სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პეტრე კოლხი: "ახლიდან შემქმნიან" - მოძღვრის აღსარება, რომელსაც ელოდებიან
პეტრე კოლხი: "ახლიდან შემქმნიან" - მოძღვრის აღსარება, რომელსაც ელოდებიან

20 ნო­ემ­ბერს, ექ­ვსი მსა­ხი­ო­ბი, ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რას შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს. წარ­მოდ­გე­ნას "მო­ძღვრის აღ­სა­რე­ბა" ერ­ქმე­ვა და მას თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, რე­ჟი­სო­რი - ირაკ­ლი გო­გია დგამს. ეს არის პეტ­რე კოლ­ხის, ანუ სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დე­კა­ნო­ზის პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლი­ას პო­ე­ზი­ა­ზე აგე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლი, რო­მელ­საც მისი ლექ­სის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი მოთ­მი­ნე­ბით ელო­დე­ბი­ან.

პრე­მი­ე­რამ­დე მამა პეტ­რეს და რე­ა­ჟი­სორს ირაკ­ლი გო­გი­ას გა­ვე­სა­უბ­რეთ.

- მამა პეტ­რე, რო­გორც ჩანს, თქვენ­მა პო­ე­ზი­ამ უბიძ­გა რე­ჟი­სორს სპექ­ტაკ­ლის დად­გმის­კენ. სცე­ნა­რი ვი­სია?

- ად­რეც იყო მცდე­ლო­ბა, რომ ჩემს ლექ­სებ­ზე დად­გმუ­ლი­ყო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სპექ­ტაკ­ლი, მაგ­რამ ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რი პირ­ვე­ლია, რო­მელ­მაც ამ იდე­ის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა შეძ­ლო. იდეა ამ თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს, ირაკ­ლი გო­გი­ას ეკუთ­ვნის. სცე­ნა­რი ფი­ლო­ლოგ­მა, საბა მეტ­რე­ველ­მა და­წე­რა. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ეს წარ­მოდ­გე­ნა სა­ინ­ტე­რე­სო და დრო­უ­ლი იქ­ნე­ბა.

- რა ლექ­სე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, - სატ­რფი­ა­ლო ლი­რი­კა?

- იქ­ნე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ლექ­სე­ბიც, ხე­ლოვ­ნე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე. რაც კი ღი­რე­ბუ­ლი შექ­მნი­ლა, მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლის სა­ხე­ლით. "უსიყ­ვა­რუ­ლოდ მზე არ სუ­ფევს ცის კა­მა­რა­ზე"... გარ­და სატ­რფი­ა­ლო ლექ­სე­ბი­სა, იქ­ნე­ბა ფი­ლო­სო­ფი­უ­რი, რე­ლი­გი­უ­რი, ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი ნა­წე­რე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყვე­ლა ჩვენ­თა­გა­ნი პა­ტა­რა­ო­ბი­დან მოვ­დი­ვართ და რაც ად­რე­ულ ასაკ­ში შექ­მნი­ლა, ის არის სუფ­თა და წრფე­ლი. ამ მხრი­ვაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა სპექ­ტაკ­ლის მსვლე­ლო­ბა.

- ლექ­სებ­ზე აგე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლი უცხო არ არის, მაგ­რამ არც მა­ინ­ცდა­მა­ინც ხში­რი... რას ფიქ­რობთ - ენ­დო­ბით რე­ჟი­სორს?

- სა­ინ­ტე­რე­სოა იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც სხვი­სი თვა­ლით და­ი­ნა­ხავ სა­კუ­თარ სამ­ყა­როს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევრ სი­ახ­ლეს აღ­მო­ვა­ჩენ. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ხომ სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ნახ­ვაა. ირაკ­ლი ნი­ჭი­ე­რია და შეძ­ლებს, სა­კუ­თარ თავ­ში ის აღ­მო­მა­ცე­ნი­ნოს, რაც აქამ­დე ვერ შევ­ძე­ლი, ან უბ­რა­ლოდ გა­მომ­რჩა.

- მის­თვის რა­ი­მე თქვე­ნი მო­თხოვ­ნა ხომ არ წა­გი­ყე­ნე­ბი­ათ?

- რე­ჟი­სორს აქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მე ვიქ­ნე­ბი მხო­ლოდ მსმე­ნე­ლი და არ იქ­ნე­ბა ეს ჩემ­თვის ად­ვი­ლი. მთელს შენს ცხოვ­რე­ბას, "გა­შიშ­ვლე­ბუ­ლად" სცე­ნა­ზე რომ იხი­ლავ, ამის­თვის მზად უნდა იყო. მოკ­ლედ, ახლა "კუ­ლი­სებ­ში" ვემ­ზა­დე­ბი და პრე­მი­ე­რას სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი შევ­ხვდე­ბი.

სა­ო­ცა­რი მო­უთ­მენ­ლო­ბა მჭირს: ჩაბ­ნე­ლე­ბულ სცე­ნა­ზე ვხე­დავ ჩემს და­ბა­დე­ბას, სოფ­ლის მო­ნატ­რე­ბას, დე­დის და­რი­გე­ბას, შეყ­ვა­რე­ბულს, ტაძ­რის­კენ მი­მა­ვალ ბი­ლი­კებს. თა­ვი­დან ვი­პო­ვი სა­კუ­თარ თავს. მოკ­ლედ, ახ­ლი­დან "შემ­ქმნი­ან".

რაც მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ თვალ­წინ და ჩემი ჩა­რე­ვის გა­რე­შე. ვნა­ხოთ, რა თვა­ლით და­მი­ნა­ხეს...

- ალ­ბათ, საქ­მის და­წყე­ბის წინ და­ლო­ცეთ და რო­გორც მო­ძღვარ­მა აკურ­თხეთ კი­დეც...

- ჩვენ ხში­რად ვსა­უბ­რობთ ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე. ირაკ­ლი მორ­წმუ­ნე და ღვთის მო­ში­შია. ვფქი­რობ, ახ­მე­ტე­ლის თე­ატრს ღირ­სე­უ­ლი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ჰყავს, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა, ყო­ველ­თვის დრო­ის შე­სა­ფე­რი­სი იქ­ნე­ბა. ყვე­ლა კე­თი­ლი საქ­მე და­ლოც­ვით იწყე­ბა და არც ეს არის გა­მო­ნაკ­ლი­სი. წარ­მა­ტე­ბე­ბი მას და მის თე­ატ­რა­ლურ დასს.

- მამა პეტ­რე, ისე, ამ ყვე­ლაფ­რის ხიბ­ლი იმა­შიც არის, რომ ამ სტრი­ქო­ნე­ბის ავ­ტო­რი სა­სუ­ლი­ე­რო პირი ხართ.

- ირაკ­ლის კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა გა­მოჩ­ნდა იმა­შიც, რომ პო­ე­ტის სტა­ტუ­სიც სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ი­ყე­ნა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, როცა პო­ე­ტი სა­ღა­მო­ებს, შეხ­ვედ­რებს და ღო­ნის­ძი­ე­ბებს აწყობს, მაგ­რამ ის თუ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რიც არის, ეს უკვე სი­ახ­ლეა. ვე­რა­ფერს იტყვი. ყო­ჩაღ, ისევ რე­ჟი­სორს. იქ­ნე­ბა კრი­ტი­კაც, ცი­ნიზ­მიც, არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბიც, მაგ­რამ "ნა­თე­ლი იგი ბნელ­სა შინა ჩანს და ბნე­ლი იგი მას ვერ ეწია"...

ირაკ­ლი გო­გია, ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- მამა პეტ­რეს ლექ­სე­ბის მი­ხედ­ვით, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სპექ­ტაკლზე ვმუ­შა­ობ, რაც პირ­ველ რიგ­ში, იმან გა­და­მა­წყვე­ტი­ნა, რომ ის ჩემი მო­ძღვა­რია... ძა­ლი­ან კარ­გი ლექ­სე­ბი აქვს, რომ­ლე­ბიც მკი­თხველ­თა გარ­კვე­ულ ჯგუფ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. ახლა გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მის ლექ­სე­ბი ყვე­ლამ გა­იც­ნოს და უკვე ფარ­თო მა­ყუ­რებ­ლამ­დე მი­ვი­ტა­ნოთ, რად­გა­ნაც ისი­ნი აქამ­დე მა­ინც ვიწ­რო ლი­ტე­რა­ტუ­რულ შეხ­ვედ­რებ­ზე იკი­თხე­ბო­და.ახლა კი გვინ­და, რომ მათ ახალ­გაზ­რდე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად ის­მენ­დნენ, უკვე სპექ­ტაკ­ლად ქცე­ულს და ეს წარ­მოდ­გე­ნა თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­შიც იყოს ჩას­მუ­ლი.

- რო­გო­რი იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად სპექ­ტაკ­ლი?

- ეს არის შეკ­რუ­ლი სი­უ­ჟე­ტი, სა­დაც მა­ყუ­რე­ბე­ლი მო­ძღვრი­სა და სე­მოქ­მე­დის ცხოვ­რე­ბი­დან სხვა­დას­ხვა ეტაპს გა­ივ­ლის. მოკ­ლედ, ლე­ქე­ბი­დან მისი ცხოვ­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ დრა­მა­ტურ­გი­ულ მა­სა­ლად ვაქ­ცი­ეთ. ბევ­რი რამ გან­სა­ზღვრა იმა­ნაც, რომ ეს ადა­მი­ა­ნი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პო­ე­ზია აქვს, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნამ­დე და­დის. თა­ვის სი­ნა­ნულს, გულ­და­წყვე­ტას, სი­ხა­რულს ხე­დავს. ჰოდა, რაც სათ­ქმე­ლია, მა­ყუ­რებ­ლამ­დე უნდა მი­ვი­ტა­ნოთ. ამ ყვე­ლაფ­რის მთა­ვა­რი ხიბ­ლი კი ხომ ვამ­ბობ, ის არის, რომ ლექ­სე­ბი მო­ძღვრის­გან არის მო­წო­დე­ბუ­ლი.

- და ამ სპექ­ტაკ­ლით რას მი­ი­ღებს სა­ბო­ლო­ოდ მა­ყუ­რე­ბე­ლი?

- ემო­ცი­ა­თა თა­მა­ში - ეს არის მამა პეტ­რეს ლექ­სე­ბი, ზღვა ემო­ცია. სულ 25-მდე ლექ­სია. რა თქმა უნდა, არის ლი­რი­კაც, დიდი ად­გი­ლი ეთ­მო­ბა მის ურ­თი­ერ­თო­ბას დე­დას­თან და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რე­ლი­გი­ას­თან და ამ ყვე­ლა­ფერს ჰქვია "მო­ძღვრის აღ­სა­რე­ბა"...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

პეტრე კოლხი: "ახლიდან შემქმნიან" - მოძღვრის აღსარება, რომელსაც ელოდებიან

პეტრე კოლხი: "ახლიდან შემქმნიან" - მოძღვრის აღსარება, რომელსაც ელოდებიან

20 ნოემბერს, ექვსი მსახიობი, ახმეტელის თეატრში სპექტაკლის პრემიერას შემოგვთავაზებს. წარმოდგენას "მოძღვრის აღსარება" ერქმევა და მას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი - ირაკლი გოგია დგამს. ეს არის პეტრე კოლხის, ანუ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზის პეტრე კვარაცხელიას პოეზიაზე აგებული სპექტაკლი, რომელსაც მისი ლექსის მოყვარულები მოთმინებით ელოდებიან.

პრემიერამდე მამა პეტრეს და რეაჟისორს ირაკლი გოგიას გავესაუბრეთ.  

- მამა პეტრე, როგორც ჩანს, თქვენმა პოეზიამ უბიძგა რეჟისორს სპექტაკლის დადგმისკენ. სცენარი ვისია?

- ადრეც იყო მცდელობა, რომ ჩემს ლექსებზე დადგმულიყო ლიტერატურული სპექტაკლი, მაგრამ ახმეტელის თეატრი პირველია, რომელმაც ამ იდეის სისრულეში მოყვანა შეძლო. იდეა ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ირაკლი გოგიას ეკუთვნის. სცენარი ფილოლოგმა, საბა მეტრეველმა დაწერა. ვიმედოვნებ, რომ ეს წარმოდგენა საინტერესო და დროული იქნება.

- რა ლექსებია გამოყენებული, - სატრფიალო ლირიკა?

- იქნება სასიყვარულო ლექსებიც, ხელოვნება წარმოუდგენელია სიყვარულის გარეშე. რაც კი ღირებული შექმნილა, მხოლოდ სიყვარულის სახელით. "უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე"... გარდა სატრფიალო ლექსებისა, იქნება ფილოსოფიური, რელიგიური, ბავშვობის დროინდელი ნაწერები. მოგეხსენებათ, ყველა ჩვენთაგანი პატარაობიდან მოვდივართ და რაც ადრეულ ასაკში შექმნილა, ის არის სუფთა და წრფელი. ამ მხრივაც ძალიან საინტერესო იქნება სპექტაკლის მსვლელობა.

- ლექსებზე აგებული სპექტაკლი უცხო არ არის, მაგრამ არც მაინცდამაინც ხშირი... რას ფიქრობთ - ენდობით რეჟისორს?

- საინტერესოა იმდენად, რამდენადაც სხვისი თვალით დაინახავ საკუთარ სამყაროს. დარწმუნებული ვარ, ბევრ სიახლეს აღმოვაჩენ. ყველაზე მთავარი ხომ საკუთარი თავის დანახვაა. ირაკლი ნიჭიერია და შეძლებს, საკუთარ თავში ის აღმომაცენინოს, რაც აქამდე ვერ შევძელი, ან უბრალოდ გამომრჩა.

- მისთვის რაიმე თქვენი მოთხოვნა ხომ არ წაგიყენებიათ?

- რეჟისორს აქვს აბსოლუტური თავისუფლება. მე ვიქნები მხოლოდ მსმენელი და არ იქნება ეს ჩემთვის ადვილი. მთელს შენს ცხოვრებას, "გაშიშვლებულად" სცენაზე რომ იხილავ, ამისთვის მზად უნდა იყო. მოკლედ, ახლა "კულისებში" ვემზადები და პრემიერას სათანადოდ მომზადებული შევხვდები.

საოცარი მოუთმენლობა მჭირს: ჩაბნელებულ სცენაზე ვხედავ ჩემს დაბადებას, სოფლის მონატრებას, დედის დარიგებას, შეყვარებულს, ტაძრისკენ მიმავალ ბილიკებს. თავიდან ვიპოვი საკუთარ თავს. მოკლედ, ახლიდან "შემქმნიან".

რაც მთავარია, ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ და ჩემი ჩარევის გარეშე. ვნახოთ, რა თვალით დამინახეს...

- ალბათ, საქმის დაწყების წინ დალოცეთ და როგორც მოძღვარმა აკურთხეთ კიდეც...

- ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხელოვნებაზე. ირაკლი მორწმუნე და ღვთის მოშიშია. ვფქირობ, ახმეტელის თეატრს ღირსეული სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს, რომლის შემოქმედება, ყოველთვის დროის შესაფერისი იქნება. ყველა კეთილი საქმე დალოცვით იწყება და არც ეს არის გამონაკლისი. წარმატებები მას და მის თეატრალურ დასს.

- მამა პეტრე, ისე, ამ ყველაფრის ხიბლი იმაშიც არის, რომ ამ სტრიქონების ავტორი სასულიერო პირი ხართ.

- ირაკლის კრეატიულობა გამოჩნდა იმაშიც, რომ პოეტის სტატუსიც სათანადოდ გამოიყენა. ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა პოეტი საღამოებს, შეხვედრებს და ღონისძიებებს აწყობს, მაგრამ ის თუ სასულიერო პირიც არის, ეს უკვე სიახლეა. ვერაფერს იტყვი. ყოჩაღ, ისევ რეჟისორს. იქნება კრიტიკაც, ცინიზმიც, არაობიექტური შეფასებებიც, მაგრამ "ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია"...

ირაკლი გოგია, ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- მამა პეტრეს ლექსების მიხედვით, ლიტერატურული სპექტაკლზე ვმუშაობ, რაც პირველ რიგში, იმან გადამაწყვეტინა, რომ ის ჩემი მოძღვარია... ძალიან კარგი ლექსები აქვს, რომლებიც მკითხველთა გარკვეულ ჯგუფში ძალიან პოპულარულია. ახლა გადავწყვიტეთ, რომ მის ლექსები ყველამ გაიცნოს და უკვე ფართო მაყურებლამდე მივიტანოთ, რადგანაც ისინი აქამდე მაინც ვიწრო ლიტერატურულ შეხვედრებზე იკითხებოდა. ახლა კი გვინდა, რომ მათ ახალგაზრდები რეგულარულად ისმენდნენ, უკვე სპექტაკლად ქცეულს და ეს წარმოდგენა თეატრის რეპერტუარშიც იყოს  ჩასმული.

- როგორი იქნება კონკრეტულად სპექტაკლი?

- ეს არის შეკრული სიუჟეტი, სადაც მაყურებელი მოძღვრისა და სემოქმედის ცხოვრებიდან სხვადასხვა ეტაპს გაივლის. მოკლედ, ლექებიდან მისი ცხოვრება ჩვეულებრივ დრამატურგიულ მასალად ვაქციეთ. ბევრი რამ განსაზღვრა იმანაც, რომ ეს ადამიანი სასულიერო პირია. ძალიან საინტერესო პოეზია აქვს, ყველა ადამიანამდე დადის. თავის სინანულს, გულდაწყვეტას, სიხარულს ხედავს. ჰოდა, რაც სათქმელია, მაყურებლამდე უნდა მივიტანოთ. ამ ყველაფრის მთავარი ხიბლი კი ხომ ვამბობ, ის არის, რომ ლექსები მოძღვრისგან არის მოწოდებული.

- და ამ სპექტაკლით რას მიიღებს საბოლოოდ მაყურებელი?

- ემოციათა თამაში - ეს არის მამა პეტრეს ლექსები, ზღვა ემოცია. სულ 25-მდე ლექსია. რა თქმა უნდა, არის ლირიკაც, დიდი ადგილი ეთმობა მის ურთიერთობას დედასთან და რასაკვირველია, რელიგიასთან და ამ ყველაფერს ჰქვია "მოძღვრის აღსარება"...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია