­რი.

მოკ­ლედ: ალა­სა­ნია ერთ რა­მე­ში არის მტყუ­ა­ნი - მის გა­და­ყე­ნე­ბას­თან სა­ქარ­თვე­ლოს გარე პო­ლი­ტი­კას და ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი კურ­სის შეც­ვლას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს. ამ თე­მა­ზე მათი მხრი­დან აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა თა­ვი­დან­ვე არას­წო­რი იყო. ასი პრო­ცენ­ტით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არა­ნა­ი­რი პრო-რუ­სუ­ლი ძალა არ არ­სე­ბობს. ჩემი აზ­რით, ალა­სა­ნი­ას გა­და­ყე­ნე­ბა უბ­რა­ლოდ ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე პრი­მი­ტი­უ­ლი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად წინ­და­უ­ხე­და­ვი ნა­ბი­ჯია.

ვფიქ­რობ, საქ­მე მარ­ტი­ვა­დაა: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს გო­ნია, რომ ქვეყ­ნი­სა და ბიზ­ნე­სის მარ­თვა ერთი და იგი­ვეა საქ­მეა. იგი პო­ლი­ტი­კა­ში მოქ­მე­დებს ისე, რო­გორც ბიზ­ნეს­ში, რაც არას­წო­რია. ივა­ნიშ­ვილს უნდა ყვე­ლა­ფე­რი თვი­თონ მარ­თოს და სხვას მი­ნი­მა­ლუ­რი ბერ­კე­ტი და­უ­ტო­ვოს. სა­ბო­ლო­ოდ მან და­ტო­ვა მე­დი­ა­ტო­რი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და იგი ეყ­რდნო­ბა იგი­ვე კად­რებს, ვი­საც ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი ეყ­რდნო­ბოდ­ნენ: და­მო­ნე­ბუ­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი და ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ და­მი­სა­ხე­ლოთ ერთი ზონ­დე­რი მა­ინც, რო­მე­ლიც გა­სა­მარ­თლდა? ვერ და­მი­სა­ხე­ლებთ, იმი­ტომ რომ ძვე­ლი ზონ­დერე­ბი იგი­ვე თა­ნამ­დე­ბობ­ზე რჩე­ბი­ან. ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი სა­ა­კა­აშ­ვი­ლის წას­ვლის შემ­დეგ კი არ და­სუს­ტდა და და­ი­შა­ლა, არა­მედ გაძ­ლი­ერ­და. ნე­პო­ტიზ­მი კი არ მო­ის­პო, პი­რი­ქით - გა­ათ­მაგ­და!

პროგ­რე­სი მარ­ტო ის არის, რომ რა­საც აშა­ვებ­დნენ, შენ არ და­ა­შა­ვო? სა­დაც საქ­მის კე­თე­ბა და რე­ა­ლუ­რი წინსვლა იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი, იმ სფე­რო­ებ­ში, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, თით­ქმის არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა. ძი­რი­თა­დად თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბენ სას­წა­უ­ლად არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და არაფ­რის­მცოდ­ნე კად­რე­ბი. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ძა­ლა­ში შე­ვი­და ძა­ლი­ან ცოტა ეფექ­ტუ­რი კა­ნონპ­რო­ექ­ტი და პარ­ლა­მენ­ტში მხო­ლოდ იმას ვის­მენთ, თუ რას გვიშ­ვე­ბო­და ცხრა წლის მან­ძილ­ზე ეს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა. ვი­ცით ბა­ტო­ნო! მე და ჩემ ოჯახს რომ შეგ­ვე­ხო ეგ რე­ჟი­მი, ისე ბევ­რს არ შე­ხე­ბია, მაგ­რამ რაც იყო - იყო! ახლა წინსვლაა სა­ჭი­რო და არა წარ­სულ­ზე ლა­პა­რა­კი. თუ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან (და არი­ან) მა­შინ რა­ტომ არა­ვის ასა­მარ­თლე­ბენ? ეს შემ­თხვე­ვით არ ხდე­ბა. ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის არ­სე­ბო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის დიდი პლი­უ­სია და არა­ვის აწყობს მათი სა­ბო­ლოდ გა­და­შე­ნე­ბა/გა­სა­მარ­თლე­ბა. როცა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, გა­მოვ­ლენ და გვე­ტყვი­ან: "აბა ესე­ნი გინ­დათ ხალხნო, ეს მე­ცო­ცხე­ე­ბი?"

პლი­უს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ახა­სი­ა­თებს ერთი სა­ში­ნე­ლი თვი­სე­ბა, რაც ნა­ცი­ო­ნა­ლებ­შიც ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებ­და - მათ არ შე­უძ­ლი­ათ არა­ნა­ი­რი კრი­ტი­კის მი­ღე­ბა. ისი­ნი ებ­რძვი­ან ყვე­ლა­ნა­ირ გან­სხვა­ვე­ბულ აზ­რსა და პო­ზი­ცი­ას. ჩემი აზ­რით, რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის თით­ქმის არ­ცერ­თი წევ­რი წამ­ყვან თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სწო­რედ ამი­ტომ არ არის (სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი, თვით­მარ­თვე­ლო­ბე­ბი, გამ­გე­ო­ბე­ბი) და სწო­რედ ამი­ტომ მოხ­და ალა­სა­ნი­ას გუნ­დის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი "და­ძირ­ვა." უბ­რა­ლოდ, ამ ადა­მი­ა­ნებს ჭკუა და შორ­სმჭვრე­ტე­ლო­ბა არ ყოფ­ნით. პო­ლი­ტი­კა ბიზ­ნე­სი არ არის, რომ კონ­კუ­რენ­ტე­ბი "და­ძი­რო."

თა­ვის­თა­ვად რაც ხდე­ბა, ვფიქ­რობ ქვეყ­ნის­თვის ცუდი არ არის. ნელ-ნელა ალა­სა­ნია-რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის გარ­შე­მო უნდა გა­მო­იკ­ვე­თოს მე­სა­მე, შე­და­რე­ბით ჯან­სა­ღი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას, რო­გორც ქვეყ­ნის მთა­ვარ ოპი­ზი­ცი­ას ჩა­ა­ნაც­ვლებს და ღა­რი­ბაშ­ვილს და­ე­ჯა­ხე­ბა, რო­მელ­საც მალე გვერ­დით მხო­ლოდ თა­მა­ზაშ­ვი­ლე­ბი, ბე­სე­ლი­ე­ბი და ჯაჭვლი­ა­ნე­ბი შე­მორ­ჩე­ბა. იმე­დია ხალ­ხი სწორ არ­ჩე­ვანს გა­ა­კე­თებს", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ალასანიას გადაყენება პრიმიტიული და წინდაუხედავი ნაბიჯია - გიორგი ზურაბიშვილის პოლიტიკური პოსტი

ალასანიას გადაყენება პრიმიტიული და წინდაუხედავი ნაბიჯია - გიორგი ზურაბიშვილის პოლიტიკური პოსტი

სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი ალასანიას მოხსნას ეხმაურება და პოლიტიკურ პოსტს აქვეყნებს.

"მინდა პოლიტიკური პოსტი დავწერო და სხვადასხვა სააგენტოებისთვის თავიდანვე ვიტყვი, რომ მამაჩემს ჩემს მოსაზრებებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს იმისთვის, რომ მერე არ წაიღონ: "დავით ზურაბიშვილის შვილმა თქვა ეს, დავით ზურაბიშვილის შვილმა თქვა ის..." ვარ 24 წლის სრულწოლვანი ადამიანი და გამაჩნია საკუთარი ანალიზის უნარი.

მოკლედ: ალასანია ერთ რამეში არის მტყუანი - მის გადაყენებასთან საქართველოს გარე პოლიტიკას და ევრო-ატლანტიკური კურსის შეცვლას არანაირი კავშირი არ აქვს. ამ თემაზე მათი მხრიდან აქცენტის გაკეთება თავიდანვე არასწორი იყო. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებაში არანაირი პრო-რუსული ძალა არ არსებობს. ჩემი აზრით, ალასანიას გადაყენება უბრალოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ყველაზე პრიმიტიული და აბსოლუტურად წინდაუხედავი ნაბიჯია.

ვფიქრობ, საქმე მარტივადაა: ბიძინა ივანიშვილს გონია, რომ ქვეყნისა და ბიზნესის მართვა ერთი და იგივეა საქმეა. იგი პოლიტიკაში მოქმედებს ისე, როგორც ბიზნესში, რაც არასწორია. ივანიშვილს უნდა ყველაფერი თვითონ მართოს და სხვას მინიმალური ბერკეტი დაუტოვოს. საბოლოოდ მან დატოვა მედიატორი ღარიბაშვილი და იგი ეყრდნობა იგივე კადრებს, ვისაც ნაციონალები ეყრდნობოდნენ: დამონებული ჩინოვნიკები და ძალოვანი სტრუქტურები. შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი ზონდერი მაინც, რომელიც გასამართლდა? ვერ დამისახელებთ, იმიტომ რომ ძველი ზონდერები იგივე თანამდებობზე რჩებიან. ძალოვანი სტრუქტურები სააკააშვილის წასვლის შემდეგ კი არ დასუსტდა და დაიშალა, არამედ გაძლიერდა. ნეპოტიზმი კი არ მოისპო, პირიქით - გაათმაგდა!

პროგრესი მარტო ის არის, რომ რასაც აშავებდნენ, შენ არ დააშავო? სადაც საქმის კეთება და რეალური წინსვლა იყო აუცილებელი, იმ სფეროებში, ორი წლის განმავლობაში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითქმის არაფერი გაკეთებულა. ძირითადად თანამდებობებზე მუშაობენ სასწაულად არაკვალიფიციური და არაფრისმცოდნე კადრები. ორი წლის განმავლობაში, ძალაში შევიდა ძალიან ცოტა ეფექტური კანონპროექტი და პარლამენტში მხოლოდ იმას ვისმენთ, თუ რას გვიშვებოდა ცხრა წლის მანძილზე ეს ნაციონალური მოძრაობა. ვიცით ბატონო! მე და ჩემ ოჯახს რომ შეგვეხო ეგ რეჟიმი, ისე ბევრს არ შეხებია, მაგრამ რაც იყო - იყო! ახლა წინსვლაა საჭირო და არა წარსულზე ლაპარაკი. თუ დამნაშავეები არიან (და არიან) მაშინ რატომ არავის ასამართლებენ? ეს შემთხვევით არ ხდება. ნაციონალური მოძრაობის არსებობა ხელისუფლებისთვის დიდი პლიუსია და არავის აწყობს მათი საბოლოდ გადაშენება/გასამართლება. როცა საჭირო იქნება, გამოვლენ და გვეტყვიან: "აბა ესენი გინდათ ხალხნო, ეს მეცოცხეები?"

პლიუს ამ ხელისუფლებას ახასიათებს ერთი საშინელი თვისება, რაც ნაციონალებშიც ძალიან მაღიზიანებდა - მათ არ შეუძლიათ არანაირი კრიტიკის მიღება. ისინი ებრძვიან ყველანაირ განსხვავებულ აზრსა და პოზიციას. ჩემი აზრით, რესპუბლიკური პარტიის თითქმის არცერთი წევრი წამყვან თანამდებობაზე სწორედ ამიტომ არ არის (სამინისტროები, თვითმართველობები, გამგეობები) და სწორედ ამიტომ მოხდა ალასანიას გუნდის მიზანმიმართული "დაძირვა." უბრალოდ, ამ ადამიანებს ჭკუა და შორსმჭვრეტელობა არ ყოფნით. პოლიტიკა ბიზნესი არ არის, რომ კონკურენტები "დაძირო."

თავისთავად რაც ხდება, ვფიქრობ ქვეყნისთვის ცუდი არ არის. ნელ-ნელა ალასანია-რესპუბლიკელების გარშემო უნდა გამოიკვეთოს მესამე, შედარებით ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ქვეყნის მთავარ ოპიზიციას ჩაანაცვლებს და ღარიბაშვილს დაეჯახება, რომელსაც მალე გვერდით მხოლოდ თამაზაშვილები, ბესელიები და ჯაჭვლიანები შემორჩება. იმედია ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს