პარტნიორები:

    რა მანქანებს ფლობენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მაღალჩინოსნები

    რა მანქანებს ფლობენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მაღალჩინოსნები

    სამეგრელო-ზემო სვანეთის თანამდებობის პირების მფლობელობაში არსებული ავტომობილების შესახებ ინფორმაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" გამოცემა "ლაივპრესს" მიაწოდა. მასალაში აღნიშნულია, რომ ის მომზადდა საჯარო მოხელეთა დეკლარაციებზე დაყრდნობით.

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია Toyota Rav 4-ს ფლობს. ვიცემერ გია გულორდავას - 2005 წელს გამოშვებული AUDI A6, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუას კი 2002 წლიანი Volvo s 40 ყავს.

    ხობის გამგებელს გოჩა ქაჯაიას 1999 HONDA CRV, სენაკის გამგებელს გოჩა დგებუაძეს Mercedes-Benz Eclasse ყავს. სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჟიშკარიანის საკუთრებაშია 2003 წელს გამოშვებული Mercedes-Benz C Class, მისი მოადგილე თენგიზ ლომია კი 2008 წლის Nisan Tiida-ს ფლობს.

    მარტვილის გამგებელის ალექსანდრე გრიგალავას Toyota Land-cruiser 200, მისი შვილების, გია გრიგალავას და ლაშა გრიგალავას საკუთრებაში კი Mercedes -Benz CL, Mercedes Benz C-20-ებია. ფოთის მერი ირაკლი კაკულია და მისი ძმა ვახტანგ კაკულია ფლობენ Mercedes -Benz E Class -ის და Volkswagen Tuareg-ის მარკის ავტომანქანებს.

    იხილეთ ვრცლად

    livepress.ge

    იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

    ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

    ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა