მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The Economist - ქართველმა პოლიტიკოსებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, რას უჭერენ მხარს და არა ის, რისი წინააღმდეგიც არიან
The Economist  - ქართველმა პოლიტიკოსებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, რას უჭერენ მხარს და არა ის, რისი წინააღმდეგიც არიან

სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა The Economist -ი სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ნო­ემ­ბე­რი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის­თვის სა­ბე­დის­წე­რო თვეა. ავ­ტო­რი იხ­სე­ნებს, რომ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" სწო­რედ 2003 წლის ნო­ემ­ბერ­ში მოხ­და, 2007 წლის ნო­ემ­ბერ­ში კი პო­ლი­ცი­ამ სას­ტი­კად და­არ­ბია დე­მონ­სტრან­ტე­ბი.

"შვი­დი წლის მერე მთავ­რო­ბა­ში კვლავ არე­უ­ლო­ბაა. 4 ნო­ემ­ბერს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია გა­და­ა­ყე­ნა. პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კი­დევ ორმა მი­ნის­ტრმა - სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, მაია ფან­ჯი­კი­ძემ და სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში, ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­მა თა­ვად და­ტო­ვეს პოს­ტე­ბი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად. "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ეს პირ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სია, კო­ა­ლი­ცი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლი­დან და შე­საძ­ლოა, შე­დე­გე­ბი ჰქონ­დეს ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე და ამე­რი­კას­თან და ევ­რო­პას­თან მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა­ზე", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ირაკ­ლი ალა­სა­ნია ერთ-ერთი იყო იმ რამ­დე­ნი­მე ქარ­თველ მი­ნისტრს შო­რის, ვი­საც უცხო­ურ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა ეს­მო­და. ავ­ტო­რის­ვე თქმით, ალა­სა­ნი­ას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბა ახლა, როცა სა­ქარ­თვე­ლო ნატო-სთან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­შია, კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლია. ალა­სა­ნი­ას შემ­ცვლე­ლი მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე კი უც­ნო­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რაა."კო­ა­ლი­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა მა­ნამ­დე გახ­და აშ­კა­რა. 2013 წლის იან­ვარ­ში ბა­ტო­ნი ალა­სა­ნია ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ვიცე-პრე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან პრე­ზი­დენ­ტო­ბის ამ­ბი­ცი­ე­ბის­თვის გა­და­ა­ყე­ნა. ფარ­თოდ ვრცელ­დე­ბა ვა­რა­უ­დე­ბი იმა­ზეც, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი კვლა­ვაც აგ­რძე­ლებს მთავ­რო­ბის­თვის ბიძ­გის მი­ცე­მას", - წერს ავ­ტო­რი.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს "პრე­მი­ე­რო­ვი­ჩი" და­არ­ქვეს და ის უკვე კარ­გა ხა­ნია იმ­ყო­ფე­ბა სი­ტყვი­ერ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან. სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე წერს, რომ გა­ი­ზარ­და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­მართ ქვეყ­ნის შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის გამო. "თუმ­ცა, მთა­ვა­რი, სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მებს შო­რის რუ­სე­თია. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­კოვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის იმე­დით მო­ვი­და. ამან გარ­კვე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­ი­ტა­ნა, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ ახლა რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­თხე ყვე­ლა­ზე დიდი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რია. მაგ­რამ უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის უკომ­პრო­მი­სო პო­ზი­ცი­ას­თან ერ­თად, ხაზი გა­უს­ვა ამ­გვა­რი პო­ლი­ტი­კის ლი­მიტს. ოქ­ტომ­ბერ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქნა მოს­კო­ვის მიერ აფხა­ზე­თის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლის თა­ნახ­მად აფხა­ზე­თი კი­დევ უფრო და­უ­ახ­ლოვ­დე­ბა რუ­სეთს. სა­ქარ­თვე­ლოს რე­აქ­ცია კი ქა­ო­ტუ­რი იყო. ყო­ველ­თვის აშ­კა­რა იყო, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" რა­ღაც ეტაპ­ზე და­იშ­ლე­ბო­და, მათი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მთა­ვა­რი რე­სურ­სი კი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მთავ­რო­ბის ოპო­ნი­რე­ბა იყო. მაგ­რამ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა უფრო მკა­ფი­ოდ უნდა გან­სა­ზღვრონ, რას უჭე­რენ მხარს და არა ის, თუ რისი წი­ნა­აღ­მდე­გი არი­ან", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

The Economist - ქართველმა პოლიტიკოსებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, რას უჭერენ მხარს და არა ის, რისი წინააღმდეგიც არიან

The Economist  - ქართველმა პოლიტიკოსებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, რას უჭერენ მხარს და არა ის, რისი წინააღმდეგიც არიან

საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ბრიტანული გამოცემა The Economist -ი სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ნოემბერი ქართული პოლიტიკისთვის საბედისწერო თვეა. ავტორი იხსენებს, რომ "ვარდების რევოლუცია" სწორედ 2003 წლის ნოემბერში მოხდა, 2007 წლის ნოემბერში კი პოლიციამ სასტიკად დაარბია დემონსტრანტები.

"შვიდი წლის მერე მთავრობაში კვლავ არეულობაა. 4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა. პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა კიდევ ორმა მინისტრმა - საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ და სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილმა თავად დატოვეს პოსტები პროტესტის ნიშნად. "ქართულ ოცნებაში" ეს პირველი პოლიტიკური კრიზისია, კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლიდან და შესაძლოა, შედეგები ჰქონდეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და ამერიკასთან და ევროპასთან მჭიდრო კავშირების დამყარების ძალისხმევაზე", - ნათქვამია სტატიაში.

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ირაკლი ალასანია ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ქართველ მინისტრს შორის, ვისაც უცხოურ სახელმწიფოებთან ურთიერთობების დამყარების მნიშვნელობა ესმოდა. ავტორისვე თქმით, ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება ახლა, როცა საქართველო ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობის მოლაპარაკებებშია, კონტრპროდუქტიულია. ალასანიას შემცვლელი მინდია ჯანელიძე კი უცნობი პოლიტიკური ფიგურაა."კოალიციაში არსებული დაპირისპირება მანამდე გახდა აშკარა. 2013 წლის იანვარში ბატონი ალასანია ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან პრეზიდენტობის ამბიციებისთვის გადააყენა. ფართოდ ვრცელდება ვარაუდები იმაზეც, რომ ივანიშვილი კვლავაც აგრძელებს მთავრობისთვის ბიძგის მიცემას", - წერს ავტორი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილს "პრემიეროვიჩი" დაარქვეს და ის უკვე კარგა ხანია იმყოფება სიტყვიერ დაპირისპირებაში ქვეყნის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ გაიზარდა დასავლეთის ქვეყნების გაღიზიანება საქართველოს მთავრობის მიმართ ქვეყნის შიგნით არსებული დაპირისპირების გამო. "თუმცა, მთავარი, საქართველოს პრობლემებს შორის რუსეთია. "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების იმედით მოვიდა. ამან გარკვეული წარმატება მოიტანა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ახლა რუსეთი საქართველოს მეოთხე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. მაგრამ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უკომპრომისო პოზიციასთან ერთად, ხაზი გაუსვა ამგვარი პოლიტიკის ლიმიტს. ოქტომბერში წარმოდგენილი იქნა მოსკოვის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების კანონპროექტი, რომლის თანახმად აფხაზეთი კიდევ უფრო დაუახლოვდება რუსეთს. საქართველოს რეაქცია კი ქაოტური იყო. ყოველთვის აშკარა იყო, რომ "ქართული ოცნება" რაღაც ეტაპზე დაიშლებოდა, მათი გაერთიანების მთავარი რესურსი კი წინა ხელისუფლების "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის ოპონირება იყო. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ქართველმა პოლიტიკოსებმა უფრო მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, რას უჭერენ მხარს და არა ის, თუ რისი წინააღმდეგი არიან", - ნათქვამია სტატიაში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა