მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნიკალური და ორიგინალური შემოქმედი და პოეტი ვარ" - "მოულოდნელი კითხვები" დეფის
"უნიკალური და ორიგინალური შემოქმედი და პოეტი ვარ" - "მოულოდნელი კითხვები" დეფის

ამ­ჯე­რად და­ვით დეფი გახ­ლავთ ჩემი "მო­უ­ლოდ­ნე­ლი კი­თხვე­ბის" ობი­ექ­ტი...

ის ერთი ორი­გი­ნა­ლუ­რი და შე­მოქ­მე­დია... ყო­ველ­თვის ორი­გი­ნა­ლუ­რი იყო. სა­ზო­გა­დო­ე­ბას უყ­ვარს, მაგ­რამ მა­ვა­ნი მას რა­ტომ­ღაც ისე­თად არ იღებს, აღიქ­ვამს, რო­გო­რიც არის.არა­და, ადა­მი­ა­ნი ზო­გა­დად, ისე­თი უნდა მი­ი­ღო, რო­გო­რიც არის, მაგ­რამ ეს ფორ­მუ­ლა ყო­ველ­თვის არ მუ­შა­ობს... 

- სად ხართ და რო­გორ?

- ახლა სახ­ლში ვარ და კარ­გად. ჩემი სახ­ლი დიდი მდუ­მა­რე­ბის წი­აღ­შია.

- რა დღეა დღეს?

- ის დღე, რო­მე­ლიც გუ­შინ მო­მა­ვა­ლი იყო და ხვალ გახ­დე­ბა წარ­სუ­ლი.

- თა­რი­ღებს ად­ვი­ლად იმახ­სოვ­რებთ და რა დატ­ვირ­თვა აქვს მას თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ხან ად­ვი­ლად ვი­მახ­სოვ­რებ, ხან - არა. თა­რი­ღებს იგი­ვე დატ­ვირ­თვა აქვს, რო­გორც ბგე­რებს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა ხდე­ბა "ქუ­ე­ყა­ნა­სა ზედა?"

- ამა­ო­ე­ბა ამა­ო­თა და ყო­ვე­ლი­ვე ამაო...

- რა­ტომ მიდი-მო­დი­ან ამ­დენს ეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი?

- ასე­თია მათი ბუ­ნე­ბა.

- რო­დის ტე­ხავს?

- როცა არ ას­წო­რებს...

- თქვენ მიერ პო­ე­ტურ ორ­დენ "სამ­კა­უ­ლის" და­არ­სე­ბამ გა­ა­მარ­თლა?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად.

- რო­გორც ვიცი, პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რი ხართ. რას და­აპ­რო­ექ­ტებ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- პრო­ფე­სი­ით არა, გა­ნათ­ლე­ბით ვარ არ­ქი­ტექ­ტო­რი და მე უკვე და­ვაპ­რო­ექ­ტე და ავა­შე­ნე კი­დეც - ჩემი წიგ­ნე­ბით ავა­გე დიდი, უკ­ვდა­ვი და უსას­რუ­ლო სამ­ყა­რო...

- რო­გორ ფიქ­რობთ, ხართ თუ არა ორი­გი­ნა­ლუ­რი ტი­პა­ჟი?

- ტი­პა­ჟი არ ვიცი, რა არის, მაგ­რამ ორი­გი­ნა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბა, ორი­გი­ნა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დი და ორი­გი­ნა­ლუ­რი პო­ე­ტი ვარ. თა­ნაც უნი­კა­ლუ­რი.

- ტე­ლე­ვი­ზია, კინო, პო­ე­ზია - ეს არის თქვე­ნი სა­მოქ­მე­დო არე­ა­ლი, რო­მე­ლია უფრო მცი­რე და პა­ტა­რა?

- ტე­ლე­ვი­ზია ადრე იყო, კი­ნოც. ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაა. პო­ე­ზია კი ჩემი სუ­ლია. პო­ე­ზია სიყ­ვა­რუ­ლის გა­მოთ­ქმაა. მე ვარ პო­ე­ზია...

- და­ვას ყო­ველ­თვის აქვს აზრი?

- არ ვიცი.

- მი­ნის­ტრის პორ­ტფე­ლი არ გდო­მე­ბი­ათ?

- არას­დროს.

- ვი­თომ არ მო­გიხ­დე­ბო­დათ?

- არ ვიცი.

- მინ­და, ერთი თქვე­ნი­ვე ფრა­ზით გკი­თხოთ: "აქე­დან ყვე­ლა­ნი ცო­ცხლე­ბი გა­ვალთ?"

- დიახ, აქე­დან ყვე­ლა­ნი ცო­ცხლე­ბი გა­ვალთ.

- რა არის "ლო­გი­კუ­რი აბ­და­უბ­და?"

- ჩემი ერთ-ერთი ლექ­სის სა­თა­უ­რი. ადი­ვარ ქვე­ვით, ჩავ­დი­ვარ ზე­ვით...

- "ინ­დი­გო თა­ო­ბა" მარ­თლა მო­დის?

- დიახ, მაგ­რამ ეს პი­რო­ბი­თი სა­ხე­ლია. ჩვენ თა­ო­ბა­ში არი­ან ასე­თე­ბი. მე ვარ ინ­დი­გო, რად­გან ჩემი მკი­თხვე­ლი ზე­გინ­დე­ლი დღის მკი­თხვე­ლია...

- რას ეძებთ სი­ტყვებ­ში?

- ბედ­ნი­ე­რე­ბას. მდუ­მა­რე­ბას. თა­ნაგ­რძნო­ბას. მაგ­რამ არ ვე­ძებ - სი­ტყვა თვი­თო­ნაა ეს ყვე­ლა­ფე­რი და ისი­ნი ჩემ­ში არი­ან... და თქვენ­შიც. ამი­ტო­მაც ვწერ წიგ­ნებს, რომ მათი ამო­კი­თხვა სხვებ­მაც შეძ­ლონ.

- ბოლო დროს თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი აქ­სე­სუ­ა­რი მგო­ნი, ბე­რე­ტია. რა­ტომ? სვა­ნუ­რი ქუდი არ მო­გიხ­დე­ბო­დათ?

- სვა­ნუ­რი ქუდი ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი ქუ­დია. უნი­კა­ლუ­რია სვა­ნუ­რი ქუდი. ბე­რე­ტი და შლა­პაც მა­ხუ­რავს. ისი­ნიც უნი­კა­ლუ­რე­ბი არი­ან...

- გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არ­სე­ბობ­სო. მარ­თა­ლია?

- დიახ, მარ­თა­ლია. გა­მო­სა­ვა­ლი და გა­სას­ვლე­ლიც ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს, ოღონდ, უნდა იცო­დე, სა­დაა ის და რა არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა გი­წევს. ასეთ დროს ვი­გებთ, სი­ნამ­დვი­ლე­ში ვინ ვართ.

- და ბო­ლოს, სამი სი­ტყვა, რი­თაც დაგ­ვემ­შვი­დო­ბე­ბით.

- ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. და კი­დევ ორი სი­ტყვა ჩემ­გან სა­ჩუქ­რად - მთა­ვა­რი წი­ნაა.

ლალი ფა­ცია

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

"უნიკალური და ორიგინალური შემოქმედი და პოეტი ვარ" - "მოულოდნელი კითხვები" დეფის

"უნიკალური და ორიგინალური შემოქმედი და პოეტი ვარ" - "მოულოდნელი კითხვები" დეფის

ამჯერად დავით დეფი გახლავთ ჩემი "მოულოდნელი კითხვების" ობიექტი...

ის ერთი ორიგინალური და შემოქმედია... ყოველთვის ორიგინალური იყო. საზოგადოებას უყვარს, მაგრამ მავანი მას რატომღაც ისეთად არ იღებს, აღიქვამს, როგორიც არის. არადა, ადამიანი ზოგადად, ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის, მაგრამ ეს ფორმულა ყოველთვის არ მუშაობს... 

- სად ხართ და როგორ?

- ახლა სახლში ვარ და კარგად. ჩემი სახლი დიდი მდუმარების წიაღშია.

- რა დღეა დღეს?

- ის დღე, რომელიც გუშინ მომავალი იყო და ხვალ გახდება წარსული.

- თარიღებს ადვილად იმახსოვრებთ და რა დატვირთვა აქვს მას თქვენს ცხოვრებაში?

- ხან ადვილად ვიმახსოვრებ, ხან - არა. თარიღებს იგივე დატვირთვა აქვს, როგორც ბგერებს.

- როგორ ფიქრობთ, რა ხდება "ქუეყანასა ზედა?"

- ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო...

- რატომ მიდი-მოდიან ამდენს ეს პოლიტიკოსები?

- ასეთია მათი ბუნება.

- როდის ტეხავს?

- როცა არ ასწორებს...

- თქვენ მიერ პოეტურ ორდენ "სამკაულის" დაარსებამ გაამართლა?

- აბსოლუტურად.

- როგორც ვიცი, პროფესიით არქიტექტორი ხართ. რას დააპროექტებდით საქართველოში?

- პროფესიით არა, განათლებით ვარ არქიტექტორი და მე უკვე დავაპროექტე და ავაშენე კიდეც - ჩემი წიგნებით ავაგე დიდი, უკვდავი და უსასრულო სამყარო...

- როგორ ფიქრობთ, ხართ თუ არა ორიგინალური ტიპაჟი?

- ტიპაჟი არ ვიცი, რა არის, მაგრამ ორიგინალური პიროვნება, ორიგინალური შემოქმედი და ორიგინალური პოეტი ვარ. თანაც უნიკალური.

- ტელევიზია, კინო, პოეზია - ეს არის თქვენი სამოქმედო არეალი, რომელია უფრო მცირე და პატარა?

- ტელევიზია ადრე იყო, კინოც. ყველაფერი გამოხატვის საშუალებაა. პოეზია კი ჩემი სულია. პოეზია სიყვარულის გამოთქმაა. მე ვარ პოეზია...

- დავას ყოველთვის აქვს აზრი?

- არ ვიცი.

- მინისტრის პორტფელი არ გდომებიათ?

- არასდროს.

- ვითომ არ მოგიხდებოდათ?

- არ ვიცი.

- მინდა, ერთი თქვენივე ფრაზით გკითხოთ: "აქედან ყველანი ცოცხლები გავალთ?"

- დიახ, აქედან ყველანი ცოცხლები გავალთ.

- რა არის "ლოგიკური აბდაუბდა?"

- ჩემი ერთ-ერთი ლექსის სათაური. ადივარ ქვევით, ჩავდივარ ზევით...

- "ინდიგო თაობა" მართლა მოდის?

- დიახ, მაგრამ ეს პირობითი სახელია. ჩვენ თაობაში არიან ასეთები. მე ვარ ინდიგო, რადგან ჩემი მკითხველი ზეგინდელი დღის მკითხველია...

- რას ეძებთ სიტყვებში?

- ბედნიერებას. მდუმარებას. თანაგრძნობას. მაგრამ არ ვეძებ - სიტყვა თვითონაა ეს ყველაფერი და ისინი ჩემში არიან... და თქვენშიც. ამიტომაც ვწერ წიგნებს, რომ მათი ამოკითხვა სხვებმაც შეძლონ.

- ბოლო დროს თქვენი საყვარელი აქსესუარი მგონი, ბერეტია. რატომ? სვანური ქუდი არ მოგიხდებოდათ?

- სვანური ქუდი ჩემი უსაყვარლესი ქუდია. უნიკალურია სვანური ქუდი. ბერეტი და შლაპაც მახურავს. ისინიც უნიკალურები არიან...

- გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობსო. მართალია?

- დიახ, მართალია. გამოსავალი და გასასვლელიც ყოველთვის არსებობს, ოღონდ, უნდა იცოდე, სადაა ის და რა არჩევანის გაკეთება გიწევს. ასეთ დროს ვიგებთ, სინამდვილეში ვინ ვართ.

- და ბოლოს, სამი სიტყვა, რითაც დაგვემშვიდობებით.

- ყველაფერი კარგად იქნება. და კიდევ ორი სიტყვა ჩემგან საჩუქრად - მთავარი წინაა.

ლალი ფაცია

Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია